/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

სიმაღლეში ზრდის პრობლემები

სიმაღლეში ზრდის პრობლემები
ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს.

.

  • შინაგანი ფაქტორები

უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. არავის უკვირს, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი პირობა: სწორი კვება. მეტად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.

  • გარეშე ფაქტორები

გარეშე ფაქტორების რიცხვს ეკუთვნის ბავშვის ასაკთან შეთანადებული ბალანსირებული, ადაპტირებული კვება. ამ ფაქტორის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც მოზარდებში, განსაკუთრებით - ვაჟებში, შესამჩნევად მოიმატა ზრდის ტემპმა. ეს პროცესი უფრო აშკარაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კვების პრობლემა, ფაქტობრივად, არ დგას, ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ოჯახი, სადაც ბავშვთა კვების საკითხი მოუგვარებელია. შესაძლოა, ამიტომაც არის უფროსკლასელებს შორის ამდენი ტანდაბალი მოზარდი.

ზრდის ტემპის შეჩერებას მძიმე, ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. იმ ენერგიის ნაწილს, რომელიც ზრდას უნდა მოხმარებოდა, დასუსტებული ორგანიზმი ჯანმრთელობის აღსადგენად ხარჯავს, თანაც ზრდის პროცესის ინტენსივობა გამოჯანმრთელებისთანავე არ აღდგება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ბურთზე, ველოსიპედსა და ციგურებზე მეტად ტელევიზორი და კომპიუტერი იზიდავთ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.

ზრდაში ჩამორჩენის კიდევ ერთი მიზეზი არაადეკვატური ფსიქოსოციალური გარემოა: ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან დედის სითბოს და, საზოგადოდ, ადამიანურ ყურადღებას, ხშირად ზრდის შეფერხება აღენიშნებათ.

  • იდეალური პროპორცია

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

ზრდის დარღვევა სხეულის პროპორციებზეც აისახება. მიიჩნევა, რომ იდეალური პროპორცია - ფეხის სიგრძის (ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილიდან ქუსლამდე არსებული მანძილის) შეფარდება სიმაღლესთან - დაახლოებით 0.61-ის ტოლია. რაც უფრო მეტია ეს თანაფარდობა, მით უფრო ახლოს არის სხეულის პროპორცია იდეალთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო ლამაზია ადამიანი (სილამაზის კონკურსების კრიტერიუმები გაიხსენეთ).

სქესობრივი მომწიფების პერიოდში ეს მაჩვენებელი 0,52-ს უტოლდება. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ არასაკმარისად დაბალანსებული კვების რეჟიმის, დაავადებებისა თუ სხვა არასასურველი ფაქტორების გავლენით ზრდაში ჩამორჩენა უმეტესად ფეხების სიგრძის მატების შეფერხების ხარჯზე ხდება. მოზარდებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ზრდის გენეტიკური პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ, მოკლე ფეხები აქვთ.

  • სიმაღლე და ჰორმონები

ასევე დაგაინტერესებთ
რა კავშირია ადამიანის სიმაღლესა და ზოგიერთი დაავადების განვითარების სიხშირეს შორის
ზრდის ჰორმონი

ზრდის პროცესში, გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტორებისა, უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი. ამიტომაც არის, რომ პაციენტებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩენას უჩივიან, უმეტესად ენდოკრინოლოგის დახმარება სჭირდებათ.

ძვლის ზრდას აკონტროლებს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი წარმოქმნის. თვით ზრდის ჰორმონის გამომუშავებას კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები ასტიმულირებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი ორგანიზმის სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის. ორგანიზმში გამოიყოფა მისი ანტაგონისტიც - ჰორმონი სომატოსტატინი. ადამიანის ნორმალური სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსის საფუძველზე მიიღწევა.

ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მისი ნაკლოვანება ანელებს ყველა ცვლით პროცესს, მათ შორის - ძვლოვან სისტემაშიც.

ნივთიერებათა ცვლაზე სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი მოქმედებს. მისი პროდუქციის მომატება განსაზღვრულ ზღვრამდე ასტიმულირებს ძვლის ზრდას, შემდეგ კი იწყებს ზრდის ზონების დათრგუნვას და ზრდის პროცესს ასრულებს. ეს პროცესი იოლი შესამჩნევია მოზარდებს შორის სქესობრივი

მომწიფების პერიოდში: დაახლოებით 16-დან 18 წლამდე მიმდინარეობს სწრაფი ზრდა, რომელსაც ზრდის შენელება ენაცვლება.

რაკი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანის ფუნქციის ცვლილება ხშირად სხვების ფუნქციონირებაშიც იწვევს გადახრას. შესაბამისად, ირღვევა სიმაღლეში ზრდის პროცესიც.

  • როგორ იზრდებიან მოზარდები

ბავშვის ზრდის სათანადო შეფასებისთვის საჭიროა, გავაანალიზოთ რამდენიმე ნიშანი. პირველ ყოვლისა, თავად სხეულის სიგრძის მაჩვენებელი. ეს რიცხვი თავისთავად შესაძლოა ბევრს არაფერს გვეუბნებოდეს; მთავარია, აღინიშნებოდეს სიმაღლის ყოველწლიური მატება. სხეულის ზრდის სიჩქარეზე გავლენას ახდენს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეტორული აქტივობა. თუ მატება უმნიშვნელოა, აუცილებელია ბავშვის ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა სპეციალიზირებულ კლინიკაში.

საზოგადოდ, მოზარდები ყველაზე სწრაფად გაზაფხულზე იზრდებიან, სხეულის მასას კი ყველაზე ინტენსიურად შემოდგომაზე იმატებენ. გოგონებში ზრდის ტემპი 10 წლიდან ჩქარდება, რაც 17-19 წლამდე გრძელდება, ხოლო ვაჟებში იგივე პროცესი 14 წლიდან იწყება და გრძელდება 19-20 წლამდე.

სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე ორგანიზმის ზრდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ზრდის ჰორმონისა და ინსულინის ზემოქმედებით მიმდინარეობს. უმცროსკლასელთა ლულოვანი ძვლების ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონი.

როგორც აღვნიშნეთ, ზრდის პროცესების დაჩქარებასა თუ შენელებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, თუმცა გარეშე ფაქტორებმა შესაძლოა მათი გავლენა შეასუსტოს. ცნობილია, რომ მოზარდებს, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ და მუდმივი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა აქვთ, ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება 1-2 წლით უგვიანდებათ.

ქრონიკული დაავადებები, უმთავრესად - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი სნეულებები, როგორიც არის რევმატიზმი, გულის მანკი, ასევე - ფილტვისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, მოზარდ ასაკში საგრძნობლად აფერხებს ზრდას. აღარაფერს ვამბობთ ენდოკრინულ დაავადებებზე.

მშობლებს დიდი გულისყური მოეთხოვებათ, რათა დროულად შეამჩნიონ შვილის ზრდაში ჩამორჩენა და მოზარდი პედიატრსა და ენდოკრინოლოგს აჩვენონ. სათანადო მკურნალობა საშუალებას მოგვცემს, ბავშვის გენეტიკური პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ.

  • ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ზრდას

ზოგიერთს ჰგონია, რომ კარგად იკვებება, თუ ძვირადღირებულ შებოლილ ძეხვს, შავ ხიზილალასა და ნაირ-ნაირ დელიკატესს მიირთმევს. ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრია. სწორი კვება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ შეთავსებას გულისხმობს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები მხოლოდ C ვიტამინი არ არის და არც მინერალებში იგულისხმება მხოლოდ კალციუმი.

ნორმალურად კვება არ ნიშნავს მხოლოდ საკვების საკმარის კალორიულობას და აუცილებელი კომპონენტების (ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინების, მიკროელემენტების) სიუხვეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი კარგი ათვისება.

თითოეული ადამიანი შეგნებულად უნდა მიუდგეს საკუთარ რაციონს.

  1. ეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ნატურალური საკვები (თერმულად დაუმუშავებელი ხილი და ბოსტნეული). მასში უფრო უკეთ არის შენარჩუნებული ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ზრდას ასტიმულირებს.
  2. უთუოდ მიირთვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიც, რადგანაც ისინი ძვლის ზრდისთვის აუცილებელ შეუცვლელ ამინომჟავებს შეიცავს, ოღონდ ერიდეთ ცხიმს.
  3. აუცილებლად შეიტანეთ რაციონში სტაფილო - მასში უხვად არის კაროტინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ზრდის მთავარ ფაქტორად - A ვიტამინად გარდაიქმნება.
    1. კაროტინი არის ასევე ისპანახში, სალათის ფურცლებში, მჟაუნასა და ასკილის ნაყოფში.
    2. A ვიტამინი ბევრია ნაღების კარაქში, მოუხდელ რძეში, კვერცხის გულში, ღვიძლში.
  4. ძვლის ზრდას ხელს უწყობს ასევე D ვიტამინი. მას ორგანიზმი მზის სხივების ზემოქმედებით ითვისებს. ამ ვიტამინის უკმარისობა შესაძლოა რაქიტის მიზეზად იქცეს.
  5. არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ხაჭოსა და ყველს, რომლებიც კალციუმის შესანიშნავი წყაროა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სიმაღლეში ზრდის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები