ქართველი მეცნიერის – მარი მაჩაბლის უდიდესი აღმოჩენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი მეცნიერის – მარი მაჩაბლის უდიდესი აღმოჩენა

„უმნიშვნელოვანესი კვლევა და უდიდესი აღმოჩენა ეკუთვნის საბჭოთა მეცნიერს – მარი სიმონის ასულ მაჩაბელს. ეს აღმოჩენა იმსახურებს ხუთ ნობელის პრემიას, თუმცა, სინამდვილეში, ალბათ, მილიონიდან ერთ ადამიანს თუ გაუგია მისი გვარ- სახელი.“

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ქართველ ექიმთა დიდ ნაწილსაც არ გაუგია მარი მაჩაბლისა და მისი უდიდესი აღმოჩენის შესახებ. 1962 წელს, ქართველი მეცნიერი, ათასობით ნიმუშის პათოლოგ-ანატომიურ კვლევაზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ დაავადებებისა და სიკვდილის მიზეზი თრომბების მოჭარბებულად წარმოქმნაა, რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს (თავისი ინტენსივობით გადაფარავს) სისხლის კოლტების დაშლის პროცესს.

სისხლი ორგანიზმის განსაკუთრებულად ღირებული რესურსია. ამიტომაც, სისხლძარღვების (როგორც წესი, ეს კაპილარებია), ოდნავი დაზიანებისას აქტიურად ირთვება სისხლის შედედების პროცესი, წარმოიქმნება თრომბი, სპეციალური ცილის – ფიბრინისაგან შექმნილი ერთგვარი საცობი, სისხლის კოლტი. სისხლძარღვის კედლის აღდგენის (ანუ დაზიანებული უბნის „შერემონტების“) შემდეგ თრომბი იშლება და ფიბრინი ისევ ფიბრინოგენად გარდაიქმნება. ეს ნორმალური ბუნებრივი პროცესია ორგანიზმისთვის, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში, თრომბის წარმოქმნა მნიშვნელოვნად აღემატება მისი დაშლის პროცესს. შრომისუნარიანი (ფუნქციური) კაპილარების რაოდენობა მცირდება. „ტანჯვას იწყებენ“ (ზიანდებიან) კონკრეტული ორგანოები, რის გამოც მათგან თავისუფლდება ნივთიერებები, რომლებიც იწვევს თრომბების წარმოქმნის პროცესებს სხეულის სხვა ნაწილებში.

როდესაც ეს ზვავისებურად ხდება, იხარჯება ბევრი ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება სისხლის კოლტები. ისინი არასაკმარისია, ამდენად, სხეულის სხვა ნაწილებში იწყება შინაგანი ან გარეგანი სისხლდენა – ჰემორაგია. თუ სხეულის ზოგიერთ ნაწილებში სისხლდენაა, ე. ი. სხვა ნაწილებში სისხლის შედედების პროცესი გაძლიერებულია, ანუ მიმდინარეობს თრომბების წარმოქმნა.

მარი მაჩაბელმა ამ მოვლენას „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“ უწოდა. მანვე აღწერა დეტალურად ამ ფენომენის მექანიზმი. ფენომენი შექცევადია, თუ თრომბების წარმოქმნის მიზეზებს დავასუსტებთ და მათი დაშლის პროცესებს დავაჩქარებთ.

რა არის თრომბოჰემორაგიული სინდრომი, რა განაპირობებს თრომბოზის პარალელურად სისხლის შედედების მოშლას? რა მნიშვნელობისაა ქართველი მეცნიერის აღმოჩენა? ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ონკოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელს, ირაკლი ნადირაძეს, რომელიც უშუალოდ იცნობდა მარი მაჩაბელს.

თავად ირაკლი ნადირაძე „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა (1990 წ.) და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატია (1999წ.); ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 190 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადების, ორი გამოგონებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.

ჩვენი ჟურნალის მკითხველი მას კარგად იცნობს ონკოლოგიის საკითხებზე საინტერესო ინტერვიუებით, ასევე როგორც ამფიცეზინის – კიბოს მეტასტაზირების შემაფერხებელი პრეპარატის (ინჰიბიტორის) იდეის ავტორსა და გამომგონებელს.

– ბატონო ირაკლი, რას იტყვით მარი მაჩაბელსა და მის უმნიშვნელოვანეს მიგნებაზე?

– უპირველესად აღვნიშნავ იმას, რომ არასპეციფიკური ზოგადბიოლოგიური და ზოგადპათოლოგიური „თრომბოჰემორაგიული სინდრომი,“ იგივე „განშრევების სინდრომი,“ რომელსაც მისი აღმომჩენის პატივსაცემად, ოფიციალურად „მაჩაბლის სინდრომს“ უწოდებენ, ნამდვილად ეკუთვნის ქართველ მეცნიერს. ამას მოწმობს დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1985, ტომი 25, გვ. 299). აღნიშნული სინდრომის არსი ენციკლოპედიაში ამგვარად არის განმარტებული: „თრომბოჰემორაგიული სინდრომი არის სიმპტომოკომპლექსი, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ სომატურ პათოლოგიას, განპირობებულია სისხლის, ლიმფის, ქსოვილოვანი სითხის, უჯრედული და უჯრედშორისი სტრუქტურების უნივერსალური და არასპეციფიკური თვისებით, შექცევადად და შეუქცევადად შესქელდნენ, კოაგულაციისადმი მათი უნარის აქტივაციის შედეგად და რეტრაქციის შედეგად განშრევდნენ სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის კომპონენტებად.“

ევროპაში მოგვიანებით, 1-3 წელიწადში გაჩნდა პირველი ინფორმაციები ზოგიერთი დაავადების დროს ე.წ. დე-ვე-ეს სინდრომის, იგივე „დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის“ შესახებ (DIჩ-სყნდრომ) (ღ.Hარდაწაყ, 1963;D.Mც Kაყ, 1965), მაშინ როცა ქართველმა მეცნიერმა თრომბოჰემორაგიული სინდრომი 1962 წელს აღმოაჩინა.

არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებაში ძნელად თუ შეხვდებით ანალოგიური მასშტაბის მიღწევას. მაჩაბელს ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, რომელიც შეიძლება შევადაროთ რენტგენისა და ფლემინგის აღმოჩენებს, რომლებმაც პრაქტიკულად გადატრიალება მოახდინეს მედიცინაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარი მაჩაბლის თეორიამ ერთგვარი გადატრიალების როლი ითამაშა, რადგან თავდაყირა დააყენა ათეული წლის განმავლობაში დოგმად ჩამოყალიბებული თრომბოზებისა და ჰემორაგიების არა მხოლოდ ეტიოპათოგენეზის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები, არამედ არასპეციფიკური ორგანული დეკომპენსაციისა და ტანატოგენეზის (სიკვდილის დადგომის) უმთავრესი მექანიზმები.

საყურადღებოა, რომ თავად ავტორი უფრო ზუსტ და ამომწურავ განმარტებას აკეთებს: „თრომბოჰემორაგიული სინდრომი აღმოცენდება მოცირკულირე სისხლში პროკოაგულაციური მასალის შეღწევის მომენტში, ის პროგრესირებს თრომბოციტების აგრეგაციისა და ფიბრინის ფორმირების სტადიამდე, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ორგანოს კაპილარებში, არტერიოლებსა და ვენულებში მიკროთრომბების წარმოქმნა. სისხლძარღვშიდა შედედება ხშირად შეუღლებულია ფიბრინოლიზური სისტემის აქტივაციასთან, ფიბრინისა და ფიბრინოგენის დაშლასა და მათი დეგრადაციის პროდუქტების გამოთავისუფლებასთან. ამას თან ახლავს ძლიერი ვაზომოტორული რეაქცია და არ მთავრდება მანამ, ვიდრე კოაგულაციური მექანიზმი და ვაზომოტორული აპარატი არ ნორმალიზდება და ფიბრინისა და ფიბრინოგენის დეგრადაციის საბოლოო პროდუქტები სისხლიდან არ განიდევნება.“

– თრომბოჰემორაგიულ სინდრომს, სხვაგვარად დე-ვე-ეს სინდრომს, იგივე დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომს, ზოგჯერ კი დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის (დიკ) სინდრომს უწოდებენ.

– სწორედ ესაა საქმე, მაშინ როცა დე-ვე-ეს სინდრომი პრაქტიკულად თრომბოჰემორაგიული სინდრომის მხოლოდ მე-2 და მე-3 სტადიაა.

მაჩაბლის მიერ მოწოდებული ქართული კონცეფცია მასშტაბური ფენომენია, მოიცავს ორგანიზმის ყველა ქსოვილის კოაგულაციურ-ლიზისურ პათოლოგიას, რადგან პირველადმა თრომბოჰემორაგიულმა რეაქციებმა შეიძლება მოიცვას ნებისმიერი ორგანო, მათ შორის სისხლი, მაშინ როცა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, იგივე დე-ვე-ეს სინდრომი, შეზღუდული პროცესია, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, შემოფარგლულია მხოლოდ სისხლძარღვთა კედლებით, ასახავს მხოლოდ სისხლის „განშრევებას“ და შესაბამისად, წარმოადგენს თრომბოჰემორაგიული სინდრომის კერძო შემთხვევას. დე-ვე-ეს სინდრომი, ეტიოპათოგენეზურად და ქრონოლოგიური ასპექტით თრომბოჰემორაგიული სინდრომის პირველ სტადიას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ემთხვევა – როდესაც ამა თუ იმ გენეზის თრომბოპლასტიური სუბსტანცია თავდაპირველად ხვდება სისხლში, მაგალითად, ჰემოტრანსფუზიური შოკის დროს. ეს მექანიზმები დეტალურად არის აღწერილი მარი მაჩაბლისა და ვ. გ. ბოჭორიშვილის რედაქტორობით გამოცემულ მონოგრაფიაში „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“ (1988), ბ. ი. კუზნიკისა და მისი თანაავტორების მიერ გამოცემულ წიგნში – „თრომბოჰემორაგიული სინდრომი და ონკოგინეკოლოგია“ (1983), საბჭოთა პერიოდში გამოქვეყნებულ მეთოდოლოგიურ რეკომენდაციაში „სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება“ ( 1981).

ყველა ეს და უამრავი სხვა გამოცემა სპეციალურად ეძღვნება აღნიშნულ პრობლემას. მათში დაწვრილებით არის გაშიფრული ქართული კონცეფციის არა მხოლოდ ქრონოლოგიური, არამედ სტრუქტურული პრიორიტეტი.

ამ ყველაფრის ფონზე გასაოცარია, რომ კლინიცისტები და მკვლევარები არ არქმევენ ყოველივეს თავის სახელს და მაჩაბლის სინდრომს მოიხსენიებენ როგორც „დე-ვე-ეს სინდრომს“, „დეფიბრინაციის სინდრომს,“ „კოაგულოპათიას“, პრინციპულად არასწორ „პირველად ჰიპერფიბრინოლიზად“ და არამც და არამც „თრომბოჰემორაგიულ სინდრომად“.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიკოსი გავრილოვი, პროფესორები სკიპეტროვი, კუზნიკი და სხვები, რომლებიც წლობით მუშაობდნენ კოაგულაციის პრობლემაზე, ასევე ადასტურებდნენ „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ მასშტაბურობას და სწორედ ამ ტერმინის დანერგვას უჭერდნენ მხარს.

– როგორც ცნობილია, თქვენი გამოგონებაც პრაქტიკულად მარი მაჩაბლის სინდრომს ეყრდნობა, ამფიცეზინის მოქმედების პრინციპი გარკვეულწილად თრომბოჰემორაგიული სინდრომის მექანიზმებს ეფუძნება. როგორ მიხვედით იდეამდე?

– ყველაფერი 1990 წელს დაიწყო. მაშინ მე სახელმწიფო პრემია სხვა სპეციალისტებთან ერთად მივიღე იმ ნაშრომებისათვის, რომლებითაც დავამტკიცეთ, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფებს, როგორც წესი, უვითარდებათ „მაჩაბლის სინდრომის“ (იმავე თრომბოჰემორაგიული სინდრომის) ქრონიკული სუბკომპენსირებული ან კომპენსირებული ფორმა, რომელიც იშვიათად გადადის მწვავე ფორმაში. აქედან დაიწყო ყველაფერი.

უამრავი კვლევა და შესაბამისად, ლიტერატურა არსებობს იმის თაობაზე, რომ პირველადი სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედი შეიფუთება ფიბრინით (როგორც მაჩაბლის სინდრომის დაცვითი რეაქცია) და სისხლისა თუ ლიმფის გზით შორს, სხვა ორგანოებში გადაიტანება, აქ ის ფიბრინის მეშვეობით მიეწებება ენდოთელიუმს და მეტასტაზს აძლევს დასაბამს; ისიც ცნობილია, რომ ეს ფიბრინი ერთგვარი საკვები ნიადაგია მეტასტაზის განვითარებისათვის. ჯერ კიდევ მაჩაბლის სინდრომზე მუშაობისას მომივიდა იდეა ისეთი პრეპარატის შექმნისა, რომელიც ხელს შეუშლიდა სწორედ ამ ფიბრინის გარსის წარმოქმნას, ანუ არ მისცემდა სიმსივნური კერიდან მოწყვეტილ უჯრედს შეფუთვის საშუალებას, თანაც მოქმედ ნივთიერებას უნდა ჰქონოდა ე.წ. ქილერის ფუნქციაც, ანუ მოეკლა სიმსივნური უჯრედი; როგორ მოკლავდა, პირდაპირი იერიშით თუ გატუტიანების გზით, ეს უკვე სხვა საკითხია, მთავარია, რომ უჯრედი გაშიშვლებულ-შეუფუთავი უნდა დარჩენილიყო. აქ მჭირდებოდა სწორედ ჭკვიანი და მოაზროვნე ბიოქიმიკოსის დახმარება, მით უფრო, რომ მე კლინიცისტი ვარ, ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილება ნაკლებად მაქვს. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ვიპოვე, ნოდარ ჩიგოგიძე ჩემმა ახლობელმა, გელა ღვინებაძემ (ცნობილმა მეცნიერმა ტექნიკური უნივერსიტეტიდან) გამაცნო. აქედან დაიწყო ჩემი და ნოდარის მეგობრობა და პრობლემაზე ერთობლივი მუშაობა.

* * *

მარი მაჩაბლის ამ დიდი აღმოჩენის შემდეგ, XX საუკუნის ბოლოს, საბჭოთა მეცნიერმა, ვადიმ პეტრეს ძე სკიპეტროვმა, ექსპერიმენტულად დაადგინა თრომბების გადაჭარბებულად წარმოქმნის მიზეზები და პირობები.

სკიპეტროვმა, თავის დროზე, სრულად მიმოიხილა თრომბის წარმოქმნისა და ფიბრინოლიზის საკითხებზე სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარებული უამრავი კვლევა.

მკითხველისთვის კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს, ყველა უჯრედის მემბრანა შეიცავს ცილა თრომბოპლასტინს, რომელიც მყისიერად ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესს. თრომბოპლასტინი იმდენად ძლიერია, რომ ხსნარში ქსოვილის კონცენტრაციის ასობით ათასჯერ შემცირების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს თავის თვისებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ 1 გრამ ქსოვილს შეუძლია დააჩქაროს ასობით ლიტრი სისხლის შედედება. ამიტომ, სისხლძარღვების შიდა, ამომფენი შრის – ენდოთელიუმის, ნებისმიერი უმნიშვნელო დაზიანებისას გამოთავისუფლებული თრომბოპლასტინი ააქტიურებს კოაგულაციის (სისხლის შედედების) პროცესს და წარმოიქმნება თრომბი.

რა არის თრომბი, იგივე სისხლის კოლტი?

სისხლში შემავალი ცილა, ფიბრინოგენი, გარდაიქმნება ფიბრინად. შეიძლება ითქვას, რომ ფიბრინის მოლეკულები „წებოვანია“, ისინი ერთმანეთს ეკვრიან (ერწყმიან), ქმნიან ფიბრინის ძაფებს. ძაფები წარმოქმნიან ქსელს, რომელიც შემდეგ სამგანზომილებიანი ხდება. ეს არის სწორედ თრომბი (სისხლის კოლტი), რომელიც როგორც პლასტირი, ფარავს (კეტავს) დაზიანებულ უბანს. კაპილარი შეიძლება მთლიანად დაიხუროს. დაზიანებული უბნის აღდგენის შემდეგ შესაძლებელია თრომბის მოცილება. ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ფიბრინის კოლტების დაშლას (ლიზისს), ასევე გვხვდება ქსოვილებში. მაგრამ ფიბრინოლიზური ნივთიერებების აქტივობა ასჯერ უფრო დაბალია, ვიდრე თრომბოპლასტიური ნივთიერებებისა. სიცოცხლის განმავლობაში თრომბის წარმოქმნის პროცესები ყოველთვის წინ უსწრებს ფიბრინოლიზს (ფიბრინის კოლტის დაშლის პროცესს). ამის გამო, ხშირად ფიბრინის თრომბის დაშლა რთულ ამოცანად იქცევა.

სისხლის კოლტების დაშლა ზოგიერთი ქიმიური ნაერთით დასაშვებია მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში. თრომბების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრამდე ან შესუსტებამდე, მათი იძულებით დაშლა პრობლემებს შექმნის იმ ადგილებში, სადაც თრომბები უნდა იყოს. სისხლის კოლტებს უნდა დაეფარათ დაზიანებული უბანი, მაგრამ ეს არ ხდება. ამრიგად, ორგანიზმი ზრდის თავის აქტივობას სისხლის შედედებისა და თრომბების წარმოქმნის მიმართულებით.

თუ არსებობს სისხლდენის პრობლემა, მაშინ „თრომბოჰემორაგიული სინდრომის“ თეორიის თანახმად, ეს გამოწვეულია ფიბრინოგენის ნაკლებობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფიბრინოგენი დაიხარჯა სისხლის შედედებაზე და ორგანიზმმა ვერ მოასწრო მისი სინთეზი. ასეთ დროს, შედედების პროცესის გამაძლიერებელი ნივთიერებების შეყვანას აზრი არ აქვს.

სისხლის შედედებისა და სისხლდენის პრობლემა წყდება მომატებული თრომბწარმოქმნის მიზეზთა შესუსტებითა და სისხლის ფიბრინოლიზური თვისებების გაუმჯობესებით.

ალბათ, უკვე ნათელია, რომ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა დამოკიდებულია შემდეგზე:

1. იმ ნივთიერებებისა და მიზეზების აღმოფხვრაზე, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვების შიდა შრეს – ენდოთელიუმს;

2. ყველა იმ მიზეზის აღმოფხვრაზე, რის გამოც სისხლძარღვები მყიფე და ადვილად დაზიანებადი ხდება;

3. იმ ფაქტორების არიდებაზე, რომლებიც აჩქარებენ თრომბების წარმოქმნას;4. იმ ფაქტორების გაძლიერებაზე, რომლებიც აჩქარებენ კოლტების დაშლას.