სმენისთვის მავნებელი 10 ყოველდღიური ჩვევა
მისი გაუარესება ან დაკარგვა ყოველდღიურობას ძალიან ართულებს. სმენის პრობლემების გამოწვევა იმ ყოფით ჩვევებსაც შეუძლია, რომლებსაც სერიოზულ საფრთხედ არც კი მივიჩნევთ.
-
არასწორი კვება
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არ არსებობს კავშირი სმენასა და მიღებულ საკვებს შორის. მაგრამ ფაქტია, რომ არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის პრობლემები და გააუარესოს არსებული.
ჯანსაღი პროდუქტებიდან მიღებული სასარგებლო საკვები ნივთიერებები მონაწილეობენ ჯანსაღი უჯრედების ფორმირებისა და მათი მხარდაჭერის პროცესში. დამუშავებულმა და არაჯანსაღმა საკვებმა კი, პირიქით, შეიძლება მოახდინოს ანთებითი პროცესების პროვოცირება, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, არამედ სმენაზეც.
სმენის სიმახვილის შესანარჩუნებლად საკვებ რაციონს უნდა დაემატოს კალიუმით, ფოლიუმის მჟავით, ომეგა-3-ით, თუთიით და მაგნიუმით მდიდარი საკვები. შეეცადეთ ნაკლები „ფასტფუდი“, დამუშავებული საკვები და ტკბილეული ჭამოთ.
-
მოწევა
მწეველებიც თავიანთ ორგანიზმს რისკის ქვეშ აყენებენ. მავნე ჩვევა გავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე, აუარესებს კანის მდგომარეობას და შეიძლება სმენის დაქვეითებაც გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ ნიკოტინი ზემოქმედებს ნეიროტრანსმიტერებზე (ნეირონებს შორის ინფორმაციის გადამცემი ნივთიერებები), რომლებიც სმენის საშუალებას გვაძლევს.
თუ ბევრს და ხშირად ეწევით, შეიძლება შეგექმნათ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა მუდმივი ხმაური და შუილი ყურებში. გარდა ამისა, სიგარეტის კვამლი შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ ჩვენს დნმ-ს. ამის გამო ყურები უფრო მგრძნობიარე ხდება ბგერების მიმართ და ჩნდება თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანება.
-
ენერგეტიკულ სასმელებზე დამოკიდებულება
შესაძლოა პერიოდულად სვამთ ენერგეტიკულ სასმელებს ქარიშხლიანი ღამისგან თავდასაღწევად ან გადაუდებელი პროექტის დასასრულებლად. მაგრამ თუ ამ სასმელებს ყოველდღე სვამთ, ჯანმრთელობას იზიანებთ. დროთა განმავლობაში ჩნდება გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, უარესდება თირკმელებისა და ნერვული სისტემის მდგომარეობა.
ენერგეტიკული სასმელები იწვევს ჰიპერტენზიის პროვოცირებასაც, ანუ ზრდის არტერიულ წნევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის შეფერხება და სისხლძარღვების გახეთქვა. შედეგად, შიდა ყურის უჯრედები, რომლებიც მოკლებულია საკმარის ჟანგბადს, შესაძლოა დაიღუპონ და ვერ შეძლონ რეგენერაცია (აღდგენა).
-
მაღალი რისკის მქონე სამუშაო
მამაკაცები ხშირად ირჩევენ ჯანმრთელობისთვის პოტენციურად სახიფათო პროფესიებს. სმენა შეიძლება დაზიანდეს მშენებლობაზე ან ხმაურიანი წარმოების დროს.
ბარმენები, კლუბის თანამშრომლები, მაღაროელები და მუსიკოსებიც ყოველდღიურად აყენებენ სმენას რისკის ქვეშ. თუ მუშაობთ იქ, სადაც საკმაოდ ხმაურია, ეცადეთ დაიცვათ თავი. მაგალითად, შეგიძლიათ ატაროთ ყურსასმენები ან დაიცვათ ხელმძღვანელობის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სხვა ზომები.
-
მოტოციკლეტის ტარება
ვისაც სიჩქარე უყვარს, უნდა იცოდეს, რომ მტვერი, რომელიც სწრაფად გადაადგილებისას ხვდება ყურებში, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მტვერს შეუძლია დაგროვდეს და გამოიწვიოს გაღიზიანება ან ინფექცია. სახიფათოა ასევე მაღალი ხმები, რომელთა გარეშეც რთულია გზის წარმოდგენა. მათი სრულად ჩახშობა შეუძლებელია, მაგრამ დამატებითი დაცვისთვის აუცილებელია ჩაფხუტის ტარება.
-
ხმამაღალი მუსიკის მოსმენის ჩვევა
თუ ხმამაღალი მუსიკის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სრულყოფილი საღამო, თქვენს სმენას საფრთხე ემუქრება. ეს არ არის იმის მიზეზი, რომ სამუდამოდ უარი თქვათ წვეულებაზე ბარებსა თუ კლუბებში, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხმაური თქვენს სმენას აზიანებს.
შეეცადეთ იპოვოთ ოქროს შუალედი. მაგალითად, მუსიკის ხმამაღლა მოსმენა შეგიძლიათ მხოლოდ ბარებში, მაგრამ სახლში გაცილებით დაბალ ხმაზე ჩართეთ ის. ეს შეამცირებს თქვენი ყურის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების შესაძლებლობას.
-
კინოში ხშირად სიარული
ვისაც თავისუფალი საღამოების კინოთეატრებში გატარება უყვარს, ყურის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. სრულად ხელს ნუ აიღებთ ამგვარ განტვირთვაზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ყოველ მეორე დღეს კინოში სიარული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ნამდვილად არ არის. კინოთეატრებში ხმაურის საშუალო დონე 82 დბ-ია.
60 დბ-ზე მეტი დონე ჯანმრთელობისთვის პოტენციურად სახიფათოდ ითვლება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ უკვე გაწუხებთ, სმენის გაუარესება.
-
ვარჯიში მუსიკის ფონზე
ვარჯიშის სურვილი ნამდვილად კარგია, მაგრამ სირბილი, აზიდვები და სხვა ვარჯიშების შესრულება მუსიკის ფონზე თუ გირჩევნიათ, ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს სმენაზე.
თუ ყურსასმენებით ვარჯიშობთ, გაითვალისწინეთ, რომ სახიდან ოფლის წვეთები შესაძლოა ყურსასმენზე მოხვდეს, მის ზედაპირზე კი ბაქტერიები გამრავლდეს და ყურის ნიჟარებში გადავიდეს. პრობლემებისგან თავის დასაცავად, სასურველია ყურსასმენების გარეშე ვარჯიში.
თუ სპორტდარბაზში დინამიკებიდან ხმამაღალი მუსიკა ისმის, ყურსასმენები გამოიყენეთ ან სავარჯიშოდ უფრო მყუდრო ადგილი მონახეთ.
-
თვითმკურნალობა
თვითმკურნალობა ყველა შემთხვევაში დაუშვებელია. მხოლოდ აუარესებს სიტუაციას, მათ შორის სმენასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. უფრო მეტიც, თვითმკურნალობით ადამიანმა შეიძლება თავი დაიზიანოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეუფერებელ ან უხარისხო სამკურნალო საშუალებას ირჩევს.
თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა სპეციალისტთან ვიზიტი. სმენის დარღვევებს მკურნალობენ აუდიოლოგები და ოტოლარინგოლოგები, მაგრამ შეგიძლიათ დანიშნოთ შეხვედრა ოჯახის ექიმთანაც. ის პირველად გამოკვლევას ჩაატარებს და შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.
-
ბამბის ჩხირების გამოყენება
ბამბის ჩხირები სხვადასხვა პროცედურებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ამ სიაში ყურის ჰიგიენა არ შედის. ჩხირებით ყურების გაწმენდის ჩვევა მხოლოდ ყურის ღრუში გოგირდის საპოხის უფრო ღრმად შეღწევას იწვევს და ხელს უწყობს „გოგირდის საცობის“ გაჩენას. ის ავსებს სასმენ მილს (ყურის არხს) და იწვევს სმენის დაქვეითებას.
ბამბის ჩხირით ძალიან ენერგიული მოძრაობა აზიანებს დაფის აპკს.
გარდა ამისა, სასმენი მილის კანი კარგავს თავის დამცავ ბარიერს, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინფექციის შეჭრისა და ანთების განვითარებისათვის.