/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

ბავშვის განვითარების ეტაპები მე-2 კვირა: ნაწლავის კოლიკა

ორი კვირის ბავშვი უკვე საკმაოდ განსხვავდება იმ პატარასგან, რომელიც სამშობიაროდან გამოიყვანეთ. ეს ერთი შეხედვით შესამჩნევი არ არის, მაგრამ არის განსხვავება.

ფიზიოლოგია

ამ დროისთვის ბავშვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი გზა ტირილია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს შვილს ხმით, ჩახუტებით და შეხებით. ორი კვირის ბავშვს უკვე შეუძლია დედის ხმის ამოცნობა და სხვებისგან გარჩევა.

მეორე კვირაში ბავშვი იბრუნებს პირველ კვირაში დაკარგულ წონას. კვირის ბოლოსთვის ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლეც გადის.

ჩვილები იბადებიან ახლომხედველები, ამიტომ ბავშვს შეუძლია დაინახოს მხოლოდ ის, რაც არის ძალიან ახლოს, არაუმეტეს 20-25 სმ მანძილზე, ახალშობილს შეუძლია ნათლად დაინახოს თქვენი სახე მხოლოდ მაშინ, როცა მას ძალიან ახლოს იჭერთ. არ გაგიკვირდეთ, რომ თვალებში არ გიყურებთ – მას ბევრად უფრო აინტერესებს თქვენი წარბების, თმის ან მოძრავი პირის ყურება.

პირველ თვეში ხდება შეცნობის პროცესი. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს ურჩევნიათ ადამიანის სახეები, ვიდრე ზოლები და ფერები. მეორე ადგილზეა მაღალი, კონტრასტული (შავ-თეთრი), დიდი, მარტივი ხაზები.

გარდა ამისა, ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს სიელმე, რაც ასევე ნორმალურია მისი ასაკისთვის. ეს ხდება თვალის კუნთების ფიზიოლოგიური სისუსტის გამო. ბავშვი გაიზრდება და მზერაც გასწორდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან სინათლის მიმართ და შეუძლიათ სამ განზომილებაში ხედვა.

ახალშობილებს უფრო მეტი ძვალი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს

ორი კვირის ბავშვს დაახლოებით 300 ძვალი აქვს, ზრდასრულს კი 206. მიზეზი არის ის, რომ ოსიფიკაციის პროცესის დროს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დაბადებიდან თვეების და წლების განმავლობაში, ზოგიერთი ძვალი ერთმანეთს ერწყმის. მაგალითად, ახალშობილთა თავის ქალას ძვლები ცალკეული ძვლოვანი მონაკვეთებია, რომლებიც ერთიანდებიან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.

რა შეუძლია ბავშვს

ორი კვირის ბავშვი უკვე იწყებს ამ უზარმაზარ სამყაროსთან შეგუებას. სიცოცხლის მეორე კვირაში ახალშობილი იწყებს ახალი შეგრძნებების აღქმას. მაგალითად, როდესაც ბავშვი მოუსვენრადაა, შეგიძლიათ მისი ყურადღების გადატანა ხმიან სათამაშოზე, ის მოუსმენს ხმას. ბავშვი უფრო ადვილად დამშვიდდება თქვენი ხმის ან სიმღერის ხმაზე.

ბავშვი ასევე იწყებს მკვეთრი სათამაშოების დანახვას. ის მაინც ვერ ხედავს კარგად ფერებს, მაგრამ უკვე შეუძლია თვალისაგან მცირე მანძილზე არსებული ნათელი ობიექტების მოძრაობებზე თვალის დევნება.

თუ ბავშვს დაარწევთ ან უბრალოდ ხელში აყვანილს გაატარებთ, ის ასევე სივრცეში გადაადგილებისას ახალ შეგრძნებებს აღიქვამს. ეს არის ვესტიბულური აპარატის ერთგვარი ვარჯიში. დროთა განმავლობაში, სწორედ ვესტიბულური აპარატი დაეხმარება მას სივრცეში სხეულის შენარჩუნებაში და, შესაბამისად, სეირნობაში, სიარულში, სირბილში, ტრიალში და მრავალი სხვა უფრო რთული მოქმედების შესრულებაში.

ძილი და კვება

ორი კვირის ბავშვი ჭამს უფრო აქტიურად და უფრო მეტხანს, ვიდრე დაბადებისას. მისი კუჭის მოცულობა ორ კვირაში იზრდება დაახლოებით 10-15-ჯერ ახალშობილთან შედარებით და დაახლოებით 2-ჯერ, ვიდრე ბავშვის სიცოცხლის 1 კვირის განმავლობაში. ახლა მისი კუჭის მოცულობა 80-130 მლ-ია. სწორედ ამიტომ, ბავშვმა შეიძლება მოითხოვოს ჭამა ბევრად უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე. საშუალოდ, კვებას შორის შესვენება არის 1,5-2 საათი დღის განმავლობაში და 3-4 საათი ღამით.

არიან ბავშვები, რომლებსაც უკვე ამ ასაკში სძინავთ დაახლოებით 6 საათი ღამით გაღვიძების გარეშე. მაგრამ ამავდროულად, ძუძუთი კვებისას, რეკომენდებულია მინიმუმ ერთი ღამის კვება (დაახლოებით დილის 2-დან 4 საათამდე), რადგან ღამით უფრო მეტი პროლაქტინის ჰორმონი იწარმოება, რომელიც ხელს უწყობს ძუძუთი კვებას.

ბავშვის სიფხიზლის დრო იზრდება. მას შეუძლია იღვიძოს დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში. ეს მშვენიერი დროა დედასთან კავშირისათვის და სათამაშოდ.

დროულ ბავშვებში დაბადებიდან ორ კვირაზე ყველაზე გავრცელებულია კოლიკა, რომელიც გვხვდება ბავშვების დაახლოებით 20-25%-ში. მათი განვითარება არ არის დამოკიდებული კვების ტიპზე.

არსებობს ეგრეთ წოდებული „ღულე ოფთჰრეეს“ „სამის წესი“. თუ პრობლემა:

  • ვითარდება სიცოცხლის პირველი სამი კვირის განმავლობაში;
  • გრძელდება დღეში სამი საათი ან მეტი;
  • მეორდება კვირაში, სულ მცირე, სამი დღე;
  • გრძელდება, სულ მცირე, სამი კვირა;
  • ქრება დაახლოებით სამი თვის ასაკში.

მაშინ, სავარაუდოდ, ეს არის ჩვილის კოლიკა. უფრო მეტიც, ტირილის ეპიზოდებს შორის ინტერვალებში ბავშვი სრულად ნორმალურად გრძნობს თავს. კოლიკა შეიძლება მოხდეს დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ხდება საღამოს 6 საათის შემდეგ და შუაღამემდე.

ჩვილების კოლიკის ზუსტი მიზეზები უცნობია. ეს მოიცავს მოუმწიფებელ ნერვულ სისტემას, კვების დროს ჰაერის ყლაპვას, ბავშვის ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებას და შეშფოთებულ მშობლებს. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ გაუგებარია რატომ აქვს ზოგიერთ ბავშვს კოლიკა, ზოგს კი არა.

ჩვილ ბავშვთა კოლიკის მკურნალობა ძირითადად მოიცავს ორგანიზაციულ ასპექტებს. დღემდე, ჩვილ ბავშვთა კოლიკის სამკურნალო საშუალება ჯერ არ არის გამოგონილი. ყველა მედიკამენტი, რომელიც დღეს ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც „ჩვილის კოლიკის სამკურნალო საშუალება“ სხვა არაფერია, თუ არა პლაცებო და ხშირად სახიფათო.

რა არის ეფექტური ჩვილის კოლიკისთვის?

არსებობს რამდენიმე უსაფრთხო რეკომენდაცია:

1. დარწმუნდით, რომ ძუძუზე სწორად არის მიყვანილი ჩვილი (ისე, რომ არეოლას უმეტესი ნაწილი ბავშვის პირში იყოს და ქვედა ტუჩი ამობრუნებული იყოს).

2. კვების დროს დაიჭირეთ ბავშვი დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით. ამ გზით ის ნაკლებ ჰაერს ყლაპავს.

3. უფრო ხშირად აიყვანეთ ხელში, ეს ამშვიდებს.

4. სიმღერები და ფონური ხმაურიც დაეხმარება ახალშობილს დამშვიდებასა და კოლიკების მოხსნაში.

5. თუ ბავშვს მუცელი სტკივა, გაუკეთეთ მუცელზე მასაჟი ნაზი, წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით.

6. უფრო ხშირად მოათავსეთ ბავშვი მუცელზე.

7. ავარჯიშეთ. „ველოსიპედით“ ვარჯიშები და ფეხების მუცლისკენ მიზიდვა ხსნის კოლიკას.

8. სითბო ხელს უწყობს სპაზმების მოხსნას. შეგიძლიათ საფენი დააუთოოთ და ბავშვს მუცელზე დაადოთ, ან უბრალოდ შიშველი მუცლით უფრო ხშირად მოათავსეთ თქვენს შიშველ მუცელზე (ან მამის მუცელზე).

კოლიკა სამუდამოდ არ გრძელდება. ის უფრო ხშირად მთავრდება მე-3, ნაკლებად მე-4 თვემდე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვის განვითარების ეტაპები მე-2 კვირა: ნაწლავის კოლიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები