/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

ადამიანისთვის საშიში პარაზიტები - ტილები, ტკიპები და რწყილები

ადამიანისთვის საშიში პარაზიტები - ტილები, ტკიპები და რწყილები
ზოგიერთს, ალბათ, სათაურის წაკითხვისთანავე უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლება. არადა ინფორმაცია ამ საშინელი მწერების შესახებ მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ტილები, ტკიპები და რწყილები, სხვა პარაზიტების მსგავსად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც სიამოვნებით სტუმრობენ სანატრელ მასპინძელს - ადამიანს და კვლავინდებურად დიდ საშიშროებას უქადიან.

ტილი

ტილები მთელ მსოფლიოში გავრცელებული ძლიერ გამძლე პარაზიტები არიან. ისინი ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის სისხლით იკვებებიან. ამისათვის მათ საგანგებოდ აღჭურვილი მჩხვლეტავ-მწოველი ხორთუმისებრი პირის ღრუ აქვთ. ადამიანისა და სხვადასხვა ჯიშის პრიმატების სხეულზე Pediculidae-ს ოჯახის წამომადგენლები პარაზიტობენ, ამიტომ დატილიანებას მედიცინაში პედიკულოზსაც უწოდებენ. ტილის ზოგიერთი სახეობა საშიშ ინფექციებს ავრცელებს. ადამიანის სხეულზე, ძირითადად, სამი სახეობის ტილი იდებს ბინას:

  • პირველი სახეობის პარაზიტებს ყველაზე მეტად თავის თმიანი ნაწილი უყვართ. მათ თავის ტილებს (Pediculus capitis) უწოდებენ.
  • მეორე სახეობის წარმომადგენლებს სასქესო ორგანოთა თმიანი ნაწილი იზიდავთ, თუმცა იღლიის ფოსოსა და სხეულის სხვა უბნებშიც შეიძლება დაიდონ ბინა. მათ ბოქვენის ტილებს (Phthirius pubis) უწოდებენ.
  • მესამე სახეობა (Pediculus humanus) კი ტანსაცმელს ამჯობინებს და მათ ტანსაცმლის ტილებად მოიხსენიებენ.

პირველი და მეორე უმთავრესად ადამიანების პარაზიტები არიან. მესამე, ყველაზე გავრცელებული სახეობა, პარტახტიანი ტიფის გადამტანად ითვლება. მასპინძლის სისხლთან ერთად ის დაავადების გამომწვევ რიკეტსიებსაც ყლაპავს. ამ უკანასკნელთა 10-12-დღიანი განვითარების შემდეგ ტილი ინფექციის მატარებელი ხდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ადამიანი დასნებოვნდება გასრესილი პარაზიტის ან მისი ფეკალიების კანში შეზელისას. ტილები ავრცელებენ აგრეთვე შებრუნებით ტიფსა და პაროქსიზმულ რიკეტსიოზს. ტილები მეტად გამძლე პარაზიტები არიან. ასე, მაგალითად, თავის დატილიანების შემთხვევაში მასა და მის კვერცხებს მხოლოდ დაბანით ვერ მოიცილებთ. იგივე შეიძლება ითქვას ტანსაცმლის ტილზეც - სარეცხი ფხვნილი ამ პარაზიტს ვერ ანადგურებს. მათთან ბრძოლისას მხოლოდ მაღალი ტემპერატურა (გამოხარშვა ან ორთქლით დამუშავება) თუ გამოგადგებათ. თავის დატილიანება და მასთან ბრძოლის მეთოდები ჩვენს ჟურნალში არაერთხელ გაშუქებულა, ამიტომ ამჯერად მათზე აღარ შევჩერდებით.

ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი მოყვითალო-მორუხო ფერის პაწაწინა მწერია. ის ძნელად შესამჩნევია, რადგან უმოძრაოდ ეკვრის თმის ძირს და ისე პარაზიტობს. მიმაგრების ადგილიდან მოცილების (მოწყვეტის) მცდელობისას კიდევ უფრო ძლიერად ეჭიდება თმის ღერს. ამის გამო მისი მოცილება მეტისმეტად ძნელია, უმეტესად თმის ღერის მოწყვეტა ხდება საჭირო.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

ბოქვენის ტილი მასპინძლის სისხლით იკვებება. მას დიდხანს შიმშილი არ შეუძლია, საკვების გარეშე 24 საათში იღუპება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის სხეულს მოცილებული ტილი ზოგჯერ ანაბიოზში გადადის და ცხოველმყოფელობას დიდხანს (რამდენიმე თვესაც კი) ინარჩუნებს.

თითოეულ ჯერზე ბოქვენის ტილი საშუალოდ 0,001 მლ სისხლს ამოწოვს. კბენისას (საამისოდ ტილს მეტად მოხერხებული პირის აპარატი აქვს) ტილი კანქვეშ ნერწყვთან ერთად სისხლის გამათხევადებელ სპეციალურ ნივთიერებას ასხურებს. მისი წყალობით სისხლი აღარ დედდება და ტილის მიერ კანზე გაკეთებული ხვრელიც აღარ იცობა. სწორედ ეს ნივთიერება იწვევს ბოქვენის დატილიანების დროს დაუოკებელ ქავილს.

ბოქვენის ტილი ერთი ადამიანისგან მეორეს, როგორც წესი, სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა, თუმცა არ არის გამორიცხული მისი გავრცელება საყოფაცხოვრებო გზით - ლოგინის თეთრეულით, პირსახოცითა და ტანსაცმლით.

ბოქვენის დატილიანება მხოლოდ ადამიანის ადამიანთან კონტაქტით არის შესაძლებელი. აღნიშნული სახეობის ტილი ადამიანისთვის სპეციფიკური პარაზიტია, შესაბამისად, შინაური თუ გარეული ცხოველებისგან დასნებოვნება გამორიცხულია. ახალი მასპინძლის სხეულზე მოხვედრისას თბილი და კომფორტული გარემოს მოსაძიებლად და ბოქვენის მიდამოში თმის ღერზე მოსაკალათებლად ტილს სამ დღემდე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ვერც კი ამჩნევს მის სხეულზე არსებულ პარაზიტებს. ტილები კი ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისთანავე აქტიურად მრავლდებიან.

მასპინძლის სხეულზე მოკალათების შემდეგ თითოეული მდედრი თვეში 7-9 კვერცხს დებს. ეს კვერცხები პარაზიტის სპეციალურ ჯირკვალთა სეკრეტით (გამონაყოფით) მჭიდროდ ეკვრის თმის ღერებს. დაახლოებით ორ კვირაში ამ კვერცხებიდან ახალი ტილები იჩეკება.

კომენტარები (5)
xo Ssheidzleba
ნვთიტ შეიდზლება . ბოქვენის ტილებისაც კარგი იქნება ზეტს ან ვაზელინდ გაურიოტ ნავტი .ნავტი აბრუებტ მ. გაიჩერეტ 10 წუტიტ შემდეგ აბაზანაში ჩაჯექიტ და ჭვრილი სავარცხლიტ ჩამოივარცხნეტ. შემდეგ საპნიტ დაიბანეტ .ასე გაიმეორეტ ყოველ დგესანამ არ მოიშორებტ . არის სპეციალური შამპუნებიც და ტმის ონდოციონერები რომელტაც ნავტის სუნი არ ასდის და შედეგი ი უკეტესი ავტ. ბოქვებნის ტილები ტუ გყავტ საცვლები და ლოგინის სარჩული შარვლები მაიკები ადუღებულ წყალში უნდა ჩაყაროტ და და ადუღოტ 10-20 წუტიტ.
თარიღი : 02-09-2016
ნონა გაფრინდაშვილი
როგორ უნდა გადავაშენოთ რწყილები?
თარიღი : 30-08-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ადამიანისთვის საშიში პარაზიტები - ტილები, ტკიპები და რწყილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანისთვის საშიში პარაზიტები - ტილები, ტკიპები და რწყილები

ტილები, ტკიპები და რწყილები, სხვა პარაზიტების მსგავსად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც სიამოვნებით სტუმრობენ სანატრელ მასპინძელს - ადამიანს და კვლავინდებურად დიდ საშიშროებას უქადიან.

ტილი

ტილები მთელ მსოფლიოში გავრცელებული ძლიერ გამძლე პარაზიტები არიან. ისინი ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის სისხლით იკვებებიან. ამისათვის მათ საგანგებოდ აღჭურვილი მჩხვლეტავ-მწოველი ხორთუმისებრი პირის ღრუ აქვთ. ადამიანისა და სხვადასხვა ჯიშის პრიმატების სხეულზე Pediculidae-ს ოჯახის წამომადგენლები პარაზიტობენ, ამიტომ დატილიანებას მედიცინაში პედიკულოზსაც უწოდებენ. ტილის ზოგიერთი სახეობა საშიშ ინფექციებს ავრცელებს. ადამიანის სხეულზე, ძირითადად, სამი სახეობის ტილი იდებს ბინას:

  • პირველი სახეობის პარაზიტებს ყველაზე მეტად თავის თმიანი ნაწილი უყვართ. მათ თავის ტილებს (Pediculus capitis) უწოდებენ.
  • მეორე სახეობის წარმომადგენლებს სასქესო ორგანოთა თმიანი ნაწილი იზიდავთ, თუმცა იღლიის ფოსოსა და სხეულის სხვა უბნებშიც შეიძლება დაიდონ ბინა. მათ ბოქვენის ტილებს (Phthirius pubis) უწოდებენ.
  • მესამე სახეობა (Pediculus humanus) კი ტანსაცმელს ამჯობინებს და მათ ტანსაცმლის ტილებად მოიხსენიებენ.

პირველი და მეორე უმთავრესად ადამიანების პარაზიტები არიან. მესამე, ყველაზე გავრცელებული სახეობა, პარტახტიანი ტიფის გადამტანად ითვლება. მასპინძლის სისხლთან ერთად ის დაავადების გამომწვევ რიკეტსიებსაც ყლაპავს. ამ უკანასკნელთა 10-12-დღიანი განვითარების შემდეგ ტილი ინფექციის მატარებელი ხდება.

ადამიანი დასნებოვნდება გასრესილი პარაზიტის ან მისი ფეკალიების კანში შეზელისას. ტილები ავრცელებენ აგრეთვე შებრუნებით ტიფსა და პაროქსიზმულ რიკეტსიოზს. ტილები მეტად გამძლე პარაზიტები არიან. ასე, მაგალითად, თავის დატილიანების შემთხვევაში მასა და მის კვერცხებს მხოლოდ დაბანით ვერ მოიცილებთ. იგივე შეიძლება ითქვას ტანსაცმლის ტილზეც - სარეცხი ფხვნილი ამ პარაზიტს ვერ ანადგურებს. მათთან ბრძოლისას მხოლოდ მაღალი ტემპერატურა (გამოხარშვა ან ორთქლით დამუშავება) თუ გამოგადგებათ. თავის დატილიანება და მასთან ბრძოლის მეთოდები ჩვენს ჟურნალში არაერთხელ გაშუქებულა, ამიტომ ამჯერად მათზე აღარ შევჩერდებით.

ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი მოყვითალო-მორუხო ფერის პაწაწინა მწერია. ის ძნელად შესამჩნევია, რადგან უმოძრაოდ ეკვრის თმის ძირს და ისე პარაზიტობს. მიმაგრების ადგილიდან მოცილების (მოწყვეტის) მცდელობისას კიდევ უფრო ძლიერად ეჭიდება თმის ღერს. ამის გამო მისი მოცილება მეტისმეტად ძნელია, უმეტესად თმის ღერის მოწყვეტა ხდება საჭირო.

ბოქვენის ტილი მასპინძლის სისხლით იკვებება. მას დიდხანს შიმშილი არ შეუძლია, საკვების გარეშე 24 საათში იღუპება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის სხეულს მოცილებული ტილი ზოგჯერ ანაბიოზში გადადის და ცხოველმყოფელობას დიდხანს (რამდენიმე თვესაც კი) ინარჩუნებს.

თითოეულ ჯერზე ბოქვენის ტილი საშუალოდ 0,001 მლ სისხლს ამოწოვს. კბენისას (საამისოდ ტილს მეტად მოხერხებული პირის აპარატი აქვს) ტილი კანქვეშ ნერწყვთან ერთად სისხლის გამათხევადებელ სპეციალურ ნივთიერებას ასხურებს. მისი წყალობით სისხლი აღარ დედდება და ტილის მიერ კანზე გაკეთებული ხვრელიც აღარ იცობა. სწორედ ეს ნივთიერება იწვევს ბოქვენის დატილიანების დროს დაუოკებელ ქავილს.

ბოქვენის ტილი ერთი ადამიანისგან მეორეს, როგორც წესი, სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა, თუმცა არ არის გამორიცხული მისი გავრცელება საყოფაცხოვრებო გზით - ლოგინის თეთრეულით, პირსახოცითა და ტანსაცმლით.

ბოქვენის დატილიანება მხოლოდ ადამიანის ადამიანთან კონტაქტით არის შესაძლებელი. აღნიშნული სახეობის ტილი ადამიანისთვის სპეციფიკური პარაზიტია, შესაბამისად, შინაური თუ გარეული ცხოველებისგან დასნებოვნება გამორიცხულია. ახალი მასპინძლის სხეულზე მოხვედრისას თბილი და კომფორტული გარემოს მოსაძიებლად და ბოქვენის მიდამოში თმის ღერზე მოსაკალათებლად ტილს სამ დღემდე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ვერც კი ამჩნევს მის სხეულზე არსებულ პარაზიტებს. ტილები კი ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისთანავე აქტიურად მრავლდებიან.

მასპინძლის სხეულზე მოკალათების შემდეგ თითოეული მდედრი თვეში 7-9 კვერცხს დებს. ეს კვერცხები პარაზიტის სპეციალურ ჯირკვალთა სეკრეტით (გამონაყოფით) მჭიდროდ ეკვრის თმის ღერებს. დაახლოებით ორ კვირაში ამ კვერცხებიდან ახალი ტილები იჩეკება.


ტკიპა

ტკიპა არანაკლებ საშიშია. მუნი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი და უამრავი სხვა დაავადება ადამიანმა შესაძლოა სწორედ მისგან შეიძინოს. ტკიპისმიერი ენცეფალიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას, იწვევს პარეზსა და პლეგიას.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის გამომწვევია ვირუსი, რომელიც ტკიპას გადააქვს. დასნებოვნება კბენისას ხდება. დადგენილია აგრეთვე ინფიცირება საკვებისმიერი გზით – იმ შინაური ცხოველის აუდუღარი რძით, რომელიც ტკიპამ დაკბინა. რძეში ვირუსის რეზისტენტობა (გამძლეობა) იმატებს.

ვირუსი შეღწევის ადგილას (კანი, კანქვეშა ქსოვილი, ნაწლავის ლორწოვანი გარსი) მრავლდება და გროვდება, მერე კი სისხლის მეშვეობით სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში აღწევს. ინკუბაციური პერიოდი (ანუ დრო კბენიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე) სამიდან 25-მდე (საშუალოდ 7-14) დღეს მოიცავს.

დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის უცაბედი მომატებით 39-40 გრადუსამდე. ვითარდება ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სახის, კისრის, გულ-მკერდის ზედა ნაწილის, პირ-ხახისა და თვალების (კერძოდ, კონიუნქტივების) გაწითლება, კუნთების ძლიერი ტკივილი, მოსალოდნელია ცნობიერების დაკარგვა და გულყრაც. ენცეფალიტი შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს. ნარჩენი მოვლენების სახით ხშირია დამბლა, კუნთების ატროფია, ინტელექტის დაქვეითება, ეპილეფსია. აღდგენა-რეაბილიტაცია წლობით მიმდინარეობს. სრული გამოჯანმრთელება იშვიათია.

როგორ მოვიქცეთ, რომ კბენა თავიდან ავიცილოთ

  • ჩაიცვით გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რომელსაც მოჭერილი საყელო და მანჟეტები ექნება. შარვლის ტოტები მაღალყელიანი ჩექმის ყელის კიდემდე უნდა ეშვებოდეს. სასურველია, სახელოებსა და შარვლის ტოტებს ჰქონდეს მომჭერი რეზინი ან სპეციალური შესაკრავი. აუცილებელია ქუდის ან სხვა თავსაბურავის გამოყენება.
  • გამოიყენეთ ტკიპისა თუ სხვა მწერების საწინააღმდეგო სითხეები, აეროზოლები და საცხები.
  • მოერიდეთ ბუჩქნარსა და მაღალ ბალახს, რომელიც ტკიპების საყვარელი სამალავია.
  • ტყიდან თუ ლაშქრობიდან დაბრუნებისთანავე ყურადღებით დაათვალიერეთ სხეული, განსაკუთრებით ის ადგილები, რომლებიც ტკიპის საყვარელ უბნებს წარმოადგენს - თავის თმიანი ნაწილი, კანის ბუნებრივი ნაკეცების (იღლიის, დუნდულას) არეები.
  • ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტკიპა არა მხოლოდ სხეულს, არამედ ტანსაცმელსაც შეიძლება იყოს მიკრული. მიმაგრებამდე ის ერთხანს კანზე დაცოცავს. თუ ტანსაცმელსა და სხეულს ყოველ ნახევარ საათში გულდასმით დაითვალიერებთ, შესაძლოა ტკიპები დაკბენამდე ჩამოიბერტყოთ კიდეც. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ტკიპა შესაძლოა ძალიან პატარა და ძნელად შესამჩნევი იყოს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ლაშქრობისას ტკიპამ გიკბინათ

ტკიპა ფრთხილად უნდა მოიცილოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაჭყლეტა - ენცეფალიტის გამომწვევ ვირუსს, ისევე როგორც სხვა პათოგენურ მიკროოგანიზმებს, მის შიგნეულობაში უდევს ბინა. ნუ მოიგლეჯთ ტკიპას ძალით, რადგან ვირუსი მის სანერწყვე ჯირკვლებში, ანუ თავში კონცენტრირდება, რომელიც მოგლეჯისას ხშირად ჭრილობაში რჩება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკიპის მოწყვეტა კბილებით - შესაძლოა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ვირუსი ორგანიზმში შეიჭრას. მიმაგრებულ ტკიპას ძაფი მოაბით (ხორთუმთან რაც შეიძლება ახლოს), მისი ბოლოები გაჭიმეთ და ფრთხილად, ფაქიზად, ქაჩეთ, ვიდრე ტკიპას არ ამოიყვანთ.

ტკიპის ამოყვანა ასეც შეიძლება - დაიჭირეთ პინცეტით, რამდენიმე ფენად გაკეცილი დოლბანდით ან რეზინის ხელთათმანით, პირის ღრუსთან რაც შეიძლება ახლოს, და აბრუნეთ თავისი ღერძის გარშემო, კბენის ადგილიდან მკაცრად პერპენდიკულარული მიმართულებით, რათა მთლიანად მოსცილდეს სხეულს და მისი ნაწილი კანში არ ჩარჩეს.

არსებობს ტკიპების მოსაცილებელი სპეციალური მოწყობილობებიც. თუ ტკიპის ნაწილი, კერძოდ, თავი ჭრილობაში ჩარჩა (ის შავ წერტილს ემსგავსება), უნდა დაელოდოთ მის თავისთავად მოცილებას - ელიმინაციას (თუ ეს ლაშქრობის პირობებში ხდება) ან მიაკითხოთ ქირურგ სპეციალისტს სამკურნალო დაწესებულებაში. მანიპულაციის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, ჭრილობა კი სპირტით ან იოდით დაიმუშავეთ.


თუ აღნიშნული სითხეები თან არ გაქვთ, ტკიპის ნაკბენი წყლით მაინც ჩამოიბანეთ - ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმი ტკიპის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა და პარაზიტის მიერ სისხლის წოვის დროს შესაძლოა ჭრილობაში შეიჭრას.

სხეულიდან მოცილებული ტკიპა, სასურველია, დაწვათ ან დამდუღროთ, თუ, რა თქმა უნდა, არ აპირებთ მის ლაბორატორიაში წარდგენას ენცეფალიტის ვირუსზე გამოსაკვლევად. გაითვალისწინეთ, რომ გამოკვლევისთვის ვარგისია მხოლოდ ცოცხალი ტკიპა. არ შეიძლება ზეთითა და სხვა საცხებით მისი დაფარვა.

კანიდან მოცილებული ტკიპა უნდა მოათავსოთ თავდახურულ სუფთა მინის ქილაში ან სინჯარაში, რომელშიც მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად ჩაფენილი იქნება წყალში დასველებული ბამბა ან ჰიგროსკოპიული ქაღალდი (ფილტრირებისთვის განკუთვნილი ქაღალდი ან ხელსაწმენდი). აღნიშნული პირობების დაცვით ტკიპის შენახვა და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში წარდგენა 2 დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება.

გარდა ენცეფალიტისა, ტკიპა ავრცელებს ლაიმის სახელწოდებით ცნობილ ინფექციურ დაავადების - ტკიპისმიერ ბორელიოზს. დასნებოვნება ხდება ინფიცირებული ტკიპის მიერ ადამიანის დაკბენისას. დაავადების გამომწვევი, ბორელია, ტკიპის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა და ჭრილობაში დავარცხნისას ხვდება, ამიტომაც ლაიმის ინფექციით ავადობა შედარებით იშვიათია. კანში მოხვედრილი ბორელია რამდენიმე დღის განმავლობაში მრავლდება, რის შემდეგაც კანის სხვა უბნებსა და შინაგან ორგანოებში (გული, თავის ტვინი, სახსრები) ვრცელდება.

გამომწვევი შესაძლოა წლობით დარჩეს ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს დაავადების მწვავე დასაწყისი, ქრონიკული მიმდინარეობა ან თითქოსდა მიღწეული გამოჯანმრთელების შემდგომ ბორელიოზის განახლება. დაკბენიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი 2-დან 30-მდე დღეს, საშუალოდ კი 2 კვირას მოიცავს.

დაავადების დამახასიათებელი ნიშანი ასიდან 70 შემთხვევაში ნაკბენ ადგილას კანის გაწითლებაა. მრგვალი ან ოვალური წითელი ლაქა თანდათანობით იზრდება და მისი დიამეტრი 3-10 სმ-ს აღწევს, ზოგჯერ - უფრო მეტსაც. ლაქა უსწორმასწორო ფორმისაა. ანთებადი კანი მის ზედაპირზე ბუნებრივ საფარველთან შედარებით რამდენადმე წამოწეულია. დროთა განმავლობაში ლაქის ცენტრალური ნაწილი ფერმკრთალდება და მოლურჯო ელფერს იძენს, საკუთრივ ლაქა კი რგოლის ფორმას. ტკიპის მიერ დაკბენილ უბანში, ლაქის ცენტრში, თავდაპირველად ერთგვარი ქერქი შეიმჩნევა. მოგვიანებით ჭრილობა ნაწიბურდება. მკურნალობის გარეშე ლაქა რამდენიმე დღიდან 2-3 კვირამდე ნარჩუნდება, შემდეგ კი ქრება. 1-1,5 თვის, ზოგჯერ - რამდენიმე წლის შემდეგ თავს იჩენს ნერვული სისტემის, გულისა და სახსრების დაზიანება. ხშირად წითელი ლაქა (პირველადი ერითემა) ნაკბენ უბანში კი არა, სხეულის სხვა ნაწილში ჩნდება. შესაძლოა, პირველადი ერითემა გაქრეს, ხოლო ერთმანეთში გარდამავალმა ლაქებმა სხეულის სხვა უბნებში იჩინოს თავი. ამის გამო ლაიმის დაავადებას მიგრირებად ერითემასაც უწოდებენ.

დასნებოვნება შესაძლოა ერითემის განვითარების გარეშეც წარიმართოს. ბორელიების შინაგან ორგანოებში მოხვედრის შემდეგ დაავადება შესაძლოა დაიწყოს მწვავედ, მაღალი ტემპერატურითა და მენინგოენცეფალიტით (თავის ტვინის და მისი გარსების ანთება). სხვა შემთხვევაში ლაიმბორელიოზი ფარულ ქრონიკულ ინფექციად მიმდინარეობს.

რწყილი

დღესდღეობით რწყილები ადამიანს შინაური ძაღლების, კატებისა და ფრინველების წყალობით აწუხებენ. ადამიანისა და ცხოველების ეს პარაზიტები საშინელი დაავადების - ტიფის გადამტანნი და გამავრცელებელნი არიან. რწყილებს გადააქვთ აგრეთვე ლენტისებრი ჭიებიც. თუ რწყილები შემოგესივნენ, დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეთ მათ განადგურებას. ამისთვის დღეს სპეციალური ქიმიკატები არსებობს. მაგრამ რწყილები სრულიად რომ მოისპონ, ქიმიკატი სწორად უნდა შეარჩიოთ, შეძენამდე კი დარწმუნდეთ, ნამდვილად რწყილებთან გაქვთ საქმე თუ სხვა პარაზიტებთან.

ბუნებაში რწყილების ათასამდე სახეობა არსებობს. მათგან ადამიანისთვის საშიშია ვირთხის რწყილი, რომელიც შენობებში ძირითადად სარდაფებიდან, ნესტიანი ადგილებიდან აღწევს და შესაძლოა, საშიში ინფექციებიც გაავრცელოს, მაგალითად, შავი ჭირი, ტულარემია... რწყილის ორგანიზმში დიდხანს ცოცხლობენ და არ კარგავენ ვირულენტობას ტულარემიის, ფსევდოტუბერკულოზის, ბრუცელოზის, ციმბირის წყლულისა და სხვა დაავადებათა გამომწვევები. არსებობს მონაცემები, რომ რწყილები ავრცელებენ ზოგიერთი ჰემორაგიული ცხელებისა და ლიმფოციტური ქორიომენინგიტის გამომწვევ ვირუსებსაც. შინაურ ცხოველებსა და ადამიანზე პარაზიტობით რწყილები ადვილად ვრცელდებიან და დიდ არეებს იპყრობენ. გარდა იმისა, რომ იკბინებიან, სისხლსაც სწოვენ მასპინძელს.

ადამიანს სხვადასხვა სახის რწყილი კბენს - ძაღლისა, კატისა და საკუთრივ ადამიანისა. ამ პარაზიტებს პირის აპარატი ისე აქვთ მოწყობილი, რომ თავისუფლად ახერხებენ მასპინძლის კანის გაღრღნას, რის შემდეგაც ფერმენტებისა და ანტიკოაგულანტების შემცველ ნერწყვს ასხურებენ. ანტიკოაგულანტები სისხლის შედედებას აფერხებენ და რწყილებიც თავისუფლად წოვენ სანუკვარ სითხეს. მათ ნერწყვში არსებული ფერმენტები ადამიანის ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას იწვევს.

რწყილის ნაკბენი ყველაზე ხშირად კოჭისა და ფეხის ქვედა ნაწილებში შეიძლება აღმოაჩინოთ. ის წითელ ლაქას წააგავს, რომლის ზომა და იერსახე ადამიანის ორგანიზმის რეაქციაზეა დამოკიდებული. რწყილის ნაკბენი ზოგჯერ უმნიშვნელო გაღიზიანებასა და ქავილს იწვევს, ზოგჯერ კი ძლიერ შესივებას. რწყილის ნაკბენისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ბავშვების კანი. თუ რწყილს ვერ გადაურჩით, ექიმთან მისვლამდე მოიქეცით ასე (მით უმეტეს, როცა ალერგიული რეაქცია ძლიერად არ არის გამოხატული):

  • ნაკბენი არე ანტისეპტიკური საპნით ჩამოიბანეთ.
  • დაიდეთ ამ არეზე ყინულით სავსე ტომარა. ამით თავიდან აიცილებთ ანთებასა და შესივებას.
  • მოგვიანებით ნაკბენი არე ქავილის შესამცირებლად ლოსიონით დაიმუშავეთ.
  • შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ სტეროიდული საცხი ან მალამო, - მაგალითად, ჰიდროკორტიზონი, - და ქავილისა და შესივების ჩასაცხრობად წაისვათ.