/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ვაწოვოთ თუ არა ძუძუ ბავშვს ერთი წლის შემდეგ

მყავს წლისა და 3 თვის გოგონა, დღემდე ძუძუს წოვს, ვერაფრით გადავაჩვიე. სხვა საკვებს უხალისოდ ჭამს. როდემდე შეიძლება ვაწოვო ძუძუ? საერთოდ, რა უნდა ჭამოს ამ ასაკის ბავშვმა?

წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დედის რძე უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი საკვებია. მაგრამ ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებზე - ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე, ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე, მხოლოდ დედის რძით კი მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია.

ერთი წლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭმლის მომნელებელი უნარი იზრდება, უფრო და უფრო მეტად იხვეწება გემოვნებითი შეგრძნებები. პაწიას უკვე აქვს კბილები, საკმაოდ განვითარებული საღეჭი კუნთები. ასე რომ, შეგვიძლია, მენიუ გავამრავალფეროვნოთ, თხევადი და ნახევრად თხევადი საკვები მკვრივით შევცვალოთ, მაგალითად, ბოსტნეულის, ხორცისა და თევზის პიურეების ნაცვლად პატარას მოხარშული ან მოშუშული ხორცით, გუფთით, კატლეტებით გავუმასპინძლდეთ. ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვის მენიუ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ხარისხის პურს (2 წლიდან - ჭვავისასაც), ბურღულეულს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, ხორცს, თევზს, კვერცხს, რძესა და რძის ნაწარმს. ხორცი სჯობს ნაკლებად ცხიმიანი, ხბოსა და ქათმისა, თევზეულიდან კარგია ცოცხალი, ფარგა, ვირთევზა და ხეკი. ადრეულ ასაკში ცხიმიანი ხორცი (ცხვრისა, ღორისა, ბატისა) და თევზეული (ზუთხი, ორაგული) არ შეიძლება - ცხიმის ჭარბი შემცველობის გამო ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. თევზეული კვებითი ღირებულებით ხორცს უთანაბრდება. ის შეიცავს იოლად ასათვისებელ, სრულფასოვან ცილებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს, სპილენძს, ფთორს, ფოსფორსა და იოდს. შეიძლება მისგან პაშტეტის მომზადებაც. რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ ღვიძლი, ენა. ისინი ხელს უწყობენ ნერვული სისტემის განვითარებას. ღვიძლი მდიდარია ვიტამინებით, კალციუმის, რკინის მარილებით. რძის ნაწარმი ბავშვის ყოველდღიური მენიუს აუცილებელი კომპონენტია. ძლიერ სასარგებლოა ხაჭო, არაჟანი, ყველი, ნადუღი და მაწონი. მაწონს ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ჩინებულად აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ცხიმად ამ ასაკში მიზანშეწონილია ნაღების კარაქის გამოყენება. ის უკვე მომზადებულ კერძს უნდა დაუმატოთ, რადგან დუღილისას მასში შემავალი ვიტამინები იშლება, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა ორთქლდება, უჯერი ცხიმოვანი მჟავები ნაჯერად გარდაიქმნება. წლინახევრის ბავშვისთვის მცენარეული ზეთი - ზეითუნისა, სიმინდისა, მზესუმზირისა - დღე-ღამეში მოხმარებული ცხიმის საერთო ოდენობის 10-15%-ს უნდა შეადგენდეს. ბავშვის რაციონში უხვად უნდა ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, მათ შორის - სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ბოლოკი, კიტრი, სალათის ფურცლები, მწვანილი, ხახვი, ოხრახუში, კამა, თანაც მხოლოდ მოხარშული კი არა, უმიც. მიაჩვიეთ პატარა უმი სტაფილოს ყოველდღე ჭამას. ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, გემოვნებითი თვისებების განსავითარებლადაც აუცილებელია. ხილი და კენკრა უმჯობესია ასევე უმი მისცეთ, თუმცა არანაკლებ სასარგებლოა ჩირი, კომპოტი და კისელი. ცილებით, მინერალური ნივთიერებებითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია შვრია, წიწიბურა, ჰერკულესი, თავნაფქვი ბურღული. ისინი უხვად შეიცავს რკინას და ამავე დროს იოლი ასათვისებელია. პარკოსნები, მათ შორის - ბარდა, ლობიო, ძნელი ასათვისებელია, ამიტომ სამ წლამდე მათი მიცემა არ არის რეკომენდებული. შაქართან ერთად შეგიძლიათ რაციონში ჩართოთ თაფლი. ის ნახშირწყლების გარდა შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინებსა და ფერმენტებს, რის გამოც მისი შეწოვა და მონელება უფრო ადვილია, მაგრამ რეკომენდებული არ არის ალერგიულად განწყობილი ბავშვებისთვის.

კვების რეჟიმი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

1-დან 1,5 წლამდე კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის, მეხუთე კვება 1,5 წლამდე შეუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება, კუჭის წვენის გამოყოფის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების ოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის სასურველი, ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, წვენები მისცეთ. სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება:

* საუზმე - 25%

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

* სადილი - 35-40%

* სამხარი - 10-15%

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს

* ვახშამი - 25%

ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც:

* ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ. ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლად მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფა, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - შეიძლება უფრო იშვიათად მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა უკვე მიჩვეულია გარკვეულ გემოს და ზოგიერთი ახალი კერძი, თუნდაც ნაცნობი სურსათისაგან მომზადებული, შესაძლოა არ მოეწონოს. შეეცადეთ, თანდათან, ძალდაუტანებლად შეაჩვიოთ. სხვაგვარად ორგანიზმი, გემოვნებითი შეგრძნებები და საღეჭი აპარატი ნორმალურად ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე მისაღები საკვების ოდენობის განსაზღვრაც. ულუფა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად: 1-დან 3 წლამდე პატარამ ერთ ჯერზე უნდა მიირთვას:

* სუპი (წვნიანი) - 100-150 გ

* გარნირი - 80-100 გ

* კისელი, ჩაი წვენი - 100 მლ

ულუფის სიჭარბე არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და აუარესებს საკვების ათვისებას, შედეგად კი ბავშვს მადაც ეკარგება. მიაჩვიეთ პატარა წყლის სმას. განსაკუთრებით არ უყვართ წყალი ბუნებრივ კვებაზე მყოფ პაწიებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1კგ-ზე დაახლოებით 80-100 მლ-ს შეადგენს. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში - დამტკბარი. ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას აქვეითებს და მადას აურესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია. ასევე მიუღებელია მაწვნის, ხაჭოს, გახეხილი ხილის (პიურეს) დატკბობა. დაიმახსოვრეთ: პატარას საკვებს შაქარი და მარილი იმდენი უნდა გაურიოთ, რომ თავად მისი დაგემოვნებისას უმარილო და უტკბო მოგეჩვენოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
მშობლად ყოფნა უამრავ სასიამოვნო მომენტთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვთა ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაზე ზრუნვაა.
სრულად
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა

ბავშვებში კვებითი აშლილობის მიზეზები, მართვა - რჩევები მშობლებს
სრულად
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის

მარცვლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი,
სრულად
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
ადრეულ ასაკში შაქრის ჭარბი რაოდენობა დაკავშირებულია
სრულად
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე

საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტრანს ცხიმს, გემოს გამაძლიერებლებს და ემულგატორებს,
სრულად
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?

დადგა ყველასთვის საყვარელი კენკრის - მარწყვის სეზონი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვაწოვოთ თუ არა ძუძუ ბავშვს ერთი წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები