გინესის წიგნის სამედიცინო რეკორდები

16-ჯერ - ორი, 7-ჯერ - სამი და 4-ჯერ - ოთხი ტყუპი, სულ 69 ბავშვი, რომელთაგან მცი-რეწლოვანი მხოლოდ ორი დაიღუპა. თანამედროვეთაგან კი ყველაზე ნაყოფი-ერ დედად ითვლება ჩილელი ლეონტინა ალბინა, რომელმაც 1943-81 წლებში 55 ბავშვი შვა. პირველი ხუთი მშობიარობისას მან სამი ტყუპი გააჩინა, ყველა - მამრობითი სქესისა.
ყველაზე მეტი მშობიარობა
მშობიარობის რეკორდული რიცხვი - 38 - ეკუთვნის ელიზაბეტ გრინჰილსს (ქ. ებოტს-ლენგლი, დიდი ბრიტანეთი). მას 39 შვილი - 32 გოგონა და 7 ვაჟი - ჰყავდა. რეკორდსმენი დედა 1681 წელს გარდაი-ცვალა.
ყველაზე ხანდაზმული მშობიარე
1994 წლის 18 ივლისს, 63 წლის ასაკში, იტალიელმა როზანა დალა კორტმა (ქ. ვიტერბო) ვაჟი გააჩინა. ორსულობამდე მან უშვილობის მკურნალობის კურსი გაიარა.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან მოწოდებული ცნობების მიხედვით, 1996 წელს 63 წლის არსელი კეხიმაც გააჩინა ბავშვი.
ერთნაყოფიანი მშობიარობის ყველაზე მძიმეწონოსანი ჩვილი
ცოცხლად დარჩენილი ყველაზე მძიმე ჩვილი, რომლის შესახებაც არსებობს ცნობები, გახლდათ ბიჭუნა, რომელიც 10 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდა. ის 1955 წელს დაიბადა. მისი დედა გახლდათ კარმე-ლინ ფედელე (ქ. ავერსი, იტალია). თანამედროვეთაგან ყველაზე მძიმე წონა 1992 წელს დაბადებულ გაი უორვიკ კარსს ჰქონდა. ეს ბავშვი 7 კილოგრამს იწონიდა.
ერთნაყოფიანი მშობიარობის ყველაზე მცირეწონიანი ჩვილი
აშშ-ის შტატ ილინოისის ლოიოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში 1989 წლის 27 ივლისს, ოფი-ციალური მონაცემების თანახმად, ვადამდელი მშობიარობის შედეგად დაიბადა გოგონა, წონით 281 გრამი.
ყველაზე დღენაკლული ბავშვი
ვადამდე 128 დღით ადრე ბრენდა გილ ოტავეს (ონტარიოს პროვინცია, კანადა) 1987 წლის 20 მაისს გაუჩნდა ბიჭუნა - ჯეიმს გილი. ახალშობილის წონა 624 გრამი გახლდათ.
მშობიარობის ყველაზე
ხანგრძლივი ინტერვალი მრავალნაყოფიანი ორსულობისას აშშ-ის შტატ პენსილვანიის ქალაქ ჰანტინგტო-ნის მკვიდრმა პეგი ლინმა 1995 წლის 11 ნოემბერს შვა გოგონა ჰანა, ხოლო მეორე ტყუპისცალი, ბიჭუნა ერიკი 84 დღის შემდეგ, 1996 წლის 2 თებერვალს მოევლინა ქვეყნიერებას.
ერთ ოჯახში მრავალნაყოფიანი მშობიარობის ყველაზე მეტი შემთხვევა
1839 წელს დაბადებულ იტალიელ მადლენ გრანატს 15-ჯერ გაუჩნდა სამი ტყუპი.
სიამის ტყუპი
სხეულის სხვადასხვა ნაწილებით შეერთებულ ტყუპს "სიამისა" მაშინ უწოდეს, როცა სიამში (ტაილან-დი), მეკლონგის რაიონში, 1811 წლის 11 მაისს მკერდის მიდამოთი შეერთებული ტყუპები - ჩანგ და ენგ ბუნკერები დაიბადნენ. მათ იქორწინეს ამერიკელ დებზე სარა და ადელაიდა იეტსებზე და შესაბამისად 10 და 12 შვილი ეყოლათ. 1874 წელს ჯერ ჩანგი გარდაიცვალა, სამი საათის შემდეგ კი - ენგი. სიამის ტყუპე-ბის ყველაზე უკიდურესი (უარესი) ფორმა - ორთავა, ოთხხელა და ორფეხა ადამიანური არსებაა. ამ ტიპის ერთადერთი რეგისტრირებული შემთხვევა, მაშა და დაშა კრივოშლიაპოვები, 1950 წელს დაიბადნენ საბჭოთა კავშირში. სიამის ტყუპების დაშორების პირველი წარმატებული ოპერაცია 1952 წლის 14 დეკე-მბერს ჩაატარა დოქტორმა ჟაკ ს. გელერმა აშშ-ის ქალაქ კლივლენდის (ოჰაიოს შტატი) მაუნტ-სინაის საავადმყოფოში.
ყველაზე დღეგრძელი ადამიანი
1997 წლის აგვისტოში არლიში (საფრანგეთი) გარდაიცვალა 122 წლის ჟანა ლუიზა კალმა. ის 1875 წლის 21 თებერვალს გახლდათ დაბადებული. ამჟამად ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება მარია ლუიზა ფებრონ-მეილერი (კვებეკის პროვინცია, კანადა), რომელიც 116 წლისაა.
ყველაზე დღეგრძელი ტყუპი
1803 წლის 14 თებერვალს აშშ-ის ქალაქ ეფინგტონში (ვირჯინიის შტატი) დაიბადნენ ილაი შადრაკ და ჯონ მეშაკ ფიპსები. პირველად 108 წლის ილაი გარდაიცვალა. ეს 1911 წლის 23 თებერვალს მოხდა.
ყველაზე დღეგრძელი სამი ტყუპი
ფეიტ, ჰოუპ და ჩარიტი კარდუელები 1899 წლის 18 მაისს დაიბადნენ აშშ-ს ქალაქ ელ-მოტში (ტეხასის შტატი). პირველი 1994 წლის 2 ოქტომბერს 95 წლის ასაკში ფეიტი გარდაიცვალა.
ყველაზე დღეგრძელი ოთხი ტყუპი
ადოლფ, ანა-მარია, ემა და ელიზაბეტ ოტმანები 1912 წლის 5 მაისს დაიბადნენ გერმანიის ქალაქ მიუნხენში. პირველი 79 წლის ასაკში 1992 წლის 17 მარტს ადოლფი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი მემკვიდრე
ქვეყნებში, სადაც პოლიგამია კანონით არის ნებადართული, ადამიანს შეიძლება უამრავი შვილი ჰყავდეს. ამბობენ, რომ მაროკოს სულთანს მულაი ისმაილს (1672-1722 წლები) 1703 წლისთვის 525 ვაჟი და 342 ქალიშვილი ჰყავდა, ხოლო 1721 წლისთვის, როდესაც ის 49 წლის იყო, მე-700 ვაჟის მამა გახდა. აშშ-ის ქალაქ ფრაიბერგის (პენსილვანიის შტატი) მკვიდრს სემიუელ ს. მაეტს (გარდაიცვალა 96 წლისა) საერთო ჯამში 824 ცოცხალი შთამომავალი ჰყავდა: 11 შვილი, 97 შვილიშვილი, 634 შვილთაშვილი და 82 შვილ-თაშვილისშვილი.
მემკვიდრენი, რომლებიც შთამომავლობის ყველაზე დიდ ხანას მოიცავენ
ოგასტა ბანჯი (აშშ, ვისკოსინის შტატი) 1989 წლის 21 იანვარს, 110 წლის ასაკში, დიდი ბებია (ბებიის ბებიის ბებია) გახდა - მის შვილთაშვილს (მეექვსე თაობა) ვაჟი, კრისტოფერ ჯონ ბოლიგი შეეძინა.
ყველაზე მეტი ცოცხალი წინაპარი
1982 წელს, დაბადებისას, მეგან სიუ ოსტინს (ქალაქი ბარ-ჰარბორი, აშშ, მენის შტატი) ჰყავდა აღმავალი ხაზის 19 პირდაპირი ნათესავი, რომელშიც შედიოდა ბებიებისა და ბაბუების, დიდი ბებიებისა და ბაბუ-ების მთელი წყება და ასევე - დიდი ბებიებისა და ბაბუების 5 ცოცხალი ბებია და ბაბუა.
ყველაზე მრავალნაყოფიანი მშობიარობა
დოქტორი ჯენარდო მონტანინო (რომი, იტალია) ამტკიცებს, რომ 1971 წლის ივლისში ოცდათხუთმეტი წლის ქალს, რომელიც ოთხი თვის ორსული იყო, საშვილოსნოდან ამოუყვანა 10 გოგონასა და 5 ვაჟის ემბრიონი. ეს უნიკალური შემთხვევა უშვილობის სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგი გახლდათ.
9 შვილი შვა ჯერალდინ ბროდრიკმა 1971 წლის 13 ივნისს სიდნეიში (ავსტრალია). დაიბადა 5 ბიჭუნა და 4 გოგონა. ორი ბიჭი მკვდრადშობილი გაჩნდა, ხოლო დარჩენილთაგან ექვს დღეზე მეტი არც ერთს არ უცოცხლია. 10 ტყუპის დაბადება აღრიცხულია ესპანეთში (1924 წელი), ჩინეთსა (1936 წელი) და ბრაზილიაში (1946 წელი). არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ 1971 წლის 29 მაისს ფილადელფიაში (აშშ, პენსილვანიის შტატი) და 1977 წლის მაისში ქალაქ ბაგარხატში (ბანგლადეში) 11 ტყუპი დაიბადა. არც ერთი ბავშვი ცოცხალი არ გადარჩენილა.