/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

სკოლა და მავნე გავლენები

სკოლა და მავნე გავლენები
სკოლაში, ბევრ კარგთან ერთად, ბავშვები ცუდსაც სწავლობენ, უმთავრესად - სხვა ბავშვების გავლენით. პირველი კლასი, პირველი სასკოლო წლის დასაწყისი (განსაკუთრებით - პირველი 6 თვე), არც ისე მარტივია.

ეს არის ახალ ცხოვრებასთან, ახალ როლთან შეგუების პერიოდი. თუ ამ გამოსაცდელმა ვადამ ჩაიარა და ბავშვს მაინც დარჩა პრობლემები, შესაძლოა კომპლექსებით დაიხუნძლოს. თანამედროვე პირველკლასელები ინტელექტუალური თვალსაზრისით შედარებით მომზადებულნი შედიან სკოლაში - მათმა დიდმა ნაწილმა უკვე იცის წერა, კითხვა, ანგარიში, კომპიუტერით სარგებლობა. სწორედ აქ იჩენს თავს პირველი პრობლემა - ეჩვენებათ, რომ ახალს ვერაფერს ისწავლიან და სასარგებლო ინფორმაციის მიღებას სხვაგანაც შეძლებენ - ტელეეკრანიდან, კომპიუტერიდან, საუბრებიდან შინ თუ გარეთ. თუ სწორედ ამ მომენტში ვერ შეძელით მათი დაინტერესება სასწავლო პროცესით, შესაძლოა ბავშვს პასიური დამკვირვებლის კომპლექსი მთელი ცხოვრება გაჰყვეს. ის იძულებული იქნება, იჯდეს კლასში, სასწავლო მერხთან, მაგრამ იყოს”თამაშგარე მდგომარეობაში”, არაფერში მონაწილეობდეს და მხოლოდ ზარის დარეკვას ელოდოს ან სხვა რამით გაერთოს. მეორე პრობლემა - ზოგიერთი ბავშვი ვერ ეგუება სასკოლო ცხოვრების მკაცრ ჩარჩოებს (განსაკუთრებით უჭირთ ისეთ ბავშვებს, რომლებიც პირველად ხვდებიან ბავშვთა კოლექტივში). არ გამოსდით ურთიერთობა პედაგოგთან, პედაგოგებს კი სჩვევიათ, ასეთი ბავშვები ზარმაცებად, ცუდად აღზრდილებად, უნიჭოებად ჩათვალონ. ბავშვებს არ ესმით, რას მოითხოვენ მათგან. არც თანაკლასელებთან ურთიერთობა გამოსდით. ჩნდება ურთიერთობის შიში, იმის განცდა, რომ სხვებს არ უნდათ მასთან ურთიერთობა. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჩამოყალიბდება კლასიკური წარუმატებელი, უიღბლო ადამიანის კომპლექსი, რომელიც მარტოობისკენ მიისწრაფვის.

მეორე კლასი

სკოლის მასწავლებლის მთავარი იარაღია შეფასება. ეს არის წარმატებისა თუ ჩავარდნის ერთადერთი მაჩვენებელი. “ხუთიანებისთვის” აქებენ, “ორიანებისთვის” მშობლებს იძახებენ, “სამიანებისთვის” პირობას ართმევენ, რომ გამოსწორდება... როდესაც მასწავლებელი უკან აბრუნებს საშინაო დავალების ან საკონტროლოს რვეულს, ბავშვს ყველაზე მეტად აშინებს დაუნდობელი წითელი ფერის შესწორებები და ცუდი ნიშანი. ასე ვითარდება “შეცდომის დაუშვებლობის კომპლექსი”, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს შიში, არასწორი ნაბიჯი არ გადადგას. “ოროსანი” და “ხუთოსანი” - ეს არის სკოლაში აკიდებული იარლიყი, რომელიც ხშირად მთელი ცხოვრება რჩება. არავინ იცის, ვის უფრო უმძიმს ცხოვრება - “ოროსანს”, დარწმუნებულს, რომ არავითარ მცდელობას აზრი არ აქვს, მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას (რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც შეფასებებს ინერციით წერს) თუ “ხუთოსანს”, რომელიც მთელი ცხოვრება კანიდან ძვრება, რომ საზოგადოების მოლოდინი გაამართლოს. ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული სხვების აზრზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეხუთე კლასი

კომპლექსები სხვადასხვაგვარად ვლინდება. არ არის აუცილებელი, ბავშვს ეგონოს, რომ ის სხვაზე უარესია, - ისეც ხდება, რომ მას თავი ყველაზე უკეთესი, გამორჩეული, სრულყოფილი ჰგონია და მთელი ცხოვრება უკვირს, რატომ ვერ ამჩნევენ ამას სხვები. ამ გადაჭარბებული თვითშეფასების საფუძველი სკოლის ასაკში უნდა ვეძებოთ. ისე ხდება, რომ უმცროს კლასებში ბავშვი ყველა საგანში თავს იჩენს, კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, ხმამაღლა და გამოთქმით კითხულობს ლექსებს და პედაგოგიც გამუდმებით აქებს, სამაგალითოდ ჰყავს. შემდგომ, უფროს კლასებში, მოთხოვნათა სისტემა იცვლება, მოდიან ახალი პედაგოგები, რომლებიც ვერ იცლიან, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგნენ, ყოფილი “სამაგალითოც” ვეღარ გამოირჩევა და იქმნება შინაგანი კონფლიქტი. ის მიჩვეულია, “პირველი” და “საუკეთესო” იყოს, მაგრამ ამას ვეღარ ახერხებს, ვერც თავის პრეტენზიულობას ელევა. ფსიქოლოგები ამ შფოთვას და დაძაბულობას “არაადეკვატურობის აფექტს” უწოდებენ. ასეთი ბავშვები ეგოისტები და შურიანები ხდებიან, არ ახარებთ სხვისი წარმატებები და გაურბიან მწვავე სიტუაციებს. ბავშვს რომ მსგავსი კომპლექსი არ განუვითარდეს, არ არის საჭირო გადაჭარბებული ქება და ცალკეული შედეგების აღმატებითი შეფასება.

შეკითხვა ექიმს
<p>-ჩემი შვილი 11 წლისაა.შემთხვევით გავიგე,რომ გეგმიური აცრა 5 წელზე რომ უკეთდება საერთო ბაზაში არ არის შეტანილი,არადა გაკეთებული აქვს,რასაც ვერ ვამტკიცებთ,პედიატრმა ჩვენ ბაზაში არსებული ინფორმაციით ვხელმძღვანელობთო და ასაცრელიაო.მოკლედ შეიძლება ეს აცრა რომ ხელმეორედ გაუკეთდეს 11 წლის ასაკში და რამეს ხომ არ ავნებს?</p>

მეშვიდე კლასი

გარდატეხის პერიოდში (13-17 წლის ასაკში) მოზარდები უფრო სათუთები ხდებიან, უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და სხვათა მომეტებული ყურადღების თავიანთი პერსონისადმი მიწერა. მოზარდს ეჩვენება, თითქოს “სცენაზე ცხოვრობს”. მეექვსე-მეშვიდე კლასიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება თანატოლთა აზრი, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის კეთილგანწყობილი არ არის და ხშირად არც სამართლიანია. ამ ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იყოს ყველას მსგავსი, ჰქონდეს ის, რაც აქვთ სხვებს, იაროს იქ, სადაც ყველა დადის... კოლექტივი კარნახობს ყველაფერს - ვარცხნილობით დაწყებული, მობილური ტელეფონის მოდელით დამთავრებული. ბავშვის განცდა “ყველას აქვს, მე კი არა” - მძლავრი წყაროა სხვადასხვა კომპლექსის ფორმირებისთვის. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ატმოსფეროა კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებაში, როგორია კლასში ფასეულობათა სისტემა და ლიდერთა პოზიცია.

ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალია კლასის ან სკოლის შეცვლა. მეშვიდე-მერვე კლასებში, პედაგოგებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, უპირველესი პედაგოგების უსამართლობაა. თითოეული დაუმსახურებელი (მოზარდის აზრით) შეფასება - კარგი თუ ცუდი, სხვისი თუ საკუთარი, პატარა აგურს დებს “სამართლიანობის მაძიებლის კომპლექსის” ფუნდამენტზე. მას მიაჩნია, რომ ირგვლივ სრული უსამართლობაა. აქედან ორი გამოსავალი არსებობს - ადამიანი ან მსხვერპლად მიიჩნევს თავს და მარადიული ბრძოლისთვის ემზადება, ან სამუდამოდ ეგუება მსხვერპლის პასიურ პოზიციას. რა თქმა უნდა, პედაგოგები ყოველთვის ობიექტურები არ არიან და ან უმატებენ შეფასებას, ან აკლებენ, მაგრამ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ნიშნები ტრაგედიად არ მიიჩნიოს. ჯერ ერთი, ბავშვებს შეფასების საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, რომლებიც ყოველთვის მართებული არ არის. მეორეც, მასწავლებელი ცოცხალი ადამიანია და შეიძლება ცდებოდეს ან სურდეს, ბავშვისგან უფრო მეტი ცოდნა “ამოქაჩოს”, ვიდრე ის ამჟღავნებს. არსებობენ უსამართლო პედაგოგებიც, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, ვირწმუნოთ, რომ “მთელი სამყარო უსამართლოა”.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება

ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე

თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
შეიძლება თუ არა ალკოჰოლმა გამოიწვიოს ტვინის ანევრიზმა?

თავის ტვინის ანევრიზმა არის ბუშტის მსგავსი გაფართოება, რომელიც ვითარდება დასუსტებულ სისხლძარღვებში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სკოლა და მავნე გავლენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები