მედიცინის სიახლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ბოტოქსს ნაოჭების გასაქრობად დიდი ხანია იყენებენ, ახლა კი მეცნიერებს ასთმის სამკურნალოდ მისი გამოყენება აქვთ განზრახული. მელბურნის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევა ჩატარდა: ასთმის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებს მოხრჩობის შეტევების დროს ხმის იოგებში ბოტოქსს - ბოტულინის ტოქსინს - უკეთებდნენ. შედეგი დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყდა მსოფლიოში პირველი კლინიკური კვლევის ჩატარება პრეპარატის ამ თვისების შესასწავლად. კვლევა რამდენიმე თვე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 30 კაცი.

მეცნიერებს სჯერათ, რომ ბოტოქსი ეფექტურად მოადუნებს ხმის იოგებს, რაც ქოშინისა და მოხრჩობის შეგრძნებას გააქრობს. მათი თქმით, ბოტოქსით ასთმისგან განკურნება ვერ მოხერხდება, მაგრამ ასთმით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად აიწევს.

C ვიტამინი - კატარაქტისგან უნივერსალური დაცვა

ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც საკვებთან ერთად მცირე რაოდენობით C ვიტამინს იღებენ, კატარაქტის განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ. მეცნიერებმა დიდი ხანია გამოთქვეს მოსაზრება, რომ ანტიოქსიდანტებს და მათ შორის C ვიტამინსაც შესწევთ უნარი, ადამიანი აღნიშნული დაავადებისგან დაიცვან.

მეცნიერებმა შეისწავლეს 50 წელს გადაცილებული 5600 ინდოელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაციონი, სისხლის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრეს C ვიტამინის მაჩვენებლები. კატარაქტა გამოკვლევის მონაწილეთა 70%-ზე მეტს აღმოაჩნდა, მაგრამ გაირკვა, რომ დაავადების სიხშირე რაციონში C ვიტამინის შემცველობის ზრდასთან ერთად მცირდებოდა. სახელდობრ, მათ, ვინც ყველაზე მეტ C ვიტამინს იღებდა, კატარაქტის განვითარების რისკი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე პირებზე თითქმის 40%-ით დაბალი აღმოაჩნდათ.

ცხოველებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ C ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ბროლის ოქსიდაციური სტრესისგან დაცვაში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სინათლე აზიანებს თვალს. ბროლი შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომელიც ოქსიდაციური სტრესის მთავარი წყაროა.

რძემჟავა პროდუქტები - უნივერსალური დაცვა ინსულტისა და ინფარქტისაგან

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ იოგურტის რეგულარული მოხმარება მხოლოდ ძვლებს კი არ ამაგრებს, არამედ გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკსაც ამცირებს. საიდუმლოს გასაღებია ამ პროდუქტებში არსებული ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ყოველდღე 100 გრამ იოგურტს მაინც მიირთმევენ, საძილე არტერიების კედლებზე უფრო ნაკლები ათეროსკლეროზული ფოლაქი აქვთ. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტია ათეროსკლეროზული ფოლაქი საძილე არტერიების კედლებზე, მით უფრო მეტად სქელდება კედელი, ვიწროვდება არტერიის სანათური და ნაკლები სისხლი მიეწოდება თავის ტვინს.

არტერიების შიდა შრეების სისქე (ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქე) ინსულტის, გულის შეტევის ან სიკვდილის რისკის მაჩვენებელია. გამოკვლევაში 70 წელს გადაცილებული 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერები აღნუსხავდნენ არა მარტო მათი რაციონის თავისებურებებს, არამედ ულტრაბგერითი გამოკვლევით გაზომილ ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქესაც. გაირკვა, რომ იოგურტის მოყვარულებს არტერიის კედელი ნაკლები სისქისა აქვთ, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონე - უფრო მაღალი.

კივი გულსაც უხდება

ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კივი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე გვეგონა. ის არის A, C, E და სხვა ვიტამინების არაჩვეულებრივი წყარო, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებისგან, სიმსივნური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. კივის ბოჭკო აუმჯობესებს დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, აკონტროლებს სისხლში გლუკოზის დონეს. გარდა ამისა, უკავშირდება ნაწლავებში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს და ისინი ორგანიზმიდან გამოაქვს. გულით დაავადებულებს კი კივი ინფარქტისაგან იცავს.


სქესობრივი მომწიფება და ახალშობილის წონა

თუ ახალშობილი მცირე წონისა დაიბადა და სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში სწრაფად აკრიფა წონა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი სქესობრივი მომწიფება ადრეულ ასაკში მოხდება.

გოგონას მასასა და სქესობრივ მომწიფებას შორის კავშირი ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი ურთიერთმიმართება ორივე სქესის წარმომადგენლებში შეინიშნება. მკვლევრები 215 ბავშვს დაბადებიდან სრულწლოვანებამდე აკვირდებოდნენ. მათ რეგულარულად წონიდნენ და ზომავდნენ, აფიქსირებდნენ სიმაღლის ნახტომს, რომელიც წინ უძღვის სქესობრივ სიმწიფეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც დაბადებისას 2,5-3 კგ-ს იწონიდნენ, სქესობრივად სხვებზე 7 თვით ადრე მომწიფდნენ, ხოლო ის ბავშვები, რომლებმაც სიცოცხლის პირველ წელს მკვეთრად მოიმატეს წონა - 4 თვით ადრე.

თუ გსურთ გაიზარდოთ, მიირთვით ნარინჯისფერი ხილი

იერუსალიმელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული, მათ შორის - გოგრა, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ბავშვის ზრდას აჩქარებს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 3-დან 16 წლამდე ასაკის 300-მა ბავშვმა, რომლებიც თანატოლებს სიმაღლით ჩამორჩებოდნენ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის ყოველდღიურ რაციონში ჩართეს ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხოლო მეორე ჩვეულებრივ განაგრძობდა კვებას. პირველი ჯგუფის ბავშვებმა თანატოლებზე ინტენსიურად დაიწყეს ზრდა - მათ წელიწადში საშუალოდ 8 სმ მოიმატეს, მაშინ როცა მეორე ჯგუფის მაჩვენებელს 4 სმ-ისთვის არ გადაუჭარბებია.

ცნობილია, რომ A ვიტამინის, რკინისა და თუთიის ნაკლებობა ზრდის შეკავებას იწვევს. როგორც მკვლევრები ამბობენ, სიმაღლეში ჩამორჩენილი ბავშვების უმრავლესობა ჯანმრთელია, მაგრამ აღენიშნებათ ვიტამინების ფარული ნაკლებობა. მეცნიერებმა უპირატესობა ნატურალურ ბეტა-კაროტინს მიანიჭეს. ეს არის A ვიტამინის წინამორბედი, რომლის ვიტამინად ქცევას მოთხოვნილებისამებრ თავად ორგანიზმი არეგულირებს, ამიტომ მისი დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად გამორიცხულია.

A ვიტამინი მონაწილეობს ძვლების ზრდაში, იცავს თვალებს, სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს და სისხლძარღვებს. მისი დეფიციტის შემთხვევაში ბავშვები მხოლოდ ნელა კი არ იზრდებიან, არამედ ხშირად ცივდებიან, ადვილად იღლებიან, ხშირად ემართებათ კარიესი, უგვიანდებათ სქესობრივი მომწიფება.

მოზრდილთათვის ბეტა-კაროტინის ყოველდღიური დოზა დაახლოებით 6 მგ-ია, ბავშვებისთვის, ასაკის შესაბამისად - 2,5-5,5 მგ. ბავშვისთვის ნარინჯისფერი ბოსტნეულის საჭირო რაოდენობის გამოთვლა არ არის ძნელი, თუ გვეცოდინება, რომ 100 გ გოგრა შეიცავს 1,5 მგ-ს, სტაფილო – 1,1 მგ-ს, ტკბილი წიწაკა - 2 მგ-ს. პროდუქტის დამუშავების დროს ბეტა-კაროტინის დაახლოებით მესამედი იკარგება. გასათვალისწინებელია, რომ A ვიტამინი ცხიმში ხსნადია, ამიტომ ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცხიმი.

საშიშია თუ არა ყველაზე მაღალი ქალბატონის ოპერირება

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი, 36 წლის ჩინელი იაო დე ფენი, შანხაიში, ჯუიძინის საავადმყოფოში, სიმსივნის საწინააღმდეგო კონსერვატიულ მკურნალობას იტარებს. ექიმებმა გადაწყვიტეს, ოპერაციის გაკეთება არ იჩქარონ. იაოს სიმაღლე 2 მეტრი და 36 სანტიმეტრია, რაც 5 სანტიმეტრით მეტია გინესის რეკორდსმენის, ამერიკელ სენდი ალენის სიმაღლეზე. ახლახან ექიმებმა იაოს უჩვეულო სიმაღლის მიზეზი დაადგინეს - ქალს ჰიპოფიზში აღმოაჩნდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ზრდის ჰორმონის ჭარბ გამომუშავებას იწვევდა.

ჩინელი ქალბატონის ავადმყოფობა მხოლოდ გიგანტიზმით როდი გამოვლინდა - მას აქვს ოსტეოპოროზი (ძვლის სიმტკიცის დაქვეითება) და კარდიომეგალიაც (გულის გადიდება). ამჟამად იაო ზრდის ჰორმონების ინჰიბიტორებს იღებს. ერთთვიანი კურსის შედეგად ქალმა, რომელიც წლების განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, წამოდგომა და ყავარჯნების დახმარებით სიარული შეძლო. "სიმსივნე კარგად ემორჩილება წამლის მოქმედებას და, ჩვენი ვარაუდით, ოპერაციის დროისთვის 30%-ით დაპატარავდება", - განაცხადა საავადმყოფოს ვიცე-პრეზიდენტმა ნინგ გუანგმა. მისივე თქმით, კონსერვატიული მკურნალობა კიდევ 3-6 თვე გაგრძელდება. მისი შედეგების გათვალისწინებით დაინიშნება ოპერაციის თარიღიც.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი ოცნებობს, კვლავ დამოუკიდებელი გახდეს. "მე ვერასდროს ვიცხოვრებ ნორმალურად, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ თავის მოვლას მაინც შევძლებ, საყიდლებზე დამოუკიდებლად ვივლი და საჭმელსაც თავად მოვიმზადებ", - ამბობს იაო.

იაო დე ფენი აღმოსავლეთ ჩინეთში, ანხოის პროვინციაში, ფერმერთა ოჯახში დაიბადა. 15 წლისა ის უკვე 205 სანტიმეტრი იყო. ის მუშაობდა ცირკში, თამაშობდა კალათბურთს... ყველაზე მაღალი ქალის ისტორია ტელეარხმა "დისქავერიმ" გააშუქა, რის შემდეგაც მას ჯუიძინის საავადმყოფოში უფასო მკურნალობა შესთავაზეს.

ძუძუთი კვება სიმსუქნის წინააღმდეგ

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის 500-ზე მეტი ბავშვის საკვების შემადგენლობა და ხარისხი, მიღების სიხშირე, კვების ხასიათი, ასაკი, როცა ბავშვს ძუძუთი კვება შეაწყვეტინეს და დრო, როცა რაციონში მაგარი საკვები ჩართეს. ექსპერიმენტი ტარდებოდა ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც დედები დიდხანს აწოვებდნენ ძუძუს, ჰქონდათ ნორმალური მასის ინდექსი - უფრო მცირე, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ამასთან, ეს მაჩვენებელი არც ოჯახის წევრების აღნაგობაზე იყო დამოკიდებული და არც ბავშვის სიმაღლეზე. მედიკოსები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ადრეულ ასაკში კვების ხასიათი გავლენას ახდენს ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებაზე. ზემოთ მოყვანილი გამოკვლევის შედეგები ამ მოსაზრებას ამყარებს.


რა კავშირი აქვს თვითმკვლელობასთან სიგრძესა და წონას

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც მცირე წონისა და სიგრძისანი დაიბადნენ, ხშირად აქვთ თვითმკვლელობის მცდელობა. მკვლევრებმა გამოიყენეს მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას 1973-1980 წლებში დაბადებული დაახლოებით 320 ათასი შვედი მამაკაცის შესახებ. ბაზაში მოიპოვებოდა მონაცემები მათი სიმაღლისა და წონის თაობაზე როგორც დაბადებისას, ისე ზრდასრულ ასაკში, ასევე - თვითმკვლელობის მცდელობისა და სიკვდილის თარიღი.

მეცნიერებმა გააანალიზეს ეს მონაცემები და დაასკვნეს, რომ ბავშვებს, რომელთა სიგრძე დაბადებისას 50 სანტიმეტრზე ნაკლები იყო, ზრდასრულ ასაკში დაახლოებით 2-ჯერ უფრო ხშირად ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა. სუიციდის მაღალი რისკი ჰქონდათ იმ მამაკაცებსაც, რომლებიც ნორმალური სიგრძისანი დაიბადნენ, მაგრამ ტანმორჩილები გაიზარდნენ. ისინი მაღალ მამაკაცებთან შედარებით 1,5-ჯერ ხშირად ცდილობდნენ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას.

ახალშობილის სიგრძესთან ერთად დიდი მნიშვნელობა აღმოაჩნდა წონას. მამაკაცებს, რომლებიც ნორმალური სიგრძისანი დაიბადნენ, მაგრამ წონით არ აღემატებოდნენ 2,5 კგ-ს, 2,5-ჯერ ხშირად ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობა, ხოლო დღენაკლულები - 4-ჯერ ხშირად.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ადამიანების თვითმკვლელობისადმი ლტოლვა შეიძლება სეროტონინის დაბალი დონით აიხსნას. ამ ჰორმონის დონის დაქვეითება აგრესიას, იმპულსურობასა და სუიციდურ მიდრეკილებებს აღვიძებს.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ორსულობის მეორე ტრიმესტრში არასასურველი ფაქტორების ზეგავლენამ (მაგალითად, მომავალი დედის ცუდმა კვებამ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებამ) შესაძლოა ნაყოფის ზრდა შეაფერხოს და სეროტონინის მეტაბოლიზმის დარღვევა გამოიწვიოს. მეცნიერთა თქმით, ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს აღენიშნებათ დაზიანება ტვინის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის - პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც სეროტონინის მეტაბოლიზმში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დიდი ცხვირი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

აიოვის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცხვირის ზომას უშუალო კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან. სახელდობრ, დიდცხვირა ადამიანები უფრო იშვიათად ცივდებიან და იშვიათად ემართებათ ალერგიული რინიტი. მეცნიერთა დასკვნა ასეთია: ცხვირი ერთგვარი ბარიერის როლს ასრულებს გაციების გამომწვევი ბაქტერიებისა და ალერგიული რინიტის გამომწვევი ყვავილის მტვრისთვის ცხვირ-ხახისკენ მიმავალ გზაზე. ამის წყალობით გრძელცხვირა ადამიანები ჰაერში არსებულ მავნე ნაწილაკებსა და მიკროორგანიზმებს 7%-ით ნაკლებს შეისუნთქავენ.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამავე ფუნქციას ასრულებენ ტუჩები, რომლებიც 3,2%-ით ამცირებენ ჰაერიდან პირში ბაქტერიების მოხვედრას.

მეცნიერებმა ასეთი ცდა ჩაატარეს: მათ დაამზადეს ორი ხელოვნური ცხვირი, რომელთაგან ერთი მეორეზე 2,3-ჯერ დიდი იყო, და ორი წყვილი ტუჩი - სქელი და მომცრო. მულაჟები ისე განათავსეს, როგორც სახეზე და მიუერთეს მილი, რომელიც ტუმბოს მეშვეობით შეისრუტავდა ჰაერს, ცდის დასასრულს კი "შესუნთქული" ჰაერის შემადგენლობა შეისწავლეს. პროექტის ავტორის დასკვნა ასეთი გახლავთ: დიდი ცხვირი უკეთ იცავს ცხვირ-ხახას ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებით ინფიცირებისგან და საგრძნობლად ამცირებს ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.

ვალები ხელს უწყობს ჭარბი წონის დაგროვებას

გერმანიის მაინცის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ფინანსური სირთულეები ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს. მეცნიერებმა გააანალიზეს 9 000-მდე მოქალაქის ანკეტა, რომელშიც შეტანილი იყო სტანდარტული შეკითხვები სიმაღლისა და წონის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წონის ცვლილების, ასევე - ვალებისა და კრედიტების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გამოკვლევის მონაწილეთა 25%-მა ჭარბი წონა კრედიტის აღების შემდეგ აკრიფა.

მეცნიერთა აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მომჭირნეობა იყოს: ადამიანები, რომლებსაც ბანკის ვალი აქვთ გადასახდელი, უმთავრესად იაფ სურსათს - კარტოფილს, მაკარონს, პურს მოიხმარენ, ამ ტიპის პროდუქტი კი წონის მატებას უწყობს ხელს. იმავე დროს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წონაზე გავლენას ახდენს ცხოვრების უმოძრაო წესიც: მეტი ფულის საჭიროება ადამიანს აიძულებს, ოფისში უფრო მეტი ხანი გაატაროს, მოძრაობის დეფიციტი კი წონის მომატებას უწყობს ხელს. შესაძლოა, წონის მომატების კიდევ ერთი მიზეზი იყოს ნერვული დაძაბულობა - ორგანიზმი სტრესისგან თავდაცვის მექანიზმზე გადადის და ნახშირწყლებზე მოთხოვნილება ეზრდება.