/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რძე არ გვყოფნის...

რძე არ გვყოფნის...
მყავს 2 თვის პატარა. ვამჩნევ, რომ ჩემი რძე არ ჰყოფნის, ძუძუს შემდეგ ისევ ითხოვს საკვებს.

შეიძლება თუ არა, საბავშვო საკვები ნარევი დავუმატო? რომელს მირჩევთ? იქნებ სჯობდეს, მთლიანად ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანო?

თუ პატარა დაბადებიდანვე ან სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძესთან ერთად სხვა საკვებსაც იღებს, ეს შერეული კვებაა. შერეულ კვებაზე იმ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, თუ დამატებითი საკვების ოდენობა მთელი რაციონის 1/5-ს აღემატება.

შერეული კვების ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის რაციონში დედის რძისა და ხელოვნური საკვები ნარევების რაოდენობრივ თანაფარდობაზე. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილის დღიურ რაციონში დედის რძის წილი 2/3-3/4-ს შეადგენს, კვება ბუნებრივს უახლოვდება, ხოლო თუ 1/3 ან ამაზე ნაკლებია, მაშინ კვება ხელოვნურისკენ იხრება.

როდის გადავიყვანოთ პატარა შერეულ კვებაზე?

შერეულ კვებაზე ბავშვის ნაადრევი გადაყვანა რეკომენდებული არ არის. ასე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მოიქცეთ. შერეულ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა ხდება:

  • დედის რძის ნაკლებობის ან არასრულფასოვნების დროს;
  • როდესაც დედის ავადმყოფობის გამო ბავშვთან მისი ხშირი კონტაქტი სასურველი არ არის;
  • როცა დედა სამსახურებრივ ან სხვა საქმინობას ეწევა და იძულებულია, დღის განმავლობაში დიდი ხნით მოშორდეს შვილს.

შესაძლოა, შერეულ კვებაზე გადაყვანის მიზეზი იყოს ბავშვის პათოლოგიური მდგომარეობა, მაგალითად, მძიმე ფორმის ექსუდაციური დიათეზი (ატოპიური დერმატიტი), ჰემოლიზური ან რკინადეფიციტური ანემია, ერითროდერმია, მაგრამ ყველა ეს მიზეზი დროებითია და როგორც კი გაქრება, უნდა ვეცადოთ, კვლავ ბუნებრივ კვებას დავუბრუნდეთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ბავშვის შერეულ კვებაზე გადაყვანის ყველაზე ხშირი მიზეზია ჰიპოგალაქტია - დედის რძის ნაკლებობა. ჰიპოგალაქტიის დიაგნოზის დასასმელად და ბავშვის შერეულ კვებაზე გადასაყვანად მხოლოდ დედის ვარაუდი, ბავშვს რძე არ ჰყოფნის და მშიერი რჩებაო, საკმარისი არ არის. დედა შესაძლოა ცდებოდეს.

როგორ მივხვდეთ, რომ პატარას რძე არ ჰყოფნის?

არსებობს კლინიკური ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ჰიპოგალაქტიას ვადგენთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ბავშვის შერეულ კვებაზე გადაყვანის საკითხი და ისიც გაირკვევა, თითოეულ ჯერზე რამდენი საკვების დამატებაა საჭირო.

ჰიპოგალაქტია უნდა ვიეჭვოთ, როცა პატარა ძუძუს წოვის შემდეგაც კი შფოთავს და ტირის, შემცირებული აქვს შარდისა და განავლის ოდენობა და გამოყოფის სიხშირე, კანი უშრება და უნაოჭდება, წონაში ნელა იმატებს. ამ სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში ბავშვი უნდა აიწონოს და დადგინდეს წონის დეფიციტი. ამის შემდეგ აუცილებელია რამდენიმე საკონტროლო აწონა - დღის განმავლობაში ჩვილის წონა რამდენიმეჯერ უნდა შემოწმდეს ძუძუს წოვამდე და წოვის შემდეგ. ამ გზით შევიტყობთ, საშუალოდ რამდენ რძეს იღებს დღის განმავლობაში პაწია და გამოვიანგარიშებთ, რამდენი დააკლდა მას, შემდეგ კი ვადგენთ, რამდენი ხელოვნური ნარევი უნდა დაემატოს მის "რაციონს".

შერეულ კვებაზე მყოფი ბავშვი 3,5-4 თვემდე ძირითადად დედის რძითა და ხელოვნური ნარევით ან მაწვნით უნდა ვკვებოთ, მერე კი მივცეთ 5%-იანი ფაფა ან ბოსტნეულის პიურე. 5%-იანი ფაფის მიცემიდან ორი კვირის შემდეგ ბავშვს 10%-იან ფაფას ვაძლევთ.

5 თვიდან ბოსტნეულის პიურეს ემატება ქათმის ნახევარი ღვიძლი, 6 თვიდან კი ხორცის ბულიონზე მომზადებული სუპი და თეთრი პურის ორცხობილა. 7 თვიდან რაციონს ემატება დღეში 30 გრამი ხორცის ფარში, 9-10 თვის პატარას უკვე ხორცის გუფთას ვაძლევთ, 1 წლისას კი ორთქლზე მომზადებულ კატლეტს.

შერეულ კვებაზე მყოფ ბავშვს ხილის წვენი 1-1,5 თვიდან შეიძლება მივცეთ, ისიც მხოლოდ ახალგამოწურული ვაშლისა და ძალიან ცოტა.

საკვებად საჭირო ინგრედიენტების მოცულობა თვეში ერთხელ უნდა გამოვთვალოთ, რისთვისაც სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე შერეულ კვებაზე მყოფმა ბავშვმა 10%-ით მეტი კალორია უნდა მიიღოს, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფმა.

შერეული კვებისას სასურველია, კვებათა შორის ინტერვალი ბუნებრივთან შედარებით 1/2 საათით მეტი იყოს, რადგან ხელოვნური ნარევის მონელება მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე დედის რძისა. ზაფხულში და შემოდგომაზე უპირატესად მჟავე პროდუქტებია რეკომენდებული. ასეთია მაწონი, რომელიც შეუდარებელი საკვებია ჩვილისთვის, სხვა დროს კი შეგიძლიათ, რძემჟავა და ტკბილი ადაპტირებული ნარევები გამოიყენოთ.

მაწვნის მომზადების წესი

მათ, ვინც უპირატესობას ქარხნული წესით მომზადებულ მაწონს თავისი ხელით შედედებულს ამჯობინებს, ვთავაზობთ მაწვნის შედედების წესს:

100მლ მაწვნის მოსამზადებლად საჭიროა:

რძე - 100მლ (ძროხის რძე ნაღებმოხდილი უნდა იყოს);

მაწვნის დედა - 1/2 ჩაის კოვზი.

მაწვნის დედა გალესეთ ცოტაოდენ ანადუღარ, 20 გრადუსამდე შემთბარ რძეში და შეურიეთ ადუღებულ და 30-40 გრადუსამდე გაგრილებულ რძეს. ჩაასხით ქილაში, შეფუთეთ და 3 საათი გააჩერეთ. შედედებული მაწონი გასაგრილებლად 30 წუთით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, მერე კი მოსამწიფებლად 8-10 საათით შედგით მაცივარში. მხოლოდ ამის შემდეგ არის მაწონი საკვებად ვარგისი.

მისი შენახვა 24 საათის განმავლობაში შეიძლება, ოღონდ უთუოდ მაცივარში - სითბოში დამჟავდება. მაწონი ყოველდღე წინა დღის მაწვნის ნარჩენით უნდა შეადედოთ.

შერეული კვების ნაკლი

შერეული კვების ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი ის არის, რომ ამ დროს ბავშვმა შესაძლოა ძუძუს წოვას მოუკლოს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ჰიპოგალაქტიის განვითარებისა თუ გაღრმავების მიზეზად იქცეს, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ პატარამ ბოლომდე გამოწოვოს ძუძუ. დამატებითი საკვები მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით, თანაც საწოვარა ისეთ ზომაზე ჩაჩხვლიტეთ, რომ საკვები თავისუფლად არ გადმოდიოდეს, თორემ პატარა გაზარმაცდება და ძუძუს წოვას დაიზარებს.

შერეული კვება, რაღა თქმა უნდა, ხელოვნურზე ეფექტურია, მაგრამ მისი ღირებულება ბუნებრივისას მაინც ჩამოუვარდება, ამიტომ ეცადეთ, ბავშვს 1,5-2 თვემდე მაინც აწოვოთ ძუძუ.

შერეულ კვებაზე გადაყვანა არასასურველია ზაფხულში, რადგან ამ პერიოდში საკვების მონელება უფრო ძნელია, ვიდრე წლის სხვა დროს.

გახსოვდეთ: შერეულ კვებაზე მყოფი ბავშვი ყოველთვიურად უნდა აიწონოს, მოხდეს მის მიერ მიღებული საკვების კალორაჟის გამოთვლა, ხოლო საჭიროებისას - კორექცია სათანადო ინგრედიენტებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რძე არ გვყოფნის... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები