/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინის ისტორია

სანგრის ცხელება

სანგრის ცხელება
ბრილის ჩრდილოეთ ამერიკული სნეულება, მექსიკური ცხელება, ტკიპისმიერი ცხელება, კლდოვანი მიდამოების ცხელება, იაპონური მდინარისმიერი ცხელება, ვოლინის ცხელება,

პოლონური ცხელება, სანგრების ცხელება ეს იმ ინფექციურ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლებმაც ერთბაშად იჩინა თავი XX საუკუნის დასაწყისში.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებს შორის განსაკუთრებით იმძლავრა სანგრის ცხელებამ, რომელსაც ასე იმიტომ უწოდეს, რომ უმთავრესად იმ ჯარისკაცებს ემართებოდათ, რომლებსაც დიდხანს უწევდათ სანგრებში ჯდომა. დაავადებამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ მის გამოსაკვლევად მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა სახელმწიფომ მეცნიერთა გაერთიანებული კომისიებიც კი შექმნა.

თავდაპირველად ეპიდემია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს შორის გავრცელდა, მოგვიანებით კი დიდი ქალაქების მოსახლეობაც მოიცვა. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა კვლევის შედეგებმა ნათელყო, რომ სანგრების ცხელება ძლიერ ჰგავდა სხვა ქვეყნებში გავრცელებულ უცნობ ცხელებებს, განსაკუთრებით პოლონურსა და ვოლინისას.

  • სანგრის ცხელების მიზეზი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აშკარა იყო, რომ ყველა ამ ინფექციას ერთი ტიპის გამომწვევი ჰყავდა. ცხელების რიკეტსია ასე უწოდეს მეცნიერებმა დაავადების გამომწვევს, რომელიც ჩვეულებრივი ტანსაცმლის ტილი აღმოჩნდა. სანგრებში, სადაც ჯარისკაცები ჰიგიენის ყოველგვარ პირობას იყვნენ მოკლებულნი, ის ადვილად გადადიოდა ერთის ფარაჯიდან მეორეზე და გადაჰქონდა სნეულება, რომელიც რამდენიმე დღეში ცხელებას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამომწვევს მიაგნეს, კვლევა არ შეწყვეტილა, რადგან მეცნიერული ჰიპოთეზა დასაბუთებას ითხოვდა უნდა ეპოვათ იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ სანგრის ცხელებას ნამდვილად ტანსაცმლის ტილი იწვევდა.

  • არტურ ბეკოტი

ინგლისელი ექიმი არტურ ბეკოტი, ტროპიკული მედიცინის დიდი სპეციალისტი, უდავოდ საინტერესო პიროვნება გახლდათ. 45 წლამდე კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ვერა და ვერ ივიწყებდა ბავშვობისდროინდელ გატაცებას- უზომოდ იზიდავდა მწერების სამყარო და მათ შესახებ ყველაფრის შეტყობა სურდა. ის არა მარტო აგროვებდა მწერებს, არამედ სწავლობდა კიდეც მათ, თავის ნაშრომებს ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებდა და ბოლოს ენტომოლოგთა საზოგადოების წევრიც გახდა.

როდესაც შავ ჭირთან ბრძოლის ბრიტანულმა კომისიამ არტურს შესთავაზა, რწყილების ცხოვრების პირობები შეესწავლა, ბეკოტი სიამოვნებით დათანხმდა, ხელი მიჰყო ბიოლოგიის საკითხებზე მუშაობას, შემდეგ მედიცინის პრობლემების შესწავლა დაიწყო და პროფესორიც კი გახდა.

უცნობ ცხელებათა შესასწავლად შექმნილ კომისიაში, როგორც გამოცდილი ენტომოლოგი, პირველად სწორედ ბეკოტი შეიყვანეს. 1920 წელს ის ვარშავაში პოლონური ცხელების შესასწავლად გაემგზავრა და იმ კომისიის წევრებს დაუკავშირდა, რომლებიც პარტახტიან ტიფს სწავლობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ
რა არის თივისმიერი ცხელება?
ლეპტოსპიროზი - წყლისმიერი ცხელება

რამდენიმე-კვირიანი დაკვირვების შემდეგ არტურს დაებადა ეჭვი, რომ პოლონური ცხელება იგივე სანგრის ცხელება იყო და მას ტანსაცმლის ტილი იწვევდა. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად ასისტენტს, გვარად არკრაიტს, სთხოვა, საზოგადოებრივ აბანოში გაჰყოლოდა ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც ტანსაცმლის ტილის პოვნა სულ ადვილად შეიძლებოდა.

აბანოში მოგროვილი ტილები მეცნიერებმა ლაბორატორიაში მიიყვანეს. ბეკოტმა ისინი საკუთარ სხეულზე დაისვა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რამდენიმე მათგანი მაინც იქნებოდა დასნებოვნებული სანგრის ცხელებით. რამდენიმე დღეში ბეკოტი მძიმედ დაავადდა. ის პარტახტიანი ტიფით დაავადებულთა ჰოსპიტალში მოათავსეს, მაგრამ არც იქ შეუწყვეტია საკუთარი სისხლით ტილების კვება და მათი შესწავლა. საბოლოოდ კი დაადგინა, რომ რიკეტსიებში, რომლებიც ზოგან პოლონურ, ზოგან ვოლინის, ზოგანაც კი სანგრების ცხელებას იწვევდნენ, არავითარი განსხვავება არ იყო, სამივე ცხელებას ერთი და იგივე გამომწვევი ტანსაცმლის ტილი ჰყავდა.

ამრიგად, გაირკვა, რომ ყველა ეს ცხელება ერთი და იმავე სნეულების ჩვეულებრივი პარტახტიანი ტიფის ნაირსახეობებს წარმოადგენდა. წარმატებული ექსპერიმენტიდან ექვსი თვის შემდეგ ბეკოტი ეგვიპტეში მიავლინეს, რათა ახლა იქ განეგრძო პარტახტიანი ტიფის შესწავლა.

ეგვიპტეში მან ახალი მეთოდი გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც საცდელ ტილებს დიდხანს ინახავდა ცოცხლად და ადამიანის სისხლით კვებავდა. ეგვიპტეში რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენის შემდეგ ბეკოტი და მისი ასისტენტი არკრაიტი თავად დასნებოვდნენ პარტახტიანი ტიფით. არკრაიტი გადარჩა, ბეკოტი კი 1922 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. ბედის ირონიით, მეცნიერი სწორედ იმ დაავადებას ემსხვერპლა, რომლის გამომწვევიცა და გავრცელების გზებიც თავად აღმოაჩინა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სანგრის ცხელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები