/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

როცა ბავშვი რძეს არ სვამს

როცა ბავშვი რძეს არ სვამს
რძე ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი საკვებია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ორგანიზმისთვის აუცილებელი კვებითი რესურსი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: 1) ენერგეტიკული ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს საჭირო ენერგიით უზრუნველყოფს; 2) პლასტიკური ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია უჯრედებისა და ქსოვილების საშენებლად; 3) მარეგულირებელი ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ.

პირველ ჯგუფს მიაკუთვნებენ ცხიმებსა და ნახშირწყლებს, მეორეს - ცილებსა და მინერალურ ნივთიერებებს, მესამეს - მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ფერმენტებს. რძესა და მის ნაწარმში ეს ყველაფერი უხვად მოიპოვება, ამიტომაც ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის რძე ფასდაუდებელი პროდუქტია. რძის შემადგენლობაში შედის:

კალციუმი - ძვლებისა და კბილების საზრდო;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფოსფორი - ზრდის ხელშემწყობი ელემენტი;

წყალში ხსნადი ვიტამინები, რომლებიც უჯრედებისა და სისხლის წარმოქმნას უწყობს ხელს;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

ცხიმში ხსნადი ვიტამინები - მათზე ბევრად არის დამოკიდებული მხედველობის, გულის სიჯანსაღე და ნივთიერებათა ცვლის სწორად წარმართვა.

რძის დღიური ნორმა

ერთი წლის ბავშვმა დღეში 330მლ რძე უნდა მიიღოს. ეს არის დაახლოებით 1 ჭიქა რძე და ერთი ულუფა იოგურტი ან ყველის მოზრდილი ნაჭერი.

ასევე დაგაინტერესებთ
კალციუმის დეფიციტი ბავშვებში - ამ მინერალის საუკეთესო წყაროა რძე და რძის პროდუქტები ხილ-ბოსტნეულთან კომბინაციაში

სამიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვისთვის დღეში 350 მლ რძეა რეკომენდებული.

მშობლებო, გახსოვდეთ: რძე წყურვილის მოსაკლავი სითხე კი არ არის, არამედ სრულფასოვანი საკვებია და ყოველმხრივ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას. თუ ბავშვმა 1 ჭიქა რძე დალია და ჭამაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ - როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა უკვე მიიღო საკვები ნივთიერებების სამყოფი ულუფა.

როგორი რძე უნდა სვას ბავშვმა?

პასტერიზებული რძე ვასვათ პატარას თუ ახალმოწველილი, ეს გემოვნებასა და პრაქტიკულ მოსაზრებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სადმე მიემგზავრებით, უმჯობესია, პასტერიზებული რძე წაიღოთ თან. ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხიმის შემცველობასაც.

  • მოუხდელი რძე 3,5% ცხიმს შეიცავს;
  • ნაწილობრივ მოხდილი - 1,5-1,85%-ს;
  • მოხდილი - 0,3%-ს.

ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რამდენ ცხიმს იღებს პატარა სხვა საკვების მეშვეობით. თუ კარაქს, ყველს, ხორცს ყოველდღე აჭმევთ, ცხიმიან რძეს ნუღარ დაალევინებთ. ახალმოწველილი რძე მიკრობების უვნებელსაყოფად აუცილებლად უნდა წამოადუღოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დუღილისას ვიტამინების ნაწილი იშლება. აჯობებს, ბავშვი პასტერიზებული რძის სმას მიაჩვიოთ. ნუ მისცემთ წლამდე ასაკის ბავშვს ძროხის რძეს. კვებეთ ჩვილი ძუძუთი ან რძის ადაპტირებული ნარევებით. ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ასვით მხოლოდ მოუხდელი რძე. მოხდილი რძე ამ ასაკში მხოლოდ მაშინ არის ნებადართული, თუ დღეში 1,5 ლიტრს მაინც მიიღებს. უნდა შეგეძლოთ, დროულად ამოიცნოთ ალე-რგიის ან რძის აუტანლობის პირველი სიმპოტმები - მეტეორიზმი, ნაწლავთა აშლილობა, პირღებინება, უმადობა და ა.შ.

ალტერნატიული გამოსავალი

თუ ბავშვს რძე არ უყვარს, ნუ დააძალებთ. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. დაძალებით საპირისპირო შედეგს მიიღებთ - შესაძლოა, პატარამ სამუდამოდ შეიძულოს რძე. უმჯობესია, შესთავაზოთ მაწონი, იოგურტი, ხაჭო (შაქრით ნუ დაატკბობთ, უმჯობესია, ხილი შეურიოთ), ყველი. თუ არც რძის ნაწარმი მოსდის თვალში, რძე საკვებში "დამალეთ". მაგალითად, მოუმზადეთ კარტოფილის პიურე რძით. რძის აუტანლობის შემთხვევაში რაციონის შესარჩევად მიმართეთ პედიატრს. ორგანიზმმა კალციუმის აუცილებელი ულუფა რომ მიიღოს, საჭიროა, ყოველდღიურ რაციონში შედიოდეს: თუ ბავშვს სრულფასოვანი რაციონი აქვს, კალციუმის დეფიციტი არ ემუქრება.

გარდა რძისა და მისი ნაწარმისა, კალციუმს შეიცავს თევზი (სარდინი, ორაგული), ბოსტნეული, პარკოსნები, მწვანილი, ხილი, მაგალითად, მწვანე ხახვი, კამა, ნუში, ფორთოხალი, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მცენარეული წარმოშობის კალციუმს ორგანიზმი ძნელად ითვისებს. კარგი იქნება, თუ ბავშვს დროდადრო კალციუმის შემცველ მინერალურ წყალს დაალევინებთ. რძის შემადგენლობაში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს მზა პროდუქტები და საკონდიტრო ნაწარმი: ხილის იოგურტი, ხაჭო, შოკოლადი რძიანი გულსართით ("ნესტლეს" საბავშვო შოკოლადები, "კინდერი" და სხვა), მაგრამ მათში ბევრია შაქარი და ცხიმი, ამიტომ მათი დიდი ოდენობით მიღება ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. ტკბილეული კალორიების დღიური ნორმის მხოლოდ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

ყველაზე მთავარი

რძემ თქვენს შვილს მხოლოდ სარგებლობა რომ მოუტანოს, მჭიდრო კონტაქტი გქონდეთ პედიატრთან და რაციონში ყოველი ახალი პროდუქტი მხოლოდ მასთან შეთანხმებით ჩართეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
მშობლად ყოფნა უამრავ სასიამოვნო მომენტთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვთა ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაზე ზრუნვაა.
სრულად
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
ბავშვებში კვებითი აშლილობის მიზეზები, მართვა - რჩევები მშობლებს
სრულად
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის
მარცვლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი,
სრულად
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
ადრეულ ასაკში შაქრის ჭარბი რაოდენობა დაკავშირებულია
სრულად
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე
საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტრანს ცხიმს, გემოს გამაძლიერებლებს და ემულგატორებს,
სრულად
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?
დადგა ყველასთვის საყვარელი კენკრის - მარწყვის სეზონი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როცა ბავშვი რძეს არ სვამს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები