როგორ უვლიდნენ ძველად კბილებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

როგორ უვლიდნენ ძველად კბილებს

როგორ უვლიდნენ ძველად კბილებს
როგორ შეიქმნა კბილის პასტა? როგორი იყო პირველი კბილის ჯაგრისი? რით იხეხავდნენ (იწმენდნენ) კბილებს ჩვენი წინაპრები? რატომ გავრცელდა კბილის პასტა ამერიკასთან შედარებით ნახევარი საუკუნით გვიან ევრაზიაში? ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ საინტერესო ინფორმაციაა მოცემული მედისტორიის ფურცლებზე!


სამურაების ჯაგრისი

კბილების წმენდასა და ჰიგიენას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას. ამას ადასტურებს ძველი ხელნაწერები (მანუსკრიპტები) და ის რეცეპტები, რომელთა მიხედვითაც მზადდებოდა კბილის საწმენდი ფხვნილები.

საყურადღებოა, რომ კბილის ფხვნილის შემადგენლობაში შედიოდა მოკლული ცხოველების ფერფლი, ქვიშა და მარცვლოვნების გად
ამუშავების შედეგად დარჩენილი ჩენჩო (ჭილო). ეგვიპტელები სწორედ ამ ნარევით იხეხავდნენ კბილებს!

ძველ რომში ამჯობინებდნენ ძვლისაგან, აგრეთვე ოქრო-ვერცხლისაგან დამზადებულ სახეხებს. ასეთ ფუფუნებას მხოლოდ პატრიციები ფლობდნენ. მდაბიოთა, ანუ პლებეების ფენას რაც შეეხება, კბილების მოვლისათვის ხის ჯოხი ჰქონდა გამოყოფილი. ამ ჯოხის ერთი ბოლო – წაწვეტებული, მეორე კი გაფაშრებულ-დარბილებული იყო შესაბამისი მანიპულაციების შესასრულებლად.


* * *

როგორც უნდა გაგიკვირდეთ, შუასაუკუნოვან ევროპაში კბილების ჰიგიენას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. იმ პერიოდში ბევრი კბილებს არც კი იხეხავდა. პირის ღრუს მოვლა ჭამის შემდეგ წყლის გამოვლებით შემოიფარგლებოდა მხოლოდ. კბილის ჯაგრისები ევროპაში პირველად XVI საუკუნეში გაჩნდა. მათ შექმნას ჩინელებს უკავშირებენ. ძველებური პრიმიტიული ჯაგრისი ღორის ჯაგრისგან მზადდებოდა. ჩინელები მას ბამბუკზე საგანგებოდ გაჭრილ ნაპრალში ამაგრებდნენ. ასეთი მოწყობილობით სარგებლობა მეტად მოუხერხებელი იყო. თუმცა, აღნიშნული ჯაგრისების გარდა, ზოგიერთებს მეტად ორიგინალური თვითნაკეთი სახეხებიც ჰქონდათ. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ფუფუნების საგანი გახლდათ და მხოლოდ მდიდართათვის იყო ხელმისაწვდომი. იმ დროში კბილების გასაწმენდად უმრავლესობა საკუთარ თითს იყენებდა. კბილის ფხვნილს პირდაპირ თითზე იყრიდა და ისე იხეხავდა კბილებს.

საინტერესოა პირველყოფილი კბილის ფხვნილის შედგენილობაც – ქვიშა, დაფხვნილი თიხა, ნაცარი. იყო შემთხვევებიც, როცა ქაშანურის ან ფაიფურის გატეხილ ჭურჭელს ფქვავდნენ და ამ ერთგვარ ფქვილისებრ მასას კბილების სახეხად იყენებდნენ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მხოლოდ აზიანებდა კბილის მინანქარს და მთელ რიგ გართულებებს აძლევდა დასაბამს.

XVII საუკუნის ბოლოს კბილების მოვლის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ნამდვილი „რევოლუცია“ მოხდა. ამ დროიდან მოყოლებული პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ამ კუთხით „უკუნეთში მანათობელ სხივად“ იქცა პიერ ფოშარის – ლუდოვიკო XV-ის კარზე მოღვაწე სტომატოლოგის – ნაშრომი. თავის წიგნში ექიმს მეტად საინტერესოდ ჰქონდა დასაბუთებული კბილების მოვლის აუცილებლობა და წესები. მკაცრად იყო ხაზგასმული, რომ ადამიანმა კბილები დღეში რამდენჯერმე უნდა გაიხეხოს, თანაც ამისათვის უნდა გამოიყენოს არა უხეში ფხვნილი, რომელიც აზიანებს მინანქარს, არამედ მარილიან წყალში დასველებული ზღვის ღრუბელი. ეს რჩევა-რეკომენდაცია ფრანგებმა მყისიერად აიტაცეს და დანერგეს ყოფა-ცხოვრებაში. ამ მეთოდმა დიდხანს ვერ გასტანა, რადგან XVIII საუკუნის დასასრულს დაიწყო კიდეც კბილის ჯაგრისების წარმოება.

რუსეთში კბილების გასაწმენდად უძველესი დროიდან არყისა და ცაცხვის ნახშირს იყენებდნენ. ზოგიერთ რეგიონში ფიჭვისა და ნაძვის ფისს ამჯობინებდნენ. პეტრე პირველის გამეფების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მეფის ბრძანებით, კბილების გასახეხად ცარცის გამოყენება დაიწყო. ცარცით კბილებს სპეციალური ნაჭრის დახმარებით იპრიალებდნენ. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ასი წლის განმავლობაში. თანდათანობით გაჩნდა კბილის ფხვნილებიც. მათი ძირითადი კომპონენტი კვლავინდებურად ცარცი იყო, გარდა ამისა, დამატებული ჰქონდა საპონი, დაფქული ფისი. მოგვიანებით, უკვე XIX საუკუნიდან, ინგრედიენტების სიას ემატება ბორაკი, გემოს გასაუმჯობესებლად კი – გლიცერინი. კბილის სახეხი ფხვნილის უნივერსალური რეცეპტი იმ პერიოდში არ არსებობდა. ყველა აფთიაქარი მას თავისებური ხედვითა და პროპორციით ამზადებდა. აღნიშნული საშუალება საკმაოდ ძვირი ღირდა და ყველასთვის არც იყო ხელმისაწვდომი. უმრავლესობისათვის კბილების მოვლის ერთადერთ საშუალებას ნაცარი წარმოადგენდა. ასე გრძელდებოდა XX საუკუნემდე.


დამცავი ფთორი

პირველი პროფილაქტიკური პასტა აშშ-ში გამოუშვეს. პირველობა ჩოლგატე-Pალმოლივე-ის ფირმებმა მოიპოვეს. სწორედ მათ ლაბორატორიებში ჩატარდა მრავალრიცხოვანი გამოკვლევა და სპეციალისტთა მიერ დადასტურდა, რომ ფთორი იცავს კბილებს კარიესისაგან. ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა და დაპატენტდა „Fლუორისტატე“. ის შევიდა მსოფლიოში პირველი პროფილაქტიკური პასტის შემადგენლობაში. ეს პასტა პირველად 1955 წელს გამოვიდა სახელწოდებით „ჩრესტ წიტჰ Fლუორისტატე». მოგვიანებით ბაზარზე სხვა ფირმების პროდუქციებიც გამოჩნდა, თანაც, ფთორის გარდა, კბილის პასტებში კალციუმის გამოყენებაც დაიწყეს.


პირის სავლები

კბილის ელექსირის ისტორია საფრანგეთის სამეფო კარს უკავშირდება და XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს. საფრანგეთის სამეფო კარის მსახურები პირს ცედრისა და პიტნის ნახარშით ივლებდნენ. ნახარშს ზოგჯერ სუნამოსაც უმატებდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ პერიოდში ადამიანებს უფრო მეტად პრობლემის ესთეტიკური მხარე აღელვებდათ და კბილების დაავადებათა პროფილაქტიკაზე ნაკლებად ამახვილებდნენ ყურადღებას. XX საუკუნეში კარიესის საწინააღმდეგო საგანგებო ფთორშემცველი ელექსირების გამოშვება დაიწყო. მოგვიანებით შეიქმნა ანთების საწინააღმდეგო სპეციალური სავლებებიც.

დღეს კბილების ჰიგიენისათვის პასტებისა და სავლებების ფართო არჩევანია, მთავარია, კბილის მოვლის საშუალება შეარჩიოთ და მკაცრად დაიცვათ ჰიგიენის წესები!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიბოთი თანამედროვე ადამიანების წინაპრები ავადობდნენ. ამ დაავადების კვალი აღმოაჩინეს
წითელა - ვირუსული დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ინფექციებს მიეკუთვნება. წითელას საწინააღმდეგო
„ნებისმიერი წარმატება ათმაგ კმაყოფილებას განიჭებს, თუ მას შენს ქვეყანაში მიაღწიე“
ამა წლის 25-27 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ბერიტაშვილის საუბრები I,
მედიცინის ამ დარგის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. 1846 წლის 16 ოქტომბერს, ამერიკელმა კბილის ექიმმა, ტომას მორტონმა, ეთერის ნარკოზით ჩაატარა ოპერაცია და პირველად, სახალხოდ გაუკეთა დემონსტრირება ანესთეზიის წარმატებულ გამოყენებას.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად