/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს
ბავშვისთვის ძუძუთი კვების გადაჩვევას ნუ ვიჩქარებთ. პირველ 4-6 თვეს რეკომენდებულია ბავშვის მხოლოდ ძუძუთი კვება. შემდეგ უკვე დამატებითი საკვები უნდა მივაწოდოთ. თუმცა დედის რძე მაინც მნიშვნელოვანი რჩება ბავშვის კვებაში.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს

ბავშვისთვის ძუძუს გადაჩვევის საუკეთესო ასაკია 12-14 თვე. რატომ?

  • ჩვეულებრივ, ამ პერიოდში პატარას ძუძუს მხოლოდ დღეში 2-ჯერ აძლევენ, ამიტომ გადაჩვევა შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს.
  • ბავშვს ერთი წლის ასაკისთვის სჭირდება დედასთან კონტაქტი, მაგრამ ეს კონტაქტი არა ძუძუთი კვების დროს მყარდება, არამედ ურთიერთობის, სწავლების, თამაშის დროს.
  • მიჩნეულია, რომ დედის რძე თავის უნიკალურ თვისებებს კარგავს მაშინ, როდესაც ბავშვი 1-1,5 წლისაა.

როგორ განვსაზღვროთ, რომ პატარა ძუძუსთვის თავის დანებებისთვის მზადაა?

როდესაც ბავშვი ძუძუს ითხოვს, ცოტა ხანს მოიცადეთ და გაართეთ რაიმე საინტერესო თამაშით ან სათამაშოთი. თუ დიდი ხნით დაივიწყებს საკუთარ სურვილს, ეს კარგი ნიშანია.

შუა დღეს ბავშვი ძუძუს გარეშე დააძინეთ.

საღამოს დასაძინებლად ბავშვი სხვა ადამიანმა დააწვინოს. თუ ამ მოვლენას პატარა მშვიდად აღიქვამს და ღამე იშვიათად იღვიძებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დროა ძუძუთი კვებას გადავაჩვიოთ.

როგორ მოვიქცეთ?

ბავშვი ძუძუს თანდათანობით უნდა გადავაჩვიოთ. თავდაპირველად გამოვტოვოთ ერთი კვება (დილით შევცვალოთ რძის ნარევით), რამდენიმე დღის შემდეგ კი საღამოს კვებაც. ამასთან, კვების შემცირებასთან ერთად, ლაქტაციაც ქვეითდება.

თუმცა ძუძუთი კვების რაოდენობის შემცირებამ და მკვეთრად გადაჩვევამ შეიძლება ბავშვის პროტესტი და ბუნტიც კი გამოიწვიოს, რადგანაც პირველი დღეებიდანვე კვება ბავშვისთვის დედასთან ასოცირდება. კვების დროს ბავშვი არა მხოლოდ შიმშილს იკლავს, არამედ მშვიდდება კიდეც.

  • ბოთლისთვის შევარჩიოთ მოხეხრხებული საწოვარა რამდენიმე ნახვრეტით.
  • ძუძუთი კვება ჩაანაცვლეთ სეირნობით, თამაშით, საღამოს ზღაპრებით, საუბრებით.
  • თუ ბავშვს უჭირს დაძინება და უარს ამბობს საწოლში ძუძუს გარეშე დაძინებაზე, მოეფერეთ, დაუდეთ გვერდით საყვარელი სათამაშო, წაუკითხეთ ზღაპარი.
  • როდესაც ატირებული ბავშვი თქვენკენ მოიჩქარის, ჩაეხუტეთ. თქვენ ყოველთვის იქნებით ბავშვისთვის ყველაზე საიმედო დამცველი და ფსიქოლოგიური კომფორტის წყარო. ყველა შესაბამის შემთხვევაში უთხარით ბავშვს, რომ ის მალე გაიზრდება და მხოლოდ ძალიან პატარები წოვენ ძუძუს.
  • რაც შეიძლება ხშირად აიყვანეთ ბავშვი ხელში, აკოცეთ, ჩაეხუტეთ, ითამაშეთ მასთან ერთად. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ დედას მუდამ ახსოვს და უყვარს.
  • ხშირად ძალიან რთულია განსაზღვრა, რა ასაკიდან უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს. ეს მხოლოდ ბავშვზე, დედაზე და დედის რეჟიმსა და ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

გავრცელებული მეთოდი ძუძუს დვრილებზე უგემური ან მწარე საკვების შეზელაა. მაგრამ რამდენად ღირს ამის გაკეთება? თავად წარმოვიდგინოთ თავი ამ შემთხვევაში. რას იგრძნობს ბავშვი, როდესაც ძუძუს ჩაიდებს პირში და მწარე საკვები შერჩება? დარწმუნებული იყავით, რომ არა მარტო გამწარდება, არამედ შეიძლება დედისადმი ნდობა დაკარგოს, რადგანაც დედის ძუძუ ბავშვისთვის სრული სიმშვიდის, უსაფრთხოების და სიყვარულის კუნძულია. ძუძუსგან გადაჩვევა უნდა მოხდეს თანდათანობით და რაც შეიძლება ბუნებრივად.

თუ ბავშვი ამ დროს ავად გახდა, შესაძლოა, მოგიწიოთ ძუძუთი კვებაზე დაბრუნება.

არ შეიძლება ბავშვს ძუძუსთვის თავი დავანებებინოთ, თუ მცირე ხნის წინ გადაიტანა ნაწლავური ინფექცია ან რაიმე დაავადება.

ძუძუზე თავის დანებება ჯობს წელიწადის გრილ პერიოდებში.

ლაქტაციის შეწყვეტისას არ დატოვოთ ბავშვი, რადგანაც ამან შეიძლება გაუუარესოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა.