თრომბოციტოპენიური პურპურა - მრავლობითი სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსზე

ის, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათი პათოლოგიაა და სიხშირით მეორეა ჰემორაგიულ დიათეზებს შორის. ჰემორაგია, მოგეხსენებათ, სისხლჩაქცევებს ნიშნავს. დაავადებისათვის დამახასიათებელია მრავლობითი სისხლჩაქცევა სხეულის სხვადასხვა უბნის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ასევე - შინაგან ორგანოებში, მათ შორის - თავის ტვინში. დაავადება, როგორც წესი, ადრეული ბავშვობისას იწყება, მაგრამ შეუმჩნევლად.
10 წლამდე ასაკის ბიჭუნებსა და გოგონებს ის ერთნაირი სიხშირით ემართებათ, 10 წლის შემდეგ კი გოგონებში 3-ჯერ უფრო ხშირია. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა იმუნური წარმოშობისაა, რაც უბრალო ენით იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი საკუთარი სისხლის უჯრედებს - თრომბოციტებს უცხოდ აღიქვამს და ბრძოლას უცხადებს.
რატომ იქცევა ასე ორგანიზმი, დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ავადმყოფის სისხლში თრომბოციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა ამ ფაქტს ადასტურებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არსებობს მოსაზრება, რომ დაავადების განვითარების მექანიზმში განსაზღვრულ როლს მემკვიდრეობითი განწყობაც ასრულებს, რაც ხარისხობრივად არასრულფასოვანი თრომბოციტების გადაცემით ვლინდება, ხოლო არასასურველი ფაქტორების (ვირუსი, სტრესი და ა.შ.) თან დართვა შესაძლოა დაავადების პროვოცირების მიზეზად იქცეს.
თრომბოციტები სისხლის შედედების პროცესზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. სწორედ ამით აიხსნება დაავადების მთავარი კლინიკური ნიშანი - სისხლდენები და სისხლჩაქცევები. სისხლდენას ხელს უწყობს კოლტის წარმოქმნის უნარის გაქრობაც, რაც ამ დაავადებას ახასიათებს.