/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

პატარა ხელებით

პატარა ხელებით
სპეციალისტები გვირჩევენ, პატარას ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დავაწყებინოთ, როცა ის ფუნჯსაც კი ვერ იჭერს ხელში. პატარა ჯერ ერთი წლისაც არ არის, მაგრამ უკვე შეუძლია ჯდომა, ზოგჯერ დადის კიდეც...

ძალიან უყვარს "ხელებით მუშაობა" - ისწრაფის, ხელში აიღოს სხვადასხვა საგანი, ააშენოს პირამიდა. ზოგიერთი ბავშვი ნაკლებად აქტიურია, საერთოდ არ ლაპარაკობს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, პატარებს უკვე შეიძლება მივცეთ ხატვის საშუალება.

ამისთვის სრულიადაც არ არის საჭირო ფუნჯი ან ფანქარი - საკმარისია, პატარამ სპეციალურ საღებავებში ჩაყოს თითები და ხელი ქაღალდისკენ წაიღოს. ხატვა, მით უფრო - ასეთი უჩვეულო მეთოდით, არა მარტო გართობა, არამედ ბავშვის წვრილი მოტორიკისა და ნერვული სისტემის განვითარების შესანიშნავი საშუალებაც არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს უკეთ ექნება განვითარებული სამეტყველო აპარატი, მეხსიერება, უფრო მოხერხებულად შეძლებს საკუთარი სხეულის მართვას - უკეთ დაჯდება, გაივლის, ირბენს... თითებით ხატვა ფერის გაძლიერებულ აღქმას იწვევს, ამძაფრებს შეგრძნებებს და პოზიტიურად მოქმედებს ბავშვის განწყობაზე. მართლაც, რა მშვენიერი შეგრძნებაა, როცა თითებს კაშკაშა საღებავში ჩაყოფ, მერე პაწია ხელს ქაღალდს მიადებ, გვერდით კი მეორე ხელს დაატყაპუნებ, რომელიც სხვა ფერის საღებავშია ამოვლებული. რა გამოვიდა? - უჩვეულოდ ლამაზი სურათი!

საღებავებთან მუშაობისას ბავშვს უყალიბდება მხატვრული გემოვნება, სწავლობს დაკვირვებასა და შედარებას. გარდა ამისა, თითებით ხატვისას ბავშვი გაცილებით სწრაფად შეიგრძნობს გამოსახულების საზღვრებს. ამ მეთოდით საჭირო ინტენსივობის ფერის მიღებაც ადვილია - საკმარისია, თითი რამდენჯერმე ჩავყოთ საღებავში და შემდეგ ქაღალდს ერთსა და იმავე ადგილას დავადოთ. თუ თითს სხვადასხვა ადგილას დავადებთ, გამოსახულება უფრო მკრთალი იქნება.

ავირჩიოთ საღებავები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხელებით ხატვისთვის განკუთვნილ საღებავებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ - ისინი უსაფრთხონი, არატოქსიკურნი არიან, ვინაიდან მათ დასამზადებლად საკონდიტრო საღებავები გამოიყენება. 2-3 წლამდე ასაკის პატარებს აქვთ დაუძლეველი სურვილი, ყველაფერს გემო გაუსინჯონ, ნაირფერი საღებავები კი უნებურად კანფეტის ასოციაციას იწვევს. ამიტომაც ცდილობენ მწარმოებლები ბავშვების ზედმეტი ცნობისმოყვარეობის დათრგუნვას და საღებავს მარილს უმატებენ. როცა გემოს გასინჯვისას პატარა სიტკბოს ნაცვლად რაღაც უცნაურს შეიგრძნობს, საღებავის მეორედ ალოკვის სურვილი მყისვე გაუქრება.

თითებით ხატვისთვის განკუთვნილი საღებავების შეძენისას აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ანოტაცია - შევამოწმოთ შენახვის ვადა, შემადგენლობა, დავაზუსტოთ, ადვილად სცილდება თუ არა საღებავი ტანსაცმელს - პატარა მხატვარი აუცილებლად მოითხვრება. უნდა დაზუსტდეს, რომელი ნივთიერებაა გამოყენებული ფერის მისაცემად. თუ საკვები საღებავია გამოყენებული, შეგვიძლია, პროდუქტი თამამად შევიძინოთ. ხშირად ასეთი საღებავის კოლოფზე მითითებულია გამოყენებისთვის რეკომენდებული ასაკიც. შეზღუდვის მიზეზია არა საღებავის შემადგენლობა, არამედ კოლოფში არსებული პატარა დეტალები, რომელთა პირში ჩადებისა და ჩაყლაპვის საშიშროება საკმაოდ დიდია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

საღებავების თაობაზე დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ კოლოფზე მითითებულ ინტერნეტსაიტს ეწვიოთ. გარდა ამისა, ინტერნეტსაიტებზე ნახავთ ამ საღებავების გამოყენებით შექმნილ მრავალ "შედევრს" და გაიგებთ, როგორ უნდა იმუშაოთ საღებავებით.

ჩვენ თვითონ!

თუ ქსელში თქვენი შვილისთვის შესაფერისი არატოქსიკური საღებავი ვერ აღმოაჩინეთ, ნუ იყიდით ჩვეულებრივ გუაშს, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, პატარას განუწყვეტლივ ვადევნოთ თვალყური, რომ "ფერადი" თითები პირში არ ჩაიყოს. ამ შემთხვევაში საღებავი თავად დაამზადეთ. გაცილებით იაფიც არის, სანდოც და დროსაც არცთუ ისე ბევრს მოითხოვს. თუ მომზადების პროცესში პატარასაც ჩართავთ, ბავშვი კიდეც გაერთობა და თავისივე მომზადებული საღებავებით ხატვისას დიდ სიამოვნებასაც მიიღებს. აიღეთ 1 კგ ფქვილი, 5 სუფრის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და წყალი. ეს ყველაფერი მიქსერით ერთმანეთსი აურიეთ და დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიღებულ მასას სქელი არაჟნის კონსისტენცია ჰქონდეს. ახლა ეს მასა რამდენიმე ქილაში გაანაწილეთ და თითოეულ ქილას უსაფრთხო საღებავი დაამატეთ - ჭარხლის, სტაფილოს, მწვანილის წვენი... მრავალფეროვანი, იაფი და უვნებელი საღებავებიც მზადაა!

ვიწყებთ შემოქმედებას

ახალბედა მხატვრისთვის ჯერ "შემოქმედებითი სახელოსნო" უნდა მოამზადოთ. მაგიდაზე ან იატაკზე მუშამბა ან ქაღალდი დააფინეთ, პატარას კი ისეთი ტანსაცმელი ჩააცვით, რომლის დასვრის შემთხვევაშიც გული ძალიან არ დაგწყდებათ. აუცილებლად მოიმარაგეთ ხელსახოცები. თუ ხედავთ, რომ ჭურჭელი ვიწროა, საღებავები ფართოყელიან ჭურჭელში გადაასხით, რათა ბავშვს საშუალება ჰქონდეს, საღებავში მთელი მტევანი მოათავსოს. არ დაგავიწყდეთ ფოტოაპარატი ან ვიდეოკამერა - ახლა ისეთი რამ მოხდება, რაც აუცილებლად უნდა აღბეჭდოთ ფირზე.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პატარას დღის რეჟიმი - მას ხატვა იმ დროს უნდა შესთავაზოთ, როცა გამოძინებულია, დანაყრებულია, კარგ გუნებაზეა. ეს აუცილებელია, რათა შემოქმედებითი პროცესი სათანადოდ წარიმართოს.

თითების საღებავებით სხვადასხვაგვარად შეიძლება ხატოთ. თავდაპირველად აჩვენეთ ბავშვს, როგორ ასველებთ საღებავში თითებს და როგორ ქმნით მარტივ ნახატს - ხაზებს, ანაბეჭდებს. შესაძლოა, პატარას სულაც არ გაუჩნდეს საღებავში თითების ჩაყოფის სურვილი. ამ შემთხვევაში მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. თუ ხედავთ, რომ ბავშვი აღფრთოვანებული უცქერის საღებავს და პატარა თითებს შიგ ყოფს, შეგიძლიათ, თამაშს შეუდგეთ. პატარა მტევნის ანაბეჭდები ქაღალდზე გადაიტანეთ, მეორე ხელი სხვა ფერის საღებავში ამოავლეთ. კარგი იქნება, თუ ამ თამაშს სხვა ბავშვებიც შეუერთდებიან. ითამაშეთ ღრუბლით. დაასველეთ ის საღებავით. ფუნჯისგან განსხვავებით, ღრუბლით შეგიძლიათ დიდი ზედაპირი მოკლე ხანში გააფერადოთ. შეგიძლიათ, თხელი ღრუბლისგან პატარა ფიგურები გამოჭრათ. ასე ნამდვილ შტამპებს მიიღებთ და ქაღალდზე წრეების, ვარსკვლავების, ნახევარმთვარეების ბეჭდებს დასვამთ. პატარა ძალიან გამხიარულდება.

წვრილ მოტორიკას კარგად ავითარებს ტრაფარეტის მეშვეობით ხატვა. სქელ მუყაოზე ჯერ მარტივი ფიგურა: დროშა, მზე, გული - დახატეთ, შემდეგ კი მისი კონტური გამოჭერით. ტრაფარეტი ქაღალდზე დადეთ, პატარას უჩვენეთ, როგორ უნდა დაიჭიროთ ის და როგორ უნდა გააფერადოთ ღრუბლით. ახლა ტრაფარეტი ასწიეთ და შედეგით გაიხარეთ.

თითების საღებავებით ხატვა ყველაზე მოხერხებული აბაზანაშია. პატარებს ხიბლავთ წყალში საღებავების შერევა. დაიმახსოვრეთ: თითებით ხატვისას მთავარია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი. თუ ბავშვი თავიდან ფეხებამდე მოისვარა, მაგრამ მაინც იღიმება და კმაყოფილია, ესე იგი მიზანს მიაღწიეთ - მალე პატარა ხელში აიღებს ფუნჯს, ფანქარს, ფლომასტერს. ჯერ კი თითებით ხატვის დროა!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწავლის პრობლემები
სწავლის პრობლემები
ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ სწავლაში, თანატოლებს ჩამორჩებიან და
სრულად
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
ამბობენ, რომ დიასახლისი დედები დასაქმებულ დედებთან შედარებით უფრო დეპრესიულები, ბრაზიანები და სევდიანები არიან.
სრულად
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
სკოლაში ბავშვი ახალ სივრცეში ხვდება. აკადემიური გარემო მისგან განსხვავებულ ქცევას და უნარებს მოითხოვს.
სრულად
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ

ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პატარა ხელებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები