ქავილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქავილი

ქავილის მექანიზმები გამოწვლილვით ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ. არც თავის ტვინში უპოვიათ მისი მარეგულირებელი ცენტრი. შესაბამისად, ამ შეგრძნების კონტროლი დღემდე პრობლემად რჩება, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქავილი დაავადება არ არის; ის სხვა, გაცილებით სერიოზული პრობლემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

ქავილი, ისევე როგორც ტკივილი, თავდაცვითი მექანიზმია. ის თავიდან გვაცილებს საფრთხის შემცველ არსებებსა და ნივთიერებებს. მაგალითად, მწერის შეხებისას ადამიანი უმალვე გრძნობს ქავილს და ერიდება ბუზებს, კოღოებს, ტკიპებს, ტილებს.

პრურეცეპტორები

კარგა ხანს ქავილს ტკივილის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდნენ. დღეს სხვა მოსაზრებაა მიღებული. 1997 წელს მეცნიერთა ჯგუფმა მარტინ შმელზის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ქავილის რეცეპტორები - პრურეცეპტორები, რომლებიც ტკივილის ნოციცეპტორების ერთ-ერთ ქვესახეობას წარმოადგენს. ისინი სპეციალიზებულნი არიან სხეულის ძალიან მცირე უბნებზე სპეციფიკური რეაქციების აღსაქმელად და თუ ტკივილის რეცეპტორები ტკივილის მიზეზისგან მოცილების რეაქციას იწვევენ, პრურეცეპტორები გაღიზიანებული ადგილის მოქავების სურვილს ბადებენ.

ქავილი თავში იბადება

ყველამ იცის, რომ ნებისმიერ შეგრძნებაზე, მათ შორის - ქავილზეც, ტვინია პასუხისმგებელი. ზოგჯერ შესაძლოა არც არსებობდეს ქავილის მიზეზი, ტვინიდან კი მაინც ეგზავნებოდეს ხელებს რომელიმე უბნის მოქავების სიგნალი.

მოქავებისას უკუკავშირის გზით ტვინისკენ იგზავნება საპასუხო ნეირონული სიგნალი, რომელიც პირველ რეფლექსს ახშობს.

ქავილი ტკივილით იმართება

ქავილი შეიძლება იმართოს ტკივილით. როდესაც ადამიანი იქავებს სხეულს, ამით იგი უმნიშვნელო ტკივილს აყენებს თავს, ეს ტკივილი კი ქავილს დროებით თრგუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი და ქავილი სხვადასხვა შეგრძნებებია, მათ მოქმედების ერთნაირი მექანიზმი აქვთ, რომელთა გაშვების დროსაც ტკივილი პრიორიტეტულია.

ქავილს მრავალი მიზეზი აქვს

იმ ნივთიერებათა სპექტრი, რომელთა ზემოქმედებაც ქავილს იწვევს, საკმაოდ ფართოა. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, ჰისტამინი. ცნობილია სხვადასხვა ტიპის ქიმიურ გამღიზიანებელთა 15 ჯგუფი, რომლებიც პრურეცეპტორებს აღიზიანებს.

ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კანის დაავადებებია: მუნი, პედიკულოზი, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი. ძლიერ ქავილს იწვევს სოკოვანი ინფექციები, სებორეა, ეგზემა და სხვა. ყველა ამ დაავადებას თავისი ხილული სიმპტომებიც აქვს, ამიტომ დიაგნოზის დასმა ადვილია და დერმატოლოგებისთვის მათი მკურნალობა სირთულეს არ წარმოადგენს.

არსებობს ქავილი ხილულ გამოვლინებათა გარეშე, რომელსაც ქიმიური, მექანიკური თუ ტემპერატურული გამღიზიანებლები იწვევს. მისი მკურნალობისას მთავარი სირთულეა კონკრეტული გამღიზიანებლის დადგენა, რათა მასთან კონტაქტი აღმოიფხვრას და ქავილმაც გაიაროს.

ქავილის ეგზოტიკური ფორმები

  • არსებობს ქავილის ეგზოტიკური ფორმები, რომლებიც ვლინდება დედამიწის ზედაპირიდან 8-10 კმ სიმაღლეზე ასვლისას.
  • სეზონურია ქავილი, რომელიც წელიწადის განსაზღვრულ დროს წარმოიშობა.
  • ხანში შესულთა ქავილი ვლინდება 60-70 წლის შემდეგ.
  • ზოგჯერ ქავილი წარმოიშობა წყალში ღრმად ჩასვლისას. ის კესონური ქავილის სახელწოდებითაა ცნობილი.

კანის ქავილის ტიპები

  • დერმატოლოგიური - ფსორიაზის, ეგზემის, მუნისა და ჭინჭრის ციების დროს;
  • სისტემური - შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელი) დაზიანებისას;
  • ნევროგენული - ახასიათებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიებს;
  • ფსიქოგენური;
  • შერეული.

ქავილის გამომწვევი დაავადებებია:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, აქილია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • სიყვითლით მიმდინარე ღვიძლის დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • თირკმელების მრავალფუნქციური უკმარისობა;
  • ფსიქოლოგიური დაავადებები (ფსიქოგენური ქავილი);
  • ჰელმინთოზები;
  • სისხლის დაავადებები - ლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი;
  • შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი წარმონაქმნები;
  • სკლეროზი;
  • ენდროკრინული დარღვევები.

ტკივილგამაყუჩებლები ქავილს აძლიერებს

ბევრს ჰგონია, რომ თუ ძლიერი ქავილის დროს ტკივილგამაყუჩებელს მიიღებს, ამით უსიამოვნო შეგრძნებას დათრგუნავს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგჯერ პირიქითაც კი ხდება. თუმცა არსებობს სპეციალური ნივთიერებები, რომელთა კონტროლირებული დოზებით გამოყენება ქავილს აქრობს. ასეთია ზოგიერთი სახეობის მწარე წიწაკაში აღმოჩენილი ნივთიერება კაპსაცინი, რომელსაც იყენებენ ზოგიერთი ქრონიკული ტიპის ქავილის შესაკავებლად.