რამდენიმე რჩევა იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენიმე რჩევა იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად

ალბათ ეს ყველა დიასახლისს მოსვლია: დაალაგეთ სახლი, დააწკრიალეთ სამზარეულო, ყველაფერი მოაწესრიგეთ, მაგრამ უსიამოვნო სუნი ვერაფრით მოიშორეთ. ეს სუნი კანალიზაციის მილებიდან ამოდის. მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ყველანაირად უფრთხილდებიან სამზარეულოს ნიჟარას, საჭმლის ნარჩენები მაინც ხვდება მილში, შემდეგ ლპება და უსიამოვნო სუნიც სწორედ ამიტომ დგება.

თუ ჩვენს რჩევებს მიჰყვებით, ამ პრობლემის მოგვარება არ გაგიჭირდებათ.

  • ლომონი და სოდა

ეს ორი ინგრედიენტი ყველა სამზარეულოში მოიძებნება.

თითო ჭიქა ლიმონის წვენი და სოდა შეურიეთ ერთმანეთს, ჩაასხით ნიჟარაში, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და ერთი წუთის განმავლობაში ჩარეცხეთ ცივი წყლით.

  • სოდა და ძმარი

სანტექნიკის ექსპერტები გვირჩევენ, მსგავსი პრობლემის დროს არ ვიხმაროთ ძლიერი ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც მაღაზიები გვთავაზობენ. ეს საშუალებები ძალიან ეფექტურია, თუმცა ვნებს არა მარტო თქვენს მილებს, არამედ აბინძურებს გარემოსაც. არსებობს პრობლემის მოგვარების ბუნებრივი და სრულიად უსაფრთხო მეთოდი – ლიმონი და ძმარი.

ნახევარი ჭიქა სოდა ჩაყარეთ ნიჟარაში, დაასხით ძმარი, ამ ნივთიერებს შორის დაიწყება რეაქცია. დააცადეთ ხუთი წუთი, შემდეგ მოუშვით ცხელი წყალი დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. თუ სუნი არ გაქრა, ეს პროცედურა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.

  • ლიმონი და ძმარი

გაყინული ლიმონი და ძმარი დაგეხმარებათ მილების სუფთად შენახვაში. ეს წმენდის სამმაგად ეფექტური საშუალებაა. ყინულის კუბები ნელ-ნელა დადნება, რაც გამოიწვევს სასიამოვნო არომატს, სანამ დადნება, ყინული შეაღწევს ცხიმის ნებისმიერ, ძნელად მისადგომ გროვასთან, ძმარი კლავს მავნე ბაქტერიებს, ლიმონის უხეში კანი კი მილების წმენდას შეუწყობს ხელს. ნატურალური ციტრუსის წვენი მშვენიერ სურნელს გაუშვებს.

მომზადება: პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი ჩაყარეთ ყუნულის კონტეინერში, დაასხით ძმარი და გაყინეთ. თითო კუბი რამდენიმე დღეში ერთხელ მოათავსეთ ნიჟარაში და ჩარეცხეთ ცივი წყლით.

ეცადეთ, სანამ გასარეცხ ჭურჭელს ნიჟარაში ჩაალაგებთ, ჯერ გაასუფთავოთ ნაგვისგან. თუ ამას ჩვევად გაიხდით, მილის გაჭედვა და უსიამოვნო სუნი ისე ხშირად აღარ შეგაწუხებთ.

  • როგორ გავასუფთაოთ აბაზანის ფილები ეფექტურად

აბაზანა ყოველთვის ძალიან სუფთა უნდა იყოს. სწორედ მის სისუფთავეზეა დამოკიდებული ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სისუფთავის დაცვას ათასგვარი ქიმიური საშუალებით, თუმცა, ხშირად, ამით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ჯანმრთელობას, ვიდრე სარგებელს.

ქიმიური სარეცხი საშუალებების ბოლომდე ჩამორეცხვა შეუძლებელია და ტოქსიკური ნივთიერებები თავის საქმეს შეუმჩნევლად აკეთებენ. გთავაზობთ ყველაზე იაფ და, რაც მთავარია, უსაფრთხო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ აბაზანაში სისუფთავის დაცვაში.

* დაგჭირდებათ 1/4 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, 1 ჩაის კოვზი თხევადი საპონი, 1 ჭიქა სოდა.

შეურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი ბოთლში. დაასხით სითხე სველ ღრუბელს და გადაუსვით ჭუჭყიან ზედაპირს. თუ კაფელი ძალიან ჭუჭყიანია, წაუსვით ეს მასა და გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამორეცხეთ.

აბაზანაში სისუფთავე დიდი ხნით რომ შეინარჩუნოთ, აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის წყალი და ძმარი და შეასხურეთ კაფელს კვირაში რამდენჯერმე.

  • როგორ ავითვისოთ სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ სივრცე – რისი შენახვა არ ღირს ამ ადგილას

კარადა ნიჟარის ქვეშ დიასახლისების ერთგვარი საკუჭნაოა.

პროფესიონალი დამლაგებლები გვირჩევენ, სამზარეულოს დალაგება სწორედ აქედან დავიწყოთ. ასევე ამბობენ, რომ ჯობს ეს ადგილი მხოლოდ სამზარეულოს წმენდისთვის განკუთვნილ ინვენტარს დავუთმოთ. ასე ეს სივრცე ბევრად მოწესრიგებული გექნებათ.

ამ ადგილზე არ ღირს ნაგვის პაკეტების, ან სარეცხის მანქანის ტაბლეტების შენახვა, მათ სხვა ადგილი მიუჩინეთ.

აგრესიული ქიმიური საწმენდი საშუალებები უნდა მოაშოროთ ისეთ ადგილებს, რასაც შეიძლება ბავშვის ხელი მისწვდეს.

ადვილად აალებადი ნივთებიც საშიშია და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ამიტომ მათი ადგილი სამზარეულოში და თან ნიჟარის ქვეშ – ნამდვილად არ არის.

ჩაის ტილოები და ქაღალდის ხელსახოცები საფრთხილო ნივთებია, რომელთა შენახვაც ნიჟარის სიახლოვეს ერთი შეხედვით ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ნოტიო გარემოში ის აუცილებლად დაზიანდება.

იმავე მიზეზით არ გირჩევთ აქ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების განთავსებას. არც წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა არის ამ ადგილას შესანახი. უმჯობესია, მათ სხვა ადგილი მოუძებნოთ.

იმისათვის კი, რომ ეს ადგილი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ, გამოიყენეთ ორგანაიზერი და წყალგაუმტარი ფარდაგი, რაც ხელს შეუშლის ობის წარმოქმნას.

  • 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა სააბაზანოში

ყოველი დღე სააბაზანოთი იწყება. იქაური ატმოსფერო თქვენდაუნებურად ახდენს გავლენას თქვენს ენერგიასა და გუნება-განწყობაზე. სააბაზანო სათანადო ფერებითა და განათებით დილის განწყობას უნდა ეხამებოდეს. კომფორტულიც უნდა იყოს, რათა მასში საქმიანობამ ზედმეტი დრო და ენერგია არ წაგვართვას.

წარმოგიდგენთ სააბაზანოს 5 ყველაზე გავრცელებულ ხარვეზს, რაც მას მოუხერხებელსა და დამღლელს ხდის.

1. მკრთალი შუქი

როგორც წესი, სააბაზანოში ერთი ცენტრალური ნათურა გვინთია. ხშირად ეს საკმარისი არ არის – ასეთ განათებაზე რთულია პარსვა, მაკიაჟის გაკეთება, სარკეშიც ვერ ხედავთ თავს სრულყოფილად.

ყველაზე მარტივი სინათლის გაძლიერება იქნება. 4,5 კვმ ფართობის სანიტარულ წერტილზე საჭიროა 2 ცალი 60-ვატიანი ნათურა ან 9-ვატიანი დიოდური ნათურები.

2. არასაკმარისი შესანახი ადგილი

ტიპურ ბინებში სააბაზანო საკმაოდ პატარაა და ხშირად არ არის უზრუნველყოფილი საჭირო სათავსოთი. ჰიგიენის ნივთები და სარეცხი ყველას დასანახად მოჩანს, რაც უწესრიგობას ქმნის.

ეცადეთ, ჩვეულებრივი ნიჟარა კარადიანი ნიჟარით შეცვალოთ (როგორც სამზარეულოშია), ხოლო სარკე – სარკიანი კარადით. თუ დამატებითი ადგილი გაქვთ, ისიც კარადებით შეავსეთ. მასალად აკრილი, მდფ ან პვც შეარჩიეთ.

შესანახ ადგილად კარიც გამოიყენეთ – მასზე ჯიბეების მსგავსი საკიდები დაამაგრეთ, რაშიც ბევრი რამის შენახვა შეიძლება.

3. ქაოსის შეგრძნება

გავცელებული შეხედულებით, სააბაზანო ოთახი არ არის, უბრალო სანიტარული წერტილია. ამიტომ მის დიზაინსა და მოწყობაზე ნაკლებად ვიწუხებთ თავს. არადა, აბაზანასაც ისევე სჭირდება მოხდენილად მილაგება, როგორც სამზარეულოს ან საძინებელს. ერთი შეხედვით ის ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს და არა ქაოსურად.

მოავლეთ თვალი სააბაზანოს. რა მოგხვდათ თვალში ცუდად? ალბათ, კოსმეტიკისა თუ ჰიგიენური საშუალებების ჭრელაჭრულა ბოთლები და ქილები, ასევე პირსახოცები, რომელთა ფერი ყოველთვის არ ეხამება ინტერიერს. გაიხსენეთ დახვეწილი სასტუმროების სააბაზანოები: იქ პირსახოცები ძირითადად თეთრია, აქსესუარებიც ერთიან, ღია ფერთა გამაშია წარმოდგენილი. მიბაძეთ მათ – ტექსტილი, ეცადეთ, ერთი ფერისა გქონდეთ, შამპუნები კი ან კარადაში შეინახეთ ან სპეციალურ კონტეინერში გადაიტანეთ, რომელიც აბაზანის აქსესუარად გამოდგება.

4. სრიალა აბაზანა

სააბაზანო უთუოდ უსაფრთხო უნდა იყოს. არ შეიძლება შხაპს იღებდე და ფეხის მოცურების გეშინოდეს, მით უმეტეს, თუ სახლში ბავშვებიც არიან. აუცილებლად იქონიეთ რეზინის თხელი საფენი. მათი არჩევანი ძალიან დიდია და შესაფერის დიზაინს იოლად იშოვით.

5. ცივი იატაკი

სააბაზანოებში, სადაც იატაკქვეშა გათბობა არ არის, იატაკი ძალიან ცივია. ეს ოთახის ტემპერატურაზეც ახდენს გავლენას, რაც ზამთარში არც ისე სასიამოვნოა. ამიტომ ფუმფულა საფენები გამოიყენეთ. თუმცა სპეციალური მასალა უნდა შეარჩიოთ, რომელიც სწრაფად შრება. თანაც მეორე მხარე რეზინის უნდა ჰქონდეს, რომ არ გაცურდეს.

ეს ხუთივე ხარვეზი ძალიან ადვილი გამოსასწორებელია. თუ რომელიმე მათგანი თქვენც გაწუხებთ, ერთი შაბათ-კვირა მის მოსაგვარებლად სრულად საკმარისი იქნება.