გულისთვის მავნე 6 გავრცელებული ჩვევა

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა. არასწორი კვება ერთერთი ძირითადი ტრიგერია, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები ორი ტიპის ცუდი და გულისთვის პოტენციურად მავნე ცხიმი დღეს ჩვენი რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს. უნდა მივიღოთ ნაკლები შემწვარი კერძი და გავამდიდროთ რაციონი ხილით, ბოსტნეულითა და ნიგვზით.
მარილის ჭარბი მიღება იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და არტერიული წნევის მატებას.
გარდა კვებისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფიზიკურ აქტივობაზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა კვირაში არა ნაკლებ 150 წუთი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. 30-40 წუთიანი სეირნობაც კი, დადაებითად მოქმედებს განწყობასა და ორგანიზმზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გულის სიჯანსაღე შეუთავესებელია ალკოჰოლსა და მოწევასთან, ამიტომ რეკომენდებულია სრულად ვთქვათ უარი მავნე ჩვევებზე.
გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოწვიოს არტერიული წნევის მატება და გულის სერიოზული პრობლემები. სპეციალისტები გვირჩევენ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას, ან რაიმე ჰობით დაკავებას, რომელიც დადებით ემოციებს მოგვიტანს.