/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რატომ არის დილის რუტინის ქონა მნიშვნელოვანი დეპრესიის დროს

დეპრესია ადამიანებზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში ახდენს გავლენას,

მაგრამ დილა შესაძლოა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ მოტივირებული იყოს და დილა ენერგიულად დაიწყოს, მაგრამ დეპრესიის სიმპტომებმა შეიძლება ეს გაართულოს. დილით ენერგიის ნაკლებობა ართულებს საჭირო ამოცანების შესრულებას. თუმცა, დილის თანმიმდევრული ჩვევების დაცვა, ხელს უწყობს დილით კარგი განწყობის ჩამოყალიბებას.

რატომ შეიძლება იყოს დილა დღის ყველაზე რთული მონაკვეთი დეპრესიის დროს

დილაობით ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს ენერგიის ნაკლებობა, მაგრამ დეპრესიის დროს მეტად რთულდება ენერგიისა და მოტივაციის პოვნა. ეს სიმპტომები შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს დილით, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა:

  • ცუდი ძილი - ძილის დარღვევა, შეიძლება იყოს დეპრესიის სიმპტომი;
  • ზამთრის პერიოდი - დეპრესიის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს სეზონური ემოციური აშლილობა. მაიოს კლინიკის თანახმად, ეს ხდება მაშინ, როდესაც დეპრესია სეზონის ცვლილებიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ სიმპტომები უარესდება ზამთარში, როდესაც დღის სინათლე ნაკლებია. ზამთარში მზის შემცირებულმა შუქმა შეიძლება დაარღვიოს სხეულის ბიოლოგიური საათი და გააუარესოს დეპრესიის სიმპტომები, მათ შორის, ენერგიის ნაკლებობა

როგორ შეიძლება დილის რუტინა დაგეხმაროთ დეპრესიის მართვაში

დილის რუტინას შეიძლება ჰქონდეს უამრავი სარგებელი დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის. დილის რეჟიმის ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა დაიძაბოთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოთ დღე. ხშირ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ დაგიგეგმავთ, მაშინ აუცილებელი ხდება დილით სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. გადაწყვეტილების მიღება ხშირად სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული აშლილობების მქონე ადამიანებისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ დეპრესიამ შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანებს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ხოლო დილის განრიგის წინასწარ მოფიქრება და კონტროლი დაგეხმარებათ იყოთ პროდუქტიული. თუ შეძლებთ დილით კარგად დაწყებას, ამან შეიძლება მართლაც დიდი გავლენა მოახდინოს იმ განცდაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ზოგადად, დილით განწყობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს დანარჩენი დღის განმავლობაში.

რჩევები დილის შესაფერისი რუტინის დასაწყებად

არ არსებობს მკაცრი წესი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დილის რუტინა - ის, რაც თქვენთვის ეფექტურია, შეიძლება განსხვავდებოდეს სხვისთვის.

დაიწყეთ დილის რუტინის ჩამოყალიბება წინა ღამით - დილისთვის მომზადება წინა ღამეს საკმარისი ძილით იწყება, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაიცავთ თქვენს ახალ რუტინას. შეეცადეთ გამორთოთ ეკრანები ძილის წინ ერთი საათით ადრე და დალიოთ ფინჯანი დამამშვიდებელი ჩაი, რაც ხელს შეწყობს უკეთ ჩაძინებას.

საწოლის გასწორება - საწოლის გასწორება არა მხოლოდ გეხმარებათ საძინებლის მოწესრიგებაში ძილის შემდეგ, არამედ გაძლევთ სრულყოფილების განცდას დილით.

მოძებნეთ თქვენთვის სასიამოვნო სურნელი - დილით სასიამოვნო სურნელის პოვნა დაგეხმარებათ კარგი განწყობის შექმნაში. Sleep Foundation-ის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი სურნელი შეიძლება გამოღვიძებაშიც კი დაგეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს: ყავის სურნელი, რაც შეიძლება დაგეხმაროთ უფრო ფხიზლად იგრძნოთ თავი, პიტნა - პიტნის ეთერზეთის სურნელმა შეიძლება გააძლიეროს მეხსიერება, ყურადღება და სიფხიზლე.

გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები - სუნთქვის ტექნიკა, რომელიც გულისხმობს სუნთქვაზე მიზანმიმართულ ფოკუსირებას, ხელს უწყობს კონცენტრაციას და დილით სიმშვიდის განცდას.

დღე დაიწყეთ სასურველი და ჯანსაღი სასმელით - ყავა ბევრისთვის სასურველი სასმელია ენერგიაზე ეფექტის გამო. მაგრამ თუ კოფეინი ზრდის შფოთვა, არსებობს სხვა სასმელები, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ დღის დასაწყებად: უკოფეინო ყავა, კაკაო, რძე, სმუზი.

აირჩიეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას.

ივარჯიშეთ - ვარჯიშს შეუძლია გუნება-განწყობის ამაღლება. დილით მსუბუქი მოძრაობაც დაგეხმარებათ ორგანიზმის გამოფხიზლებაში და ენდორფინების გამოთავისუფლებაში.

ფოკუსირდით თუნდაც მცირე მიღწევებზე - თუ მიაღწიეთ ყველაფერს, რაც დილისთვის დაგეგმეთ ეს შეგიძლიათ მიღწევად ჩათვალოთ და ეცადეთ ამ შედეგების შენარჩუნებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ არის დილის რუტინის ქონა მნიშვნელოვანი დეპრესიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები