/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინის ისტორია

საინექციო შპრიცი, რეტგენოგრაფია, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა - მედიცინის აღმოჩენები

საინექციო შპრიცი, რეტგენოგრაფია, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა - მედიცინის აღმოჩენები
აღმოჩენები, რომლებმაც მედიცინა შეცვალა

საინექციო შპრიცი

ზოგს მიაჩნია, რომ თანამედროვე სამედიცინო შპრიცის წინამორბედი ჰიპოკრატემ გამოიგონა, თუმცა პირველი ინექციები ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში კეთდებოდა, სადაც კანში სამკურნალო ნივთიერების შესაყვანად გამხმარი ლერწმის წვრილ ღეროებს იყენებდნენ. პირველყოფილი შპრიცი 1648 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა ბლეზ პასკალმა შექმნა.

ეს გახლდათ წნეხისა და ნემსისგან შემდგარი კონსტრუქცია, რომელსაც მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება. ნამდვილი შპრიცი 1853 წელს შეიქმნა. ინექციებისთვის ხელსაყრელი მოწყობილობა ერთდროულად, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიგონა ორმა ადამიანმა: შოტლანდიელმა ვუდმა და ფრანგმა გაბრიელ პრავაზმა. გერმანელებმა კი მოწყობილობას “სპრიტზე” დაარქვეს, რაც მათ ენაზე შეშხაპუნებას ნიშნავს. ეს კონსტრუქცია სამედიცინო მანიპულაციათა განხორციელების თვალსაზრისით ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მისი წყალობით ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების შეყვანა გახდა შესაძლებელი, რომლებზეც მანამდე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ამ გზით მედიკამენტი სწრაფად ხვდებოდა სისხლში, შესაბამისად, სწრაფად ახდენდა სამკურნალო ეფექტს და ავადმყოფიც უფრო მალე იკურნებოდა. 1856 წელს ჩვეულებრივი მინის შპრიცები ერთჯერადებით შეიცვალა, რამაც საგრძნობლად შეამცირა სისხლისმიერი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება.

რენტგენოგრაფია

მეცნიერული მიღწევებით მდიდარი აღმოჩნდა XIX საუკუნის მიწურულიც. აქ, უპირველეს ყოვლისა, მიუნხენელი პროფესორის ვილჰელმ კონრად რენტგენის მიერ X სხივების აღმოჩენა უნდა დავასახელოთ. უცნობი სხივები მეცნიერმა 1896 წლის იანვარში აღმოაჩინა და უბრალოდ “უცნობი სხივები” უწოდა, თუმცა ჩვენში მათ უფრო რენტგენის სხივებად იცნობენ.

მათი აღმოჩენიდან რამდენიმე თვეში ჩაზნექილი კათოდისა და პლატინის ანოდისგან რენტგენმა X გამოსხივების მუდმივი წყარო შექმნა. ეს გახლდათ მილი, რომელშიც ელექტრული დენის გატარებისას X სხივების ინტენსიური ნაკადი წარმოიქმნებოდა. რენტგენის მილის კონსტრუქცია იმდენად ზუსტი აღმოჩნდა, დღემდე მასში თითქმის არაფერი შეუცვლიათ, თანამედროვე რენტგენის აპარატებში X სხივების მუდმივი წყარო პირველყოფილი მოწყობილობის ანალოგიურია.

რენტგენის პორტატიული აპარატების შექმნის შემდეგ ელვის სისწრაფით გაიზარდა იმ ექიმების რიცხვი, რომლებიც დიაგნოსტირებისთვის X სხივებს იყენებდნენ. სხივების აღმოჩენიდან ექვსი წლის შემდეგ ფიზიკაში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის რენტგენს ნობელის პრემია მიანიჭეს და მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, რენტგენოლოგიის, ფუძემდებლად აღიარეს.

ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა

წარმოუდგენელია თანამედროვე დიაგნოსტიკა ენდოსკოპის გარეშე. გაგიკვირდებათ და პირველი აპარატი ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მიწურულს შეიქმნა. ეს მოწყობილობა საკმაოდ ტლანქი გახლდათ, თუმცა ექიმებს მაინც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას აწვდიდა. სურვილი, შეეხედა ადამიანის ღრუ ორგანოებში და დაენახა, რა ხდებოდა იქ, ახალგაზრდა ექიმ ფილიპ ბოზინს ახალგაზრდობისას გაუჩნდა.

სწორედ მან ააგო 1705 წელს მოწყობილობა, რომლითაც სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება შეიძლებოდა. მოგვიანებით, 1853 წელს, ფრანგმა ქირურგმა ანტუან ჟან დეზორმექსმა საგრძნობლად დახვეწა ბოზინის აპარატი, გასანათებლად სანთლის ნაცვლად სპირტიანი ლამპარი გამოიყენა და პაციენტის ორგანიზმის დათვალიერებაც შეძლო. დღეს ენდოსკოპს ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დასათვალიერებლად იყენებენ. პირველი გასტროსკოპი 1868 წელს კუსმაულმა შექმნა.

იგი კუჭში მოქნილი გამტარი ობტურატორით შედიოდა, რომელშიც ლითონის მილი იყო მოთავსებული. ენდოსკოპიის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ცნობილი ედისონის ნათურა, რომელმაც სპეციალისტებს მინიატურული ელექტრონული ნათურების საშუალებით ორგანოთა გაცილებით ხარისხიანად დათვალიერების საშუალება მისცა.

ამის შემდეგ საკმაოდ სწრაფად განვითარდა სამკურნალო ენდოსკოპია და ულტრასონოგრაფიაც, დიაგნოსტიკური მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად კი დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია მიიჩნევა.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ატარებენ მეცნიერები ცდებს თავიანთ თავზე
როგორ ატარებენ მეცნიერები ცდებს თავიანთ თავზე
როდესაც არ არსებობდა ლაბორატორიული თაგვები, ან საზოგადოდ, თანამედროვე ლაბორატორიები, მკვლევარებს და პრაქტიკოს-ექიმებს, რომლებსაც სურდათ პაციენტების ტანჯვის შემსუბუქება ან დაავადებისგან მათი დაცვა, უწევდათ ჰიპოთეზის შემოწმება შემთხვევით პაციენტებსა და თავიანთ თავზე, კოლეგებსა და ნათესავებზე.
სრულად
სანგრის ცხელება
სანგრის ცხელება
ბრილის ჩრდილოეთ ამერიკული სნეულება, მექსიკური ცხელება, ტკიპისმიერი ცხელება, კლდოვანი მიდამოების ცხელება, იაპონური მდინარისმიერი ცხელება, ვოლინის ცხელება,
სრულად
ქართველი მეცნიერის – მარი მაჩაბლის უდიდესი აღმოჩენა
ქართველი მეცნიერის – მარი მაჩაბლის უდიდესი აღმოჩენა
„გოლდენ რეიშის“ საინფორმაციო ვებ-გვერდზე, ერთ-ერთ სტატიაში შეხვდებით ასეთ ინფორმაციას:
სრულად
მსოფლიო და ქართული მედიცინა მუზეუმში
მსოფლიო და ქართული მედიცინა მუზეუმში
მედიცინა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა.
სრულად
პირბადემ კაცობრიობა საშიში ეპიდემიებისგან იხსნა
პირბადემ კაცობრიობა საშიში ეპიდემიებისგან იხსნა
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო პირბადემ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადამიანთა ცხოვრებაში ადგილი.
სრულად
როგორ უვლიდნენ ძველად კბილებს
როგორ უვლიდნენ ძველად კბილებს
როგორ შეიქმნა კბილის პასტა? როგორი იყო პირველი კბილის ჯაგრისი? რით იხეხავდნენ (იწმენდნენ) კბილებს ჩვენი წინაპრები?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : უროლოგია

-გამარჯობათ, 27 წლის მამაკაცი ვარ 110 წონა 1.86 სიმაღლე, მაწუხებს ასეთი რამ ამ ბოლო დროს როცა რამე უხერხულ მოძრაობას გავაკეთებ მაგალითად ბურთს ფეხს ამოვარტყავ ან რამე მსგავსი პროსტატის ადგილას რამოდენიმე წამიანი ძლიერი ტკივილი მაქვს შემდეგ ქრება და მერე რამდენიც არ უნდა მოვიქნიო ფეხი აღარ მტკივა მაგ ადგილას, ასევე როცა დავაცემინენ ზოგჯერ იშვიათად ზუსტად მაგ ადგილას მაქვს მოჭიმიმვის შეგრძნება და ძლიერი ტკივილი ეგეც რამოდენიმე წამიანი შემდეგ ისევ გაივლის თავისით, ბავშობაში მოშარდვის შემდეგ მქონდა ხოლმე მსგავსი ტკივილი აი ანუსის და სათესლეს შორის მიდამოში რამოდენიმე წამიანი ტკივილი ოღონდ ძალიან იშვიათად და ისიც მიშარდვის ბოლოს, ეხლა ცოტა გამიხშირდა მაგრამ შარდის შემდეგ არა უფრო უხერხულად თუ მოვიქნიე ფეხი ან დავაცემინე მაგ დროს მაქვს წამიერი ტკივილი, შარდვით ნორმალურად ვშარდავ არც სისხლის ამ წვა ან რამე მსგავსი არ მაქვს , შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რასთან მაქვს საქმე? გენეტიკაში საერთოდ არავის არ ააქვს პროსტატაზე რამე სერიოზული პრობლემა ან კიბო, დაახლოებით რა მჭირს ან რაუნდა იყოს მესმის კვლევების გარეშე რთულია თქმა, ზოგადად სისხლის საერთო ნორმალური მაქვს, ამ ბოლო დროს ბოლო 2’წელში წონაში თითქმის 30 კილო მოვიმატე არვიცი ეს კავშირშია თუარა, უბრალოდ მითხრარი რა ვარიანტებია რა შეიძლება რომმჭირდეს ან დიდი შანსია რო ეს მჭირს ან ის მჭიეს არვიცი იქნებ მითხრათ რამე სანამ ექიმთან მივალ. ზოგადად ნერვოზი მაქვს წლებია ესეც რომიცოდეთ არვიცი.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

საინექციო შპრიცი, რეტგენოგრაფია, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა - მედიცინის აღმოჩენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები