გავრცელებული ტრავმა დამწვრობა

. ექსტრემალურ ვითარებაში ისინი იბნევიან ან შეცდომას უშვებენ დახმარების დროს და ამით ხელს უწყობენ დამწვრობის გაღრმავებას. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა დამწვრობა მიიღო? გვესაუბრება კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი მერაბ ჯოხარიძე.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა?
- დამწვრობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მაღალი ტემპერატურა - ცეცხლის ალი, ცხელი წყალი, ორთქლი, ცხელი საკვები. ასეთ დამწვრობას თერმულს უწოდებენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის შემთხვევათა უდიდესი წილი (80%) ცხელი წყლით, საკვებით დამწვრობაზე მოდის, ხოლო მოზარდებში (65%) - ცეცხლის ალით დამწვრობაზე.
მცირე ასაკის ბავშვებში ცხელი წყლით დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მდუღარე წყალმა, არამედ ნაკლები ტემპერატურის წყლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამაც. მაგალითად, 50-გრადუსიანი წყალი 7-10-წუთიანი ზემოქმედების შედეგად I-II ხარისხის დამწვრობას იწვევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქიმიური საყოფაცხოვრებო დამწვრობა თერმულზე იშვიათია. ის შეიძლება გამოიწვიოს ძმრის ესენციამ, კონცენტრირებულმა გამწმენდმა საშუალებამ, ელექტროელემენტების ტუტე შიგთავსმა (როდესაც ბავშვი ხელში ათამაშებს დაზიანებულ ელემენტს). საოჯახო ელექტროხელსაწყოების მომრავლებამ ელექტროდამწვრობის გახშირება განაპირობა.
მზის სხივების ჭარბი, ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება სხივური დამწვრობა. ბავშვის ნაზ კანს იოლად წვავს მზე.
- რის მიხედვით აფასებენ დამწვრობას?
- განასხვავებენ კანის დაზიანების ოთხ ხარისხს.
I ხარისხის დამწვრობისას ზიანდება კანის ყველაზე ზედაპირული შრე. დაზიანებულ ადგილას ჩნდება სიწითლე, შეშუპება, ბავშვი უჩივის ტკივილსა და წვას. დამწვრობის ეს ნიშნები მალე გაივლის - 1-2 დღეში კანის დაზიანებული უჯრედები აქერცვლას იწყებს და გამოჯანმრთელება გაურთულებლად მიმდინარეობს.
II ხარისხის დამწვრობა მოიცავს კანის მთელ ზედაპირულ შრეს, უჯრედები კვდება და იქერცლება, წარმოიქმნება გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები, ბავშვი უჩივის დამწვარი ადგილის ძლიერ ტკივილს. პირველი ბუშტუკები დამწვრობიდან რამდენიმე წუთში ჩნდება, შემდეგ მათი რაოდენობა თანდათან იმატებს, ძველი ბუშტუკები კი იზრდება. თუ დაზიანებული უბანი დიდია, დამწვრობას ერთვის ტემპერატურული რეაქცია. თუ კანი არ დაინფიცირდა, 10-14 დღეში ჭრილობა შეხორცდება, თუმცა დამწვარი ადგილი რამდენიმე თვე, ზოგჯერ წელიწადიც კი, ფერშეცვლილი (პიგმენტირებული) რჩება.
III ხარისხის დამწვრობა სერიოზული ტრავმაა, თუნდაც დაზიანებული უბანი მცირე ზომისა იყოს. დაზიანებულია თითქმის ყველა შრის უჯრედები და წარმოიქმნება ძალიან მტკივნეული დიდი ბუშტუკები ამღვრეული შიგთავსით. თუ კანის ყველაზე ღრმა შრე უვნებელია, III-ა ხარისხის დამწვრობაზე საუბრობენ, ხოლო თუ კანის ყველა შრეა დაზიანებული - III-ბ ხარისხისაზე. III-ა ხარისხის დამწვრობის ადგილას შეხორცება დანაწიბურების გარეშე მიმდინარეობს, III-ბ ხარისხისა კი კანზე უხეშ ნაწიბურს ტოვებს.
IV ხარისხის დამწვრობისას ზიანდება კანის ყველა შრე, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და ძვლები. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები იშვიათია.
- კანის დაზიანების სიმძიმე მხოლოდ პროცესის სიღრმეში გავრცელებით არ განისაზღვრება - იგი დამწვარი უბნის ფართობზეც არის დამოკიდებული. დაზიანებული უბნის ფართობს ე.წ. "ცხრიანის წესით" განსაზღვრავენ. რას გულისხმობს ეს წესი?
- მთელი სხეულის ზედაპირი დაყოფილია უბნებად, რომელიც შეესატყვისება მის 9%-ს:
- 9% - ადამიანის თავი და კისერი;
- 9% - ერთი ხელის ზედაპირი;
- 9% - ერთი ფეხის ზედაპირი;
- 18% - სხეულის უკანა ნაწილი (ხერხემალი და თეძოები);
- 18% - სხეულის წინა ნაწილი (გულმკერდი და მუცელი);
- 1% - შორისის მიდამო.
მშობლებს უფრო მეტად გაუადვილდებათ ხელისგულის წესის გამოყენება. ამ წესის თანახმად, ხელისგულის ფართობი მთელი სხეულის ფართობის 1%-ს უდრის. ბავშვის ხელისგულის საშუალებით შეიძლება სწრაფად განვსაზღვროთ დამწვარი უბნის ფართობი.
- რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას დამწვრობამ ბავშვს?
- დამწვრობა საშიშია არამხოლოდ იმიტომ, რომ კანის დამწვარი უჯრედები ზიანდება და კვდება. დიდი ფართობის მომცველ, მძიმე დამწვრობას თან სდევს ძლიერი ტკივილები და ორგანოების მძიმე დაზიანება. ყოველივე ეს ტრავმას აყენებს ბავშვის ფსიქიკას. შესაძლოა, განვითარდეს დამწვრობითი დაავადება.
არცთუ იშვიათად დამწვრობა მძიმე, შეუქცევადი პროცესების მიზეზად იქცევა, ძალიან მძიმე შემთხვევები კი სიკვდილით სრულდება. პრაქტიკულად ყველა ღრმა დამწვრობას ახლავს თან ნაწიბურების წარმოქმნა, რომლებიც ხელს უშლის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ განვითარებას და სახსარში მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.