/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

შეგიძლიათ თუ არა ბავშვის გართობა

შეგიძლიათ თუ არა ბავშვის გართობა
ბავშვთან ურთიერთობის საჩვენებელი საათის ჩატარება ყველა ქალს შეუძლია. საქმე ის არის, შესწევს თუ არა უნარი დედას, ასეთი ურთიერთობა ყოველდღიურ რეალობად აქციოს.

  • ამის გარკვევაში ქვემოთ მოყვანილი ტესტი დაგვეხმარება.

  1. წვიმაში ჩვენ:
    1. ბ) ვუყურებთ მულტფილმებს;
    2. გ) ვკითხულობთ წიგნებს;
    3. ა) ბოტებს ვიცვამთ, ქოლგას ვიღებთ და სასეირნოდ მივდივართ.
  2. ბავშვის დაბადების დღის ან სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად საუკეთესო გზაა:
    1. გ) ექსკურსია მუზეუმში;
    2. ა) პიკნიკი, სადაც შეჯიბრებისა და კონკურსის გამართვაც შეიძლება;
    3. ბ) შინ ჯამბაზების მოწვევა.
  3. საბავშვო ბაღი თქვენთვის, უწინარეს ყოვლისა, არის:
    1. გ) განმავითარებელი მეცადინეობები;
    2. ბ) დახმარება, ვინაიდან დაკავებული ბრძანდებით;
    3. ა) ბავშვების ერთმანეთთან შეხვედრა, თამაში, ურთიერთობა, რაც აუცილებელია ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
  4. სანამ პოლიკლინიკაში ექიმს ელოდებით:
    1. ბ) აკვირდებით, როგორ დარბის ბავშვი დერეფანში სხვა ბავშვებთან ერთად;
    2. ა) ბავშვს ართობთ დერეფანში ჩამოკიდებული პლაკატებით, ნახატებით;
    3. გ) კითხულობთ შინიდან მოტანილ წიგნს.
  5. საბავშვო მოედანზე თქვენ:
    1. ბ) ზიხართ სკამზე და ბავშვს სრულ თავისფლებას ანიჭებთ;
    2. ა) ბავშვთან ერთად "აცხობთ" ქვიშის პასკებს, აშენებთ ციხესიმაგრეებს, სრიალებთ გორაკზე;
    3. გ) ქვიშაზე ჯოხით წერთ ასოებს, ასახელებთ მანქანის ფერებს, ძაღლის ჯიშებს.
  6. ხანგრძლივი მგზავრობისას:
    1. ბ) ათვალიერებთ პეიზაჟს და იმავეს სთავაზობთ ბავშვს;
    2. გ) იმეორებთ ინგლისურ სიტყვებს, ხატავთ მინაზე;
    3. ა) თამაშობთ, ერთმანეთს ართობთ, ჩანთაში ნივთებს ეძებთ.
  7. როცა ბავშვთან ერთად სტუმრად ხართ:
    1. გ) ყველას უჩვენებთ, როგორი განვითარებულია თქვენი შვილი;
    2. ა) იგონებთ თამაშს თქვენი შვილისა და სხვა ბავშვებისთვის;
    3. ბ) სიამოვნებით უერთდებით თქვენს ტოლებს, სანამ პატარა გაშინაურდება.
  8. ზოოპარკში წასვლა არის:
    1. ა) ეზოში თამაშის შესანიშნავი ალტერნატივა;
    2. გ) ძალიან სასარგებლო ბავშვის განვითარებისთვის;
    3. ბ) სასიამოვნოა არა მარტო ბავშვისთვის, არამედ თქვენთვისაც.
  9. დასვენებისას გული ყველაზე მეტად იმის გამო გწყდებათ, რომ:
    1. ბ) აქ არ არის საბავშვო კლუბი;
    2. გ) ბავშვს ავიწყდება გავლილი მასალა;
    3. ა) დასასვენებლად ბავშვის გარეშე წახვედით.
  10. შვილს დიდი სიამოვნებით აჩუქებდით:
    1. გ) ტელესკოპს;
    2. ბ) კომპიუტერულ თამაშს;
    3. ა) მაგიდის თამაშს.

  • ახლა დავთვალოთ, რამდენია პასუხი "გ", რამდენი - "ა" და რამდენი - "ბ".

თუ "გ" ჭარბობს, თქვენ დედა-მასწავლებელი ბრძანდებით. ცოტა თუ ზრუნავს ბავშვის განვითარებაზე თქვენსავით. ალბათ შედეგები უკვე აშკარაა - თქვენი პატარა სხვა ბავშვებზე ჭკვიანი და უკეთ განვითარებულია, ბევრი რამ შეუძლია, აოცებს ირგვლივ მყოფებს. თქვენ მართლაც მნიშვნელოვან ინვესტიციას აბანდებთ ბავშვის მომავალში. მაგრამ დაფიქრდით - ხომ არ გიჭირთ ურთიერთობა ბავშვთან, როცა მას არ ამეცადინებთ და ინფორმაციას არ აწვდით? თუ თქვენთვის ბავშვის სწავლება უფრო ადვილია, ვიდრე მასთან თამაში, უნდა იზრუნოთ, რომ თქვენი შვილის ცხოვრებაში იყოს ადამიანი, რომელიც მას, უბრალოდ, ეთამაშება: ბებია, ბაბუა, მამა, ძიძა ან უფროსი და-ძმა. არ დაივიწყოთ, რომ თამაში სკოლამდელი განვითარების მნიშვნელოვანი მომენტია.

თუ ჭარბობს პასუხი "ა", თქვენ დედა-ამხანაგი ბრძანდებით. ასეთ დედებს სხვა მშობლები დანაშაულის გრძნობით აღსავსენი შეჰყურებენ. ვერც ერთი მათგანი ვერ უთმობს შვილს იმდენ დროს, რამდენსაც თქვენ. თქვენ გაქვთ თამაშის, ბავშვის გართობის ნიჭი. ეს იშვიათი და ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი უნარია. დაფიქრებას მხოლოდ ორი რამ მოითხოვს:

პირველი - ბავშვი მარტო მხიარულად ატარებს დროს თუ მის გართობას შემეცნებითი დანიშნულებაც აქვს? ეცადეთ, თამაშში მეტი განმავითარებელი ელემენტი ჩართოთ;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეორე - მეტისმეტად ხომ არ გაგიტაცათ ბავშვის სამყარომ? არ დაგავიწყდეთ, რომ ამქვეყნად ბევრი საინტერესო რამ არსებობს, მაშინაც კი, როცა თქვენი ძირითადი საქმიანობა ბავშვის მოვლა და აღზრდაა. ეცადეთ, რამდენიმე ხანი აუცილებლად დაუთმოთ მეუღლეს, ცოტაოდენი დრო - მეგობრებსაც.

თუ ჭარბობს პასუხი "ბ", თქვენ დედა-დამკვირვებელი ბრძანდებით. ამ ტიპის დედებს ყველაზე დამოუკიდებელი შვილები ჰყავთ. თქვენ გიკვირთ, რომ სხვა ბავშვებს არ შეუძლიათ თავის გართობა და მუდამ დედასთან ყოფნას ითხოვენ. თქვენი შვილი ყოველთვის პოულობს გასართობს, თქვენ კი მასზე თვალი გიჭირავთ, თანაც უამრავ საქმეს აკეთებთ. მთავარია, ერთმანეთში არ აგვერიოს დამოუკიდებლობა და უყურადღებობა. ნებისმიერი ბავშვისთვის აუცილებელია, დედა ეთამაშოს ან რამე ასწავლოს. დღეში, სულ ცოტა, ნახევარი საათი მხოლოდ ბავშვს უნდა დაუთმოთ. თუ საქმიანობის სპონტანურად მოფიქრება გიჭირთ, დაგეგმეთ წინასწარ. ის, რაც თავდაპირველად ძნელი გეგონათ, გაიოლდება და დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

შეგიძლიათ თუ არა ბავშვის გართობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები