/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარმაკოლოგია

ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებები

ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებები
ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებებზე გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის ”სამკურნალო სახლის” თერაპევტი მარინა კულდონაშვილი.

  • რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებით მკურნალობამ?

- ანტიბიოტიკები უალტერნატივოა, არის შემთხვევები, როდესაც ამ პრეპარატების მიღებას ვერაფრით ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მათ აქვთ გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გვერდითი მოვლენების არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკები არ მივიღოთ. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მიღება საჭიროა ექიმის დანიშნულებით, გონივრულად, გააზრებულად, სათანადო დოზითა და ხანგრძლივობით. არ შეიძლება, პაციენტმა საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს ან შეამციროს ექიმის მიერ დანიშნული დოზა ან დროზე ადრე შეწყვიტოს წამლის მიღება. ანტიბიოტიკი ის საშუალება არ არის, რომელიც შეიძლება თვითნებურად გამოვიყენოთ.

ანტიბიოტიკების თანამოვლენების უმრავლესობას მოსახლეობა იცნობს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ ორიოდე სიტყვით ამ უკანასკნელთაც შევეხოთ.

ანტიბიოტიკოთერაპიის ყველაზე საშიში გართულებაა ალერგიული რეაქცია. არ არის აუცილებელი, პაციენტი ალერგიული იყოს, მაგალითად, მცენარის მტვრის ან რომელიმე საკვების მიმართ - წამალზე ალერგიული რეაქცია შესაძლოა ისეთ ადამიანსაც კი განუვითარდეს, რომელსაც მანამდე ასეთი არაფერი დამართნია, ამიტომ ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ექიმმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს სინჯის ჩატარება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს და ნაკლებად საშიში, მაგრამ ყურადსაღები რეაქციები. მოსალოდნელია ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი, გლოსიტი, რინიტი, შესაძლოა, აღინიშნოს ეოზინოფილიაც.

ალერგიულ რეაქციებთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ტოქსიკური რეაქციებიც, რომლებიც ასევე მრავალნაირია და ორგანოთა სხვადასხვა სისტემაზე შეიძლება აისახოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-რომელი დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმში სილიციუმის ნაკლებობა? როგორ მოვამზადოთ კაჟის ქვისგან სილიციუმის შემცველი წყალხსნარი და რა დოზით მივიღოთ პროფილაქტიკის მიზნით, როდესაც არ ვიცით აკლია თუ არა ის ჩვენს ორგანიზმს?</p>

მოსახლეობა ნაკლებად იცნობს ნეიროტოქსიკურ მოვლენებს, რომლებიც მედიკამენტის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია. მოსალოდნელია, მაგალითად, სმენის ნერვის ან მისი ტოტის დაზიანება, რასაც სმენის დაქვეითება მოჰყვება. ასეთი რამ უმთავრესად მონომიცინით, სტრეპტომიცინით, კანამიცინით და ამ ტიპის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ხდება, ნაკლებად მოსალოდნელია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების, ფტორქინოლონების, მაკროლიდების გამოყენების დროს. განსაკუთრებული სიფრთხილე მოგვეთხოვება ანტიტუბერკულოზური საშუალებების და, საზოგადოდ, სტრეპტომიცინის გამოყენებისას.

ნეიროტოქსიკური ეფექტის მქონე ანტიბიოტიკები, მათთან ერთად - გენტამიცინიც ვესტიბულურ აპარატზეც ახდენს ზემოქმედებას. ადამიანი წონასწორობას სწორედ ამ აპარატის მეშვეობით ინარჩუნებს. მის დაზიანებას შესაძლოა მოჰყვეს თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ
ცოტა რამ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენების საშიშროების შესახებ
როგორ მოქმედებს ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, რძე მიღებულ წამლებზე

კიდევ ერთი არასასურველი ეფექტია მხედველობის ნერვის დაზიანება.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ პოლინეიროპათიაც. ეს არის ნერვების მრავლობითი დაზიანება, რომელიც პარესთეზიით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით და სხვა ნიშნებით გამოიხატება.

ხანდახან ანტიბიოტიკი ზურგის ტვინის სითხეში შეჰყავთ. ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება მოჰყვეს ჰალუცინაციები, ეპილეფსიური გულყრები, რაც ასევე ნეიროტოქსიკური ზემოქმედებით არის განპირობებული.

  • რომელ შინაგან ორგანოზე მოქმედებს ანტიბიოტიკი?

- ზოგიერთი ანტიბიოტიკი ვნებს თირკმელს (ამას ანტიბიოტიკების ნეფროტოქსიკური მოქმედება ეწოდება), ამიტომ მათი დანიშვნისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თირკმლის მდგომარეობა. პაციენტმა, თავის მხრივ, აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, თუ ოდესმე ჰქონია ან აქვს საშარდე სისტემის პრობლემა. თირკმლის პათოლოგიის შემთხვევაში, გართულება რომ არ მოხდეს, შესაძლოა, დაინიშნოს პრეპარატის ნაკლები დოზა. ეს, ცხადია, ექიმის პრეროგატივაა.

შესაძლოა, პაციენტი თირკმელს არ უჩიოდეს და მისი დაზიანების ნიშნები სწორედ ანტიბიოტიკებით, ტობრამიცინით, გენტამიცინით, ვანკომიცინით) მკურნალობისას იქნეს გამოვლენილი. ამ დროს მოსალოდნელია გლომერულონეფრიტის, თირკმელშიდა სისხლძარღვთა დაზიანების ნიშნების, გავრცობილი ნეფრიტის ჩამოყალიბება და სხვა.

  • კლინიკურად რით ვლინდება ანტიბიოტიკების ნეფროტოქსიკური ეფექტი?

- პაციენტს აქვს ცუდი თვითშეგრძნება, უჩივის საერთო სისუსტეს, თვალების, სახის შეშუპებას, მცირდება შარდის გამოყოფა, ყალიბდება ინტოქსიკაციის ნიშნები, იმატებს არტერიული წნევა.

  • როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება?

- უნდა ვეცადოთ, შევარჩიოთ პრეპარატი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ნეფროტოქსიკური იქნება. ანტიბიოტიკის მიღებისას უნდა ვსვათ საკმაო რაოდენობის სითხე, რათა წამალი დროულად და კარგად გამოვიდეს ორგანიზმიდან.

  • ხშირად ტოქსიკურ ზემოქმედებას განიცდის ღვიძლიც, უმეტესად კი ამ ორგანოთა დაზიანება შერწყმულად ან ერთმანეთის მიყოლებით იჩენს თავს. რა მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე და რას ურჩევდით ამ შემთხვევაში ჩვენს მკითხველს?

- ღვიძლის დაზიანებაზე მიუთითებს ცუდი თვითშეგრძნება, ზოგჯერ - სიყვითლე, მარჯვენა ფერდქვეშა არის ტკივილი, ქავილი. ეს ნიშნები ძალიან მალე იჩენს ხოლმე თავს. ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი. ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის მდგომარეობას ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით მკურნალობის დროს, რადგან რიფამპიცინი და ამ სქემის სხვა პრეპარატები ძალიან ჰეპატოტოქსიკურები არიან. რიფამპიცინით მკურნალობისას სტომატოლოგთან ვიზიტსაც კი უნდა ერიდოთ, რათა არ მიიღოთ ტრავმა, ჭრილობა, და პირველივე დღეებიდან სვათ ღვიძლის დამცავი პრეპარატები, ვიტამინები.

  • როგორ მოქმედებს ანტიბიოტიკები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე?

