/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, რომ დედაშვილური კავშირი არ დაირღვეს

როგორ მოვიქცეთ, რომ დედაშვილური კავშირი არ დაირღვეს
დედაშვილობა საოცარი ფენომენია. დედაშვილური კავშირი მძლეთამძლეა.

გაიხსენეთ, პატარას დაბადებისთანავე რა აზრმა გაგიელვათ: “მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა!..” მაგრამ შეცდით, ყველაფერი ახლა იწყება! იწყება სრულიად ახალი ცხოვრება - ცხოვრება შვილთან ერთად.

ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში მთავარი ამოცანაა ძუძუთი კვება. დედის რძე - ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი, უნიკალური საკვები და წამალი თქვენი პატარასთვის. ბავშვის კვების მთავარი წესი ასეთია: აჭამეთ მას, როცა უნდა და რამდენიც უნდა. რძის სიმცირის შემთხვევაში ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიიწვინოთ მკერდზე ისე, რომ ადვილად მისწვდეს ძუძუსთავს და მის ირგვლივ მდებარე არეს - ორეოლას.

“შეწყვიტეთ შფოთვა და დაიწყეთ ცხოვრება!” - ამბობდა დეილ კარნეგი. სხვაგვარად ძუძუთი კვებას ვერ მოაწესრიგებთ. ვერც ბევრ სხვა რამეს მოახერხებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. თქვენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. იძინეთ, დაისვენეთ, ისეირნეთ. თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ბავშვის წინაშე, ამიტომ ბევრი ენერგია გჭირდებათ. შეეცადეთ, ჩვილი ბუნებრივად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ დაივიწყებთ მის ასაკობრივ თავისებურებებს. იმისთვის, რომ პატარა ორგანულად შეერწყას ახალ სამყაროს, პირველ ხანებში მოარიდეთ ხალხმრავლობას, ხმაურს. გამონახეთ დრო თქვენი შეგრძნებებისა და განცდების, ახალი ემოციებისა და დაკვირვებების ჩასაწერად. თუნდაც, დღეში 15 წუთი. ეს არც ისე ბევრია. სამაგიეროდ, შემდგომში განუმეორებელ წუთებს გაგახსენებთ. ათი წლის შემდეგ მეუღლესა და უკვე წამოზრდილ შვილთან ერთად საოცარი განცდით წაიკითხავთ თქვენი ოჯახისთვის უძვირფასეს მოგონებებს. ეს კიდევ უფრო გაამყარებს შვილის მშობლებთან ფსიქოლოგიურ კავშირს. აწარმოეთ ჩანაწერები ბავშვის შესახებ, სადაც აღნუსხავთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ, ჩაიწერთ, როგორ უყალიბდებოდა ჩვევები, თვისებები, ხასიათი. მოაწესრიგეთ ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან, განურჩევლად იმისა, ცხოვრობთ თუ არა მათთან ერთად. რა გამაღიზიანებელიც უნდა გეჩვენებოდეთ მათი რჩევები, მათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარება სურთ. უფროსი თაობის გულისტკენა არ შეიძლება. აი, პრიორიტეტების შესახებ შეთანხმება კი საჭიროა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ერიდეთ გაციებას. ნუ გახვალთ აივანზე შილიფად ჩაცმული - შეიძლება მკერდი გაგიცივდეთ. ნუ იჩქარებთ ძიძის მოწვევას. ბავშვის დაბადების შემდეგ დედას უამრავი საზრუნავი უჩნდება და ძალიან იღლება, ამიტომ ბევრი ძიძის ძებნას იწყებს. ცოტა ხანს მოიცადეთ! ახლა თქვენს შვილს დედა სჭირდება, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე ძვირფასი ადამიანია მისთვის, არამედ მისი ცხოვრებისა და ნორმალური ფსიქოლოგიური განვითარების მთავარი პირობაც. ძიძის აყვანის შემთხვევაში წყდება უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური კავშირი დედასა და შვილს შორის. ჯობს, საოჯახო საქმეები ანდოთ სხვას.

საზოგადოდ, ძიძის საწინააღმდეგო ფსიქოლოგებს არაფერი აქვთ, მაგრამ არა პირველ თვეებში. თუ მოახერხებთ, ეცადეთ, პირველი ექვსი თვე მაინც დარჩეთ შინ. ნუ ეცდებით, გახდეთ იდეალური დედა. დედობა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა მთელი ცხოვრება. ახალმა როლმა არ უნდა შეგიქმნათ ახალი კომპლექსები. პირიქით, უნდა დაგანახოთ, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო და უკეთესი გახდა. ზოგი რამ შესაძლოა არ გამოგივიდეთ, ზოგი რამ წააგოთ კიდეც, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ეცადეთ, ყოველი დღე დღესასწაულად აქციოთ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე. გახსოვდეთ: ბავშვს ენერგიული, მშვიდი და ხალისიანი დედა სჭირდება. რჩევები შეიძლება გაიზიაროთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოვიქცეთ, რომ დედაშვილური კავშირი არ დაირღვეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები