რასაც დათესავ ზაფხულში, იმას მოიმკი წლის განმავლობაში! - საზაფხულო რჩევები ველნეს-ექსპერტისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რასაც დათესავ ზაფხულში, იმას მოიმკი წლის განმავლობაში! - საზაფხულო რჩევები ველნეს-ექსპერტისგან

საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის საპატიო წევრი, მიხეილ ქოჩიაშვილი: „შვებულების პერიოდში თქვენმა ორგანიზმმა უნდა აღიდგინოს ჯანმრთელობის რესურსები, წინაამდეგ შემთხვევაში, ორ-სამ თვეში, ისევ გამოვლინდება დაღლილობის შეგრძნება და დაბალი შრომისუნარიანობა.“

ზაფხული ქალაქების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დასვენების (შვებულების) პერიოდია. ვინ საით მიემგზავრება: აგარაკზე, სოფელში, მთისკენ თუ ზღვისკენ. ზაფხულის შვებულება უმეტესობისთვის, წლის განმავლობაში, სრულფასოვანი დასვენების ერთადერთი შესაძლებლობაა.

ამიტომ რასაც დათესავ ზაფხულში, იმას მოიმკი წლის განმავლობაში!

შვებულების პერიოდში თქვენმა ორგანიზმა უნდა აღიდგინოს ჯანმრთელობის რესურსები, წინაამდეგ შემთხვევაში, ორ-სამ თვეში, ისევ გამოვლინდება დაღლილობის შეგრძნება და დაბალი შრომისუნარიანობა.

რა ზიანი შეიძლება მიიღოს ადამიანმა ზაფხულში, დასვენების დროს?

იმითვის რომ ცხადად გავაცნობიეროთ ზაფხულის რისკები, მოკლედ განვიხილოთ რა დამაზიანებელი ფაქტორები მოქმედებს წლის ამ პერიოდში და ვინ არის მომატებული რისკის ქვეშ.

ივნის-აგვისტოს პერიოდი ხასიათდება ჰაერის მაღალი (ექსტრემალური) ტემპერატურით, დაბალი ტენიანობით, მზის სხივების მაღალი აქტივობით, მიკროელემენტების დეფიციტით ორგანიზმში, რაც უარყოფითად აისახება მრავალი ადამიანის ჯანმრთელობაზე, კანის და თმის მდგომარეობაზე.

რისკის ჯგუფში, პირველ რიგში, იმყოფებიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები და მცირეწლოვანი ბავშვები.

ყველაზე გავრცელებული საფრთხე - სითბური დარტყმა და ორგანიზმის გაუწყლოვანებაა.

მაღალი ტემპერატურები, ინფექციური დაავადებების რისკს, მნიშვნელოვნად ზრდის.

რომელ ქრონიკულ დაავადებებზე არის საუბარი, მოგახსენებთ მოგვიანებით. რაც შეეხება ხანდაზმულებს და მცირეწლოვან ბავშვებს, მათი რისკი პირველ რიგში, დაქვეითებულ თერმორეგულაციასთან არის დაკავშირებული.

sicxe-zafxuli.jpg

თერმორეგულაციის სისტემას (პირველ რიგში, ქალბატონებს) ისევე სჭირდება ვარჯიში, როგორც კუნთებს.

წლის ცივ პერიოდში საუნათერაპია (სითბური პროცედურები) ექიმის დანიშნულებით და კონტროლით, დაგირეგულირებთ თერმორეგულაციის სისტემას, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ, კომფორტულად გადაიტანოთ მაღალი ტემპერატურები.

ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ორგანიზმის ადაპტირებაში სითბური მოქმედებისგან, კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის და მაგნიუმის მარილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

ზაფხულის დადგომასთან ერთად გარკვეული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის გამწვავების საფრთხე იქმნება. რა დაავადებები მძაფრდება ზაფხულიში და ვინ უნდა მოემზადოს წინასწარ შესაძლო გართულებებისთვის?

მაღალი ტემპერატურის დროს, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

განსაკუთრებით საშიშია მოგზაურობა ქვეყნებში, სადაც ტროპიკული კლიმატია!

ამ რისკ ჯგუფში, სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მკვეთრი ცვლილებები, ქოშინი, გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე და ა.შ.

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ორგანიზმი იწყებს თერმორეგულაციის პროცესის გააქტივებას, გამოყოფს ოფლს და ამ მექანიზმის მეშვეობით გრილდება.

სითხის ბუნებრივი დაკარგვა იწვევს სისხლის სიბლანტის ზრდას, მასში ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითებას, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის მდგომარეობაზე: ის გრძნობს სისუსტეს და მომატებულ დაღლილობას.

სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სითხის და მიკროელემენტების დანაკარგების რეგულარულად შევსება. გრილი, მაგრამ არა ყინულოვანი სასმელების, პირველ რიგში, უგაზო და მინერალური წყლის დალევით.

უკიდურესი საჭიროების გარეშე, სიცხის დროს არ უნდა გახვიდეთ სახლიდან 12-დან 17 საათამდე და ყოველთვის დაიცვათ თავი მზის სხივებისგან.

სიცხის დადგომასთან ერთად სეზონური ალერგია მწვავდება. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას იწვევს როგორც ალვის ხის, ასევე ამბროზიის და სხვა მცენარეების მტვერი. სამწუხაროდ, ალერგიული რეაქციების სრულად თავიდან აცილება შესაძლებელია, მხოლოდ ლოკაციის შეცვლით, ალერგიული მცენარეების აქტიური ყვავილობის პერიოდში.

dietazafxulshi.jpg

ზაფხულში ასევე მწვავდება ბრონქების და ფილტვების დაავადებები - ბრონქიტი, ტონზილიტი, ოტიტი, არანაკლები სიხშირით ვლინდება ზაფხულში. ამის ძირითადი მიზეზი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაა. ადამიანები სიცხიდან კონდეცინებულ ოფისში, სახლში ან მაღაზიაში ხვდებიან. ნაყინი, სასმელები ყინულით ან საყინულედან, მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას.

ულტრაიისფერი გამოსხივების ხანმოკლე გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივი და რქოვანას დამწვრობა, რომელიც გამოიხატება ტკივილით, თვალის სიწითლით, ძლიერი ცრემლითა და უცხო სხეულის შეგრძნებით თვალში.

რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ უარი ითქვას ზაფხულის ყველა სიამოვნებაზე, მაგრამ გონივრულად უნდა ისიამოვნოთ. სასმელები მიირთმვით გრილი, მაგრამ არა ყინულოვანი.

ზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანი იწყებს გაცილებით მეტი სითხის მოხმარებას, რაც ნიშნავს, რომ თირკმელების მუშაობა უფრო ინტენსიური ხდება. იზრდება რისკი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თირკმლების ქრონიკული (პირველ რიგში, კენჭოვანი) დაავადებები აქვთ და ხშირად ემთხვევა საზამთროსა და კენკრის სეზონს. მათი გამოხატული შარდმდენი ეფექტი ამ შემთხვევაში რისკებს ზრდის.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით, შუადღის სიცხეში გარეთ ყოფნა არსებით გავლენას არ ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე, რაც არ შეიძლება ითქვას ჰიპერთირეოზის დროს. მზის სხივების ჭარბი ზემოქმედებით ფარისებრი ჯირკვალი იწყებს კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას, რაც აუარესებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას. ადამიანს აწუხებს მომატებული ოფლიანობა, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

ოფლთან ერთად მაგნიუმის და კალიუმის დაკარგვის ფონზე ჰორმონების სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, იწვევს შფოთვას და დეპრესიაც კი. ასეთი ადამიანებისთვის უმჯობესია ზაფხულში შემოიფარგლონ მთაში ან სოფელში დასვენებით. აუცილებელია მინიმუმამდე დაიყვანოთ საკვების და კერძების მოხმარება, რომლებიც აღაგზნებს ნერვულ სისტემას - ჩაი, ყავა, შოკოლადი, სანელებლები.

რითია საშიში მზის სხივები კანის ადრეული დაბერებითვის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით?

ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება და დამწვრობა მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს ან სიმსივნური ცვლილებების რისკს.

ულტრაიისფერი გამოსხივება დაკავშირებულია კანის სამი ტიპის კიბოს წარმოქმნასთან:

კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა რიჩარდ ლ. გალომ კვლევების საფუძველზე დაასკვნა, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფი უჯრედები გამოყოფენ შეცვლილ რნმ-ს და ასტიმულირებენ მეზობელ უჯრედებს ანთებითი პროცესის დასაწყებად, რომელიც მიზნად ისახავს დაზიანებული უჯრედების მოცილებას.

მზის სხივები, რომლებიც ჩვენამდე აღწევს, სინამდვილეში არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება სხვადასხვა ტალღის სიგრძით. ჩვენ მათ ვყოფთ ინფრაწითელ, ხილულ და ულტრაიისფერ გამოსხივებად. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობაზე: სეზონი და თვის დღე, მდებარეობა, მანძილი ეკვატორიდან და სიმაღლე.

არსებობს სხვადასხვა სახის ულტრაიისფერი სხივები, რომელთაგან თითოეული სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

UVC გამოსხივება (ტალღის სიგრძე 100–280 ნმ) ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ის მთლიანად შეიწოვება პლანეტის ატმოსფეროს ოზონის შრეში. ეს რომ არა, UVC ულტრაიისფერი გამოსხივება გაანანადგურებდა ცოცხალ ორგანიზმებს დედამიწაზე, რის გამოც გამოიყენება როგორც ხელოვნური სადეზინფექციო საშუალება.

garujva-fotodermatozi.jpg

UVB გამოსხივება (სიგრძე 280-315 ნმ) არის მხოლოდ 5% ულტრაიისფერი გამოსხივების მოცულობიდან, რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირს და გვაძლევს მზის აბაზანების მიღების საშუალებას, მაგრამ ასევე იწვევს მზის დამწვრობას.

ღრუბლებს შეუძლიათ შთანთქას UVB გამოსხივება, მას ასევე ასუსტებს ჩვეულებრივი ფანჯრის მინა.

UVA გამოსხივება (სიგრძე 315-400 ნმ) შეადგენს გამოსხივების 95%, რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირს და აქვს ერთნაირი ინტენსივობა მთელი წლის განმავლობაში. UVA სხივები ღრუბლებში, ტანსაცმელში ან მინაში აღწევს და აღწევს კანის ღრმა ფენებს, იწვევს მათში ცვლილებებს, მაგალითად, აზიანებს კოლაგენის ბოჭკოებს.

UVA და UVB გამოსხივება მაღალი დოზებით ძალიან საზიანოა კანისთვის.

I და II კანის ფოტოტიპის მქონე ადამიანები (ღია კანი და სახის ფერი) უნდა მოერიდონ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, რადგან მათი დამცავი მექანიზმები სუსტია.

V და VI (აზიური და აფრიკული) ფოტოტიპის მქონე ადამიანებს მზის დამწვრობა არ ემუქრებათ, რაც არ ნიშნავს, რომ მზის აბაზანების მიღება მათთვის სრულიად უსაფრთხოა.

რა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდონ კანის და ორგანიზმის მგრძნობელობა მზის სხივების ზემოქმედებისგან?

მზის სხივებს (მზის ენერგია გადააქვთ ფოტონებს) შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ გარკვეულ მედიკამენტებთან და გაზარდონ კანის მგრძნობელობა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.

ზაფხულში განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ისეთი ანტიბიოტიკების გამოყენებისას, როგორიცაა დოქსიციკლინი და ტეტრაციკლინი.

გარკვეულმა მალამოებმა მზის ზემოქმედებით, შესაძლოა გამოიწვიონ დამწვრობა,

შარდმდენებმა, მაგალითად, ფუროსემიდმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის არასასურველი პიგმენტაცია;

ასევე სიფრთხილე სჭირდება მზის აბაზანების შერწყმას ანტიდიაბეტურ საშუალებებთან, არტერიულ წნევის და ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან, გულის არითმიის სამკურნალო პრეპარატებთან და ანტიდეპრესანტებთან.

გაფრთხილებები არის ინსტრუქციაში, რომელიც თან ახლავს პრეპარატს.

არ არის სასურველი სიცხეში სამკურნალო მცენარე კრაზანას ჩაის და გრეიფრუტის წვენი მიღება

რა სარგებელი მოაქვთ მზ სხივებს ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის?!

ცნობილი ამერიკელი ექიმების განცხადებით, ადამიანებს სჭირდებათ დაბალანსებული „მზის მსუბუქი დიეტა“.

მზე გვეხმარება ვიტამინი D3-ის მარაგის ზრდაში.

ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით იზრდება სეროტონინის კონცენტრაცია, რომელიც ცნობილია როგორც „ბედნიერების ჰორმონი“. ამის წყალობით ჩვენ გვაქვს კარგი განწყობა და სიცოცხლის მაღალი ტონუსი.

ადამიანის მეტაბოლიზმი მზესთან არის დაკავშირებული –მზის ჰორიზონტზე გამოჩენის მომენტში, სხივების ელექტრომგნიტური ველის ზემოქმედება, ბიოლოგიურ საათის სინქრონიზირებას ახდენს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.

არის თუ არა ზაფხულში კლიმატური და მეტეოსაფრთხეები?

სამედიცინო მეტეო პროგნოზი, განსაკუთრებით ზაფხულში, მნიშვნელოვანია მრავალი დაავადების და სინდრომის გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფაქტორის ანომალური ცვლილება. რადგან თითოეული მათგანი უარყოფითად მოქმედებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ანომალური ტემპერატურა, ქარი, ტენიანობა რომ ცუდად მოქმედებს ადამიანზე, ცნობილია. გეომაგნიტური აღშფოთებებს მრავალი ადამიანი გრძობს, მაგრამ ნაკლებად ცნობადია, რომ მზის რადიაცია, ჟანგბადის კონცენტრაცია, ატმოსფეროს ელექტროსტატიკური მუხტი და სხვა ფაქტორებიც არანაკლებ გავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე.

ასევე, უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კლიმატური პირობების მკვეთრი შეცვლა. 2-4 საათიანი გადაფრენის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ტერიტორიაზე, სადაც დაგვხდებათ დიდი სხვაობაა ზღვის დონიდან სიმაღლეში, ტემპერატურის და ტენიანობის მაჩვენებლებში, ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსიობაში.

ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმი შედარებით იოლად ახდენს ადაპტაციას ამ ცვლილებებზე. ასაკთან და ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ადაპტაციის რესურსი მცირდება!

კომფორტული და უსართხო დასვენებისთვის გაითვალისწინეთ ყველა ფაქტორი, მოერიდეთ კლიმატის ექსტრემალურ შეცვლას. შესაძლებლობის მიხედვით, შეეცადეთ იმოგზაუროთ მატარებლით, მანქანით, წყლის ტრანსპორტით. ეს დამატებითი დრო, დაეხმარება თქვენს ორგანიზმს მოახდინოს მეტად ეფექტური ადაპტაცია კლიმატურ ცვლილებებზე.

მოგზაურობის წინ, შეეცადეთ გამოყოთ 5-10 წუთი ლოკაციის მეტეო პროგნოზის გასაცნობად.

როგორი უნდა იყოს ზაფხულში კვება, უცხო ადგილზე?

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა საგრძნობლად ამცირებს პროდუქტების და მზა კერძების ვარგისობის ვადებს.

მაღალი რისკი აქვთ ე.წ. ქუჩის კვების ობიექტებს, მოერიდეთ.

ყველა ქვეყნის სამზარეულოს თავისი სიურპრიზები აქვს:

  • დიდი რაოდენობით სანელებლები, ცხარე
  • დიდი რაოდენობით მძიმე ცხიმები
  • თქვენი ფერმეტული სისტემისთვის უცხო ან ალერგიული პროდუქტები
  • შეუთავსებადი პროდუქტები ერთ კერძში
  • შეუთავსებადი კერძები ერთ კვებაში.

ამიტომ, წასვლამდე შეისწავლეთ ლოკაციის სამზარეულოზე, იპოვეთ კვების წერტილები ადგილსამყოფელიდან ახლოს, ფერმერული ბაზარი ან ორგანული პროდუქტების მაღაზია.

შვედურ მაგიდაზე იკვებეთ ჯანმრთელად, ასე გამოიყურება რეკომენდირებული პროდუქტების სია:

საუზმე: ფაფა წყალზე, არაჟანით ან ხაჭოთი, ყველი, მწვანე ბოსტნეული, მწვანე ჩაი, ჭვავის პური, მშრალი ნამცხვარი, ხილი.

სადილზე: ½ პორცია ბოსტნეულის სუპი, აისბერგი, სალათის ფურცელი, ხორცი ან თევზი, ზღვის პროდუქტები, ყაბახი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო, სატაცური, კიტრი, პომიდორი, მწვანე ხახვი, მწვანილი.

ვახშამი: თერმულად დამუშავებელი ბოსტნეული, მსუბუქი სალათი, ხარისხიანი ნატურალური იოგურტი. თუ არ გყოფნით ან ალკოჰოლის მიღება გადაწყვიტეთ, აირჩიეთ თევზი ან ყველი.

ზაფხულის სიცხეში სპირტის მაღალი შემცველი ალკოჰოლის მიღება არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ სიცოცხლისთვის მაღალი რისკია.

მხოლოდ, როდესაც გრილი საღამოა, და მხოლოდ თეთრი მშრალი ღვინო.

იკითხავთ. წითელმა რა დააშავაო?

წითელი ღვინო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე, რაც სიცხეში არასასურველია.

შეეცადეთ იკვებოთ სასტუმროში, სადაც ცხოვრობთ. გარე ლოკაციებში, მხოლოდ შემოწნებული ინფორნაციის თანახმად.

პროფილაქტიკის მიზნით და ექიმის რეკომენდაციით დასვენების დროს შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი პრობიოტიკი, თან იქონიოთ ეფექტური მცენარეული სორბენტი.

გატარეთ ზაფხული ჯანმრთელობისთვის სარგებლით!

როგორ დავიცვათ თავი პარაზიტებისგან?

პარაზიტების მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში ზაფხულში ძირითადათ სამი გზით ხდება:

  • ტყეში ან მინდორში, ბანაობის (ცურვის დროს), საკვებთან ერთად.
  • როგორ შევამციროთ რისკები კვების მიმართებით, ზემოთ ვისაუბრეთ.
  • რაც შეეხება პროფილაქტიკას სეირნობის დროს და კურორტის ტერიტორიაზე.
  • დარწმუნდით, რომ ლოკაციის ტერიტორია დამუშავებულია პარაზიტების წინააღმდეგ. მოერიდეთ სეირნობას იქ სადაც საქონელი იმწყესება.
  • ტყეში ან მინდორში სეირნობის წინ დაიმუშავეთ ტანსაცმელი, დაიხურეთ ქუდი.
  • დაბრუნების შემდეგ დარწმუნდით, რომ კანი სუფთა არის პარაზიტებისგან და ნაკბენებისგან.

რაც შეეხება ღია წყალსაცავებს, მდინარეებსა და ტბებს, ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ცერკარიოზი - კანის საფარველის დამახასიათებელი დაზიანება. გამონაყარი ჰგავს წითელ პაპულებს ან წყლულებს, ახასიათებს ძლიერი ქავილი; გამომწვევია ფრინველების პარაზიტები.. ვითარდება წყალთან კონტაქტისას (ბანაობა, თევზაობა,).

ასევე ინფიცირების საშიშროება იზრდება ზღვაში ბანაობისას. როდესაც წყლის ტემპერატურა 24-25 გრადუსზე მაღალია. ამ პირობებში, ცურვის დროს, ზღვის წყლის ჩაყლაპვა, ინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყოველი ცურვის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ სრულფასოვანი შხაპი და მოახდინეთ პირის ღრუს სანაცია.

ზაფხულში აუზში და აბანოში (საუნაში) ვიზიტის დროს, ფხიზლად უნდა ვიყოთ სოკოვანი ინფექციების მიმართ.

რა ვიტამინები და მინერალები სჭირდება ორგანიზმს გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში?

ორგანიზმის, პიველ რიგში, გულსისხლძარვთა სისტემის მაღალი ტემპერატურის მიმართ ადაპტაციისთვის, როგორც უკვე ვთქვით, საჭიროა კალიუმის და მაგნიუმის მარილები.

ასევე აუცილებელია, დამატებითი ვიტამინი C, რადგან მისი მოხმარება სიცხეში იზრდება.

tma-nigabi.jpg

რატომ არის მნიშვნელოვანი ზაფხულში თმის განსაკუთრებული მოვლა?

რადგან თმებზე ზახულში რამოდენიმე დამაზიანებელი ფაქტორი მოქმედებს.

ულტრაიისფერი სხივები, მაღალი ტემპერატურა, ზვის მარილიანი წყალი და ქლორირებულ აუზებში ბანაობა.

ულტრაიისფერი სხივები და ზღვის მარილიანი წყალი აზიანებს კუტიკულას, მაღალი ტემპერატურა აძლიერებს სებორეას;

ქლორირებული წყალი მავნეა როგორც თავის კანისთვის ასევე თმებისთვის..

თმის სწორი მოვლა ზაფხულში აუცილებლად გულისხმობს ზემოთ აღწერილი ფაქტორებისგან დაცვას:

პროფილაქტიკა: მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის დროს მხოლოდ ქუდით. ასევე, აუცილებელია მოვლითი და დამცველი კოსმეტიკა.