/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და მისი ყველაზე გავრცელებული დაავადებები

ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარეგულირებასა და მათ სწორად წარმართვაში უდიდეს როლს ფარისებრი ჯირკვალი ასრულებს.

ეს პატარა ორგანო პასუხისმგებელია საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული თუ რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებაზე. ამიტომ მისი ნებისმიერი დარღვევა ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ფარისებრი ჯირკვლის რა დაავადებებია გავრცელებული, როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი და როგორია მათი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოკრინოლოგს, მაია ქობულიას მივმართეთ.

როგორ ფუნქციონირებს ფარისებრი ჯირკვალი და მისი რა დარღვევებია ყველაზე გავრცელებული?

ფარისებრ ჯირკვალს თავის ტვინში არსებული ჯირკვალი, ჰიპოფიზი აკონტროლებს. ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონი (TSH) ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რათა მან გამოყოს ჰორმონები – თიროქსინი და ტრიიოდთირონინი. სწორედ ეს ორი ჰორმონი ახდენს უდიდეს გავლენას სხვადასხვა ორგანოების სწორად ფუნქციონირებაზე.

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები შეიძლება მოიცავდეს სტრუქტურულსა და ფუნქციურს ან ორივეს ერთად. სტრუქტურულ დარღვევებში ჩიყვი იგულისხმება, რომელიც შეიძლება იყოს კვანძოვანი და დიფუზური. კვანძოვანი ჩიყვის დროს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილებში წარმოქმნილია კვანძები, ხოლო დიფუზურის დროს თავად ორგანოა ზომაში გაზრდილი. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ერთიც აღენიშნება და მეორეც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი სტრუქტურულად დაზიანებული იყოს, თუმცა, თავის ფუნქციას მაინც კარგად ასრულებდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

ფუნქციურ დარღვევებში კი შედის ჰიპოთირეოზი, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე ნაკლებ ჰორმონს გამოიმუშავებს და ჰიპერთირეოზი, როდესაც გამომუშავებული ჰორმონები საჭიროზე მეტია. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებებით ანუ მასში არსებული კვანძებითა და ორგანოს ზომით, ისე ავტოიმუნური დაავადებებით.

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებს შორის, ყველაზე გავრცელებული საქართველოში ჰიპოთირეოზია. ზოგადად კი, ამ ორგანოსთან დაკავშირებული დაავადებები მეტად აწუხებთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. მათი განვითარების რისკი კიდევ უფრო მატულობს 40-60 წლის ქალბატონებში.

რა ჩივილები ახასიათებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ საქმე მის რომელიმე დარღვევასთან გვაქვს?

ჰიპოთირეოზის დროს თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სისუსტე, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაბალი პულსი და წნევა, წონის მატება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და სხვა. ჰიპერთირეოზის დროს კი პაციენტებს ამ სიმპტომების საპირისპირო ნიშნები აღენიშნებათ. მათ შორისაა გულისცემის გახშირება, არითმია, ტაქიკარდია, ხელების კანკალი, ოფლიანობა, წონაში კლება და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს და მსგავსი სიმპტომები ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ახასიათებთ. ამიტომ, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა.

როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირება თოდუას კლინიკაში?

ჩვენთან მოსულ პაციენტს უტარდება ყველა ის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე სრულ სურათს მოგვცემს. ანალიზებით განვსაზღვრავთ რა ჰორმონი მიეწოდება ორგანიზმს ჭარბად ან, პირიქით, ნაკლები რაოდენობით. ასევე, ვიკვლევთ ანტისხეულების დონეს.

ლაბორატორიული კვლევების გარდა, ვატარებთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას, რომლითაც ორგანოს სტრუქტურულ მდგომარეობას ვაფასებთ – როგორია მისი ფორმა, ზომა, ხომ არ არის მასში კვანძები და ა.შ.

მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს?

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, განვსაზღვრავთ რა ტიპის მკურნალობა სჭირდება პაციენტს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, ძირითადად, მედიკამენტებს ვიყენებთ. ჰიპოთირეოზის დროს ვნიშნავთ ჰორმონოთერაპიას ანუ გარედან შეგვყავს ორგანიზმში ის ჰორმონი, რომელსაც ჯირკვალი საკმარისად ვერ გამოიმუშავებს. ჰიპერთირეოზის დროს კი შეიძლება თირეოსტატების დანიშვნა გახდეს საჭირო. ისინი ჰორმონების ჭარბად გამომუშავებას უშლიან ხელს. ქირურგიული ჩარევა კი მაშინ ხდება საჭირო, როდესაც საქმე კვანძებთან გვაქვს და მათი მედიკამენტოზურად მკურნალობა ეფექტური არ არის.

როგორია ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებისა და მათი გართულებების პრევენცია?

ჯანმრთელმა ადამიანმა ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. ეს განსაკუთრებით რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს ანუ 40-60 წლის ქალბატონებს ეხებათ. სკრინინგით შეგვიძლია მცირე დარღვევებიც კი აღმოვაჩინოთ და დროული ჩარევით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გართულება ავიცილოთ თავიდან.

ასევე, რადგანაც ზაფხული ახლოვდება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი რადიაციის და, მათ შორის, მზის რადიაციის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ცხელ სეზონზე მასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება. ამიტომ, სასურველია, შუადღის მზეს მოვერიდოთ და დღის ამ მონაკვეთში მზის გულზე დიდი დრო არ გავატაროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და მისი ყველაზე გავრცელებული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები