სიცხის გადატანის ყველაზე უჩვეულო, მაგრამ ეფექტური, გზები
ზაფხული სრულად შევიდა ძალაში, ასფალტი სიცხისგან დნება და ყველა სიგრილეზე ოცნებობს. ამასობაში, ინტერნეტში, სტანდარტულ რეკომენდაციებს ვკითხულობთ: დალიოთ მეტი წყალი, ჩამოაფაროთ ფანჯრებზე სქელი ფარდები მზის პირდაპირი სხივებისგან დასაცავად, გაანიავოთ ოთახები. გთავაზობთ მათგან განსხვავებულ, არასტანდარტულ, მაგრამ ეფექტურ რეკომენდაციებს:
-
დალიეთ ცხელი ჩაი
მიუხედავად იმისა, რომ ცივი სასმელები განსაკუთრებით პოპულარულია სიცხეში, გასაკვირია, რომ ცხელი ჩაი ან ყავა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს. როგორც კვლევამ აჩვენა, რომლის შედეგებიც 2012 წელს გამოქვეყნდა, სიცხეში ცხელი სასმელი ნამდვილად ეხმარება სხეულის გაგრილებას. თუმცა, მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც ამინდი ცხელია, მაგრამ მშრალი. საქმე იმაშია, რომ როდესაც ცხელ ჩაის სვამთ, უფრო მეტი ოფლო გამოდის. მშრალ ჰაერზე ოფლი სწრაფად ორთქლდება, აგრილებს კანს და მთლიანად სხეულს. უფრო მეტიც, გაგრილების ხარისხი არა მხოლოდ აკომპენსირებს, არამედ აღემატება ცხელი ჩაით მიღებული დამატებითი სითბოს სიძლიერეს.
თუ ჰაერის ტენიანობა მაღალია, ამ პროცესის ეფექტურობა მცირდება. ამიტომ, ნოტიო სიცხეში, ცხელის ნაცვლად, ცივი სასმელები უნდა დალიოთ.
-
მიირთვით ცხარე საკვები
ცხელ ამინდში, ნაყინის ნაცვლად, უმჯობესია ცხარე საკვების მიღე ბა. კაპსაიცინი, ქიმიური ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია წიწაკის ცხარე გემოზე, იწვევს სითბოს შეგრძნებას არა მხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელ სხეულში, რაც გვაოფლიანებს. ოფლი კი სხეულის ტემპერატურის რეგულირების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
-
მაჯების დასველება
ბევრი ცხოველი, კენგურუებიდან მაიმუნებამდე, იყენებს ამ ტაქტიკას, ილოკავს თათებს. საქმე იმაშია, რომ სისხლძარღვები ძალიან ახლოსაა მაჯის შიდა ნაწილის თხელი კანის ზედაპირთან. ამ ადგილას ცივი წყლის წასმით კანის ზედაპირს აგრილებთ, სისხლის მიმოქცევას ანელებთ და ორგანიზმის გადახურებას უშლით ხელს.
-
გამორთეთ ყველა შტეფსელი როზეტიდან
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რომ როზეტში ჩართვისას დიდი, მძლავრი ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა ტელევიზორი ან კომპიუტერი, დიდ სითბოს გამოყოფენ, პატარა გაჯეტებს, როგორც წესი, ივიწყებენ. და ამაოდ - ნათურები, ელექტრო ჩაიდნები, უთოები, დამტენები ასევე სითბოს გამომუშავების უნარით სარგებლობენ. ამრიგად, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ უსადენო დამტენი, რომელზეც iPhone 11 Pro Max არის შეერთებული, 20 გრადუსი ცელსიუსის ოთახის ტემპერატურაზე 32 გრადუს ცელსიუსამდე თბება. ექსპერტები გვირჩევენ ასეთი დამტენის გამოყენებას მყარ ზედაპირზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას და ყოველგვარი დამცავი მექანიზმის გარეშე, გათბობის დონის შესამცირებლად.
-
უარი თქვით ალკოჰოლზე
ალკოჰოლს აქვს შარდმდენი ეფექტი, რაც ზრდის ძლიერი დეჰიდრატაციის რისკს. თუ მაინც გადაწყვეტთ ალკოჰოლის მიღებას, სიცხის მიუხედავად, მაშინ დალიეთ მეტი წყალი. ალკოჰოლი ასევე იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც კიდევ უფრო გაგვახურებს.
-
არ გააღოთ ფანჯრები
როგორც კვლევები აჩვენებს, სახლის გასაგრილებლად, ყველა ფანჯარა ფართოდ არ უნდა გააღოთ. თუ ყველა ფანჯარას გააღებთ, წარმოიქმნება ჰაერის ნაკადი, რომელიც ქუჩიდან ცხელ ჰაერს შეიწოვს.