/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინის ისტორია

პირბადემ კაცობრიობა საშიში ეპიდემიებისგან იხსნა

პირბადემ კაცობრიობა საშიში ეპიდემიებისგან იხსნა
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო პირბადემ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადამიანთა ცხოვრებაში ადგილი.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პირბადემ კაცობრიობა საშიში ეპიდემიებისგან იხსნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირბადემ კაცობრიობა საშიში ეპიდემიებისგან იხსნა

სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო „ვუალი“

დასნებოვნების საწინააღმდეგო მეთოდების ძებნა მეცნიერებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც აღმოაჩინა ინფექციის პირველი გადამტანები. პირველ რიგში, მედიკოსებს აინტერესებდათ, როგორ შეემცირებინათ ქირურგიული ინფექციების რისკი, კერძოდ, ცნობილი განგრენები და მისგან გამოწვეული სიკვდილობა. უკვე XIX საუკუნის შუა პერიოდიდან ჯოზეფლისტერის, ლუი პასტერის შრომებმა საფუძველი ჩაუყარა ანტისეპტიკას - ორგანიზმში მიკროორგანიზმების განადგურებისაკენ მიმართული ღონისძიებების სისტემას. მასთან ერთად გამოჩნდა ასეპტიკაც, რომელიც ზრუნავდა იმაზე, რომ მიკროორგანიზმები არ შეჭრილიყო ჭრილობაში. სამედიცინო პერსონალის ხელები, ინსტრუმენტები და სუნთქვაც კი უნდა ყოფილიყო სტერილურად სუფთა.

1897 წელს ტუბერკულოზის განვითარების მკვლევარმა ჰიგიენისტმა, კარლ ვილჰელმ ფლიუგემ, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერა თავისი აღმოჩენა - ნერწყვი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს - ინფექციის გადამტანებს. ამას გარდა, ფლიუგეს ნაშრომებში საუბარი იყო მეტი ავადობის თავიდან ასაცილებლად დასნებოვნებულისაგან დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე.

იმავე წელს ბრესლაუს უნივერსიტეტის მეცნიერმა, ქირურგიული განყოფილების გამგემ, იოჰან ფონ მიკულიჩ-რადეცკიმ - ქირურგიული, სტერილური ხელთათამანების გამოყენების პიონერმა - ჩაატარა ოპერაცია დოლბანდისგან დამზადებული ნახვევით პირზე. მიკულიჩის ასისტენტმა, ვილჰელმ ჰიუბნერმა, მოგვიანებით თავის ნაშრომში აღწერა ორშრიანი დოლბანდის პირბადე, რომელსაც უნდა შეეჩერებინა ინფექციის წვეთების გავრცელება.

იმავე 1897 წელს, გერმანელი კოლეგების კვალად, ფრანგმა ქირურგმა პოლ ბერჟერმა გამოიყენა უკვე ექვსშრიანი დოლბანდის ნიღაბი და დაიფარა არა მარტო პირი, არამედ ცხვირიც.

1905 წელს ელის ჰემილტონმა დაამტკიცა სტრეპტოკოკების არსებობა ნახველის წვეთებში და სამედიცინო მუშაკებს შესთავაზა პირბადის გამოყენება საოპერაციოებში სტრეპტოკოკური ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მანჯურიის საავადმყოფოებში

სამედიცინო პირბადეს რომ აღიარება მოეპოვებინა, საჭირო გახდა ჩინეთში მასშტაბური ეპიდემია. 1910 წლის სექტემბერში მანჯურიაში დაიწყო ბუბონური ჭირის მასშტაბური აფეთქება, სწორედ იმ შავი სიკვდილისა, რომელმაც XIV საუკუნის შუა პერიოდში ნახევარი ევროპის მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიასთან საბრძოლველად ჩინეთის მთავრობამ რეგიონში გაუშვა კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი, უ ლიანდე. მან დაადგინა, რომ რეგიონში გავრცელებული იყო ჭირი, რომელიც გადაეცემოდა ჰაერწვეთოვანი გზით.

ჭირთან საბრძოლველად უ ლიანდემ რამდენიმე ღონისძიების ჩატარება მოითხოვა: საცხოვრებელი რაიონების დეზინფექცია, მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა, მაღალი რისკის ჯგუფების კონტროლი, გვამების ცენტრალიზებული შეგროვება და კრემაცია (რაც წარმოუდგენელი იყო მაშინდელი ჩინეთისათვის). ამას გარდა, ექიმების, ექთნებისა და დამკრძალავი ორგანიზაციების თანამშრომელთათვის აუცილებელი იყო მის მიერ შემუშავებული პირბადის (შედგებოდა რამდენიმე ფენა დოლბანდისა და ბამბისაგან) ტარება. ამის გამო მას დასცინეს. უ ლიანდესთან ერთად მომუშავე ფრანგმა ექიმმა, ჟერალდ მესინმა, გადაწყვიტა დაემტკიცებინა უ ლიანდეს დასკვნების სიმცდარე დაავადების ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესახებ და მთავრობას ქალაქში პირბადის გარეშე სიარული შესთავაზა. თავად პირბადის გარეშე გაემართა ჰოსპიტალში ჭირით დაავადებულების მოსანახულებლად. 6 დღის შემდეგ ფრანგი ექიმი გარდაიცვალა. პირბადეების ტარება დაიწყეს მედპერსონალმა, ჯარისკაცებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა. უ ლიანდეს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ჭირის შემდგომ გავრცელებას ბოლო მოუღო. პირბადე გახდა თანამედროვე მეცნიერების სიმბოლო, მის გამოყენებაზე სიამოვნებით წერდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზეთები, ხოლო უ ლიანდე 1935 წელს წარადგინეს ნობელის პრემიაზე ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ამიტომაც, როდესაც 1918 წელს ესპანური გრიპის პანდემია დაიწყო, პირბადე უკვე კარგად იყო ცნობილი ექიმებისა და არაპროფესიონალი ადამიანებისათვის. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დაიწყო პირბადეების მასობრივი წარმოება. აშშ-ში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა პოლიციელების, მედიკოსებისა და ამერიკის ზოგიერთი ქალაქის მცხოვრებთათვის. სიკვდილიანობის მაჩენებლის შემცირებას ზოგიერთ ქალაქში, კერძოდ სან-ფრანცისკოში, უკავშირებდნენ პირბადეების ტარებას. სწორედ ამ დროს შეიცვალა პირბადის ტარების საფუძველი: ახლა ის არა მარტო საოპერაციოში იცავდა ინფექციის გავრცელებისაგან, არამედ ქუჩაშიც იცავდა დასნებოვნებისაგან. უ ლიანდეს წარმატებამ გავლენა იქონია პირბადეების პოპულარობაზე. დღემდე ეს დამოკიდებულება ნარჩუნდება.

პირბადეების დიზაინი არ იყო ერთნაირი. მათი უმრავლესობის გარეცხვა შესაძლებელი იყო. როგორც წესი, ისინი შედგებოდა ბამბის რამდენიმე შრისა და წყალგაუმტარი მასალისაგან, რომელიც დამაგრებული იყო ლითონის კარკასით. ამ უკანასკნელის სტრილიზაცია შესაძლებელი იყო.

მკვლევრებმა დატესტეს და შეადარეს მრავალჯერადი პირბადეების ეფექტურობა ექსპერიმენტების საშუალებით, რომლის დროსაც პირბადეებში აშხეფებდნენ ბაქტერიების კულტურებს და აკვირდებოდნენ ინფექციების გავრცელებას მოხალისეებში. ექსპერიმენტი სპეციალურ საკნებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ბაქტერიების ფილტრაციის ეფექტურობაში განსხვავებისა, სწორად გამოყენებისას პირბადე წარმატებით იცავდა ინფექციებისაგან. პირბადეების როგორც ინფექციის გავრცელების შეჩერების საშუალების გავრცელების აუცილებლობას ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომმა: საბოლოოდ აღიარეს მრავალჯერადი პირბადეები, რომლებიც ირეცხებოდა და დეზინფიცირდებოდა და განსხვავდებოდა მხოლოდ დოლბანდის შრეების რაოდენობით.

1930 წლიდან ბამბა-დოლბანდის პირბადეების ჩანაცვლება დაიწყო ქაღალდის ერთჯერადი პირბადეებით. მალე ქაღალდი ამგვარ პირბადეებში შეცვალეს სინთეზური მასალით.

პირბადეებთან ერთად მედიცინაში დაიწყეს რესპირატორების გამოყენება. პირველისგან განსხვავებით, ისინი ქმნიან ჰაერგაუმტარ იზოლაციას. თუმცა თავდაპირველად ისინი სამთომომპოვებელ მრეწველობაში წვრილდისპეფსიური მტვრის შესაკავებლად გამოიყენებოდა.

1961 წელს კომპანია 3M-მა გამოუშვა კარგად ცნობილი პირბადე არაქსოვილოვანი ბოჭკოებით, რომლის დიზაინიც შეიმუშავა დიზაინერმა სარა ტერნბულმა. თუმცა მალე გამოირკვა, რომ პირბადე ვერ ბლოკავდა პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევას და მას ყიდდნენ როგორც მტვრის რესპირატორს. დროთა განმავლობაში პირბადეებში დაიწყეს მიკრობოჭკოების გამოყენება, რამაც გაზარდა ფილტრაციის ეფექტურობა.

პირბადე და კორონავირუსი

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაშინვე არ გასცა პირბადეების ტარების რეკომენდაცია. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის არ ყოფილიყო მისი დეფიციტი. თუმცა, აპრილიდან დაწყებული, პირბადეებისა და რესპირატორების გამოყენება დაუშვეს, რათა მაქსიმალურად შეჩერებულიყო SARS-CoV-2-ით დასნებოვნება და ვირუსის გავრცელება. მოგვიანებით კვლევებმა აჩვენა, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობამ პირბადეების ტარების რეკომენდაცია გასცა, ოთხჯერ ნაკლები იყო. ნაკლები იყო ვირუსის გავრცელების ხარისხიც.

გარდა ფილტრაციისა, სამედიცინო პირბადეები მოქმედებს ამოსუნთქული ჰაერის ნაკადზე, რაც ასევე ამცირებს SARS-CoV-2-ის გადაცემის რისკს. პირბადის ტარებისას ამოსუნთქული ნაწილაკები მხოლოდ 35 სმ-ზე ვრცელდება. ამავდროულად მკვლევრებმა აჩვენეს, რომ პირბადე სრულად ვერ გვიცავს სუნთქვისას ჰაერის ნაკადის გავრცელებისგან და როგორც წესი, სოციალური დისტანცირება აუცილებელ ღონისძიებად რჩება.

ამასთან, პირბადე ამცირებს გადაცემული ვირუსის დოზასაც, რაც COVID-19-ის უფრო ზომიერად მიმდინარეობას განაპირობებს.