/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ადამიანის ბიორიტმები

ადამიანის ბიორიტმები
ადამიანმა უხსოვარი დროიდანვე შეამჩნია, რომ დღის განსაზღვრულ პერიოდში თავს მხნედ და ყოჩაღად გრძნობდა, სხვა დროს კი სისუსტეს უჩიოდა.

იმისთვის, რომ დღემ მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, აუცილებელია იცოდეთ ადამიანის დღეღამური ბიორიტმების ცვლილება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანები აქტიური და პასიური პერიოდების ცვლილებით დაინტერესდნენ და სწორედ ასე აღმოცენდა ქრონობიოლოგია - ადამიანის ბიორიტმების შემსწავლელი მეცნიერება.

დადგენილია, რომ ბიორიტმების გონივრული მართვით არა მხოლოდ დღის ოპტიმიზება, არამედ სიბერის პროცესთა შენელებაც კია შესაძლებელი, ხოლო მათი უგულებელყოფით შესაძლოა ადამიანი ისეთი ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდეს, იმუნიტეტი სერიოზულად დაიზიანოს.

ენერგეტიკული აღმასვლა შეინიშნება:

  • დილის 5-დან 6-სთ-მდე;
  • 11.00-დან 12.00-მდე;
  • 16.00-დან 17.00-მდე;
  • 20.00-დან 21.00-მდე;
  • 24.00-დან ღამის პირველ საათამდე.

ენერგეტიკული დაღმასვლა შეინიშნება:

  • 2.00-დან 3.00-მდე;
  • 9.00-დან 10.00-მდე;
  • 14.00-დან 15.00-მდე;
  • 18.00-დან 19.00-მდე.

ქრონოტიპები

წინათ ადამიანები ორ ძირითად ქრონოტიპად იყოფოდნენ: ბუებად და ტოროლებად. დღეს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქრონოტიპი არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი თვისებაა და სავსებით შესაძლებელია მისი კორექტირება, თუმცა ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ: დღეში 10-15 წუთით უნდა გადასწიოთ გაღვიძებისა და დაძინების დრო. ასევე უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი დღეღამური ბიორიტმების გრაფიკის შეცვლა, თანაც ისე, რომ მრავალი წლით შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.

6.00-7.00

ეს საუკეთესო დროა გამოღვიძებისთვის, რადგან ორგანიზმი აქტიურდება. უნდა გაიღვიძოთ აუჩქარებლად, ორგანიზმი ფრთხილად უნდა მოიყვანოთ საბრძოლო მზადყოფნაში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ძილის დროს ხერხემალი ეშვება, ნელდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა. ვიდრე საწოლიდან წამოდგებოდეთ, წამოჯექით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას, გაგაკაჟებთ, მერე კი შეგიძლიათ ივარჯიშოთ და გრილი შხაპიც მიიღოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ადამიანის ბიორიტმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ბიორიტმები

იმისთვის, რომ დღემ მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, აუცილებელია იცოდეთ ადამიანის დღეღამური ბიორიტმების ცვლილება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანები აქტიური და პასიური პერიოდების ცვლილებით დაინტერესდნენ და სწორედ ასე აღმოცენდა ქრონობიოლოგია - ადამიანის ბიორიტმების შემსწავლელი მეცნიერება.

დადგენილია, რომ ბიორიტმების გონივრული მართვით არა მხოლოდ დღის ოპტიმიზება, არამედ სიბერის პროცესთა შენელებაც კია შესაძლებელი, ხოლო მათი უგულებელყოფით შესაძლოა ადამიანი ისეთი ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდეს, იმუნიტეტი სერიოზულად დაიზიანოს.

ენერგეტიკული აღმასვლა შეინიშნება:

  • დილის 5-დან 6-სთ-მდე;
  • 11.00-დან 12.00-მდე;
  • 16.00-დან 17.00-მდე;
  • 20.00-დან 21.00-მდე;
  • 24.00-დან ღამის პირველ საათამდე.

ენერგეტიკული დაღმასვლა შეინიშნება:

  • 2.00-დან 3.00-მდე;
  • 9.00-დან 10.00-მდე;
  • 14.00-დან 15.00-მდე;
  • 18.00-დან 19.00-მდე.

ქრონოტიპები

წინათ ადამიანები ორ ძირითად ქრონოტიპად იყოფოდნენ: ბუებად და ტოროლებად. დღეს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქრონოტიპი არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი თვისებაა და სავსებით შესაძლებელია მისი კორექტირება, თუმცა ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ: დღეში 10-15 წუთით უნდა გადასწიოთ გაღვიძებისა და დაძინების დრო. ასევე უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი დღეღამური ბიორიტმების გრაფიკის შეცვლა, თანაც ისე, რომ მრავალი წლით შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა.

6.00-7.00

ეს საუკეთესო დროა გამოღვიძებისთვის, რადგან ორგანიზმი აქტიურდება. უნდა გაიღვიძოთ აუჩქარებლად, ორგანიზმი ფრთხილად უნდა მოიყვანოთ საბრძოლო მზადყოფნაში.

ძილის დროს ხერხემალი ეშვება, ნელდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა. ვიდრე საწოლიდან წამოდგებოდეთ, წამოჯექით, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ეს გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას, გაგაკაჟებთ, მერე კი შეგიძლიათ ივარჯიშოთ და გრილი შხაპიც მიიღოთ.


7.00-9.00

საუკეთესო დროა საუზმისთვის. მიღებულ საკვებს საუკეთესოდ ითვისებს ორგანიზმი. გირჩევთ პროტეინებით მდიდარი საკვების მიღებას, რადგან ცილა ანელებს საჭმლის მონელებას და სადილამდე შესანიშნავად თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას. ასევე ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური პროცედურებისთვის, სახეზე გვირილისა და სალბის კომპრესებისთვის და ა.შ.

9.00-10.00

დილის სექსუალობის პიკია. როგორც მამაკაცების, ისე ქალების სისხლში ყველაზე დიდი რაოდენობით გადმოიტყორცნება სასქესო ჰორმონები. ამ დროს ორივე სქესის წარმომადგენლები სავსენი არიან სექსუალური ენერგიით.

10.00-11.00

საუკეთესო დროა ექიმთან ვიზიტისთვის - ამ პერიოდში ყველაზე მეტადაა დათრგუნული მტკივნეული შეგრძნებები, ამიტომ სამედიცინო პროცედურები ნაკლებად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და ნეგატიური შედეგის რისკიც მინიმალურია.

11.00-12.00

საუკეთესო პერიოდია ინტელექტუალური მუშაობისთვის. 12.00 საათიდან უკვე შეიძლება სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, საქმიანი და სატელეფონო საუბრების გამართვა. 12 საათზე მირთმეული ტკბილეული ყველაზე ნაკლებად დაეტყობა თქვენს წონას.

13.00-14.00

სადილის დროა. ყველაზე უკეთ მუშაობს წვრილი ნაწლავი - საკვები აითვისება და შეიწოვება ადვილად, ყოველგვარი სირთულის გარეშე. სადილად, გირჩევთ, მიირთვათ ხორცი, ფრინველი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ბრინჯი, პარკოსნები, კარტოფილი, უმი ბოსტნეულის სალათა მცენარეული ზეთით და სხვა. არ დაივიწყოთ წვნიანი!

14.00-15.00

ამ დროს ყველაზე სწრაფად იზრდება თმა და ფრჩხილები - საუკეთესო პერიოდია სილამაზის სალონში სტუმრობისთვის. ორგანიზმში დაბალია სტატიკური ელექტრობის დონე და შეგიძლიათ, ახალ ვარცხნილობაზეც იზრუნოთ. თმა მეტად თვინიერი და დამჯერია, მისთვის სასურველი ფორმის მინიჭებაც ადვილია.

16.00-18.00

ეს ფიზიკური აქტივობის პიკია, იდეალური დროა ფიტნესისა და ცურვისთვის.

18.00-19.00

18.00 საათი შესანიშნავი დროა სამხრისთვის - სადილიდან უკვე 3-4 საათია გასული და ორგანიზმს ენერგეტიკული მარაგის შევსება სჭირდება. ივახშმეთ დაძინებამდე 4 საათით ადრე. ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, შედგებოდეს თეთრი ხორცის, სალათის ან ჩაშუშული ბოსტნეულისგან. არ არის რეკომენდებული წითელი ღვინის დალევა ან ცხიმიანი საკვების მიღება - მათ მოსანელებლად ბევრი დროა საჭირო, რაც დამატებით დატვირთვას აყენებს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლს.

20 საათის შემდეგ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები პრაქტიკულად აღარ გამომუშავდება.

19.00-21.00

ხელსაყრელი დროა მასაჟისთვის, საუნისთვის, ტალახისა და სამკურნალო ნიღბებისთვის, პილინგისთვის, ეპილაციისთვის, სხვადასხვა ტიპის ანტიცელულიტური პროგრამისთვის, ლიმფოდრენაჟისთვის.

21.00-22.00

ენერგიის რაოდენობა მცირდება, სახსრები მეტად მოძრავი ხდება, ამიტომ იდეალური დროა იოგასთვის, გაჭიმვებისთვის. ჰარმონიზდება სულიერი მდგომარეობა და ნერვები მწყობრში დგება. მშვენიერია სუნთქვითი ვარჯიშისთვისაც, რომელიც აღადგენს ფსიქიკურ ენერგიას, ჟანგბადით ამდიდრებს ქსოვილებს. მჯდომარე პროფესიათა წარმომადგენლებისთვის კარგია ხერხემლის გავარჯიშება. ამ დროს ყველაზე მწვავედ იგრძნობა მარტოობა, ამიტომ კარგია საუბრები ტელეფონით. იგრძნობა აშკარა ენერგეტიკული დაღმასვლა. უმჯობესია, ეს დრო საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან გაატაროთ.

22.00-23.00

ოპტიმალური დროა დაძინებისთვის, ჩაიტარეთ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები, დამშვიდდით, საწოლში მოხერხებულად მოკალათდით და მორფეუსის საუფლოში გაემგზავრეთ.