- ზემოქმედებას განიცდის ახლომდებარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ღიზიანდება კუჭის, ნაწლავების ლორწოვანი გარსი. ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენაა დისბაქტერიოზი - ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის ბალანსის რღვევა. ნაწლავში არსებული ბაქტერიები აუცილებელია საკვების მონელებისთვის, ვიტამინების შეწოვისა და მათი სინთეზისთვისაც კი. მათი თანაფარდობის დარღვევისას თავს იჩენს მუცლის შებერილობა, შეკრულობა, ფაღარათი. შესაძლოა, საქმე მივიდეს ძალიან საშიშ გართულებამდე - ფსევდომემბრანულ კოლიტამდე, რომელიც სპეციალურ ჩარევას მოითხოვს.

  • როგორ ამოვიცნოთ ეს გართულება?

- ფსევდომემბრანული კოლიტი ვლინდება ტემპერატურის მომატებით და ძალიან ძლიერი დიარეით. ამ დროს საჭიროა ანტიბიოტიკების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაუდებელი დახმარება. თუ დისბაქტერიოზის მსგავსი მოვლენები გაღრმავდა, ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მედიკამენტს მოგიხსნით ან შეგიცვლით.

დისბაქტერიოზისაგან თავის დაცვა შესაძლებელია ეუბიოტიკების დროული დანიშვნით. ეუბიოტიკები პრეპარატებია, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის აღდგენას. არსებობს კიდევ ერთი უბრალო, მაგრამ ეფექტური საშუალება - მაწონი. სწორედ მაწონი და არა რაიმე მსგავსი!

  • კიდევ რომელი სისტემის მხრივ არის მოსალოდნელი გართულება?

- ანტიბიოტიკოთერაპია გავლენას ახდენს სისხლმბად სისტემაზეც. პაციენტი ამ დროს არაფერს უჩივის, გარდა საერთო სისუსტისა და გაურკვეველი უსიამოვნო თვითშეგრძნებისა, და სისხლის ანალიზის გარეშე შესაძლოა დაავადება ვერც კი ამოვიცნოთ.

სისხლის წარმოქმნაზე დამთრგუნველად მოქმედებს ლევომიცეტინი, იგივე ქლორამფენიკოლი, ამიტომ ის ძალიან ფრთხილად, მკაცრი ჩვენებით უნდა დაინიშნოს. არც ერთი სხვა ანტიბიოტიკი ასეთ მძიმე დარტყმას არ აყენებს სისხლმბად სისტემას.

უნდა ვახსენოთ ანტიტუბერკულოზური პრეპარატი რიფამპიცინიც, რომელიც ამცირებს როგორც ერითროციტების, ისე ლეიკოციტების რიცხვს. ეს პროცესი შესაძლოა შეუქცევადიც კი გახდეს. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ამ პრეპარატებით მკურნალობისას სისხლი რეგულარულად ვაკონტროლოთ. სისხლში ცვლილებების გამო ანტიტუბერკულოზური მკურნალობის შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება, ვინაიდან შესაძლოა, ჩამოყალიბდეს წამლის მიმართ რეზისტენტული შტამი. ანტიტუბერკულოზური მკურნალობა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, სრულ განკურნებამდე. გარდა ამისა, რიფამპიცინს აქვს ერთი თვისება: როდესაც მკურნალობა უწყვეტად მიმდინარეობს, ორგანიზმი ეგუება მას და უფრო და უფრო უკეთ იტანს, ხოლო როცა ამ პრეპარატის მიღებას ვწყვეტთ და შემდეგ თავიდან ვიწყებთ, რეაქცია უფრო მძიმეა.

პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები ყველაზე ნაკლებტოქსიკურია, მაგრამ დისბაქტერიოზის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია.

  • კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკების დანიშვნისას?

- პირველ რიგში - ასაკი და ადამიანის საერთო მდგომარეობა. მაგალითად, ორსულისთვის ანტიბიოტიკის დანიშვნა დასაშვებია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკაცრი ჩვენებით, რისკის სათანადო შეფასებით.

რაც შეეხება ასაკს: რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების მიღება დაუშვებელია, 18 წლამდე არ ინიშნება ფტორქინოლონები, ვინაიდან ისინი უარყოფითად მოქმედებს ძვლის სტრუქტურასა და ზრდის ფაქტორზე. სამაგიეროდ, ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები ძალიან ეფექტურია ზრდასრული ადამიანისთვის.

უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკების არა მარტო ქიმიური, არამედ ბიოლოგიური ზემოქმედებაც. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს პრეპარატები არღვევენ ადამიანის ბუნებრივ მიკროფლორას. ჩვენს ორგანიზმში მუდმივად სახლობენ მიკროორგანიზმები - ბაქტერიები, სოკოები, რომლებიც ნორმალური იმუნური სტატუსის პირობებში არაფერს გვიშავებენ, ის კი არა, იმუნური სისტემის ტრენირებასაც კი იწვევენ. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ამ მიკროორგანიზმების ნაწილი იღუპება, ნაწილი კი აქტიურდება. ამრიგად, სრულიად არაპათოგენური ან პირობითად პათოგენური ფლორა შესაძლოა ტოქსიკური და პათოგენური გახდეს.

  • არ შეიძლება, არ ვახსენოთ სოკოვანი დაავადება...

- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ძალიან ხშირად აქტიურდებიან სოკოები, რომლებიც კანსა და ლორწოვან გარსებზე ბინადრობენ. ეს უმეტესად გამოიხატება გარეგანი - პირის ღრუს, ფრჩხილების, ტერფის, ხელის თითების კანდიდოზით, მაგრამ არც მძიმე დაავადების - სასუნთქი სისტემის ან ნაწლავთა კანდიდოზის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.

საბედნიეროდ, არსებობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მთელი წყება და როდესაც პაციენტს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებსაც უნიშნავენ.

კიდევ ერთი:ანტიბიოტიკოთერაპია დაღს ასვამს ადამიანის იმუნურ სისტემას, ამიტომ სასურველია, ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, თუ უკუნაჩვენები არ არის, მივიღოთ იმუნომასტიმულირებელი, იმუნომოდულაციური საშუალებები. ამის მეოხებით ყველა გართულებას თუ არა, მათ 70-80%-ს მაინც ავიცილებთ თავიდან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკოთერაპიის გართულებები

  • რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებით მკურნალობამ?

- ანტიბიოტიკები უალტერნატივოა, არის შემთხვევები, როდესაც ამ პრეპარატების მიღებას ვერაფრით ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მათ აქვთ გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გვერდითი მოვლენების არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკები არ მივიღოთ. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მიღება საჭიროა ექიმის დანიშნულებით, გონივრულად, გააზრებულად, სათანადო დოზითა და ხანგრძლივობით. არ შეიძლება, პაციენტმა საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს ან შეამციროს ექიმის მიერ დანიშნული დოზა ან დროზე ადრე შეწყვიტოს წამლის მიღება. ანტიბიოტიკი ის საშუალება არ არის, რომელიც შეიძლება თვითნებურად გამოვიყენოთ.

ანტიბიოტიკების თანამოვლენების უმრავლესობას მოსახლეობა იცნობს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის შესახებ არაფერი იცის, ამიტომ ორიოდე სიტყვით ამ უკანასკნელთაც შევეხოთ.

ანტიბიოტიკოთერაპიის ყველაზე საშიში გართულებაა ალერგიული რეაქცია. არ არის აუცილებელი, პაციენტი ალერგიული იყოს, მაგალითად, მცენარის მტვრის ან რომელიმე საკვების მიმართ - წამალზე ალერგიული რეაქცია შესაძლოა ისეთ ადამიანსაც კი განუვითარდეს, რომელსაც მანამდე ასეთი არაფერი დამართნია, ამიტომ ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ექიმმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს სინჯის ჩატარება.

არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს და ნაკლებად საშიში, მაგრამ ყურადსაღები რეაქციები. მოსალოდნელია ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კონიუნქტივიტი, გლოსიტი, რინიტი, შესაძლოა, აღინიშნოს ეოზინოფილიაც.

ალერგიულ რეაქციებთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ტოქსიკური რეაქციებიც, რომლებიც ასევე მრავალნაირია და ორგანოთა სხვადასხვა სისტემაზე შეიძლება აისახოს.

მოსახლეობა ნაკლებად იცნობს ნეიროტოქსიკურ მოვლენებს, რომლებიც მედიკამენტის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია. მოსალოდნელია, მაგალითად, სმენის ნერვის ან მისი ტოტის დაზიანება, რასაც სმენის დაქვეითება მოჰყვება. ასეთი რამ უმთავრესად მონომიცინით, სტრეპტომიცინით, კანამიცინით და ამ ტიპის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ხდება, ნაკლებად მოსალოდნელია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების, ფტორქინოლონების, მაკროლიდების გამოყენების დროს. განსაკუთრებული სიფრთხილე მოგვეთხოვება ანტიტუბერკულოზური საშუალებების და, საზოგადოდ, სტრეპტომიცინის გამოყენებისას.

ნეიროტოქსიკური ეფექტის მქონე ანტიბიოტიკები, მათთან ერთად - გენტამიცინიც ვესტიბულურ აპარატზეც ახდენს ზემოქმედებას. ადამიანი წონასწორობას სწორედ ამ აპარატის მეშვეობით ინარჩუნებს. მის დაზიანებას შესაძლოა მოჰყვეს თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა და სხვა.

კიდევ ერთი არასასურველი ეფექტია მხედველობის ნერვის დაზიანება.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ პოლინეიროპათიაც. ეს არის ნერვების მრავლობითი დაზიანება, რომელიც პარესთეზიით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით და სხვა ნიშნებით გამოიხატება.

ხანდახან ანტიბიოტიკი ზურგის ტვინის სითხეში შეჰყავთ. ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება მოჰყვეს ჰალუცინაციები, ეპილეფსიური გულყრები, რაც ასევე ნეიროტოქსიკური ზემოქმედებით არის განპირობებული.

  • რომელ შინაგან ორგანოზე მოქმედებს ანტიბიოტიკი?

- ზოგიერთი ანტიბიოტიკი ვნებს თირკმელს (ამას ანტიბიოტიკების ნეფროტოქსიკური მოქმედება ეწოდება), ამიტომ მათი დანიშვნისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თირკმლის მდგომარეობა. პაციენტმა, თავის მხრივ, აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, თუ ოდესმე ჰქონია ან აქვს საშარდე სისტემის პრობლემა. თირკმლის პათოლოგიის შემთხვევაში, გართულება რომ არ მოხდეს, შესაძლოა, დაინიშნოს პრეპარატის ნაკლები დოზა. ეს, ცხადია, ექიმის პრეროგატივაა.

შესაძლოა, პაციენტი თირკმელს არ უჩიოდეს და მისი დაზიანების ნიშნები სწორედ ანტიბიოტიკებით, ტობრამიცინით, გენტამიცინით, ვანკომიცინით) მკურნალობისას იქნეს გამოვლენილი. ამ დროს მოსალოდნელია გლომერულონეფრიტის, თირკმელშიდა სისხლძარღვთა დაზიანების ნიშნების, გავრცობილი ნეფრიტის ჩამოყალიბება და სხვა.

  • კლინიკურად რით ვლინდება ანტიბიოტიკების ნეფროტოქსიკური ეფექტი?

- პაციენტს აქვს ცუდი თვითშეგრძნება, უჩივის საერთო სისუსტეს, თვალების, სახის შეშუპებას, მცირდება შარდის გამოყოფა, ყალიბდება ინტოქსიკაციის ნიშნები, იმატებს არტერიული წნევა.

  • როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება?

- უნდა ვეცადოთ, შევარჩიოთ პრეპარატი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ნეფროტოქსიკური იქნება. ანტიბიოტიკის მიღებისას უნდა ვსვათ საკმაო რაოდენობის სითხე, რათა წამალი დროულად და კარგად გამოვიდეს ორგანიზმიდან.

  • ხშირად ტოქსიკურ ზემოქმედებას განიცდის ღვიძლიც, უმეტესად კი ამ ორგანოთა დაზიანება შერწყმულად ან ერთმანეთის მიყოლებით იჩენს თავს. რა მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე და რას ურჩევდით ამ შემთხვევაში ჩვენს მკითხველს?

- ღვიძლის დაზიანებაზე მიუთითებს ცუდი თვითშეგრძნება, ზოგჯერ - სიყვითლე, მარჯვენა ფერდქვეშა არის ტკივილი, ქავილი. ეს ნიშნები ძალიან მალე იჩენს ხოლმე თავს. ჰეპატოტოქსიკური ზემოქმედების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი. ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის მდგომარეობას ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით მკურნალობის დროს, რადგან რიფამპიცინი და ამ სქემის სხვა პრეპარატები ძალიან ჰეპატოტოქსიკურები არიან. რიფამპიცინით მკურნალობისას სტომატოლოგთან ვიზიტსაც კი უნდა ერიდოთ, რათა არ მიიღოთ ტრავმა, ჭრილობა, და პირველივე დღეებიდან სვათ ღვიძლის დამცავი პრეპარატები, ვიტამინები.

  • როგორ მოქმედებს ანტიბიოტიკები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე?

- ზემოქმედებას განიცდის ახლომდებარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ღიზიანდება კუჭის, ნაწლავების ლორწოვანი გარსი. ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენაა დისბაქტერიოზი - ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის ბალანსის რღვევა. ნაწლავში არსებული ბაქტერიები აუცილებელია საკვების მონელებისთვის, ვიტამინების შეწოვისა და მათი სინთეზისთვისაც კი. მათი თანაფარდობის დარღვევისას თავს იჩენს მუცლის შებერილობა, შეკრულობა, ფაღარათი. შესაძლოა, საქმე მივიდეს ძალიან საშიშ გართულებამდე - ფსევდომემბრანულ კოლიტამდე, რომელიც სპეციალურ ჩარევას მოითხოვს.

  • როგორ ამოვიცნოთ ეს გართულება?

- ფსევდომემბრანული კოლიტი ვლინდება ტემპერატურის მომატებით და ძალიან ძლიერი დიარეით. ამ დროს საჭიროა ანტიბიოტიკების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაუდებელი დახმარება. თუ დისბაქტერიოზის მსგავსი მოვლენები გაღრმავდა, ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მედიკამენტს მოგიხსნით ან შეგიცვლით.

დისბაქტერიოზისაგან თავის დაცვა შესაძლებელია ეუბიოტიკების დროული დანიშვნით. ეუბიოტიკები პრეპარატებია, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის აღდგენას. არსებობს კიდევ ერთი უბრალო, მაგრამ ეფექტური საშუალება - მაწონი. სწორედ მაწონი და არა რაიმე მსგავსი!

  • კიდევ რომელი სისტემის მხრივ არის მოსალოდნელი გართულება?

- ანტიბიოტიკოთერაპია გავლენას ახდენს სისხლმბად სისტემაზეც. პაციენტი ამ დროს არაფერს უჩივის, გარდა საერთო სისუსტისა და გაურკვეველი უსიამოვნო თვითშეგრძნებისა, და სისხლის ანალიზის გარეშე შესაძლოა დაავადება ვერც კი ამოვიცნოთ.

სისხლის წარმოქმნაზე დამთრგუნველად მოქმედებს ლევომიცეტინი, იგივე ქლორამფენიკოლი, ამიტომ ის ძალიან ფრთხილად, მკაცრი ჩვენებით უნდა დაინიშნოს. არც ერთი სხვა ანტიბიოტიკი ასეთ მძიმე დარტყმას არ აყენებს სისხლმბად სისტემას.

უნდა ვახსენოთ ანტიტუბერკულოზური პრეპარატი რიფამპიცინიც, რომელიც ამცირებს როგორც ერითროციტების, ისე ლეიკოციტების რიცხვს. ეს პროცესი შესაძლოა შეუქცევადიც კი გახდეს. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ამ პრეპარატებით მკურნალობისას სისხლი რეგულარულად ვაკონტროლოთ. სისხლში ცვლილებების გამო ანტიტუბერკულოზური მკურნალობის შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება, ვინაიდან შესაძლოა, ჩამოყალიბდეს წამლის მიმართ რეზისტენტული შტამი. ანტიტუბერკულოზური მკურნალობა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, სრულ განკურნებამდე. გარდა ამისა, რიფამპიცინს აქვს ერთი თვისება: როდესაც მკურნალობა უწყვეტად მიმდინარეობს, ორგანიზმი ეგუება მას და უფრო და უფრო უკეთ იტანს, ხოლო როცა ამ პრეპარატის მიღებას ვწყვეტთ და შემდეგ თავიდან ვიწყებთ, რეაქცია უფრო მძიმეა.

პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები ყველაზე ნაკლებტოქსიკურია, მაგრამ დისბაქტერიოზის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია.

  • კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკების დანიშვნისას?

- პირველ რიგში - ასაკი და ადამიანის საერთო მდგომარეობა. მაგალითად, ორსულისთვის ანტიბიოტიკის დანიშვნა დასაშვებია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მკაცრი ჩვენებით, რისკის სათანადო შეფასებით.

რაც შეეხება ასაკს: რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატების მიღება დაუშვებელია, 18 წლამდე არ ინიშნება ფტორქინოლონები, ვინაიდან ისინი უარყოფითად მოქმედებს ძვლის სტრუქტურასა და ზრდის ფაქტორზე. სამაგიეროდ, ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები ძალიან ეფექტურია ზრდასრული ადამიანისთვის.

უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკების არა მარტო ქიმიური, არამედ ბიოლოგიური ზემოქმედებაც. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს პრეპარატები არღვევენ ადამიანის ბუნებრივ მიკროფლორას. ჩვენს ორგანიზმში მუდმივად სახლობენ მიკროორგანიზმები - ბაქტერიები, სოკოები, რომლებიც ნორმალური იმუნური სტატუსის პირობებში არაფერს გვიშავებენ, ის კი არა, იმუნური სისტემის ტრენირებასაც კი იწვევენ. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ამ მიკროორგანიზმების ნაწილი იღუპება, ნაწილი კი აქტიურდება. ამრიგად, სრულიად არაპათოგენური ან პირობითად პათოგენური ფლორა შესაძლოა ტოქსიკური და პათოგენური გახდეს.

  • არ შეიძლება, არ ვახსენოთ სოკოვანი დაავადება...

- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ძალიან ხშირად აქტიურდებიან სოკოები, რომლებიც კანსა და ლორწოვან გარსებზე ბინადრობენ. ეს უმეტესად გამოიხატება გარეგანი - პირის ღრუს, ფრჩხილების, ტერფის, ხელის თითების კანდიდოზით, მაგრამ არც მძიმე დაავადების - სასუნთქი სისტემის ან ნაწლავთა კანდიდოზის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.

საბედნიეროდ, არსებობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მთელი წყება და როდესაც პაციენტს ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებსაც უნიშნავენ.

კიდევ ერთი: ანტიბიოტიკოთერაპია დაღს ასვამს ადამიანის იმუნურ სისტემას, ამიტომ სასურველია, ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, თუ უკუნაჩვენები არ არის, მივიღოთ იმუნომასტიმულირებელი, იმუნომოდულაციური საშუალებები. ამის მეოხებით ყველა გართულებას თუ არა, მათ 70-80%-ს მაინც ავიცილებთ თავიდან.