დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები

დედებს, რომლებიც არ მუშაობენ და მთელ დღეს ბავშვებს უთმობენ, უამრავ გამოწვევასა და სირთულესთან უხდებათ გამკლავება. უახლესი კვლევებით დგინდება, რომ უმუშევარ დედებს, დასაქმებულ დედებთან შედარებით, დეპრესია უფრო ხშირად ემართებათ. 60 000-მდე ქალის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დიასახლისი დედების 28%-ს დეპრესია აწუხებდა, დასაქმებულ დედებს შორის კი მსგავსი პრობლემა მხოლოდ 17%-ს ჰქონდა.

მთელი დღის მანძილზე ბავშვებზე ზრუნვით დაკავებული ქალების 41% აღნიშნავდა, რომ ისინი ხშირად ღელავდნენ და დარდობდნენ, მაშინ როდესაც მსგავსი პრობლემა დასაქმებული დედების მხოლოდ 34%-ს ჰქონდა.

დიასახლის დედებად ის ქალები ითვლებიან, რომლებსაც სამსახური არ აქვთ და რომლებიც მთელ დღეს 18 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად სახლში ატარებენ. დასაქმებულ დედებად კი მათ მოიხსენიებენ, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ და ამავდროულად სამსახურიც აქვთ.

  • რატომ არიან უმუშევარი დედები დეპრესიულები და მოწყენილები?

ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი მზად არ არის იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც მათ ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩნდება. როდესაც ქალი ბავშვს აჩენს, მისი სოციალური სტატუსი, მატერიალური მდგომარეობა და ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

დედას შვილის გაჩენა უზომოდ აბედნიერებს, თუმცა მის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან ფაქტს გარკვეული დანაკარგიც ახლავს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახლში მყოფი დედები დეპრესიულები არიან, აღიარებისა და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებაა. ისინი ვერ გრძნობენ, რომ სათანადოდ დაფასებულები არიან.

გარშემომყოფები დიასახლისი დედების მძიმე შრომას ხშირად ვერც კი ამჩნევენ. სახლში დარჩენილი დედები, რომლებიც დღის განმავლობაში უამრავ საქმეს აკეთებენ, გაწეული შრომისთვის ანაზღაურებას არ იღებენ. ისინი წელიწადში 365 დღეს შრომაში ატარებენ. დიასახლისი დედებისთვის შვებულება არ არსებობს.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც სახლში შვილებთან ერთად მყოფი ქალების განრისხებას იწვევს, იზოლაციაა. დიასახლის დედებს მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება ძალიან უჭირთ, რადგან ისინი მთლიანად შვილების აღზრდაზე არიან ორიენტირებულები.

დიასახლისი დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ისეთ ადამიანებთან მეგობრობენ, რომლებთანაც საერთო არაფერი აქვთ, გარდა ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხებისა. შესაძლოა, რამდენიმე დღე ისე გავიდეს, რომ დიასახლის დედებს ზრდასრულ ადამიანებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცეთ. ბავშვებთან ურთიერთობა საოცრად სახალისოა, თუმცა, ქალებს მეგობრებთან კომუნიკაცია აუცილებლად სჭირდებათ.

დიასახლის დედებს სახლში შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღწერა თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარება.

თუ მთელ დღეს ბავშვებთან ერთად ატარებთ და სახლის მოწესრიგებაზე ზრუნავთ, მეუღლეს თქვენი ყოველდღიური საზრუნავისა და სირთულეების შესახებ ხშირად ესაუბრეთ, რათა მისგან მხარდაჭერა იგრძნოთ.

დედებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო თავიანთი თავისთვის, გაწევრიანდნენ ახლომდებარე ბიბლიოთეკაში, დაიწყონ რომელიმე ენის შესწავლა, იარონ კულინარიის კურსებზე. სოციალური და ინტელექტუალური სტიმულაცია ქალების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაახალისებს.

მართალია, დიასახლის დედებს დეპრესია ხშირად უტევთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახლში ყოფნა ყველა ქალისთვის თანაბრად დამთრგუნველია. ბევრ მათგანს დიასახლისობა ძალიან ახალისებს და შვილების აღზრდა ყველაზე საინტერესო საქმედ მიაჩნია.

დედები, რომლებიც პირველ ადგილზე ოჯახს აყენებენ, ხშირად კარიერაზე უარს ამბობენ და სახლში დარჩენის გადაწყვეტილებას თავად იღებენ.