/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

წყვილი ორგანოები

წყვილი ორგანოები
ადამიანის ორგანიზმი უნიკალური სისტემაა, რომელიც ყოველთვის მიისწრაფვის სრული სიმძლავრით ფუნქციონირებისკენ. ამ პროცესში იგი მუდმივად დამატებით დეტალებს იძენს ან ზედმეტისგან თავისუფლდება.

ჩვენი სხეულის სრულყოფის პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და დღემდე გრძელდება, ასე რომ, ის, რასაც ჩვენი სხეული დღეს წარმოადგენს - მრავალწლიანი სრულყოფისა და მუდმივი ცვლილებების შედეგია.

თითოეულ ჩვენგანს სარკეში ყურებისას, საკუთარი სხეულის დანახვისას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, აუცილებლად გასჩენია ასეთი კითხვა: ნეტავ, რატომ აქვს ადამიანს ორი თვალი და ორი ყური, ორი ხელი და ორი ფეხი, ცხვირი და პირი კი - მხოლოდ ერთი?

ეს უცნაური მახასიათებელი არა მხოლოდ სხეულის გარეგან ნაწილებზე, მის შინაგან აგებულებაზეც ისახება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მაგალითად, გვაქვს წყვილი ფილტვი, თირკმელა, სათესლე, საკვერცხე, ცალი ტვინი, გული, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საშვილოსნო.

რისთვის სჭირდება ადამიანს წყვილი ორგანოები, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციის განსახორციელებლად ერთი ტვინი და ერთი გულიც გვყოფნის?

ჰიპოთეზა 1

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ორი ბავშვი მყავს ორი წლის და ხუთი წლის. ახლა აცრის კალენდარს ვათვალიერებდი და ერთს პნევმოკოკის აცრის თარიღად 5 წლის რომელიცაა იმას უწერია 2,3 12 თვე და მაშინაა აცრილი მეორე ბავშვს რომელიც ორი წლისაა 3,4 12 თვე. ანუ ერთი სამი თვის რო იყო მაშინაა ვაქცინირებული მეორე ოთხის. აცრა არ გადამიდია მახსოვს ზუსტად და რატოა ასე? ან რამე ხოარაა საშიში</p>

ყველაზე გავრცელებულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ადამიანს წყვილი ორგანოები ფუნქციონირების სიძლიერისა და რეზერვისთვის სჭირდება.

მაგალითად, როდესაც ჩვენი ორგანიზმი გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვისას გაცილებით დიდი რაოდენობით ჟანგბადს ითხოვს, მხოლოდ ერთი ფილტვი ვერ შეძლებს ყოველდღიური ოპტიმალური ფუნქციონირებით გაზრდილი რაოდენობით ჰაერის ჩასუნთქვას, სწორედ ამიტომ გვაქვს წყვილი ფილტვი.

ჰიპოთეზა 2

მოვლენის უფრო ღრმა ანალიზისას აუცილებლად წავაწყდებით ბუნებაში ცოცხალი ორგანიზმების სიმეტრიის ფენომენს. ამის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ევოლუციის მანძილზე ცოცხალი ორგანიზმები აკურატულად ავლენენ სიმეტრიისადმი ლტოლვას - ნებისმიერი ცოცხალი არსება გაცილებით თავისუფლად იმოძრავებს, თუ მათ საყრდენი, კიდურების სახით, სხეულის ორივე მხარეს ექნებოდათ, რაც ზრდის ადამიანის სხეულის მოძრაობისას მობილობას.

ჰიპოთეზა 3

მესამე ჰიპოთეზის თანახმად, ასეთი აგებულება სათანადო მხარდაჭერისთვის ცენტრალურ ნერვულ სისტემას მოითხოვს, რამდენადაც ზურგის ტვინი გადის სხეულის ცენტრალურ ნაწილში და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საყრდენი, სამოქმედო და მორეაგირე ორგანოები ორივე მხარეს სჭირდება.

ჰიპოთეზა 4

მეოთხე ჰიპოთეზის თანახმად, წყვილი ორგანოები სულაც არ არის ფუფუნების ნიშანი, რეალურად, წყვილიდან თითოეული ორგანო ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან როლს ცალ-ცალკე ასრულებს. მაგალითად, ჩვენ გაგვაჩნია წყვილი თვალი და ამასთან, ცალი თვალითაც შეგვიძლია სამყაროს ხედვა, თუმცა სულაც არ არის ასე, ერთი თვალით ჩვენ ვხედავთ ჩვენ ირგვლივ გარემოს, მეორე კი ამ გარემოს სიღრმეების აღქმაში გვეხმარება.

რაც შეეხება თირკმელებს, ყველასთვის ცნობილია ფაქტები, როცა ახლობელი ადამიანები ცალ თირკმელს ოჯახის წევრებს აძლევენ და შემდგომ ცალი თირკმლით აგრძელებენ ცხოვრებას.

ჟურნალი „ნეფროლოგია, დიალიზი და ტრანსპლანტაცია“ დაინტერესდა და შეისწავლა ცალი თირკმლით დარჩენილი ადამიანების ცხოვრება, გაირკვა, რომ მომდევნო 16 წელი მათი ცხოვრების ხარისხი არ უარესდება, გვერდითი ეფექტები მხოლოდ შემდგომი 24 წლის შემდეგ იჩენს თავს.

სტერეოეფექტები

საკმაოდ საინტერესოა ფაქტები გულის თაობაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გული ერთი გვაქვს, სინამდვილეში, ჩანასახოვან სტადიაზე ადამიანს ორი გული აქვს, მოგვიანებით ეტაპზე კი ეს გული ერთიანდება და ორსაკნიანი ორი გულის შეერთებით ადამიანი ერთი ოთხსაკნიანი გულით იბადება.

ორნაწილიანი გულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების ფუნქციებიც განსხვავებულია და ერთმანეთს ავსებენ, საერთო ჯამში კი, სათანადო დონის სისხლის ცირკულაციას უზრუნველყოფენ.

ასევეა ტვინთანაც, მართალია ტვინი ერთი გვაქვს, მაგრამ იგი ორი - მარჯვენა და მარცხენა - ნახევარსფეროსგან შედგება, რომელთა შორისაც ფუნქციები არა იდენტური, არამედ მკაცრად განსხვავებული და გადანაწილებულია.

ხერხემალიც ერთი გვაქვს, რომელიც მალებისგან შედგება, მაგრამ სწორედ ამ მალებს გააჩნიათ ორი: მარცხენა და მარჯვენა ნაწილები, რომლებიც ასევე ავსებენ ერთმანეთს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ხერხემალზე არსებული დატვირთვის გადანაწილებას უზრუნველყოფენ.

ერთი გვაქვს ორგანიზმის მთავარ ლაბორატორიად წოდებული – ღვიძლი, მაგრამ იგი რამდენიმე წილისგან შედგება.

ჰიპოთეზების მიუხედავად, რომლებიც ნაწილობრივ ხსნიან ორგანიზმის ორგანოთა რაოდენობრივ განაწილებას, ერთი რამ ცალსახაა, ორგანიზმში სიმეტრიული მიდრეკილების მთავარი მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემაა, ორგანოები კი ისე ლაგდებიან, რომ ყოველი უჯრედი „მკვებავ წყაროსთან“ რაც შეიძლება ახლოს იყოს, რათა საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები დროულად მიიღოს.

ადამიანის სხეულის ზომების გაზრდამ საჭირო გახადა საკვები ნივთიერებების ტრანსპორტი მის პერიფერიულ ნაწილებამდე და სწორედ ამიტომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მახლობლად სისხლის მიმოქცევის სისტემა ჩამოყალიბდა.

ურთიერთდამატების ჰარმონია

წყვილი ორგანოები არათუ დუბლირებენ ერთმანეთს, არამედ შეთანხმებულად მუშაობენ.

ორი თვალი საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანს ბინოკულარული მოცულობის მხედველობა ჰქონდეს, შესაძლებელია ცალი თვალით ხედვა, თუმცა ამ დროს გარემოს აღქმა ირღვევა. ამაში მარტივი ცდით დარწმუნდებით. ცალ თვალზე ხელს თუ ავიფარებთ, ჩვენ გარემოს ვხედავთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ მის მოცულობასა და სიღრმეს, სწორედ ამ დროს შესაძლებელია რაიმე საგანს დავეჯახოთ ან ფეხი წამოვკრათ.

ორი ყური საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანს ბინაურალური სმენა გააჩნდეს, სათანადო დონეზე გავარჩიოთ ბგერის მიმართულება და მისი დაცილების მანძილი წყარომდე.

ცხვირის ორი ნესტო ერთმანეთს ეხმარება სუნისა და არომატის მიმართულების დადგენაში, ჩასუნთქვისას ჰაერის სათანადო და ეფექტიან გაწმენდაში. ორი ნესტო ზრდის ჰაერის კანთან შემხებ ფართობს, შემხები ფართის გაზრდით კი ჰაერი უფრო სწრაფად და ეფექტურად თბება, ტენიანდება და პირველადად იწმინდება.

ორი ფილტვის არსებობაც ამავე ჰიპოთეზით აიხსნება, აუცლებელია ჰაერის შემხები ფართის გაზრდა, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს აირთა ცვლა ორგნაიზმში, რაც, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციის – სუნთქვის საფუძველია.

ხდება ისე, რომ ჩანასახოვანი განვითარებისას, გარკვეული მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, შესაძლოა დაირღვეს ნორმალური ემბრიონული განვითარების პროცესი და ადამიანი დაიბადოს გაორკაპებული რბილი და მაგარი სასით, რომელსაც მგლის ხახის სინდრომით იცნობენ, ან დაიბადონ სიამის ტყუპი, რომელთა დროული გაცალკევებაც ჩანასახოვან პერიოდში ვერ განხორციელდა.

რამდენი ორგანო გვჭირდება?

საკმაოდ იშვიათად ადამიანი იბადება სამი თირკმლით და განსაკუთრებულად იშვიათად - ოთხი თირკმლით, ამგვარი თირკმელების მქონე ადამიანი ვერასდროს იგებს და გრძნობს, რომ ჭარბი ორგანო აქვს, მათი აღმოჩენა სულ სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევებისას დგინდება.

წყვილი თირკმლის, სათესლისა და საკვერცხეების არსებობას მეცნიერები ხსნიან ამ სისტემების შედარებით ახალი ევოლუციური წარმოქმნით, საჭმლის მომნელებელ და სისხლის მიმოქცევის სისტემასთან შედარებით.

მათ არსებობას ბევრი მეცნიერი საკომპენსაციო მექანიზმის აუცილებლობით ხსნის, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მათგანს რაიმე მოუვა და დაზიანდება, მეორე გააგრძელებს ფუნქციის შესრულებას და ამით ერთგვარად დააზღვევს მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულფასოვან განხორციელებას.

ადამიანის სხეული უნიკალური სისტემაა, რომელმაც მრავლობით ევოლუციურ გამოცდას გაუძლო, შეიცვალა, ადაპტირდა გარემოს მუდმივად ცვლადი ფაქტორების მიმართ. ის კვლავ აგრძელებს დახვეწასა და სრულყოფას, ამიტომ მომავალშიც აუცილებლად შეიცვლება, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განვითარების ეტაპები მე-2 კვირა: ნაწლავის კოლიკა

ორი კვირის ბავშვი უკვე საკმაოდ განსხვავდება იმ პატარასგან, რომელიც სამშობიაროდან გამოიყვანეთ. ეს ერთი შეხედვით შესამჩნევი არ არის, მაგრამ არის განსხვავება.
სრულად
„ოქროს წუთები" - რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბადებიდან პირველი 60 წუთი

კვლევები აჩვენებს, რომ ყველაფერს, რაც დაბადებიდან პირველ საათში ხდება, დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
როგორი უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება სხვადასხვა ასაკში

ბავშვთა უნარების განვითარების ხუთი ძირითადი სფერო:
სრულად
ფიზიკური აქტივობის როლი ბავშვის განვითარებაში

ბავშვის ცხოვრებაში ფიზიკური განვითარების მნიშვნელობაზე გვესაუბრება ქცევის თერაპევტი ნინი მელაშვილი.
სრულად
ზამთარში დაბადებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური თავისებურებები

მიიჩნევა, რომ ბავშვის ხასიათის თავისებურებები, ჯანმრთელობა და ზოგი ჩვევა დამოკიდებულია მის დაბადების თარიღსა და დროზე. ამ მონაცემებს ასტროლოგები, ნუმეროლოგები და სხვა სპეციალისტები შეისწავლიან.
სრულად
როგორი უნდა იყოს ბავშვის კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა

კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა ასაკის მიხედვით:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წყვილი ორგანოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები