ყველაფერი ენერგეტიკული სასმელების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი ენერგეტიკული სასმელების შესახებ

ასე გაჩნდა ენერგოტონიკების მიქსი - ჯინი ბოთლში. ღირს თუ არა მისი გამოშვება? მოდი, გავარკვიოთ.

დღეს ენერგეტიკულ სასმელებს ეტანებიან ახალგაზრდები, მოზარდები, ღამის კლუბების მოყვარულები და ყველა, ვისაც სურს, იყოს მხნედ. ენერგეტიკული სასმელი (ენერგეტიკი, ენერგოტონიკი) უალკოჰოლო ან სუსტი ალკოჰოლური სასმელია. ის ადამიანს მატებს ენერგიასა და მხნეობას, უქრობს დაღლილობას და აფხიზლებს. გემოთი ენერგეტიკული სასმელები უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება ჩვეულებრივი გაზიანი სასმელებისგან, მაგრამ მწარმოებლები მათში ვიტამინებს, ნახშირწყლებსა და კოფეინს ამატებენ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ცხოვრებით დაღლილმა ადამიანმა ძალა მოიკრიბოს და ცხოვრებისადმი ინტერესი ისევ იგრძნოს. როგორც ცნობილია, გემოვნებაზე არ დავობენ, ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, რომელი ენერგოსასმელი გასინჯოთ და, საერთოდ, გასინჯოთ თუ არა.

ენერგოტონიკები ორ კატეგორიად იყოფა. ერთში მეტია კოფეინი, მეორეში - ვიტამინები და ნახშირწყლები.

  • Red Devil უგაზო მატონიზებელი სასმელია ლიმონისა და ფორთოხლის გემოთი. ფიტნეს-ინსტრუქტორები გვირჩევენ, ვსვათ იგი ვარჯიშის დროს, ასევე - როდესაც სამუშაო საათებში ძილი მოგვერევა. მასში შემავალი ვიტამინები B2, B6 და PP ხელს უწყობს საკვების ათვისებას. სასმლის ენერგეტიკული ღირებულება სულ რაღაც 31 კილოკალორიაა.
  • მძლეოსნებს და დიდ დისტანციებზე მორბენალებს, სავარაუდოდ, მოეწონებათ “მარათონის ლიდერი” - მაღლკალორიული სასმელი (250 კკალ), რომელიც სულ რამდენიმე წამში აღადგენს დახარჯულ ენერგიას, ხოლო ვარჯიშის დროს შეგინარჩუნებთ კუნთების ტონუსს. სვით იგი ვარჯიშამდე და მის შემდეგ, მაგრამ არა ვარჯიშის დროს.
  • Sport & fitness სწრაფი მოქმედების ენერგოტონიკია, რადგან შეიცავს ორ მატონიზებელ კომპონენტს - გუარანსა და კოფეინს. ეს კოქტეილი შეიძლება მიიღოთ ძალისმიერი დატვირთვის დროს. 100 მლ-ში სულ რაღაც 17 კკალ-ა.
  • Energo Plus 19 ყურძნის კონცენტრატისგან მზადდება, მერე კი ვიტამინებით ამდიდრებენ. ის ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც სურს, გაზარდოს კუნთოვანი მასა, შეიძინოს ძალა და გამძლეობა. მასში შემავალი შაქრები (4 სახეობისა) უზრუნველყოფს ენერგიის თანაბარ ხარჯვას ვარჯიშის განმავლობაში. მისი ენერგეტიკული ღირებულება 372 კკალ-ა.
  • მცირე ხნის წინ ამერიკაში გაჩნდა პირველი ეროტიკული ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც “ნიაგარა” უწოდეს. მის ბოთლს ასეთი წარწერა ამშვენებს: “სასიყვარული ბალახები და კოფეინი სიცოცხლეს გიბრუნებთ”. სასმელი ვინმე ლარი უილიამსმა გამოიგონა და მისი მაგიური ზემოქმედება პირველად საკუთარ თავზე გამოსცადა. ეს ჯადოსნური სასმელი შესვა თუ არა, ქალბატონი მიხვდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქმარი ჰყავდა. მისტერ უილიამსი ცოლისგან ასეთ გულახდილობას არ მოელოდა და შეშფოთდა კიდეც, მაგრამ გასინჯა თუ არა მაგიური სასმელი, მაშინვე შეეცვალა აზრი და მეუღლეს იმავეში გამოუტყდა. მერე კი უილიამსებმა მთელი მსოფლიოს გაბედნიერება გადაწყვიტეს და ამ საოცარი სასმელის შესახებ ამცნეს. “თუ დავეხმარები ოჯახურ წყვილებს, დაუბრუნონ რომანტიკა თავიანთ ურთიერთობას, მაშასადამე, ჩემი მიზანი მიღწეულია”, - აცხადებს ლარი.

ცნობილია, რომ სასმლის შემადგენლობაში შედის გაზიანი წყალი, შაქარი, ჟენ-შენის ექსტრაქტი და რაღაც საიდუმლო საღებავი.

  • იაპონელმა მეცნიერებმა კი საკუთარი რეცეპტი შექმნეს - მათ მოამზადეს სასმელი გიგანტური კრაზანებისგან და გადაწყვიტეს, მისი ჯადოსნური ძალა მარათონელ ნაკაო ტაკაჰასიზე გამოეცადათ - დაალევინეს კრაზანების ნაყენი და გაგზავნეს ოლიმპიადაზე, სადაც მან იოლად მოიგო მთავარი ჯილდო. ამჟამად ტოკიოს ფიზიკა-ქიმიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი იმაზე ფიქრობს, როგორ ააწყოს ამ სასწაულებრივი სასმლის წარმოება.

ახლა კი იმ კომპონენტების ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ენერგეტიკული სასმელების წარმოებაში.

კოფეინი - მას შეიცავს ყველა ენერგეტიკი. მოქმედებს როგორც სტიმულატორი: 100 მგ კოფეინი გონებრივ მუშაობას ასტიმულირებს, 238 მგ ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლეობას.

ტაურინი - ადამიანისთვის აუცილებელი ამინმჟავაა. აქვეითებს სისხლში ქოლესტერინს და შაქარს, ხსნის სტრესს და გვმუხტავს ენერგიით. ერთი ქილა სასმელი 400-დან 1000 მგ-მდე ტაურინს შეიცავს. ეს ამინმჟავა კუნთოვან ქსოვილში გროვდება. მიიჩნევა, რომ იგი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, თუმცა ბოლო ხანს ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ტაურინი არავითარ გავლენას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

გუარანი - ტროპიკული ბუჩქი საპონიდების ოჯახიდან. ხარობს ბრაზილიასა და ვენესუელაში. მის ფოთლებს მედიცინაში იყენებენ. გამოაქვს რძემჟავა კუნთოვანი ქსოვილიდან, ამცირებს ტკივილს ფიზიკური დატვირთვისას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და წმენდს ღვიძლს. კოფეინი, რომელიც გუარანის შემადგენლობაში შედის, რამდენიმე წამში გამოაფხიზლებს ნებისმიერ ძილისგუდას.

ჟენ-შენი - ეფექტურად ებრძვის დაღლილობას, დეპრესიას და სტრესს.

მელატონინი - ის ორგანიზმშივე მოიპოვება. პასუხს აგებს მის დღეღამურ რიტმზე. ექიმები უმეტესად უნიშნავენ მათ, ვისაც ძილი აქვს დარღვეული. გარდა ამისა, აქვეითებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის რაოდენობას.

კარნიტინი - ადამიანის უჯრედების კომპონენტია, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების სწრაფ დაჟანგვას. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ზრდის კუნთის ამტანობას.

მატეინი - ამ ნივთიერებას შეიცავს სამხრეთამერიკული მწვანე ჩაი მატე. მარადმწვანე Iლეხ Pარაგუარენსის-ის ექსტრაქტი გვეხმარება შიმშილის დაოკებაში და ხელს უწყობს წონის კლებას.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ამინმჟავებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში და ამით აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას.

ვიტამინები და მინერალები - ესენია უმთავრესად B ჯგუფის და C ვიტამინები, კალიუმი, ქლორი, ფოსფორი. ძირითადი დატვირთვა კი მაინც ბ ჯგუფის წილად მოდის, რადგან სწორედ მას აქვს მატონიზებელი ეფექტი, აუცილებელია ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის. მათი ნაკლებობა შესაძლოა იგრძნოს ორგანიზმმა, მაგრამ დოზის გაზრდა ვერ გააუმჯობესებს თქვენს შრომისუნარიანობას, გონებრივ უნარს, თუმცა ამ სასმელების მწარმოებლები ცდილობენ, საპირისპირო აზრი შთაგვაგონონ.

ნახშირწყლები - როგორც ცნობილია, ენერგიის საწყობია.


რით არის ენერგოტონიკები სასარგებლო?

  • ენერგეტიკული სასმელები შეიცავს იშვიათ B ჯგუფის ვიტამინებს. მათი შემცველობა შეესაბამება ადამიანის სადღეღამისო ნორმას.
  • ენერგოსასმელები შეიცავს ამინმჟავებს, რომლებიც აღადგენს ნეირომედიატორების (ნივთიერებები, რომლებიც იმპულსებს ერთი უჯრედისგან მეორეს გადასცემს) დანაკლისს, რაც ვლინდება დათრგუნულობითა და ძილიანობით.
  • ხსნად ყავას გუარანის შემცველი ენერგეტიკული სასმელი სჯობს, რადგან გუარანი არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს.

რა მეტყველებს მათ წინააღმდეგ?

  • ენერგოტონიკებში შემავალი ვიტამინები ვერ ცვლის მულტივიტამინურ კომპლექსს.
  • ენერგეტიკული სასმელი არ უნდა დალიონ ბავშვებმა, ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა, კუჭის წყლულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებმა.
  • ენერგოტონიკები უმჯობესია არ შეურიოთ ალკოჰოლს - კოფეინი და ალკოჰოლი ხომ ანტიპოდებია: პირველი ამხნევებს, მერე კი ადუნებს. ამასთან, კოფეინი აძლიერებს ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედებას.
  • დღეში ერთ ქილაზე მეტი კოქტეილის სმა რეკომენდებული არ არის - ნერვული სისტემისთვის ძალზე საზიანოა.
  • ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება, ტაურინი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, არტერიულ წნევასა და ტაქიკარდიას, დიდი რაოდენობით მიღებისას კი არც ინფარქტია გამორიცხული.

ექსპერტის აზრით

ექსპერტები გვირჩევენ, ენერგეტიკულმა სასმელებმა მეტისმეტად არ გაგვიტაცოს. ზოგიერთის აზრით კი, ისინი სულაც არ გვამხნევებს, მხოლოდ თავს ვიტყუებთ. კოფეინს მართლაც შეუძლია გაამხნეოს დაღლილი ადამიანი, მაგრამ ორგანიზმს ენერგიით ვერ ავსებს.

მოდი, სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედოთ. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში იწყებს საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, ვალად იღებს მათ საკუთარი მარაგიდან. ვალს კი, მოგეხსენებათ, გადახდა უნდა, რაც ადრე თუ გვიან უძილობამდე, გაღიზიანებამდე და დეპრესიამდე მიგვიყვანს. ამინმჟავები, ნახშირწყლები, მინერალები და ვიტამინები ენერგოდანახარჯს მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს. ასე რომ, ენერგეტიკული სასმლის შეძენამდე დაფიქრდით - გჭირდებათ კი?