/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რისთვის არის სტაფილო სასარგებლო

რისთვის არის სტაფილო სასარგებლო
სტაფილო ბეტა-კაროტინის, A ვიტამინის წინამორბედის, ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ამიტომ

ის სასარგებლოა თვალებისთვის, კანისთვის და გულისთვის.

სტაფილოს უდიდესი ნაწილი წყალია. ის დაბალკალორიულ საკვებად მიიჩნევა.

100 გ სტაფილო შეიცავს დაახლოებით:

  • 4,8 გ ნახშირწყალს (აქედან 2 გ შაქარს);
  • 1 გ ცილას;
  • 0,2 გ ცხიმს;
  • 3,6 გ ბოჭკოს

გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს, რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ საკვებში შემავალი 50 გ ნახშირწყალი ორგანიზმში შაქრის დონეზე. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო სწრაფად იმატებს სისხლში შაქრის დონე ამ საკვების მიღების შემდეგ. უმი სტაფილოს გლიკემიური ინდექსი, ჯიშის მიხედვით, 20-დან 30-მდე მერყეობს (55-მდე დაბალ მაჩვენებლად ითვლება), მოხარშულისა კი 40-დან 85-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

სტაფილო ხსნადი და უხსნადი ბოჭკოს წყაროა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ხსნადი ბოჭკო ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სისხლში ლიპიდების კლებას და აქვეითებს ,,ცუდი” ქოლესტეროლის დონეს, უზრუნველყოფს ნორმალური მიკრობიოტის შენარჩუნებას, უხსნადი კი ასტიმულირებს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფ დაცლას და უზრუნველყოფს რეგულარულ დეფეკაციას.

ახალი სტაფილოს შემადგენლობა

ბეტა-კაროტინი, C, A, B3, E, B1, B2, B5, B6, B7 ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კალიუმი, ქლორი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი.

ბეტა-კაროტინის შემცველობა ყველაზე მეტი ნარინჯისფერ სტაფილოშია, ხოლო ყვითელი ნარინჯისფერზე მეტ ლუთეინს შეიცავს. ნარინჯისფერის შემდეგ კაროტინოიდებით ყველაზე მდიდარია მეწამული. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი, ხოლო ალფა კაროტინისა და ლუთეინის შემცველობა ყველა დანარჩენზე მეტია. წითელი სტაფილო ლიკოპენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელსაც კაროტინოიდებს შორის ყველაზე დიდი ანტიოქსიდანტური პოტენციალი აქვს.

კაროტინოიდების შემცველობა მცირეა თეთრ სტაფილოში, თუმცა, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თეთრი ხილი და ბოსტნეული იცავს ტვინს ინსულტისგან, რაც მათ შემადგენლობაში შემავალი სპეციფიკური ფიტოქიმიკატების დამსახურებაა.

მეწამული სტაფილო შეიცავს სპეციალურ პიგმენტებს – ანტოციანინებს, რომლებიც ფლავონოიდების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ნივთიერებები ამცირებს ანთებით პროცესებს.

სტაფილო მნიშვნელოვანია თვალების ჯანმრთელობისთვის

ის აუცილებელია ფოტორეცეპტორების, თვალში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედების, გამართული მუშაობისთვის.

A ვიტამინი მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის, როდოფსინის სინთეზშიც. როდოფსინი ჩხირების – ფოტორეცეპტორების ერთ-ერთი ტიპის – ძირითადი ცილოვანი კომპონენტია. A ვიტამინის დეფიციტის დროს იკლებს მისი სინთეზი, ჩხირების ფუნქცია ირღვევა და შესაძლოა, განვითარდეს ეგრეთ წოდებული ქათმის (ღამის) სიბრმავე, რომლის დროსაც დღისით ჩვეულებრივ მხედველი ადამიანი შებინდების შემდეგ ვეღარაფერს ხედავს.

თვალების ჯანმრთელობაში დიდ როლს ასრულებს ლუთეინი და ზეაქსანთინი.

სტაფილო მეტაბოლური სინდრომისა და მისი თანმხლები დაავადებების წინააღმდეგ

გერმანიის კვების საზოგადოების თანახმად, კაროტინოიდებით მდიდარი საკვები, შესაბამისად – სისხლში კაროტინოიდების მაღალი კონცენტრაცია, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. მეტაბოლური სინდრომი საერთო სახელწოდებაა ისეთი დარღვევებისა, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრების ცვლისა და ცხიმების ცვლის დარღვევა, მაღალი წნევა, რაც თავს მხრივ, სათავეს უდებს მრავალ დაავადებას, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტს, გულის დაავადებებს, ათეროსკლეროზს.

კანის ჯანმრთელობა

A ვიტამინი მონაწილეობს ეპიდერმისის, კანის ზედა შრის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას. გარდა ამისა, იცავს კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რაც აფერხებს კანის ქსოვილში მიმდინარე ანთებით პროცესებს და ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას.

კიბოს პრევენცია და მკურნალობა

კვლევების მიხედვით, სტაფილოს რეგულარული მოხმარება ამცირებს ფილტვის, ძუძუს, პროსტატის, კანის, ტვინის კიბოს, ლეიკემიის განვითარების რისკს. მეცნიერთა ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ სტაფილოს არა მხოლოდ პრევენციული ეფექტი აქვს, არამედ შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს სიმსივნური დაავადებების მკურნალობაშიც.

ეს კაროტინოიდების დამსახურებაა, რომლებიც აუვნებლებს მავნე თავისუფალ რადიკალებს და ამით ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას.

კაროტინოიდების ბიოშეღწევადობაზე გავლენას ახდენს:

  • ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ქოლესტეროლის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები;
  • მჟავას ბლოკერები ბეტა-კაროტინის ოპტიმალური შეწოვისთვის აუცილებელია, კუჭში საკმარისი მჟავა იყოს, ამ მედიკამენტების გამოყენების შედეგად კი მისი ოდენობა საგრძნობლად იკლებს;
  • დიაბეტი და ჰიპერთირეოზი ამ დროს ფერხდება კაროტინოიდების A ვიტამინად გარდაქმნა;
  • ალკოჰოლი;
  • ზოგიერთი საძილე საშუალება ამცირებს ღვიძლში A ვიტამინის მარაგს.

კაროტინოიდების უკეთესი ბიოშეღწევადობისთვის:

  • კარგად დააქუცმაცეთ;
  • მიიღეთ ცოტა ცხიმთან ერთად
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის
ოხრახუში ყველაზე სასარგებლო მწვანილია ხანდაზმულებისთვის. იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, ასევე უჯრედისს.
სრულად
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს
უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სრულად
იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი
იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი
ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
სრულად
არის თუ არა წითელი ღვინო თეთრ  ღვინოზე ჯანსაღი?
არის თუ არა წითელი ღვინო თეთრ ღვინოზე ჯანსაღი?
წითელი ღვინო მიჩნეულია გულის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, უმეტესწილად ანტიოქსიდანტი რესვერატროლის წყალობით. მიუხედავად იმისა,
სრულად
რას შეიძლება ნიშნავდეს ზურგის ტკივილი
რას შეიძლება ნიშნავდეს ზურგის ტკივილი
ზურგის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებზე,
სრულად
როგორ გადავეჩვიოთ ჭამის შემდეგ დაძინებას
როგორ გადავეჩვიოთ ჭამის შემდეგ დაძინებას
კვებითი კომა ჩნდება ერთჯერადად გადაჭარბებული ჭამის გამო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რისთვის არის სტაფილო სასარგებლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები