/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მაღალი სასთუმალი

მაღალი სასთუმალი
რატომ მოსწონთ ხანშიშესულებს მაღალ სასთუმალზე ძილი? ისინი ხომ თითქმის ყოველთვის მაღალ ბალიშს იდებენ, თავი კომფორტულად რომ იგრძნონ.

ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური სისტემები მეტ-ნაკლებად იცვლება. შესაბამისად, იცვლება ადამიანის მგრძნობელობა, სამყაროს აღქმა, ორგანოთა ფუნქცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, იცვლება ცხოვრების სტილიც.

ძილის დროს და, საზოგადოდ, წოლისას თავის მაღალ სასთუმალზე დების მოთხოვნილება, უპირველეს ყოვლისა, ასაკის მატებასთან ერთად სასუნთქ სისტემაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება.

ხანშიშესული ადამიანის ფილტვის ქსოვილი ნაკლებად ელასტიკურია, ვიდრე ახალგაზრდისა. გარდა ამისა, ასაკის კვალდაკვალ მცირდება გულმკერდის ღრუსა და დიაფრაგმის მოძრაობაც. ფილტვები ჩასუნთქვის პროცესში სრულად გაშლას ვეღარ ახერხებს. ამ და სხვა მიზეზების გამო ვითარდება ქოშინი. მცირდება ბრონქების გამავლობა, მათი დრენაჟული (გამწმენდი) ფუნქცია. ცუდი ვენტილაცია ხშირად პნევმონიის მიზეზადაც კი იქცევა. ხანშიშესულებს, ჩვეულებრივ, ხველის რეფლექსიც უქვეითდებათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფილტვების სისხლით ავსების დაქვეითება და ალვეოლების კედლების სკლეროზირება იმის ბრალია, რომ აირთა ნორმალური ცვლა ირღვევა და ჰაერში არსებული ჟანგბადი ალვეოლებიდან სისხლში ცუდად გადადის. შესაბამისად, დაქვეითებულია სისხლიდან ალვეოლებში ნახშირორჟანგის გადასვლაც. ყოველივე ეს ხელს უწყობს ჰიპოქსიის განვითარებას (ჰიპოქსია ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია, ახასიათებს ძილიანობა, ხშირი მთქნარება, ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა, ზოგადი სისუსტე და სხვა სიმპტომები), ამიტომ ხანშიშესულთათვის რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე ხშირად სეირნობა, ძილის წინ საწოლი ოთახის განიავება და თუ შეძლებენ, ღამით სარკმლის ღიად დატოვება.

ძილისა და, საზოგადოდ, წოლის დროს სასურველია თავი წამოწეული ჰქონდეთ, მაღალ სასთუმალზე ედოთ. ხანშიშესულებს თავადაც სიამოვნებთ ნახევრად მჯდომარე პოზიციაში ძილი - მათთვის ასე უფრო მოხერხებულია, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში საგრძნობლად უმჯობესდება ფილტვების ვენტილაცია, შესაძლებელი ხდება უფრო ღრმად ჩასუნთქვა და, შესაბამისად, ადვილდება სუნთქვა. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე დაავადება აქვს, სხვა პოზიციაში ვერც მოისვენებს. აღნიშნული სისტემების პათოლოგიებს, წესისამებრ, თან სდევს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, სულხუთვის შეგრძნება, გულისცემის გახშირება და სხვა სიმპტომები, რის გამოც გაცილებით კომფორტულია მაღალ სასთუმალზე ნახევრად მჯდომარე პოზიციაში მოკალათება და ასე დაძინება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

სხვა შემთხვევაში კი, მით უმეტეს - ახალგაზრდებისთვის, მაღალი სასთუმალი არასასურველია. ჩვენი სხეულის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, კისერი და დანარჩენი ხერხემალი ძილის (საზოგადოდ, წოლის) დროს ერთიან სწორ ხაზს უნდა ქმნიდეს. ამისთვის კი თავსა და კისერს სათანადო ფიქსაცია სჭირდება. ლეიბი სხეულის სასურველ პოზიციაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს, აი, თავი და კისერი კი ხშირად მოუხერხებელ მდგომარეობაშია. დიდი და მკვრივი ბალიშის გამოყენება პრობლემათა მთელ წყებას აძლევს დასაბამს, ვინაიდან ხერხემალი ასეთ სასთუმალზე, როგორც წესი, მოხრილი და მოღუნულია, ასეთი პოზიცია კი, გარდა იმისა, რომ ხვრინვის პროვოცირებას ახდენს, ნიკაპის გულმკერდთან მიახლოების გამო სუნთქვასაც აძნელებს. მათ, ვისაც თავი მაღალ ბალიშზე უდევს, ხშირად უვითარდებათ კისრის ნაოჭები, ქუთუთოების კანში ვენური სისხლის მიმოქცევა ერღვევათ, რაც ხელს უწყობს თვალებქვეშ შეშუპების, ეგრეთ წოდებული ტომრების გაჩენას.

