/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

როგორ დავიცვათ ღვიძლი - ლივერილი, უნიკალური ფორმულა ღვიძლის ფუნქციათა შესანარჩუნებლად

ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით

- კონსერვანტებით, ნიტრატებითა თუ საღებავებით - გაჯერებულ საკვებს, სვამს წამლებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწევა სიგარეტს, მეტ-ნაკლები სიხშირითა და რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, ეს ყოველივე კი ტოქსინებისა და წიდის წყაროა, რომლებიც დღიდან დღემდე ზღვა რაოდენობით ხვდება ჩვენს სისხლში. ღვიძლი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, ორგანიზმის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. სწორედ აქ მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა, რომლებიც ღვიძლში სისხლის მეშვეობით ხვდება. ღვიძლი ორგანიზმში მოცირკულირე მთელ სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს. ამ ორგანოში წუთში 20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის სიჯანსაღეს.

როდის დიდდება ღვიძლი

ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

• ღვიძლის უჯრედების - ჰეპატოციტების - დისტროფია, ჰეპატიტების, ციროზის, ფიბროზის დროს;

• გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება;

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მუცლის ექოსკოპიამ (კუჭის პრობლემები მაქვს წლებია, პერიოდულად მიმწვავდება და ვმუკრნალობ, ღვიძლზე პრობლემა არასდროს მქონია), ღვიძლზე აჩვენა გაცხიმოვნების ნიშნები და ორი ცალი ჯირკვალი 0.7 სმ, სხვა ორგანოები, ნაღველი პანკრეასი, ელენთა და სხვები წესრიგშია, სითხე მუცლის ღრუში არ არის, ღვიძლის ზომა გადიდებული არაა ამის შემდეგ გავიკეთე ღვიძლის ფუნქციური სინჯები alt 17.5 - n 10-40. alp 58 n &lt;129. ast 16,8 n15 - 40. Ggt - 34 2-30. ბილირუბინი - 0.916 n&lt;1.2 სისხლის საერთო ანალიზშიც ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ერითროციტებია ოდნავ დაბალი 4.48 n4.5-5.9 მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ხანდახან თითქოს უსიამოვნო შეგრძნებასავით მაქვს... რომელიც მენჯისკენ გადაეცამა თითქოს. რამდენად საყურადღებოა აღნიშნული (კუჭზე მკურნალობა დავასრულე კურსი, მქონდა გასტრიტი, და წყლულები).</p>

• ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.

გადიდებული ღვიძლი შეიძლება მუცლის დათვალიერების დროსაც შევამჩნიოთ. ის ხელითაც ისინჯება - ექიმი პალპაციისას შეიგრძნობს გადიდებულ ღვიძლს, ადგენს, რამდენი სანტიმეტრით გამოდის იგი ნეკნთა რკალიდან და როგორია მისი კონსისტენცია. ღვიძლის გადიდებას ადასტურებს მუცლის ღრუს ექოსკოპია.

ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია ცხიმოვანი ჰეპატოზები, შედარებით იშვიათია - ციროზი, სიმსივნე, მეტასტაზებით ღვიძლში. ძალზე გახშირდა ჩ ჰეპატიტი, თუმცა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ამოქმედდა, საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის მას.

ღვიძლში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესებსა და შეგუბებით მოვლენებს თან სდევს ტკივილის შეგრძნება, რომელიც ღვიძლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვით არის გამოწვეული. ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ტკივილი, წესისამებრ, არ იგრძნობა.

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირება

ღვიძლის დაავადებათა სადიაგნოზოდ დღესდღეობით ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია, ლაპაროსკოპია, პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით, იზოტოპური გამოკვლევა. ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ბიოქიმიურ ტესტებს ან ბიოქიმიურ სინჯებს, რომელთაც ხალხში "ღვიძლის ფუნქციებს" უწოდებენ. მათი მეშვეობით განისაზღვრება ბილირუბინი, ALთ და Aშთ, ტუტე-ფოსფატაზა და სხვა. ეს ტესტები არ გახლავთ მკაცრად სპეციფიკური და ზუსტ დიაგნოზს ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ მათი შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობასა და დაავადების სიმძიმეზე. ინფორმაციული და მნიშვნელოვანია ასევე ცილოვანი, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, პიგმენტური და ფერმენტული ცვლის განსაზღვრა.

ცხიმოვანი ჰეპატოზი

ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ცხიმოვანი ინფილტრაცია, სტეატოზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია - არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები გაცხიმოვნებას განიცდის. ჰეპატოზს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:

• ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;

• შაქრიანი დიაბეტი;

• სიმსუქნე;

• დაუბალანსებელი კვება;

• კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;

• ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ზოგიერთი წამლის მიღება.

ჰეპატოზის დროს პაციენტი უჩივის:

• თავის ტკივილს;

• ადვილად დაღლას;

• ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ;

• გულისრევის შეგრძნებას;

• მუცლის შებერილობას;

• ყაბზობას ან დიარეას.

ღვიძლის ციროზი

ღვიძლის ციროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება და იღუპება ღვიძლის უჯრედები, მათ ადგილას კი ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიშობა, რის გამოც დაავადების უკანასკნელ სტადიაში ღვიძლი შეჭმუხნული, დაპატარავებული და გამკვრივებულია. "ციროზი" ყვითელს ნიშნავს - ზუსტად ასეთ შეფერილობას იღებს ღვიძლი დაავადების უკანასკნელ სტადიაში. ამ დროს მას უკვე აღარ ძალუძს თავის ფუნქციათა შესრულება. სტატისტიკის თანახმად, ციროზის შემთხვევათა 50%-ზე მეტს იწვევს ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მიღება, 25%-ს - ვირუსული ჰეპატიტები, ხოლო 25%-ს - სხვა დაავადებები. ციროზი შესაძლოა წლობით შეუმჩნეველი დარჩეს. უსიმპტომო მიმდინარეობა მისი მზაკვრული თვისებაა. შესაძლოა, თანდათანობით თავი იჩინოს ადვილად დაღლამ, საერთო სისუსტემ, უმადობამ, წონის უმიზეზო კლებამ, სიმძიმის შეგრძნებამ, ყრუ ტკივილმა მარჯვენა ფერდქვეშ, სიყვითლემ, კანის ქავილმა, დისპეფსიურმა მოვლენებმა - მეტეორიზმმა, გულისრევის შეგრძნებამ, პირის სიმწარემ და სხვა. პაციენტის დათვალიერებისას შეიმჩნევა წითელი ლაქები მკერდზე, ზურგსა და მხრებზე, ღვიძლისმიერი სისხლძარღვები - ე.წ. ვარსკვლავები, ხელისგულების ერითემა (სიწითლე), გალაქული, ჟოლოსფერი ენა. მუცლის ზედა ნაწილში ვენები ფართოვდება და ჭიპის გარშემო ჩნდება მოლურჯო ნახატი, რომელიც მედუზას თავს ჰგავს. მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, სცვივათ თმა, ქალებს უწყდებათ მენსტრუალური ციკლი. ღვიძლის ციროზი პროგრესირებადი დაავადებაა და სახიფათო გართულებებს იწვევს. შესაძლებელია მისი მხოლოდ შეჩერება, ისიც - მხოლოდ ადრეულ სტადიებში. ჩვენი მიზანია, მკურნალობით შევასუსტოთ სიმპტომები და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ გართულებების პროგრესირება.

ზოგადი რჩევები ღვიძლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის

ღვიძლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

• ცხოვრების ჯანსაღი წესი;

• ფიზიკური აქტიურობა;

• მრავალფეროვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება;

• ბრძოლა ალკოჰოლთან;

• ვირუსული ჰეპატიტების პროფილაქტიკა;

• ქრონიკული ჰეპატიტებისა და ნაღვლის შეგუბებით მიმდინარე დაავადებების დროული მკურნალობა.

ლივერილი - უნიკალური ფორმულა ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

ლივერილი წარმოადგენს ვიტაბიოტიქსის მიერ წარმოებულ ბუნებრივ პრეპარატს - მინერალების, ვინამინების, ამინომჟავებისა და არტიშოკის ექტრაქტის კომბინაციას. იგი რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისა და ნორმალური მონელების ხელშეწყობისთვის.

ლივერილის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპონენტები:

სილიმარინი, რომელიც წარმოადგენს ფლავონიდების კომპლექსს.

ფლავონოიდები იცავენ ღვიძლს ტოქსიური ნივთიერებების, ალკოჰოლის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. სილიმარინი ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე (ჰეპატოპროტექტორული მოქმედება). შედეგად ძლიერდება ნაღვლის წარმოქმნა.

სილიმარინს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

აუმჯობესებს კანის საფარველის მდგომარეობას ღვიძლის დაავადებების დროს.

სილიმარინი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რადგან ნაღვლის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ცხიმების სრულ მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ორგანიზმის მიერ ოპტიმალურ ათვისებას.

L-კარნიტინი - გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ზრდის საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას კუჭიდან და ნაწლავებიდან, აძლიერებს მათ გარდამქმნელ მოქმედებას, რომლის შედეგადაც უმჯობესდება საჭმლის შეთვისება და ცხიმების დაშლა.

ააქტიურებს ღვიძლში ლეციტინის წარმოქმნას და ხელს უშლის ცხიმის ჩალაგებას.

ქოლინი - წარმოადგენს B ვიტამინის მსგავს ნაერთს, რომელიც აუცილებელია ღვიძლისთვის,

ინოზიტოლი - იგივე ვიტამინი B8.

-მონაწილეობს ორგანიზმში ცხიმების ცვლაში.

-აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.

-ღვიძლს, კანს და თმებს იცავს დაავადებებისგან.

-ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

-ხელს უშლის სისხლძარღვების კედლების სისუსტეს.

-აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ვიტამინი B8-ის დეფიციტს იწვევს ალკოჰოლი და კოფეინი, რომლებიც ანადგურებენ ინოზიტს.

აცეტილცისტეინი, ბუნებრივი ამინომჟავა - ანტიოქსიდანტური საშუალებაა.

შეუძლია დაიცვას უჯრედი დაზიანებისაგან და ამჟღავნებს ციტოპროტექტორულ აქტივობას.

არტიშოკი - შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს.

უძველესი დროიდან ეს კულტურა გამოიყენება პოდაგრისა და სიყვითლისაგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.

არტიშოკი არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება.

არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ რესურსებს და ეხმარება მას ძალების აღდგენაში.

არტიშოკი ანეიტრალებს ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების შედეგად ორგანიზმში არსებულ მავნე ნივთიერებათა მოქმედებას.

L --გლუტათიონი - მისი ნაკლებობა ნაადრევ დაბერებას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ორგანიზმში ტოქსინების წარმოქმნას იწვევს. გლუტათიონი ორგანიზმში მოქმედებს უჯრედულ დონეზე და როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩ და E ვიტამინების რეგენერაციას ახდენს;

გლუტათიონი სასიცოცხლო ორგანოებიდან კანცეროგენებს, მძიმე მეტალებს და უჯრედის ბუნებრივ ნარჩენებს გამოდევნის.

ლივერილი მიიღება 18 წლიდან, 2 აბი დღეში ძირითადი კვების დროს.

კომენტარები (1)
იზა
სად შეგვიძლია შევიძინოთ ეს წამალი ან თუ არის შესაძლებელი ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება
თარიღი : 17-02-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ
ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ
კვების მართებული რეჟიმი, სწორად შერჩეული საკვები, მისი სათანადო ათვისება და მონელება განსაზღვრავს ბავშვის ნორმალურ, ფიზიოლოგიურ ზრდა-განვითარებას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ დავიცვათ ღვიძლი - ლივერილი, უნიკალური ფორმულა ღვიძლის ფუნქციათა შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები