4 წასახემსებელი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ უნდა მიირთვათ
გთავაზობთ რამდენიმე ჯანსაღ წასახემსებელ პროდუქტს:
ბერძნული იოგურტი კენკრით
- ბერძნული იოგურტი პროტეინების კარგი წყაროა. შეიცავს კალციუმს, კალიუმს. ნახშირწყლებისა და შაქრის ძალიან დაბალი შემცველობა აქვს. კენკრასთან ერთად მისი მიღება ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს.
მთლიანი მარცვლეულის პური და ავოკადო
- ვარჯიშის შემდეგ ავოკადო სასარგებლოა. ავოკადო მიჩნეულია სუპერპროდუქტად, შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს, ანტიოქსიდანტებს, ფოლატს, მაგნიუმს და ვიტამინებს.
ბანანის და ისპანახის სმუზი
- ხელს უყწობს ბოჭკოს, პროტეინების, სასარგებლო ნახშირწყლების, კალიუმის და მაგნიუმის მიღებას.
შავი შოკოლადი ნუშით
- ამცირებს ანთებას, ორგანიზმს ამარაგებს პროტეინებით, ანტიოქსიდანტებით და ჯანსაღი ცხიმებით.