იდეალურ შემთხვევაში კისერი საწოლში იმავე დონეზე უნდა იყოს განთავსებული, რომელზეც ტანი. კისრის მალები ხერხემლის სხვა მალებზე გაცილებით პრობლემურია, ამიტომაც არის, რომ ზოგიერთს გაღვიძებისთანავე თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებს. არც ღამით სძინავთ მშვიდად, სხეულის სასურველ პოზიციას ვერ პოულობენ, დილით კი დაღლილები, მოთენთილები დგებიან, მხნეობასა და ენერგიას ვერ გრძნობენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება სასთუმლის ზომასა და წოლისას სხეულის მოხერხებულ პოზიციას.

გაითვალისწინეთ: მით უმეტეს არ არის რეკომენდებული უსასთუმლოდ ძილი, რადგან წოლისას კისერი და თავი ოდნავ წამოწეული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადოდ ვერ მოისვენებთ და ძილიც, შესაბამისად, არასრულფასოვანი გამოვა. უბალიშოდ წოლისას ხერხემლის კისრის ნაწილი სათანადოდ ვერ მოდუნდება, კისრის მალები მოუხერხებელ პოზიციაში აღმოჩნდება, რაც კისრის დაჭიმულობას, ზურგისა და თავის ტკივილს გამოიწვევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
მნიშვნელოვანია იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
სრულად
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც შხაპის ქვეშ ვიხეხავთ ქუსლებს,
სრულად
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
თუ გაქვთ დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?
რომელი წყალია უფრო ჯანსაღი: გადადუღებული, მინერალური, თუ გაფილტრული?
სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი სვამს 40 ტონაზე მეტ წყალს და თუ ორგანიზმი კარგავს სითხის 20%-ს, შესაძლებელია ფატალური შედეგი დადგეს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-ეს ექომები ზოგინიმას ალბიბს ზოჰინამას ვერ ვიჰებ რაინდა ვეამო ცზიმი მე სხვა ცხიმი არმიყვარს გული მერევა ამოტომ მზესუმზირის ზეთის გარდა ვეტ ვჭამ ვერაფწრს დანიმასაცნუკად ვასხავ ოლეიმას უივე მოხარშულნწიწიბურაში ან კარტოფილზე ნსხვარაკეს არვჭამ.იშვიათად 1სიფრია კობზი ლობიო დანიმასაც უკად ვასხავ. შემწვარ მოხრაკულსნარაფწრს ვჭამ.თევზი მლაშეანუმარილოც კი მლაშეა და ვერ ვჭამ მე წმევას მოწევს ისე მემლაშება ვერც ხორცეულიბას ვერ ვჭამ გულინმერევა რძის ნაწარმზეც არმიყვარს ზოგა ვწრ ვინელებ .ვერც ვმკურნალობ თავს.ამდენინფულინარარისნრომნძირიანა ჩავუტარო კვლევა როცა გადაადგიკება მოჭირს ტახიკარდიის განომჰოდა ვერ ვუგებ რა ვჭამონრომ ქოლესტერინი არმომემატოს.ერატი ამზეღს ვჭამდი ცხიმისნსახით და ესეც არვარგაო მეიბნებიან ზეითუნის ეთი უნდა ჭამოვი და გული მერევა ვერ ვჭამ სხვაბცხომს.ვერც კვწრცს ვერ ვჭამ მწუენს.ჰოდა ცზიმინრით მივიღონრომ ქოლესტერინი არამეწიოს?რავეამო მირჩიეთ რა.კარაქინერბონქონი თებზი ზეითუნის სიმინდის ზეთი ვერა ვერ ვჭამ.მარტო ოლეიმას ზეთს ვჭამ დღეში დაახლოებით გამომდოს 3სიფრის კობზი.ხან 2

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მაღალი სასთუმალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები