როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ

როგორ უნდა გავუიოლოთ ადაპტაციის პერიოდი პირველკლასელს?

სასკოლო მზაობაში იგულისხმება არა მხოლოდ ბავშვის, არამედ სააღმზრდელო დაწესებულებებისა და ოჯახის მზადყოფნა ბავშვისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად იმ მნიშვნელოვანი პროცესების გაადვილებისთვის, რომელიც თან ახლავს სკოლაში წასვლას. საუკეთესო შემთხვევაში, ამ საქმეში პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს ოჯახს, წინასასკოლო (საბავშვო ბაღი, „ფრესქული“) დაწესებულებებსა და სკოლას შორის. თანაც სკოლა ვალდებულია, გაუმკლავდეს ყოველი ბავშვის საჭიროებებს, მიუხედავად მათი სასკოლო მზაობისა.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც სტაბილურად დადიოდნენ საბავშვო ბაღში ან შემდგომ „ფრესქულში“, უფრო უადვილდებათ სასკოლო გარემოსთან შეგუება, რადგან მათ ცხოვრებაში უკვე არსებობდა გარკვეული რუტინა, სტრუქტურა და წესები, რომლებსაც უნდა მიჰყოლოდნენ და გაეთვალისწინებინათ; ჰქონდათ მეტ-ნაკლებად ფორმალურ გარემოში სხვა ბავშვებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება; გამოიმუშავეს დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარები. შესაბამისად, ფსიქოლოგების ერთ-ერთი პირველი რჩევა არის ბავშვის ტარება საბავშვო ბაღში, რადგან ის ემსახურება არა მხოლოდ ნახსენები უნარების განვითარებას.

სასწავლო წლის დაწყებამდე შესამზადებლად კარგი იქნება, თუ ბავშვს გარკვეული პერიოდით ადრე გააცნობთ სკოლის შენობას, საკლასო ოთახს, მომავალ მასწავლებლებს, რამდენიმე კლასელს ან თავად სკოლა გააკეთებს ამას იმისათვის, რომ პირველკლასელისთვის სკოლაში მოხვედრა და მასთან შეგუება იყოს თანდათანობითი პროცესი და არა მოულოდნელობა.

რას ნიშნავს სასკოლო მზაობა – როდის იწყება ამ უნარებზე მუშაობა, როგორ ხდება ამ უნარების ჩამოყალიბება?

უპირველესად, სასკოლო მზაობა არ არის, როდესაც ბავშვმა იცის ლექსები და წერა-კითხვა, რითაც მშობლები ძალიან ხშირად იწონებენ თავს. სასკოლო მზაობა მოიცავს რამდენიმე ფართო სფეროს, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ უნარებს და მათზე მუშაობა იწყება ადრეული ასაკიდანვე.

  • სოციალური და ემოციური განვითარება გულისხმობს თვითრეგულაციის, ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების, საკუთარი და სხვისი გრძნობების ამოცნობისა და სახელდების უნარებს.
  • შემეცნებითი განვითარება გულისხმობს სააზრ­ოვნო ოპერაციების, მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების, ამოცანის გადაჭრის უნარებს.
  • ენისა და წიგნიერების განვითარება გულისხმობს ასაკთან შესაბამისი ლექსიკური მარაგის არსებობას, მოსმენისა და ინსტრუქციების გაგების, მეტყველებისა და თხრობის უნარებს.
  • ფიზიკური განვითარება გულისხმობს მსხვილი (სიარული, ხტომა, სირბილი, ცეკვა და ა.შ.) და ნატიფი (წერა, ხატვა, ძერწვა, მაკრატლით გამოჭრა, მცირე ზომის საგნებით მანიპულირება) მოტორული უნარების განვითარებას.
  • დამოუკიდებლობის განვითარება გულისხმობს თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა ტუალეტის მოხმარება, ჩაცმა-გახდა, ჭამა, საკუთარი ნივთების მოწესრიგება და ა.შ. ამ უნარების განვითარებაზე მუშაობა იწყება ადრეული ასაკიდანვე და მიზანშეწონილია განმავითარებელი აქტივობების ისე შეტანა ბავშვის ცხოვრებაში, რომ გათვალისწინებული იყოს ზოგადასაკობრიოსთან ერთად, ინდივიდუალური თავისებურებები – ბავშვის ინტერესები, ცნობისმოყვარეობა, ტემპერამენტი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სწორი თვითშეფასება და თავდაჯერება, იმისათვის, რომ მოსწავლემ სრულყოფილად გამოხატოს საკუთარი პიროვნება. როგორ გავუძლიეროთ ეს განცდა?

ადეკვატური თვითშეფასება და თავდაჯერებულობა პიროვნების ის მნიშვნელოვანი მდგენელებია, რომლებიც გავლენას ახდენს მარცხისა და წარმატების აღქმაზე, სწავლისადმი დამოკიდებულებაზე, მოტივაციაზე.

ადრეული ასაკიდანვე სწავლისადმი სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განაპირობებს აკადემიურ წარმატებასა და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ სწორ წარმოდგენებს.

  • აუცილებელია, ბავშვებს მივცეთ შეცდომების დაშვების უფლება და მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეთ იმის, რომ როდესაც რაიმე შეეშლებათ ან არასწორად შეასრულებენ დავალებას, ამის გამო დაისჯებიან ან შეარცხვენენ.
  • აუცილებლად უნდა წავახალისოთ მათი ინიციატივის გამოჩენის უნარი, უნდა ვასწავლოთ დახმარების თხოვნა, როდესაც ეს სჭირდებათ.
  • არასოდეს შევადაროთ სხვა ბავშვებს და არ გავუხადოთ სხვისი წარმატება რაიმეს საზომად, რადგან ამან შესაძლოა, გაუჩინოს უარყოფითი დამოკიდებულება როგორც სწავლისადმი, ასევე იმ ბავშვისადმი, ვისაც ადარებთ.

პირველკლასელებს ხშირად ახასიათებთ სიმორცხვე, რადგან უცხო გარემოში ხვდებიან. როგორ წავაქეზოთ ისინი უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი და დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები?

როგორც ვთქვით, სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას, როდესაც ბავშვს ადრეული ასაკიდან აქვს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება და საშუალება, რასაც, უმეტესად, მისი საბავშვო ბაღში ტარებით უზრუნველვყოფთ.

თუ პირველკლასელი მორცხვობს, უჭირს ურთერთობა კლასელებთან, აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო პროცესში ისეთი ჯგუფური აქტივობები და თამაშები შეტანილი, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვებს, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ.

სასურველია, მშობლები მუდმივად ახალისებდნენ და აქეზებდნენ ბავშვის მცდელობებს და, გარდა ამისა, კლასელებს სკოლის მიღმაც, არაფორმალურ გარემოშიც ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება.