ჩირეულის ჭარბი რაოდენობით მიღების გვერდითი ეფექტები
ჩირის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს.
წონის მატება
ჩირი შეიცავს ბოჭკოს და პროტეინებს, ამიტომ ჯანსაღი ხემსია. თუმცა ბევრ კალორიას შეიცავს და მათმა რეგულარულად ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა წონი მომატება გამოიწვიოს.
საჭმლის მონელების პრობლემები
ჩირი შეიცავს ფიტატებს და ტანინებს, რომლებმაც ჭარბად მოხმარებისას შესაძლოა პრობლემები გამოიწვიონ, მათ შორის: შებერილობა, მეტეორიზმი და დიარეა.
ალერგიული რეაქციები
ინდუსტრიულად დამუშავებული ჩირი შეიცავს სულფიტებით მდიდარ კონსერვანტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის გაღიზიანება, მუცლის კრუნჩხვები და ასთმა.
აკნე
ცხიმით და პროტეინებით მდიდარი ჩირის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა გაააქტიუროს ცხიმის ჯირკვლები, განსაკუთრებით სახის გარშემო. ჭარბი ცხიმი ახშობს ფორებს, ხელს უწყობს ცხიმის გამოყოფას და აკნეს განვითარებას.
მეტაბოლიზმის შენელება
ჩირს და თხილეულს სხეულზე სითბოს წარმოქმნის ეფექტი აქვთ მაღალი კალორიული ღირებულების გამო. მათი ჭარბი მოხმარება ორგანიზმში დაურეგულირებელ სითბოს იწვევს, რაც საზიანოა მეტაბოლური ფერმენტებისთვის.
კბილების დაზიანება
არსებობს ორი გზა, რომლითაც ჩირი აზიანებს კბილებს. ერთია მათი წებოვანი ტექსტურა, მეორე კი შაქარი
წამლებთან ურთიერთქმედება
ზოგიერთი ჩირის სახეობა, მაგალითად ქიშმიში და ქლიავი, შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გათხელებას. სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღების შემთხვევაში ჩირი აძლიერებს მათ ეფექტს და შესაძლოა სისხლდენა განვითარდეს.
ჩირი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ დიაბეტის არსებობის შემთხვევაში.
ჩირი, ზოგადად, სასარგელო და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მთავარია, მისი ზომიერად მოხმარება და რეკომენდაციების გათვალისწინება.