/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარმაკოლოგია

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, რძე მიღებულ წამლებზე

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, რძე მიღებულ წამლებზე
წამლის მოქმედება დაფუძნებულია მის ურთიერთქმედებაზე ორგანიზმის მოლეკულებთან. თუ წამალს დავლევთ სხვადასხვა სითხის საშუალებითი, მიმდინარე რეაქციის ხასიათი შეიძლება პრინციპულად შეიცვალოს

.

ალკოჰოლი. ეთილის სპირტი ცვლის უჯრედის მემბრანის შეღწევადობას. ამის ხარჯზე, ყველა წამლის ეფექტი, ისევე, როგორც გვერდითი მოვლენები, გარდა ანტიბიოტიკებისა, ძლიერდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ამით შესაძლებელი იქნება ძვირადღირებული წამლის დოზირების შემცირება. ღვიძლზე დატვირთვა ძლიერდება და ძალიან სწრაფად აღწევს საშიშ ზღვარს.

ლუდი, მათ შორის უალკოჰოლო, შეიცავს ღვიძლის ფერმენტების მოქმედების დამამუხრუჭებელ ნივთიერებებს. ამის გამო წამალი უფრო ნელა გადამუშავდება, რაც ასევე ზრდის დოზის გადაჭარბების რისკს.

არსოდეს შეურიოთ ალკოჰოლი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის ფუნქციონირების მხრივ. კატეგორიულად აკრძალულია ანტიდეპრესანტების მიღება ალკოჰოლით. ამ შემთხვევაში უარყოფითი მოქმედება შეეხება არა მარტო ღვიძლს, არამედ ტვინსაც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გრეიპფრუტის წვენი. ამ წვენის დაყოლება წამალზე კატეგორიულდ არ შეიძლება. ის მოქმედებს ფერმენტ CYP3A4-ზე. ეს ნივთიერება აქტიურია ღვიძლისა და ნაწლავების უჯრედებში. ნაწლავში ფერმენტი წამალს შეწოვაში ეხმარება. გრეიპფრუტის წვენი თრგუნავს  CYP3A4 მუშაობას, რის გამოც, წამალი მუშაობს ნაკლებ ეფექტურად.

გრეიპფრუტის წვენი არღვევს ღვიძლში წამლის მოქმედი ნივთიერების გადამუშავების პროცესს.

შეკითხვა ექიმს
<p>-რომელი დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმში სილიციუმის ნაკლებობა? როგორ მოვამზადოთ კაჟის ქვისგან სილიციუმის შემცველი წყალხსნარი და რა დოზით მივიღოთ პროფილაქტიკის მიზნით, როდესაც არ ვიცით აკლია თუ არა ის ჩვენს ორგანიზმს?</p>

ფერმენტების მუშაობას არღვევს ასევე, ფორთოხალი და ბროწეული.

თავისთავად გრეიპფრუტის წვენი ძალიან სასარგებლოა, მისი რეგულარული მიღებით ქვეითდება ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბება. მაგრამ გრეიპფრუტის წვენის დალევა არ შეიძლება სტატინებთან, ანტიდეპრესანტებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ, ჰორმონალურ პრეპარატებთან ერთად.

რძე- სასარგებლო პროდუქტია. მასში კალციუმის, მაგნიუმის და რკინის იონების დიდი შემცველობაა. სწორედ ეს იონები შეიძლება შეკავშირდნენ ანტიბიოტიკების მოლეკულებთან და დაქვეითდეს მათი წვდომა ორგანიზმისადმი. ამიტომ ანტიბიოტიკების დალევა რძით არ შეიძლება.

რძის შემცველობაში არსებული ფერმენტი ქსანტინოქსიდაზა თრგუნავს ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას. სამაგიეროდ, ტკივილგამაყუჩებლისა და სიცხის დამწევი საშუალებების მიღება რძით სასარგებლოც არის. რძე ამცირებს მათ უარყოფით მოქმედებას კუჭის ლორწოვან გარსზე. ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, D, E, K) ასევე რძის გარემოში კარგად გრძნობენ თავს.

ჩაი- შეიცავს ტანინს. ის ქმნის მჭიდრო კავშირს ბევრ იონთან, ამიტომ ირღვევა რიგი მიკროელემენტების შეწოვა. კერძოდ, ჩაი არ უნდა დავაყოლოთ რკინის პრეპარატებს. ჩაი მსუბუქად ასუსტებს ფერმენტ CYP3A4 მუშაობას, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე გრეიფრუტის წვენი.

ყავას- იგივე ეფექტი ახასიათებს, რაც ჩაის, გარდა ამისა ის შეიცავს კოფეინს. ამ სასმელით ცხადია არ შეიძლება საძილე საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილგამაყუჩებლები უფრო დიდხანს მუშაობს, თუ მას ყავით დავლევთ.

არითმიის საწინაარმდეგო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დასარეგულირებელი და ჰიპოტენზიური საშუალებები არ შეიძლება ყავასთან ერთად მივიღოთ. რადგანაც კოფეინი მაღლა წევს წნევას და აძლიერებს გულისცემას.

ორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები და კოფეინი ღვიძლში ერთიდაიგივე ფერმენტებით გადამუშავდება. ქალის ორგანიზმი, რომელიც ხანგრძლივად იღებს ჩასახვის საწინაარმდეგო საშუალებებს, ნელა გადაამუშავებს კოფეინს, რის ხარჯზეც ყავის ყოველი ფინჯანის მოქმედება ხანგრძლივდება.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე მედიკამენტებთან ერთად გრეიპფრუტის მირთმევა სახიფათოა

რა მივაყოლოთ წამლებს?

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა სახის მედიკამენტები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ
რა სახის მედიკამენტები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალება უნდა შეირჩეს პაციენტის მდგომარეობის, არსებული თერაპიისა და
სრულად
კუჭის მჟავიანობის ეფექტური მარეგულირებლები - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი)
კუჭის მჟავიანობის ეფექტური მარეგულირებლები - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი)
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი) წარმოადგენს მედიკამენტების ჯგუფს,
სრულად
ჰორმონული სპრეის გამოყენება სეზონური ალერგიული რინიტისა და ცემინების დროს
ჰორმონული სპრეის გამოყენება სეზონური ალერგიული რინიტისა და ცემინების დროს
ჰორმონული სპრეი არის ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდი, რომელიც ეფექტურად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას, შეშუპებას,
სრულად
როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული მკურნალობა და როგორ შეარჩევენ ექიმები ანტიბიოტიკებს?
როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული მკურნალობა და როგორ შეარჩევენ ექიმები ანტიბიოტიკებს?
ანტიბიოტიკები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში.
სრულად
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის - ექიმი თამარ მამაცაშვილი სტატინების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის - ექიმი თამარ მამაცაშვილი სტატინების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს
რა განსხვავებაა როზუვასტატინსა და ატორვასტატინს შორის და ზოგადად რის მიხედვით შეარჩევენ ხოლმე სტატინს კონკრეტული პაციენტისთვის?
სრულად
რომელ მედიკამენტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები?
რომელ მედიკამენტებთან ერთად არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები?
რძის პროდუქტებმა, როგორიცაა რძე, იოგურტი და ყველი, შეიძლება შეამცირონ ანტიბიოტიკების შეწოვა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, რძე მიღებულ წამლებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები