რატომ და როგორ დგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი
ანტიგენური მახასიათებლებისა და მათ ზედაპირზე Rh-ანტიგენის არსებობის განსაზღვრისაკენ.
დიაგნოსტიკური პროცედურა ინიშნება დონორისა და რეციპიენტის სისხლის თავსებადობის შესაფასებლად სისხლის გადასხმის, ოპერაციის, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის წინ. ასევე რეზუსკონფლიქტის არსებობის ან მისი განვითარების რისკის შესაფასებლად ორსულობის დაგეგმვისა და მართვის დროს.
კვლევის მასალა არის ვენური სისხლი.
კვლევის მეთოდი - აგლუტინაციის რეაქცია.
ანალიზის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება სისხლის ჯგუფი (0, A, B, AB) და რეზუსფაქტორი (Rh+, Rh-).
ამ კვლევების ისტორია იწყება 1899 წლიდან, როდესაც ბელგიელმა იმუნოლოგმა და ბაქტერიოლოგმა ჟ. ბორდემ პირველად აღმოაჩინა, რომ სინჯარაში ერითროციტების ანტისხეულები კომპლემენტის არსებობისას იწვევდა წითელი სისხლის უჯრედების აგლუტინაციას და/ან ჰემოლიზს. 1901 წლიდან ამერიკელმა ექიმებმა კ. ლანდშტაინერმა და ფ. ლევინმა გამოიკვლიეს ერითროციტების თავისებურებები და აღმოაჩინეს სისხლის ჯგუფები: 0 (I), А (II), В (III) და АВ (IV).
აღნიშნულმა აღმოჩენამ უსაფრთხო გახადა კლინიკურ პრაქტიკაში სისხლის გადასხმის პროცედურა. 1940 წელს კ. ლანდშტაინერმა და ა. ვინერმა აღმოაჩინეს რეზუსფაქტორი და განსაზღვრეს მისი როლი ნაყოფის ერითრობლასტოზის განვითარებასა და გართულებებში სისხლის გადასხმის შემდეგ.
დღეისათვის სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის ტესტი საბაზისო იზოსეროლოგიური კვლევაა. ანალიზის შესრულებისას განისაზღვრება ერითროციტების ზედაპირზე არსებული ანტიგენის ნაკრები. კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანია ანტიგენები A და B, რომელიც განსაზღვრავს სისხლის ჯგუფს, ასევე ანტიგენი D, რომელიც განსაზღვრავს რეზუსფაქტორს. სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი თანდაყოლილი ნიშანია და არ იცვლება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის განსაზღვრა აქტუალურია სისხლის გადასხმის დროს, ასევე ორსულობისას, როდესაც არსებობს დედის სისხლის მიმოქცევაში ნაყოფის ერითროციტების მოხვედრის ალბათობა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ რეციპიენტის (ან დედის) სისხლში რომელიმე ანტიგენის არარსებობისას ამ ანტიგენის დონორის (ან ნაყოფის) ერითროციტებთან ერთად შეყვანა გამოიწვევს ანტისხეულების გამომუშავებას. ისინი დაარღვევენ უცხო სისხლის წითელ სხეულებს და მოახდენენ ABO ან რეზუსფაქტორის სისტემით იმუნოლოგიური კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას. სისხლის გადასხმისას ეს გართულება ვლინდება სხვადასხვა სიმძიმის ჰემოლიზური რეაქციებით. თუ იმუნოლოგიური კონფლიქტი განვითარდა ორსულობისას, შეიძლება მოხდეს ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, ნაყოფის (ახალშობილის) ჰემოლიზური დაავადების განვითარება.
რეზუსკონფლიქტი შეიძლება განვითარდეს, თუ ქალს აქვს უარყოფითი რეზუსფაქტორი, მომავალ მამას კი - დადებითი რეზუსფაქტორის სისხლი. ამ შემთხვევაში შეიძლება ორსულობა სპონტანურად შეწყდეს, ნაყოფის ორგანოები დაზიანდეს, წარმოიშვას ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება.
იმუნოლოგიური კონფლიქტის განვითარების რისკის ჯგუფში ხვდებიან ქალები, რომელთაც აღენიშნებათ გართულებები: პლაცენტის განვლადობის მომატება - პლაცენტის აშრევებით, სერიოზული ინფექციების გადატანა, მუცლის ტრავმები, საშვილოსნოზე ინვაზიური დიაგნოსტიკური პროცედურები. ყველა ასეთ შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი ნაყოფის ერითროციტების დედის სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისა, ანტისხეულების შემდგომი გამომუშავებით. ასეთ შემთხვევაში ღჰ იმუნოგლობულინის ინიექცია ორსულს მანამდე უნდა გაუკეთდეს, ვიდრე სისხლი შეერევა ნაყოფის სისხლს, რაც შესაძლოა მოხდეს ზემოთ აღწერილი პროცესების შემთხვევაში.
კვლევის შედეგები:
კვლევის შედეგები ასახავს ინფორმაციას სისხლის ჯგუფსა და რეზუსფაქტრზე. სისხლის გარკვეული ჯგუფის მიკუთვნება განისაზღვრება ზოგადად მიღებული ABO სისტემით:
4 თუ A და B აგლუტინოგენები ერითროციტების მემბრანაზე არ აღმოჩნდება, ეს არის 0 (I) ჯგუფი;
4 თუ A აგლუტინოგენი აღმოჩნდა, А (II) ჯგუფი;
4 თუ B აგლუტინოგენი აღმოჩნდა, B (III) ჯგუფი;
4 თუ A და B აგლუტინოგენები აღმოჩნდა, AB (IV) ჯგუფი.
A (II) ჯგუფის სისხლის შემთხვევაში ადამიანს ექნება A ანტიგენი და ანტისხეულები B ანტიგენის მიმართ.
B (III) ჯგუფის სისხლის დროს ადამიანს ექნება B ანტიგენი და ანტისხეულები A ანტიგენის მიმართ.
AB (IV) სისხლის შემთხვევაში ადამიანს ორივე ანტიგენი ექნება, ხოლო ანტისხეულები არ ექნება A და B ანტიგენის მიმართ.
O (I) სისხლის ჯგუფის შემთხვევაში ადამიანს ანტიგენი არ ექნება, ხოლო ანტისხეულები იქნება A და B ანტიგენის მიმართ.
იმის მიხედვით, ერითროციტების მემბრანის გარეთა ზედაპირზე არსებობს თუ არა D აგლუტინოგენი, კეთდება დასკვნა რეზუსფაქტორზე. ორი ვარიანტი შეიძლება იყოს: ანტიგენის გამოვლინებისას - რეზუსდადებითია სისხლი (Rh+), არარსებობისას - რეზუსუარყოფითი (Rh-).
ABO სისხლის ჯგუფისა და ღჰ + ან ღჰ მიხედვით 8 შესაძლო ტიპი არსებობს:
- O (I) დადებითი (O +)
- O (II) უარყოფითი (O -)
- A (III) დადებითი (A +)
- A (II) უარყოფითი ( A -)
- B (III) დადებითი ( B +)
- B (III) უარყოფითი ( B -)
- AB (IV) დადებითი ( AB +)
- AB (IV) უარყოფითი ( AB -)
O (I) უარყოფითი სისხლის ჯგუფის ადამიანი უნივერსალური დონორია.
აღნიშნული კვლევის შედეგებს ითვალისწინებენ სისხლის გადასხმისა და ორსულსა და ნაყოფს შორის იმუნოლოგიური კონფლიქტის რისკის განსაზღვრის დროს.