/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

რეზუსსენსიბილიზაცია და რეზუსკონფლიქტი

რეზუსსენსიბილიზაცია  და  რეზუსკონფლიქტი
შესაძლოა, ადამიანმა ცხოვრება ისე განვლოს, რომ თავისი სისხლის ჯგუფი არც კი იცოდეს. სამწუხაროდ, ასე ცოტას თუ უმართლებს. დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას

ავადმყოფობის ისტორიასა თუ სხვა სამედიცინო დოკუმენტებში ადრე თუ გვიან უხდება RH(+) ან RH(-) ჩანაწერებთან შეხვედრა. სასურველია, ასეთი ინფორმაციისთვის ყველა წინასწარ მოემზადოს, მით უმეტეს, თუ ბავშვის გაჩენას აპირებს.

რა არის პრობლემის თავიდათავი? სწორედ ამაზე გვესაუბრება ექიმი გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.

  • რას ნიშნავს რეზუსფაქტორი და რას უქადის ორსულს რეზუსკონფლიქტი?

- ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეთნიკური კუთვნილებისა და გენეალოგიისა, წითელი სისხლი აქვს, მაგრამ ეს ცოცხალი ქსოვილი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ერთნაირი. ამ განსხვავებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულებისთვის.

რეზუსფაქტორი, სხვაგვარად - რეზუსანტიგენი, წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ერითროციტების ზედაპირზეა განლაგებული. რეზუსანტიგენი ერთგვარი ამოსაცნობი ნიშანია იმუნური სისტემისთვის, თავისებური პირადობის მოწმობა. ზოგიერთ ადამიანს ის აქვს (ასეთი ადამიანის სისხლს რეზუსდადებითს უწოდებენ, რაც შემოკლებით ასე აღინიშნება - RH(+)), ზოგიერთს კი - არა (შესაბამისად, მათი სისხლი რეზუსუარყოფითია, შემოკლებით - RH(-)). დედამიწის მოსახლეობის 75%-ს რეზუსდადებითი სისხლი აქვს, 25%-ს - რეზუსუარყოფითი.

ორსულობისას რეზუსკონფლიქტი მხოლოდ მაშინ არის მოსალოდნელი, თუ რეზუსუარყოფითი დედის ნაყოფმა მამის რეზუსანტიგენი მიიღო, თუმცა კონფლიქტი ყოველთვის არც ამ შემთხვევაში იჩენს თავს.

  • როგორ გადაეცემა რეზუსფაქტორი მემკვიდრეობით? შეიძლება თუ არა, უარყოფითი რეზუსის მქონე მშობლებს რეზუსდადებითი შვილი გაუჩნდეთ და პირიქით? რა ხდება, როცა მშობლებს სხვადასხვა რეზუსის სისხლი აქვთ?

შეკითხვა ექიმს
<p>-24 მაისს მქონდა დაუცველი სექსი. 14-18 მაისს მქოდა მენსტრუაცია. რამდენად დიდი შანსია დაურსულების. მადლობა</p>

- სისხლი რეზუსდადებითი იქნება თუ რეზუსუარყოფითი, დამოკიდებულია გენების კომბინაციაზე, რომელსაც მშობლებისგან ვიღებთ. თუ ორივე მშობელს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს, შვილი რეზუსუარყოფითი იქნება. თუ ორივე მშობელი რეზუსდადებითია, მათ შეიძლება გაუჩნდეთ როგორც რეზუსდადებითი, ისე რეზუსუარყოფითი შვილი. ეს მშობლების გენოტიპზე გახლავთ დამოკიდებული. თუ დედას აქვს RH(-), ხოლო მამას - RH(+) სისხლი, ბავშვს მემკვიდრეობით ნებისმიერი მათგანი შეიძლება გადაეცეს. თუ ნაყოფმა დედისგან უარყოფითი რეზუსი მიიღო, არაფერია საშიში, ხოლო თუ დადებითი რეზუსის მატარებელი აღმოჩნდა, წარმოიშობა რეზუსკონფლიქტი.

  • რას ნიშნავს რეზუსსენსიბილიზაცია და პირველივე ორსულობისას იჩენს თუ არა თავს ეს პრობლემა?

- სტატისტიკური მონაცემებით, ქალების დაახლოებით 15-20%-ს რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის შემდეგ სისხლში რეზუსანტისხეულები - რეზუსფაქტორის საწინააღმდეგო იმუნური სხეულები აღმოჩნდება. ამას რეზუსსენსიბილიზაციას უწოდებენ. სენსიბილიზებული ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვინაიდან ანტისხეულებმა შესაძლოა ნაყოფზე უარყოფითად იმოქმედოს. ასეთი რამ არცთუ იშვიათია და დედისა და ნაყოფის რეზუსშეუთავსებლობით გახლავთ განპირობებული.

  • თვით რეზუსშეუთავსებლობა რისი ბრალია?

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ და როგორ დგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი
რეზუსშეუთავსებლობა და ჰემოლიზური დაავადება

- საქმე ის არის, რომ ნაყოფის ერითროციტები დედის სისხლში ხვდება. როდესაც რეზუსუარყოფით დედას რეზუსდადებითი ნაყოფი ჰყავს, რეზუსანტიგენი, რომელიც ნაყოფის ერითროციტებზეა განლაგებული, დედის იმუნურ სისტემას "არასწორი პირადობის მოწმობის" მაუწყებელ სიგნალს აძლევს. ამის გამო დედის იმუნური სისტემა ნაყოფის ერითროციტებს უცხოდ მიიჩნევს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც გადის პლაცენტას და ბავშვის ერითროციტებს შლის.

  • როდის შეიძლება განვითარდეს რეზუსკონფლიქტი?

- რეზუსკონფლიქტი მოსალოდნელია:

  1. თუ წინა ორსულობა შეწყდა 8 კვირის შემდეგ;
  2. ქალს გადაესხა სისხლი რეზუსფაქტორის გაუთვალისწინებლად (დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია);
  3. უფროს შვილს აქვს RH(+) სისხლი.
  • რა ხდება პირველი ორსულობის დროს? როგორია ანტისხეულების წარმოშობის რისკი მომდევნო ორსულობისას?

- რეზუსუარყოფითი ქალის პირველი ორსულობა რეზუსდადებითი ნაყოფით უმეტესად ნორმალურად სრულდება, მერე კი კონფლიქტის ალბათობა იმატებს - ყოველი მომდევნო ორსულობისას, როცა ნაყოფი რეზუსდადებითია, რეზუსანტისხეულების გაჩენის რისკი საშუალოდ 10%-ით იზრდება. პირველი ორსულობისას, რაკი დედის იმუნური სისტემა უცხო ცილას (რეზუსფაქტორს) პირველად ხვდება, ანტისხეულები ისეთი ოდენობით არ წარმოიქმნება, რომ ნაყოფს საფრთხე შეუქმნას. ისინი მხოლოდ დედის სისხლში გადასული ერითროციტების გასანადგურებლად კმარა. სამაგიეროდ, მშობიარობის შემდეგ დედის ორგანიზმში რჩება მეხსიერების უჯრედები, რომლებიც მზად არიან, რეზუსანტიგენთან მომდევნო შეხვედრისას ანტისხეულები სწრაფად და უხვად გამოიმუშაონ, ამიტომ ქალის იმუნური სისტემის რეაქცია ნაყოფის რეზუსანტიგენის მიმართ მეორე და მესამე ორსულობისას უფრო ოპერატიულია. შესაბამისად, უფრო მაღალია ნაყოფის დაზიანების რისკიც.

თავისთავად ანტისხეულების არსებობა დაავადება არ არის, მაგრამ ის ზრდის ნაყოფის ჰემოლიზური ანემიის განვითარების ალბათობას. რეზუსანტისხეულები მრავალ ორსულს აქვს, მაგრამ ნაყოფის ქსოვილების მძიმე დაზიანების (ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების) რისკი ერთეულია. გახსოვდეთ: რეზუსკონფლიქტი განაჩენი არ არის. ის მხოლოდ საფუძველია, მომდევნო ორსულობისას ქალსა და ნაყოფს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ.

  • მაინც, რა საფრთხეს გვიქადის რეზუსანტისხეულები?

- რეზუსანტისხეულები ცილოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც დედის ორგანიზმში ნაყოფის რეზუსდადებითი ერითროციტების მოხვედრის საპასუხოდ წარმოიქმნება. ანტისხეულები ანადგურებენ ქალის სისხლში მოხვერდილ უცხო უჯრედებს და ეძებენ ამ უჯრედების წყაროს. გზაზე მათ პლაცენტა ეღობება. თუ ამ ბარიერის გადალახვა შეძლეს, ნაყოფის სისხლძარღვებში შეიჭრებიან და მისი ერითროციტების განადგურებას დაიწყებენ. ერითროციტების დაშლისას ჰემოგლობინიდან დიდი ოდენობით გამოთავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერება - ბილირუბინი, რომელიც ბავშვის სისხლში გროვდება და შეუძლია, ნაყოფის ტვინი დააზიანოს. ვინაიდან ნაყოფის ერითროციტები განუწყვეტლივ იშლება, ღვიძლი და ელენთა ცდილობენ, ახალი ერითროციტები უფრო სწრაფად გამოიმუშაონ, ზედმეტად იტვირთებიან და დიდდებიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ უმკლავდებიან თავდასხმას.

ვითარდება ძლიერი ჟანგბადოვანი შიმშილი (მოგეხსენებათ, ჟანგბადი სწორედ ერითროციტებში შემავალ ჰემოგლობინს გადააქვს) და ნაყოფის ორგანიზმში იწყება მძიმე დარღვევები. მოსალოდნელია ანემია, ინტოქსიკაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მოშლა. ყველაზე მძიმე შემთხვევაში ვითარდება თანდაყოლილი წყალმანკი, რომელმაც შესაძლოა ნაყოფის სიკვდილი გამოიწვიოს. შედარებით მსუბუქ შემთხვევაში რეზუსკონფლიქტი ვლინდება ახალშობილის პათოლოგიური სიყვითლითა და ანემიით, რასაც მედიცინაში ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზურ დაავადებას უწოდებენ. ამ დაავადების მკურნალობა რთული და კომპლექსურია, ზოგჯერ საჭირო ხდება სისხლის ჩანაცვლებითი გადასხმა.

  • როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?

- რეზუსკონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა. ქალთა კონსულტაციაში ქალის პირველი მისვლისთანავე ადგენენ მისი სისხლის ჯგუფსა და რეზუსს. თუ რეზუსი უარყოფითია, ქალი სპეციალურ აღრიცხვაზე აჰყავთ. აუცილებელია ბავშვის მამის რეზუსფაქტორის განსაზღვრაც. თუ არსებობს რეზუსკონფლიქტის განვითარების ალბათობა, ორსულობისას სისხლს რეზუსანტისხეულებზე რამდენიმეჯერ იკვლევენ, მე-20 კვირამდე - ერთხელ, შემდეგ კი - მშობიარობამდე ყოველთვე. ანტისხეულების აღმოჩენისას ორსულს შემდგომი დაკვირვებისთვის სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში გზავნიან. რეზუსანტისხეულებზე ორსულის რეგულარული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ სიტუაცია და ავირჩიოთ მშობიარობის ვადა და მეთოდი.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან რეზუსკონფლიქტი?

- რეზუსუარყოფით ქალს სისხლი აუცილებლად რეზუსის განსაზღვრით უნდა გადაესხას. სასურველია, რეზუსუარყოფითი სისხლის მქონე ქალის პირველი ორსულობა მშობიარობით დასრულდეს. რეზუსანტისხეულების არმქონე ქალებში იმუნიზაციის რისკი რომ შემცირდეს, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში (აბორტი, გამოძევება, საშვილოსნოსგარე ორსულობა) ყველა რეზუსუარყოფით პაციენტს რეზუსდადებითი ბავშვის დაბადების შემდეგ 24 საათის განმავლობაში უკეთდება ანტირეზუსული იმუნოგლობულინი. საკეისრო კვეთის შემდეგ აუცილებელია პრეპარატის ორმაგი დოზის შეყვანა.

ანტირეზუს-იმუნოგლობულინი შეიძლება დაინიშნოს ორსულობისას (28-32-ე კვირას) ბავშვის რეზუსკუთვნილების დაუდგენლად, ხოლო მშობიარობის შემდეგ ის ხელახლა შეიყვანონ.

კომენტარები (1)
lika
თუ მამას აქვს რეზუს უარკოპითი სისხლი და დედას დადებითი რისკი მაშინაც არის?
თარიღი : 20-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ძვლების სიჯანსაღისთვის
ძვლების სიჯანსაღისთვის
ძვალი როგორც ორგანო მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
სრულად
როგორ შევარჩიოთ მატყუარა საწოვარა ახალშობილისთვის

არცთუ დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ჩვილისთვის მატყუარა საწოვარა სასარგებლო კი არა, მავნებელი იყო -
სრულად
ჭარბწონიანი ჩვილი
ჭარბწონიანი ჩვილი
ლოყებღაჟღაჟა და ღაბაბჩამოკიდებული ღიპუცა - ოდითგანვე ასეთი იყო ჯანმრთელი ჩვილის იერსახე. სინამდვილეში კი სულაც არ ყოფილა ასე...
სრულად
ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში
ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში
7 თვის ბავშვმა საკვები დღეში ხუთჯერ უნდა მიიღოს, ყოველ ოთხ საათში ერთხელ.
სრულად
პირველი ფაფა
პირველი ფაფა
პირველი დამატებითი საკვები ჩვილისთვის ბოსტნეულის პიურე და სუპ-პიურეა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მეორე დამატებითი საკვები - ფაფა უნდა მიიღოს.
სრულად
News
News
ასთმას ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებით მკურნალობენ
სრულად
რძე არ გვყოფნის...
რძე არ გვყოფნის...
მყავს 2 თვის პატარა. ვამჩნევ, რომ ჩემი რძე არ ჰყოფნის, ძუძუს შემდეგ ისევ ითხოვს საკვებს.
სრულად
დედა  სამსახურში  მიდის
დედა სამსახურში მიდის
გაგაცნობთ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილს, რომელიც ეხება მეძუძური დედის სამსახურში გასვლის პრობლემას. შევეცდებით ვუპასუხოთ და გარკვეული რჩევებიც
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რეზუსსენსიბილიზაცია და რეზუსკონფლიქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები