რა კავშირია ადამიანის სიმაღლესა და ზოგიერთი დაავადების განვითარების სიხშირეს შორის

მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, ამის განმაპირობებელი მხოლოდ სიმაღლეა თუ სიმაღლე და დაავადებები ერთიდაიგივე ფაქტორზეა დამკიდებული, მაგალითად როგორიცაა: ჰორმონები და კვება.
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და განიხილეს კავშირი სხვადასხვა დაავადებებსა და ადამიანის ფაქტობრივ სიმაღლეს შორის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერებმა გამოიყენეს 250 000 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის მონაცემები. შედეგებმა დაადასტურა, რომ სიმაღლე უკავშირდება უფრო მაღალი რისკით წინაგულების ფიბრილაციისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მაღალ რისკს. ამას გარდა, დადგინდა კავშირი სიმაღლესა და პერიფერიული ნეიროპათიის მაღალ რისკს შორის, რომელიც გამოწვეულია კიდურების ნერვების დაზიანებით, ფეხებსა და ტერფებზე წყლულების გამო, კანისა და ძვლის ინფექციებით.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სიმაღლე შეიძლება აღმოჩნდეს დამოუკიდებელი რისკ- ფაქტორი მოზრდილებში რამდენიმე გავრცელებული დაავადებისათვის. თუმცა, საბოლოო დასკვნების გამოსატანად, აუცილებელია უფრო დიდ პოპულაციაზე დამატებითი კვლევების ჩატარება.