/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ბავშვს რომ მსგავსი კომპლექსი არ განუვითარდეს, არ არის საჭირო გადაჭარბებული ქება - რა ეშლებათ მშობლებს

ბავშვს რომ მსგავსი კომპლექსი არ განუვითარდეს, არ არის საჭირო გადაჭარბებული ქება - რა ეშლებათ მშობლებს
სკოლაში, ბევრ კარგთან ერთად, ბავშვები ცუდსაც სწავლობენ, უმთავრესად - სხვა ბავშვების გავლენით.

პირველი კლასი, პირველი სასკოლო წლის დასაწყისი (განსაკუთრებით - პირველი 6 თვე), არც ისე მარტივია.ეს არის ახალ ცხოვრებასთან, ახალ როლთან შეგუების პერიოდი. თუ ამ გამოსაცდელმა ვადამ ჩაიარა და ბავშვს მაინც დარჩა პრობლემები, შესაძლოა კომპლექსებით დაიხუნძლოს. თანამედროვე პირველკლასელები ინტელექტუალური თვალსაზრისით შედარებით მომზადებულნი შედიან სკოლაში - მათმა დიდმა ნაწილმა უკვე იცის წერა, კითხვა, ანგარიში, კომპიუტერით სარგებლობა.

სწორედ აქ იჩენს თავს პირველი პრობლემა - ეჩვენებათ, რომ ახალს ვერაფერს ისწავლიან და სასარგებლო ინფორმაციის მიღებას სხვაგანაც შეძლებენ - ტელეეკრანიდან, კომპიუტერიდან, საუბრებიდან შინ თუ გარეთ. თუ სწორედ ამ მომენტში ვერ შეძელით მათი დაინტერესება სასწავლო პროცესით, შესაძლოა ბავშვს პასიური დამკვირვებლის კომპლექსი მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ის იძულებული იქნება, იჯდეს კლასში, სასწავლო მერხთან, მაგრამ იყოს”თამაშგარე მდგომარეობაში”, არაფერში მონაწილეობდეს და მხოლოდ ზარის დარეკვას ელოდოს ან სხვა რამით გაერთოს.

მეორე პრობლემა - ზოგიერთი ბავშვი ვერ ეგუება სასკოლო ცხოვრების მკაცრ ჩარჩოებს (განსაკუთრებით უჭირთ ისეთ ბავშვებს, რომლებიც პირველად ხვდებიან ბავშვთა კოლექტივში). არ გამოსდით ურთიერთობა პედაგოგთან, პედაგოგებს კი სჩვევიათ, ასეთი ბავშვები ზარმაცებად, ცუდად აღზრდილებად, უნიჭოებად ჩათვალონ. ბავშვებს არ ესმით, რას მოითხოვენ მათგან. არც თანაკლასელებთან ურთიერთობა გამოსდით. ჩნდება ურთიერთობის შიში, იმის განცდა, რომ სხვებს არ უნდათ მასთან ურთიერთობა. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჩამოყალიბდება კლასიკური წარუმატებელი, უიღბლო ადამიანის კომპლექსი, რომელიც მარტოობისკენ მიისწრაფვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეორე კლასი

სკოლის მასწავლებლის მთავარი იარაღია შეფასება. ეს არის წარმატებისა თუ ჩავარდნის ერთადერთი მაჩვენებელი. “ხუთიანებისთვის” აქებენ, “ორიანებისთვის” მშობლებს იძახებენ, “სამიანებისთვის” პირობას ართმევენ, რომ გამოსწორდება... როდესაც მასწავლებელი უკან აბრუნებს საშინაო დავალების ან საკონტროლოს რვეულს, ბავშვს ყველაზე მეტად აშინებს დაუნდობელი წითელი ფერის შესწორებები და ცუდი ნიშანი. ასე ვითარდება “შეცდომის დაუშვებლობის კომპლექსი”, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს შიში, არასწორი ნაბიჯი არ გადადგას.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

“ოროსანი” და “ხუთოსანი” - ეს არის სკოლაში აკიდებული იარლიყი, რომელიც ხშირად მთელი ცხოვრება რჩება. არავინ იცის, ვის უფრო უმძიმს ცხოვრება - “ოროსანს”, დარწმუნებულს, რომ არავითარ მცდელობას აზრი არ აქვს, მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას (რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც შეფასებებს ინერციით წერს) თუ “ხუთოსანს”, რომელიც მთელი ცხოვრება კანიდან ძვრება, რომ საზოგადოების მოლოდინი გაამართლოს. ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული სხვების აზრზე.

მეხუთე კლასი

კომპლექსები სხვადასხვაგვარად ვლინდება. არ არის აუცილებელი, ბავშვს ეგონოს, რომ ის სხვაზე უარესია, - ისეც ხდება, რომ მას თავი ყველაზე უკეთესი, გამორჩეული, სრულყოფილი ჰგონია და მთელი ცხოვრება უკვირს, რატომ ვერ ამჩნევენ ამას სხვები. ამ გადაჭარბებული თვითშეფასების საფუძველი სკოლის ასაკში უნდა ვეძებოთ. ისე ხდება, რომ უმცროს კლასებში ბავშვი ყველა საგანში თავს იჩენს, კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, ხმამაღლა და გამოთქმით კითხულობს ლექსებს და პედაგოგიც გამუდმებით აქებს, სამაგალითოდ ჰყავს.

შემდგომ, უფროს კლასებში, მოთხოვნათა სისტემა იცვლება, მოდიან ახალი პედაგოგები, რომლებიც ვერ იცლიან, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგნენ, ყოფილი “სამაგალითოც” ვეღარ გამოირჩევა და იქმნება შინაგანი კონფლიქტი. ის მიჩვეულია, “პირველი” და “საუკეთესო” იყოს, მაგრამ ამას ვეღარ ახერხებს, ვერც თავის პრეტენზიულობას ელევა. ფსიქოლოგები ამ შფოთვას და დაძაბულობას “არაადეკვატურობის აფექტს” უწოდებენ. ასეთი ბავშვები ეგოისტები და შურიანები ხდებიან, არ ახარებთ სხვისი წარმატებები და გაურბიან მწვავე სიტუაციებს. ბავშვს რომ მსგავსი კომპლექსი არ განუვითარდეს, არ არის საჭირო გადაჭარბებული ქება და ცალკეული შედეგების აღმატებითი შეფასება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვს რომ მსგავსი კომპლექსი არ განუვითარდეს, არ არის საჭირო გადაჭარბებული ქება - რა ეშლებათ მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები