/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა სარგებელს მიიღებთ ყავის რეგულარული მოხმარებისას

ყავა ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ყავა არის ანტიოქსიდანტების კარგი წყარო

ყავა უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ აქტივობას ავლენს, ვიდრე მწვანე ჩაი და კაკაო. მეცნიერებმა 1000-მდე ანტიოქსიდანტი აღმოაჩინეს დაუმუშავებელ ყავის მარცვლებში.

მოქმედების მექანიზმი: ანტიოქსიდანტები ებრძვიან ანთებას, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს იწვევს, მათ შორის ართრიტს, ათეროსკლეროზს და კიბოს ზოგიერთ სახეობას. ისინი ასევე ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტები გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მიკრო დონეზე, იცავს ჩვენს უჯრედებს დაზიანებისგან. ხოლო, ქლოროგენის მჟავა, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, რომელიც ყავაში გვხვდება, ასევე ითვლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ხელშემწყობად.

კოფეინი უზრუნველყოფს მეხსიერების გაძლიერებას

როდესაც მოხალისეთა ჯგუფმა მიიღო 100 მილიგრამი კოფეინის დოზა(დაახლოებით ამდენივეს შეიცავს ერთი ფინჯანი ყავა), ავსტრიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს მოხალისეების ტვინის აქტივობის ზრდა, რომელიც იზომება ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) საშუალებით. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მოხალისეებში, რომლებმაც კოფეინი მიიღეს, გაუმჯობესდა მეხსიერება და რეაქციის დრო იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც იღებდა პლაცებოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მომქდების მექანიზმი: კოფეინი მოქმედებს ტვინის კონკრეტულ უბნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე, აძლიერებს მოკლევადიან მეხსიერებას, თუმცა უცნობია რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი ან როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანიდან ადამიანზე.

ყავა ხელს უშლის კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას

ყავის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ალცჰაიმერის დაავადებასთან და სხვა სახის დემენციასთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების თავიდან აცილებას. ფინეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შუახნის ასაკში ყოველდღიურად სამი-ხუთი ფინჯანი ყავის დალევა ასოცირებული იყო ალცჰაიმერისა და დემენციის განვითარების 65%-ით შემცირებულ რისკთან. კვლევის ავტორებმა ასევე შეაფასეს ჩაის ეფექტი კოგნიტურ დაქვეითებაზე, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს კავშირი.

მოქმედების მექანიზმი: არსებობს რამდენიმე თეორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყავა დაეხმაროს შემეცნებითი დაქვეითების თავიდან აცილებას. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით კოფეინი ხელს უშლის ბეტა-ამილოიდების დაგროვებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.

ყავა სასარგებლოა გულისთვის

ჰოლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც გააანალიზა 37 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები 13 წლის განმავლობაში, დაადგინა, რომ ყავის ზომიერად მიღებისას (რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ ორ-ოთხ ფინჯანს) გულის დაავადების რისკი 20 პროცენტით შემცირდა.

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ყავა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ანთებით გამოწვეული არტერიული დაზიანების პრევენციის წყალობით.

ყავამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი ტიპის სიმსივნის პრევენციას

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ დღეში ოთხი ან მეტი ფინჯანი ყავის დალევა ქალებში ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს რისკს 25%-ით. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი ყავის რეგულარულ დალევასა და ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის კიბოს დაბალ სიხშირეს შორის.

პოლიფენოლებმა, ანტიოქსიდანტურმა ფიტოქიმიკატებმა, რომლებიც ყავაშია აღმოჩენილი, აჩვენეს ანტიკარცინოგენული თვისებები და ითვლება, რომ ხელს უწყობს ანთების შემცირებას, რომელიც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ზოგიერთი ტიპის სიმსივნეზე.

სასარგებლოა ღვიძლისთვის

გარდა იმისა, რომ ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს, ყავის მოხმარება დაკავშირებულია ციროზის, განსაკუთრებით ალკოჰოლური ციროზის შემცირებულ რისკთან.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს საპირისპირო კავშირი ყავის დალევასა და ღვიძლის ფერმენტების დონეს შორის. ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე, როგორც წესი, ასახავს ღვიძლის ანთებაზე და დაზიანებაზე მიანიშნებს. რაც უფრო მეტ ყავას სვამდნენ ადამიანები, მით უფრო დაბალი იყო ფერმენტების დონე.

ყავას შეუძლია გააუმჯობესოს ენერგიის დონე

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის ზომიერი მოხმარება - დაახლოებით 500 მგ-მდე დაკავშირებულია უკეთეს აქტივობასთან. ყავა გეხმარებათ დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო დიდხანს ივარჯიშოთ.

კოფეინი არა მხოლოდ ებრძვის დაღლილობას, არამედ აძლიერებს კუნთების შეკუმშვას, ამცირებს ვარჯიშის დროს ტკივილის აღქმას და ზრდის ცხიმოვან მჟავებს სისხლში, რაც ხელს უწყობს გამძლეობას.

ყავა აფერხებს დეპრესიის განვითარებას

მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის დალევა დაკავშირებულია დეპრესიის დაბალ მაჩვენებელთან როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. რამდენიმე კვლევაში, მონაცემებმა აჩვენა საპირისპირო კავშირი ყავის მოხმარებასა და დეპრესიას შორის, ანუ, ყავის მსმელ ადამიანებს აქვთ დეპრესიის ყველაზე დაბალი რისკი (20 პროცენტამდე).

მკვლევარებმა ჯერ არ იციან, როგორ ამცირებს ყავა დეპრესიის განვითარების რისკებს, მაგრამ ცნობილია, რომ კოფეინი ააქტიურებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც აკონტროლებენ განწყობას, მათ შორის დოფამინსა და სეროტონინს.

ყავის უარყოფითი მხარეები

ზოგიერთ ადამიანში ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, ნერვიულობა ან შფოთვა, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ძილის ხარისხზე და გამოიწვიოს უძილობა. ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებში ყავის მოხმარება დროებით ამაღლებს არტერიულ წნევას.

კოფეინი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, ასე რომ, თუ რაიმე უარყოფითი გვერდითი მოვლენა გაქვთ, გაითვალისწინეთ ყავის მოხმარების დოზები და შეამცირეთ ის. ყოველთვის შეამცირეთ ყავის მოხმარება თანდათანობით. კოფეინის მთლიანად შეზღუდვა იწვევს კოფეინის მოხსნის სიმპტომებს, რაც მოიცავს ძლიერ თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და დაღლილობას. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

უმჯობესია ყავა ნაკლებად იყოს შაქრით დატვირთული.

უფრო სასარგებლოა შავი ყავა, ალტერნატივის სახით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავა ნედლი რძით ან თხილის რძით.

კომენტარები (1)
SNIPER
ახლა დავდებ ყავის მოხმარების საწინააღმდეგო ლინკს. ბოლო-ბოლო დაწერეთ რამდენი მივიღოთ ან არ მივიღოთ და მოეშვით რეკლამებს
თარიღი : 15-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი სვამს 40 ტონაზე მეტ წყალს და თუ ორგანიზმი კარგავს სითხის 20%-ს, შესაძლებელია ფატალური შედეგი დადგეს.
სრულად
ჯანმრთელობის რომელი პრობლემებია გავრცელებული გაზაფხულზე და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა

გაზაფხულის სეზონს თან ახლავს რამდენიმე გავრცელებული პრობლემა, მაგალითად ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ცხელება.
სრულად
ყველაზე სასარგებლო მწვანილი ხანდაზმულებისთვის

ოხრახუში ყველაზე სასარგებლო მწვანილია ხანდაზმულებისთვის. იგი შეიცავს C და K ვიტამინებს, ასევე უჯრედისს.
სრულად
რა შეცდომებს ვუშვებთ სუპის მომზადებისა და ჭამის დროს

უნდა გადაწუროთ თუ არა პირველი ბულიონი, როგორ გავზარდოთ წვნიანში მცენარეული ცილის წილი, დავამატოთ თუ არა არაჟანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის ფერზე ყურადღების გამახვილება.
სრულად
იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი

ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
სრულად
არის თუ არა წითელი ღვინო თეთრ  ღვინოზე ჯანსაღი?

წითელი ღვინო მიჩნეულია გულის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, უმეტესწილად ანტიოქსიდანტი რესვერატროლის წყალობით. მიუხედავად იმისა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა სარგებელს მიიღებთ ყავის რეგულარული მოხმარებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები