/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ლეპტოსპიროზი - წყლისმიერი ცხელება

ლეპტოსპიროზი - წყლისმიერი ცხელება
ლეპტოსპიროზი მწვავე გენერალიზებული ინფექციაა, რომელსაც ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია იწვევს.

ხშირდება ზაფ­ხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპ­იროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება.

რას აზიანებს დაავადება

ლეპტოსპიროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების მკვეთრი ტკივილი, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში - სიყვითლე, ჰემორაგიული სინდრომი, თირკმელების მწვავე უკმარისობა და მენინგიტი. ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმა იწყება უეცრად, წინასწარი მოვლენების გარეშე, ძლიერი შემცივნებით და მაღალი - 39-40 გრადუსამდე - ტემპერატურით (70%-ში), მენინგიტით (20%-ში), ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით (10%-ში). ავადმყოფი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, უძილობას, უმადობას, წყურვილს, წვივის, ბარძაყის, წელისა და სხვა კუნთების ტკივილს, რაც ძლიერ ზღუდავს, შეუძლებელსაც კი ხდის სიარულს. ზოგჯერ სისხლჩაქცევების გამო თავს იჩენს მუცლის კუნთების ტკივილიც, რომელიც ისეთი ძლიერია, რომ საჭირო ხდება მწვავე მუცლის გამორიცხვა.

ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა - ჰაბიტუსი:

  • სახე გაწითლებული და შეშუპებულია;
  • თვალის სკლერები ჩაწითლებულია, მაგრამ არ შეიმჩნევა კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელი გამონადენი;
  • ზოგჯერ წითლდება კისრისა და გულმკერდის ზემო ნაწილიც (ე. წ. კაპიუშონის სიმპტომი);
  • ტემპერატურა 5-7 დღის განმავლობაში მაღალი რჩება, მუდმივია და სწრაფად იკლებს.

ბავშვების ნახევარს კანზე უჩნდება ლაქოვანი, ლაქოვან-პაპულური, აქერცვლადი გამონაყარი, ზოგჯერ სისხლჩაქცევებიც. მე-4-5 დღიდან თითქმის ყველა ავადმყოფს უდიდდება ღვიძლი. ავადმყოფი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას, ხელით გასინჯვისას ღვიძლი მტივნეულია. ელენთა შემთხვევათა 50%-შია გადიდებული. ბავშვების ნახევარს აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც მენინგიზმითა და მენინგიტით ვლინდება. ათიდან ერთ შემთხვევაში ლეპტოსპიროზი სიყვითლით მიმდინარეობს. დასაწყისი ისევე მწვავეა, როგორც უსიყვითლო ფორმის დროს. დაავადების მეორე ტალღა ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციით მიმდინარეობს. ღვიძლი გადიდებული და მტკივნეულია. აღინიშნება სიყვითლე, რომელიც კარგად შეიმჩნევა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე ხანგრძლივობის პერიოდის განმავლობაში. სისხლში მომატებულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ბილირუბინი. აღინიშნება ალატ-ისა და ასატ-ის ზომიერი მომატებაც. დაავადება შესაძლოა 4-5 კვირას და მეტხანს გაგრძელდეს. რეციდივები (3-4 ტალღა) არაადეკვატური ანტიბიოტიკოთერაპიით არის გამოწვეული. ლეპტოსპიროზი შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ. მსუბუქი ფორმის დროს ზოგადი ინტოქსიკაცია სუსტად არის გამოხატული, ტემპერატურა არ აღემატება 38-38,5 გრადუსს, ღვიძლისა და ელენთის დაზიანება უმნიშვნელოა, სისხლჩაქცევები არ აღინიშნება. საშუალო სიმძიმის შემთხვევაში ტემპერატურა 38,5-39 გრადუსს აღწევს, კუნთების ტკივილი ზომიერია, შესაძლოა, თავი იჩინოს სიყვითლემ, თირკმლის დაზიანების ნიშნებმა, ჰემორაგიული სინდრომი ზომიერად არის გამოხატული. მძიმე ფორმას ჰიპერთერმია, კუნთების ძლიერი ტკივილი, ჰემორაგიული სინდრომი, სიყვითლე, თირკმელების დაზიანება, მენინგიტი ახასიათებს. რა გვაეჭვებინებს ლეპტოსპიროზს:

  • დაავადების უეცარი დასაწყისი მაღალი ტემპერატურით;
  • კუნთების ძლიერი მტკივნეულობა (მიალგია);
  • დამახასიათებელი სახე - მყვინთავის ჩასისხლიანებული თვალები;
  • ღვიძლისა და ელენთის მტკივნეული გადიდება;
  • ჰემორაგიული გამონაყარი;
  • მენინგეალური მოვლენები;
  • ეპიდანამნეზში - დაავადების დასაწყისი ზაფხულში ბანაობის ან ფეხშიშველა სიარულის შემდეგ.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მაქვს ძაღლების ფობია,მგონია, რომ ყველას ცოფი აქვს. ვართ ბაკურიანში ,სკვერში ბავშვთან ძალიან ახლოს მოვიდა ძაღლი თამაში უნდოდა ბურთი ქონდა ჩემს შვილს. ბავშვის გამოყვანის დროს ძალიან ახლოს მქონდა ამ ძაღლთან ხელი.შეხება არ მიგრძვნია ,მაგრამ მგონია რომ შემეხო. ხელზე მაქვს დერმატიტი შესაბამისად ზოგან კანი მაქ გადატყავებული და მგონია რომ ამლოკა ამ ძაღლმა ეს დაზიანებული ხელი. არ ვიცი შემეხო თუ არა არ მიგრძვნია მაგ მომენტში. ამის გამო როგორ ავიცრა თუარადა თავსაც ვერ ვერევი</p>

ლეპტოსპიროზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ჩირქოვანი მენინგიტი, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუს), ვირუსული ჰეპატიტი, მენინგოკოქცემია, გრიპი, იერსინიოზი.

მკურნალობა

მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ინიშნება სათანადო დიეტა (რძისა და მცენარეული პროდუქტები). თერაპიის ძირითადი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია. ყველაზე ეფექტურია პენიცილინოთერაპია. დანარჩენი სამკურნალო ღონისძიებები ინიშნება ძირითადი სიმპტომების მიხედვით. დაავადების თავიდან ასაცილებლად:

  • დაიცავით მღრღნელებისგან წყლის რეზერვუარები და სურსათი;
  • ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატევებიდან;
  • ნუ შეჭამთ ავადმყოფი ცხოველის ხორცს სათანადო თერმული დამუშავების გარეშე;
  • იზრუნეთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლეპტოსპიროზი - წყლისმიერი ცხელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები