/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ დავისვენოთ სწორად ზამთარში

როგორ დავისვენოთ სწორად ზამთარში
დღეს ტურიზმში მკვდარი სეზონი არ არსებობს. ზამთრის არდადეგებზე ზოგი თუ სათხილამურო კურორტებისკენ მიემგზავრება, ზოგი თბილი ქვეყნებისკენ მიილტვის.

ექიმები ასეთ ვოიაჟებს ეჭვით უყურებენ. და არცთუ უსაფუძვლოდ. ადამიანის მთელი ცხოვრება ბიორიტმებს ექვემდებარება. როცა ზამთარში ცხელ ქვეყნებში მივემგზავრებით, ამით სეზონურ რიტმს უხეშად ვარღვევთ. ორგანიზმი, რომელიც უკვე მოემზადა ხანგრძლივი ზამთრისთვის, ასეთი სტრესისთვის მზად არ არის.

წელიწადის ამ დროს იმატებს ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა, კერძოდ, ძლიერდება თიროქსინის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის) სინთეზი, რაც გამოიხატება უჯრედთა ჟანგვითი რეაქციების ინტენსივობის, სითბოს გამოყოფის მატებით, პულსისა და სუნთქვის გაიშვიათებით, კანის კაპილარების შევიწროებით - ყველაფერი კეთდება ორგანიზმის ზამთრისთვის მოსამზადებლად. თქვენ კი საჰაერო ლაინერით რამდენიმე საათში მზითა და პალმებით სავსე სამოთხეში ამოყოფთ თავს, და იწყება ბრძოლა ჩვეულსა და არსებულს შორის. გარემოს ცვლილებაზე რეაგირებს მთელი ენდოკრინული სისტემა. მისი კასკადური რეაქციის შედეგად ხშირდება სუნთქვა და პულსი, ფართოვდება სისხლძარღვები, ძლიერდება ოფლდენა.

ცვლილებები მიმდინარეობს სისხლშიც: იმატებს სისხლის წებვადობა, რის გამოც გულს დიდი დატვირთვით მუშაობა უწევს, მცირდება მინერალების - ქლორის, კალიუმის, ნატრიუმის იონების რაოდენობა - ისინი ოფლთან ერთად ორთქლდება. რასაკვირველია, ყოველივე ეს გავლენას ახდენს განწყობაზე, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ პირველ დღეებში მოსალოდნელი სიამოვნებისა და მოდუნების ნაცვლად გაღიზიანება, თავის ტკივილი, სისუსტე იგრძენით. შესაძლოა, ამ მოვლენებმა 4-5 დღეში გაიაროს, მაგრამ შესაძლოა, უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გარდა ამისა, საათობრივი სარტყლის შეცვლა არღვევს დღეღამურ ბიორიტმს, რაც შესაძლოა ავადმყოფური მდგომარეობის - დესინქრონოზის მიზეზად იქცეს. მისთვის დამახასიათებელია ადვილად დაღლა, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება.

დესინქრონოზი რომ გადალახოთ, ღამით იძინეთ ჩვეულებრივზე უფრო მეტხანს. რეკომენდებულია დღისით თვალის მოტყუებაც. კიდევ ერთი დამატებითი სინქრონიზატორია საკვების მიღება. რომც არ გშიოდეთ, მაინც მიუჯექით მაგიდას (როგორც ცნობილია, მადა ჭამაში მოდის). ასე ორგანიზმი უფრო სწრაფად გადაერთვება ახალ რეჟიმზე. 1-2 კვირაში ალბათ გადალახავთ დესინქრონოზს, მაგრამ შინ დაბრუნების დროც დადგება, ხოლო უკან დაბრუნებისას კვლავ აკლიმატიზაციის გავლა მოგიწევთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამრაჯობათ D ვიტამინი მაქვს 29 რას მირჩევთ მივიღო D3 და რომელ პრეპარტს მირჩევთ</p>

მოგზაურობა ზამთრიდან ზაფხულში და პირუკუ ანგრევს იმუნურ სისტემას, ასუსტებს ორგანიზმის ძალებს. საადაპტაციო შესაძლებლობები ყველა ჩვენგანს ინდივიდუალური აქვს. ისინი ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ადაპტაციის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია 25-30 წლის ასაკში, ყველაზე დაბალი - ბავშვობაში და 50 წლის შემდეგ, ამიტომ მოხუცები და ბავშვები ასეთი მოგზაურობისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. გაჯანსაღების ნაცვლად მას ზიანი მოაქვს.

ინფექცია, როგორც ცნობილია, ყველგან არის, ხოლო დასუსტებული ორგანიზმი მისდამი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ასე რომ, სარტყლის შეცვლიდან მე-4-5 დღეს შესაძლოა პნევმონია, ანგინა ან ოტიტი დაემართოთ. ასეთივე სიურპრიზები მოსალოდნელია უკან დაბრუნების შემდეგაც.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

  • გაკაჟდით, რათა ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობები გაზარდოთ.
  • დასასვენებლად გაემგზავრეთ არა 1-2 კვირით, არამედ 24 დღით. ამ ხნის განმავლობაში მოასწრებთ როგორც აკლიმატიზაციას, ასევე დასვენებასაც.
  • პირველ დღეებში იძინეთ დიდხანს.
  • ადაპტაციის არაჩვეულებრივი ხერხია დღის ძილი.
  • წყალმარილოვანი ცვლის ბალანსის შესანარჩუნებლად გაზარდეთ რაციონში მარილის ოდენობა (თუ ეს თქვენთვის უკუნაჩვენები არ არის). მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, მაგრამ არა ეგზოტიკური, არამედ ჩვეული და კარგად ნაცნობი: კომბოსტო, გოგრა, ციტრუსები, ვაშლი, ყურძენი.
  • პლაჟზე დაწექით მხოლოდ საჩრდილობლის ქვეშ. შოკოლადისფერი რუჯი მალე მოგშორდებათ, უსიამოვნო მოგონებები კი დიდხანს გაგყვებათ.
  • ჭარბი ინსოლაცია (მზის სხივების ზემოქმედება) მკვეთრად აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს ნაადრევ ნაოჭებს, კანის კიბოს.
  • რაც შეეხება ცურვას - იცურეთ, რამდენიც გნებავთ! ზღვა აჯანსაღებს სხეულს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

დაბოლოს: გადადეთ ცხელ ქვეყნებში გამგზავრება იმ დროისთვის, როცა ჩვენთანაც ზაფხულია. ნუ დაივიწყებთ, რომ ზამთარსაც აქვს თავისი ხიბლი. ტყუილად კი არ უთქვამს ხალხს, ყველაფერს თავისი დრო აქვსო...

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ წავიკითხოთ კოსმეტიკური საშუალებების ეტიკეტი სწორად
როგორ წავიკითხოთ კოსმეტიკური საშუალებების ეტიკეტი სწორად
პლანეტაზე ყველაფერი შედგება გარკვეული ქიმიური ნაერთებისგან - გამონაკლისი არც კრემები, შამპუნები და პომადაა.
სრულად
მწვანე ჩაის გადაჭარბებული მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს
მწვანე ჩაის გადაჭარბებული მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს
სასმელში შემავალმა კოფეინმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე.
სრულად
ნორმალურია თუ არა მეგობრების არარსებობა
ნორმალურია თუ არა მეგობრების არარსებობა
მეგობრების არარსებობა ყოველთვის არ მიუთითეს პრობლემაზე.
სრულად
ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად „იზიდავს“ ადამიანებს
ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტად „იზიდავს“ ადამიანებს
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ თბილი მოგონებები წყალთან (ზღვების, ტბებისა და მდინარეების) ახლოს მდებარე ადგილების,
სრულად
რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ტუალეტის ქაღალდი
რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ტუალეტის ქაღალდი
განსაკუთრებით ეს ეხება სურნელოვან ტუალეტის ქაღალდს.
სრულად
შეიძლება თუ არა ტამპონების გამოყენება ცხელ ამინდში?
შეიძლება თუ არა ტამპონების გამოყენება ცხელ ამინდში?
გამოიწვევს თუ არა ეს კანდიდოზს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ დავისვენოთ სწორად ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები