/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ოჯახის ექიმის ფუნქციები და D ვიტამინის გამო გაზრდილი მომართვა

„პაციენტს სჭირდება თავისი საქმის ერთგული, პროფესიონალი, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კეთილსინდისიერი ექიმი,

რომელიც ზუსტად შეაფასებს მის პრობლემას და დაეხმარება მოგვარებაში“ – ეს სიტყვები არაერთხელ გაიმეორა ჩვენმა რესპონდენტმა საუბრისას.

ამავე ეპითეტებით თამამად შეიძლება შევაფასოთ თავად ექიმი თამარ (თამთა) მიქაძე, პროფესიონალი, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კეთილსინდისიერი ექიმი, რომელთან მისვლაც ყოველთვის უხარიათ პაციენტებს, განსაკუთრებულად უყვართ და ემადლიერებიან.

ოჯახის ექიმის ფუნქციებზე, მის კომპეტენციაზე, მასთან მიმართვის ყველაზე ხშირ მიზეზებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება პსპ დაზღვევის ,,ნიუ კლინიკის“ ოჯახის ექიმი თამარ (თამთა) მიქაძე. სამუშაო ადგილი – შპს მედ ინვესტმენტი ტატიშვილის ს/ც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქალბატონი თამარი აღნიშნული სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმია 2011 წლიდან. კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება აქვს 1993 წლიდან. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს სპეციალობებში „საოჯახო მედიცინა“ და „ინფექციური სნეულებანი“.

– ქალბატონო თამარ, როგორც დიდი პრაქტიკული გამოცდილების ექიმი, რას გვეტყვით ოჯახის ექიმის საქმიანობაზე, რას მოიცავს ის და რა შედის მის კომპეტენციაში?

– ოჯახის ექიმი არის სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება გაუწიოს ორივე სქესისა და ყველა ასაკის პირებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

კონსულტაციისას ოჯახის ექიმი ატარებს პაციენტის საწყის შეფასებას და პასუხისმგებელია სამედიცინო პროცესის კოორდინაციაზე. განსაზღვრავს პაციენტის პრობლემას, მისთვის კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარების გაწევას, მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავებისას ითვალისწინებს პაციენტის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამის კლინიკოლაბორატორიულ კვლევებსა და ექიმ სპეციალისტებთან კონსულტაციას.

ოჯახის ექიმთან პრობლემის მართვა არ შემოიფარგლება ერთი ან თუნდაც რამდენიმე ვიზიტით, იგი, პაციენტთან ერთად, სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინებით, საზღვრავს გრძელვადიანი მკურნალობისა და პრევენციის გეგმას და აწარმოებს მდგომარეობის უწყვეტ, ხანგრძლივ სამედიცინო მეთვალყურეობას.

კონსულტაციის პროცესში ხდება სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, პაციენტის გასინჯვა, სიმპტომებისა და ნიშნების შეფასება, საშიში მდგომარეობის განსაზღვრა, დიგნოსტიკისა და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შერჩევა. აუცილებელია პაციენტის განათლება, მისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის მდგომარეობის, გამოკვლევების შედეგების, მკურნალობის მეთოდების, დაავადების გამოსავლის, პრევენციული ღონისძიებების შესახებ. პაციენტის ჩართულობა მართვის პროცესში უზრუნველყოფს პაციენტთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მკურნალობაზე დაყოლიებას.

– რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა, რა მცდარი მოლოდინი აქვთ ხოლმე ოჯახის ექიმთან ვიზიტისას და რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად?

– ხშირად, გარკვეული ჩივილებისას, პაციენტები ძველი გამოცდილებით, სხვისი რჩევით ან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იტარებენ არასაჭირო კვლევებს, მიმართავენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, ყოველივე ეს, საბოლოოდ, იწვევს ზედმეტ ხარჯებს და დაგვიანებულ დიაგნოსტიკას.

პაციენტებს ვურჩევდი, ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც შეძლებს პრობლემის მართვას განვითარების ადრეულ ეტაპზე, განსაზღვრავს დაუყოვნებლივ ჩარევის საჭიროებას, უზრუნველყოფს გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯთეფექტურობას, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან გართულებები.

სასურველია, პაციენტმა ოჯახის ექიმს მიმართოს არა მარტო ჩივილების დროს, არამედ რაიმე დაავადების გამოვლენამდე, მიიღოს ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. უმჯობესია, დროულად შეფასდეს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი, დაისახოს პრევენციული ღონისძიებები, ჩატარდეს იმუნიზაცია.

პაციენტს სჭირდება თავისი საქმის ერთგული, პროფესიონალი, გულისხმიერი, ყურადღებიანი და კეთილსინდისიერი ექიმი, რომელიც ზუსტად შეაფასებს მის პრობლემას და დაეხმარება მოგვარებაში.

– რა პრობლემით მოგმართავენ უხშირესად?

– ბოლო პერიოდში ოჯახის ექიმთან მომართვისას მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა D ვიტამინის განსაზღვრაზე.

D ვიტამინი არის პროჰორმონი, წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედებით. კანში წარმოქმნილი ან საკვებით მღებული D ვიტამინი ბიოლოგიურად ინერტულია და შემდგომ აქტიურდება ღვიძლსა და თირკმელებში. D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. ძალიან ცოტა საკვები შეიცავს D ვიტამინს. ესენია: ვირთევზას ღვიძლის ქონი, გაუყინავი ოკეანის ორაგული, ორაგულის, სარდინის, სკუმბრიის, თინუსის კონსერვები, შიტაკი სოკო ცოცხალი და მზეზე გამომშრალი, კვერცხის გული, D ვიტამინით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, ასევე მულტივიტამინები, D ვიტამინი.

– წინათ, რატომღაც, ამდენი ყურადღება არ იყო D ვიტამინის მიმართ, დღეს კი პრაქტიკულად ყველა სპეციალობის ექიმი, პაციენტის ნებისმიერი ჩივილისას, ამ ვიტამინის განსაზღვრით იწყებს კვლევებს?

– D ვიტამინის დეფიციტის შესაფასებლად რეკომენდებული კვლევაა სისხლის შრატში 25(OH) D განსაზღვრა, რომელიც უნდა ჩაუტარდეს დაავადების რისკის მქონე პაციენტებს, მისი რუტინულად ჩატარება რეკომენდებული არ არის.

  • 25(OH)D<20 ნგ/მლ შეესაბამება დეფიციტს, 21-29 ნგ/მლ-უკმარისობას, 30-100ნგ/მლ ნორმალური მაჩვენებელია.
  • D ვიტამინის დეფიციტის ყველაზე ხშირი მიზეზებია მზეზე არასაკმარისი ყოფნა, მზისგან დამცავი საშუალებების ხმარება, ბუნებრივად მუქი ფერის კანი (ასეთი კანის მქონეთ მზეზე 3-5 ჯერ მეტი დროით ყოფნა სჭირდებათ იგივე რაოდენობის D ვიტამინის წარმოსაქმნელად), დაბინძურებული ჰაერი. D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს მთელმა რიგმა დაავადებებმა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმლის პათოლოგიებმა, პირველადმა ჰიპერპარათირეოზმა, ლიმფომამ, გრანულომატოზურმა დაავადებებმა, სიმსუქნემ. ასევე D ვიტამინის დეფიციტი ვითარდება ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ. სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობისას (ანტიკონვულსანტები, აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტები, გლუკოკორტიკოიდები და სხვა...). რისკჯგუფში არიან ორსულები, მეძუძური დედები, ხანდაზმულები. კანში D ვიტამინის წარმოქმნაზე გავლენას ახდენს მზის ზენიტის კუთხის ცვლილება გამოწვეული განედის, წელიწადის დროის, დღის მონაკვეთის ცვლილებით.

– რას იწვევს D ვიტამინის დეფიციტი?

– D ვიტამინის დეფიციტი იწვევს კალციუმის, ფოსფორისა და ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი, ბავშვებთან რაქიტი. უფროსებთან ოსტეომალაცია იწვევს ძვლის მასის შემცირებას და ხანდაზმულებთან წონასწორობის დაკარგვასა და მოტეხილობის რისკის გაზრდას. D ვიტამინის დეფიციტი უკავშირდება მრავალ ქრონიკულ არაძვლოვან პათოლოგიას.

სადღეისოდ ცნობილია, რომ D ვიტამინის რეცეპტორები წარმოდგენილია ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების უმრავლესობაში, რითაც აიხსნება D ვიტამინის როლი მრავალი დაავადების განვითარების რისკის შემცირებაში.

– როგორ უნდა შეივსოს ადამიანმა ამ ვიტამინის ნაკლებობა?

– პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ლაბორატორიულად დადასტურებული D ვიტამინის დეფიციტი, უნდა დაენიშნოთ D ვიტამინის დანამატი. მხოლოდ მზის აბაზანების მიღება და D ვიტამინის შემცველი საკვები არ არის მათთვის საკმარისი (მზის აბაზანები მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც მზის ჩრდილი საკუთარ სიმაღლეზე მოკლეა, ამ დროს ხდება D ვიტამინის წარმოქმნა).

D ვიტამინის დეფიციტს უნდა უმკურნალოს ექიმმა, მკურნალობის დანიშვნისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, წონა, თანმხლები დაავადებები და სხვა რიგი ფაქტორები.

თვითნებურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის მომატება სისხლსა და შარდში (ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია). D ვიტამინთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია ეყრდნობა GAEM-ის მიერ შემუშავებულ გზამკვლევს (გაიდლაინს).

კომენტარები (2)
სერგო
ოჯახის ექიმი არა ფლავი, უმეტესობა სამწუხაროდ არაკომპატეტური და .................................თუმცა ხელფასებიც დაბალი აქვთ და მეტსაც ვერ მოთხოვ.
თარიღი : 26-04-2024
დათიკო48
D ვიტამინი უნდა მიიღო კვირაში ერთხელ რომელიც მოქმედებს დადებითად ადამიანის ორგანიზმზე.
თარიღი : 26-04-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კოღოს ნაკბენი: მეტი, ვიდრე უბრალო გაღიზიანება

კოღოს ნაკბენი ზაფხულის განუყრელი თანამგზავრია, რომელიც ხშირად მხოლოდ დროებით გაღიზიანებასთან ასოცირდება.
სრულად
რომელ საკვებს შეუძლია შეაჩეროს თმის ცვენა

თუ თმის ცვენა გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით, სტრესით ან გენეტიკური ფაქტორით,
სრულად
გამოიწვევს თუ არა ირანში რადიაქტიული ობიექტების დაბომბვა რადიაციის ზრდას რეგიონში და მიმდებარე ტერიტორიებზე?

ირანში რადიაქტიული ობიექტების დაბომბვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს რადიაციის ზრდას როგორც რეგიონში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე.
სრულად
რადიაცია: რა უნდა ვიცოდეთ?
რადიაცია: რა უნდა ვიცოდეთ?
რადიაცია მრავალი ადამიანისთვის შიშის მომგვრელ ცნებად აღიქმება, თუმცა მისი ბუნების გაგება და მასთან დაკავშირებული რისკების სწორი შეფასება უმნიშვნელოვანესია.
სრულად
თუ თქვენთვის საკმარისია სამი საათი ძილი, შესაძლოა გქონდეთ "ხანმოკლე ძილის სინდრომი"

ეს განპირობებულია იშვიათი გენეტიკური მუტაციებით.
სრულად
როგორ ვისწავლოთ, ვიყოთ ბედნიერი?
როგორ ვისწავლოთ, ვიყოთ ბედნიერი?
რა აქვთ საერთო ადამიანებს, რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობენ? ისინი არ მისდევენ „იდეალს“ – დიდ ფულს, გარეგნობას თუ სტატუსს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ოჯახის ექიმის ფუნქციები და D ვიტამინის გამო გაზრდილი მომართვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები