/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

რა უნდა გაითვალისწინოთ გაზქურის შეძენისას

დიასახლისთა უმრავლესობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სამზარეულო კომფორტულად ჰქონდეთ მოწყობილი და მოხერხებული გაზქურა ედგათ.

დღეს ბაზარზე ამ ნივთის ფართო არჩევანია. თანამედროვე მოდელების უმრავლესობა ნამდვილად სრულყოფილია და მრავალმხრივ აღჭურვილი. თუ უპირატესობას ელექტროქურებს ანიჭებთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

ელექტროქურებს განსაკუთრებული ფუნქციები აქვთ, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ: ბავშვებისგან დაცულობა, ელექტრონული მართვა მეხსიერებითა და ტაიმერით, ჰაერღუმელი ორმაგი მინითა და რამდენიმე სახის გრილით (შესაწვავი მოწყობილობით).

კომპლექტში შეიძლება შედიოდეს ცხობისთვის საჭირო ფორმების ნაკრები, ასაწყობი მოწყობილობა სამზარეულო ნივთების შესანახად. ძვირად ღირებულ მოდელებს მოჰყვება ჭურჭელი, რომელიც სწორედ ამ ქურაზე საკვების მოსამზადებლად არის განკუთვნილი.

მოსახარში ხაზი: რომელი უფრო მოხერხებულია?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხვადასხვა ტიპის ელექტროქურები იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ როგორ არის ორგანიზებული გაცხელების სისტემა - გამაცხელებელი ადგილი ანუ გამაცხელებელი ზედაპირი.

თუჯის სადგამები. ჯერ კიდევ ათი წლის წინ გამოჩნდა თუჯის ბრტყელი, ბლინის ფორმის სადგამი და აქამდე პოპულარულია. თუმცა მის გახურებასა თუ გაგრილებას დიდი დრო მიაქვს. სამაგიეროდ, დღემდე უსაფრთხოდ მიიჩნევა.

მინაკერამიკული. მინაკერამიკული ზედაპირი მოხერხებულია თავისი სიგლუვის გამო, ის სწორია და ჭურჭელი თანაბარ ზედაპირზე არ მოძრაობს, თუ შემთხვევით ხელს გაჰკრავთ, გადმოვარდნის საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ თუ თვალს მოაშორებთ თქვენს "კულინარიულ შედევრს", ქურის გლუვი ზედაპირიდან ის შეიძლება პირდაპირ იატაკზე გადმოვიდეს.

მინაკერამიკა სწრაფად ხურდება, რადგან გამაცხელებელი ელემენტები თბოიზოლაციურ მასალაშია მოთავსებული და სიმხურვალე მათგან მხოლოდ ზემოთ, ჭურჭლისკენ მიემართება. მისი გაწმენდა გაცილებით იოლია, ვიდრე ჩვეულებრივი სადგამებისა. მაგრამ ასეთი მოდელი გაცილებით ძვირად ღირებულია და განსაკუთრებული ქვაბებისა და ტაფების შერჩევას მოითხოვს, რომელთაც თანაბარი ძირი აქვთ.

კომბინირებული. თუ გაზიფიცირებულ სახლში ცხოვრობთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ გაზისა და ელექტროქურის კომბინირებული მოდელი, სადაც ერთ ზედაპირზე ორივე სახის სადგამებია.

სადგამები: ჰალოგენი თუ ინდუქცია?

მინაკერამიკულ ქურებზე სხვადასხვა სახის სადგამებს აყენებენ:

1. ჩვეულებრივ სპირალურ სადგამებს;

2. ჰალოგენურებს. ისინი ჰალოგენური ნათურების ზემოქმედებით ხურდება 10-12 წამის განმავლობაში და გამორთვის შემდეგ ასევე სწრაფად უბრუნდება ოთახის ტემპერატურას;

3. ინდუქციურებს. ისინი ელექტრომაგნიტური ველის საშუალებით ხურდება, მხურვალების საჭირო დონეს ძალიან მალე აღწევს და ამასთან, შესწევს უნარი, სწრაფად არეგულიროს ტემპერატურა.

ინდუქციური სადგამების წყალობით პატარა სამზარეულოც კი სასწაულებრივი გვეჩვენება: ქურის ზედაპირზე ჩაიდანი დუღს, მაგრამ შეეხები თუ არა ქურის ზედაპირს გვერდიდან, აღმოაჩენ, რომ ის... ცივია. თუნდაც წვნიანი გადმოგივიდეთ, ლოდინი საჭირო არ არის - შეგიძლიათ, მაშინვე მოსპოთ უსიამოვნო კვალი ზედაპირზე. თუმცაღა ასეთი ქურები საკმაოდ მომთხოვნია ჭურჭლის მიმართ: გაცხელების ინდუქციური მეთოდი მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ თქვენს ქვაბებსა და ტაფებს თუჯის ან ფოლადის დამაგნიტებული ძირები აქვს.

ყველა სადგამი მრგვალი არ არის. ამოზნექილ, ამობურცულ სადგამებზე შეგიძლიათ დადგათ თევზისა თუ იხვის შესაწვავად განკუთვნილი წაგრძელებული ოვალური ტაფები. სადგამების დიამეტრი ჭურჭლისას უნდა დაემთხვას. სწრაფი გახურების სადგამები საჭირო ტემპერატურის მიღწევისას სითბოს მიწოდებას ამცირებს, თუმცა მოცემულ რეჟიმს ინარჩუნებს.

ავტომატური სადგამები განსაზღვრავს ადუღების მომენტს და წყვეტს გახურებას. სადგამები, რომლებიც "არკვევს" ჭურჭლის რაგვარობას, ზედაპირს მხოლოდ მაშინ ახურებს, როცა მასზე ქვაბი ან ტაფა იდგმება.

ქურის შეძენის დროს იკითხეთ:

1. როგორ იწმინდება ჰაერღუმელი არჩეულ ელექტროქურაში. თანამედროვე ქურებისთვის არსებობს გაწმენდის ორი ხერხი:

პიროლიზი. ჰაერღუმელი მაქსიმალურ ტეპერატურაზე ხურდება და ცხიმის ყველა ნარჩენი უბრალოდ გამოიწვება, რის შემდეგაც ისინი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს. თუმცა გამოწვის დროს სამზარეულოში უსიამოვნო სუნი დგება. ასეთი ქურები იმ შენობაში გამოდგება, სადაც მძლავრი გამწოვია დამონტაჟებული.

კატალიზაცია. ჰაერღუმელის ზედაპირს სპეციალური მინანაქრით ფარავენ, რომელიც ცხიმს არ იწვავს. მისი გაწმენდა მხოლოდ ჩვრითაც შეიძლება. სამწუხაროდ, 6-7 წლის ექსპლუატაციის შემდეგ ასეთი ზედაპირები შესამჩნევად კარგავს თავდაპირველ თვისებებს.

2. გახურების როგორი რეჟიმი აქვს ქურის შერჩეულ მოდელს. წესისამებრ, სთავაზობენ ორმაგს, ზემოდან და ქვემოდან გახურების რეჟიმის მქონეს, კონვექციურს და ინფრაწითელს. თუ ჩვეულებრივი კერძების მომზადება გაქვთ დაგეგმილი, თქვენთვის სავსებით საკმარისი იქნება ორმაგი გახურების და, რა თქმა უნდა, გრილის ფუნქციის მქონე ქურა ფრინველისა და თევზის შესაწვავად.

3. არის თუ არა ნარჩენი სითბოს ინდიკატორი მინაკერამიკულ ზედაპირზე. ის დაგეხმარებათ დაინახოთ, ზედაპირის რომელი ზონა არ გაგრილებულა, რათა არ დაიწვათ ან სწრაფად გააცხელოთ გაგრილებული კერძი. სადგამის გახურების ავტომატური გამორთვის ფუნქციას ინფრაწითელი მრიცხველი არეგულირებს. თუ ქურას ეს ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: საკვები არ გადაიხარშება და არ გადმოვა - ელექტრონული მრიცხველი თვითონვე გამოურთავს ქურას ადუღებულ კერძს.

კომენტარები (1)
ნანა
მინდა ასეთი გაზქურა
თარიღი : 20-02-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენიმე რჩევა იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად

როგორ მოვიშოროთ თავიდან კანალიზაციის უსიამოვნო სუნი
სრულად
ჯანსაღი კვება და ქართული სამზარეულო
ჯანსაღი კვება და ქართული სამზარეულო
ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა. მრავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება, როგორც უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის.
სრულად
ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვისას

გაყიდვების სეზონზე ძალიან ადვილია თავის დაკარგვა და ძალიან ძნელი – ყველაფრის ყიდვის სურვილის დათრგუნვა.
სრულად
რამდენად ხშირად უნდა მოწმინდოთ  იატაკი ტუალეტსა და აბაზანაში?

ტუალეტი და აბაზანა ის ადგილებია, სადაც ჰიგიენა განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
სრულად
საწებლის მომზადება ზაფხულიდან იწყება
საწებლის მომზადება ზაფხულიდან იწყება
გთავაზობთ რამდენიმე საწებლის რეცეპტს:
სრულად
დავივიწყოთ მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევები
დავივიწყოთ მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევები
ადამიანები მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას გამუდმებით ცდილობენ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა უნდა გაითვალისწინოთ გაზქურის შეძენისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები