5 ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს D ვიტამინის შეწოვას
ბავშვებში ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების ზრდას, მოზრდილებში ძვლების სიძლიერის შენარჩუნებას და მოტეხილობების თავიდან აცილებას.
D ვიტამინს ასევე ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ნეიროპროტექტორული თვისებები აქვს, რაც ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას, იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უშლის სახსრების ტკივილს, ენერგიის ნაკლებობას და განწყობის დაქვეითებას.
D ვიტამინი ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინისგან განსხვავებით, ბუნებრივად ნაკლებად გვხვდება საკვებში. D ვიტამინის ძირითადი ბუნებრივი წყაროა თევზი, კვერცხი.
ორგანიზმი D ვიტამინს იღებს მზისგან. თუმცა, მხოლოდ მზის სხივებით D ვიტამინის საჭირო დოზის მიღება რთულია.
5 ძირითადი ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს D ვიტამინის შეწოვაზე
მზისგან დამცავი საშუალება
მზისგან დაცვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე ხელს უშლის D ვიტამინის ოპტიმალურ შეწოვას. ტანსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება და მინა, ხელს უშლის მზისგან D ვიტამინის მიღებას.
მელანინის რაოდენობა, რომელიც კანშია
მელანინი არის მოლეკულა ორგანიზმში, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის კანის პიგმენტაციას. D ვიტამინის აბსორბცია მცირდება, თუ მელანინის რაოდენობა ადამიანში დიდა.
ასაკი, საცხოვრებელი გარემო, ორგანიზმი
იმას, რამაც შეიძლება შეაფერხოს D ვიტამინის შეწოვა, ემატება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ორგანიზმის თავისებურება, საცხოვრებელი გარემო.
გარკვეული დაავადებები
გარკვეულ დაავადებებს შეუძლია ხელი შეუშალოს D ვიტამინის მეტაბოლიზმს, მაგალითად, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები.
ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულებს შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეთ D ვიტამინის შეწოვა.
ზოგიერთი დიეტის დაცვა, ვეგანიზმი
ერთი გავრცელებული მცდარი მოსაზრება არის ის, რომ D ვიტამინი ადვილად შეიძლება მოიძებნოს საკვებში. ის ბუნებრივად არ გვხვდება ბევრ საკვებში, ამიტომ ძალიან რთულია D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება რაციონიდან.
ვეგანებს, რომლებიც არ იღებენ D ვიტამინით გამდიდრებულ რძის პროდუქტებისგან ან ბუნებრივი D ვიტამინით მდიდარ საკვებს, როგორიცაა კვერცხი შესაძლოა ამ ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდეთ.
ზოგადად, უსაფრთხოა D ვიტამინის დანამატების მიღება, მაგრამ ძალიან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ქვები, ძვლების ტკივილი, დაბნეულობა, სისუსტე, ღებინება და სხვა. ამიტომ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია სწორი დოზის შერჩევისათვის.